განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210224016001484982
საქმე №2ბ/5272-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - მ----–-----------
წარმომადგენელი - ლ-------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - პ--------------–---–ი
წარმომადგენელი - დ-------------–---–ი
მხარდამჭერის მიმღებად საცნობი პირი - დ--------------–---–ი
წარმომადგენელი - ბ-----------–---–ი
დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნარის რაიონული სასამართლოს 16.05.2017წ. გადაწყვეტილება.
დავის საგანი - პირ მხარდამჭერის მიმღებად ცნობა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
სიღნარის რაიონული სასამართლოს 16.05.2017წ. გადაწყვეტილებით:
1.განმცხადებელ პ--------------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა.
1.1. დ--------------–---–ი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად;
1.2. პ--------------–---–ი ცნობილ იქნა მხარდაჭერად შემდეგ სფეროებში: გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პენსიის და დახმარების დანიშვნის , ბანკებიდან პენსიისა და აბრებზე არსებული თანხების მიღების, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და კერძო პირებთან ურთიერთობის სფეროებში.
2. მ----–-----------ს განცხადება დ--------------–---–ის მხარდამჭერად დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
ფაქტობრივი გარემოებები
დ--------------–---–ი, დაბადებული 1997 წლის 17 იანვარს, პ/ნ 3----------, სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის (საქმე №2/37-2014) გადაწყვეტილებით აღიარებულია ქმედუუნაროდ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების უფროსის 2015 წლის 23 თებერვალის №0----------- გადაწყვეტილებით პ--------------–---–ი პ/ნ 3----------) დაინიშნა თავისი შვილის - დ--------------–---–ის მეურვედ.
დ--------------–---–ის მშობლები პ--------------–---–ი და მ----–----------- განქორწინებულები არიან 2012 წლის 01 ივნისიდან. განქორწინების შემდეგ შვილები დარჩნენ საცხოვრებლად მამის სახლში სოფელ კ-------–-. 2014 წლის 19 მარტს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დ--------------–---–მა მიიღო მრავლობითი დაზიანებები, კერძოდ ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა (ქალის ფუძის, ქალა სარქველის, სახის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინის შეშუპება, აღენიშნება კომა).
დ--------------–---–ის ამჟამინდელი ფაქტიური საცხოვრებელი ადგილია: რაიონი საგარეჯო, სოფელი კ-------- 24-ე ქუჩა N11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 03.11.2016 წლის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N5--------- დასკვნის მიხედვით, დ--------------–---–ს აღენიშნება მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები. მისი მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთობა შეზღუდულია უკიდურესად და საჭიროებს მხარდაჭერას ყველა სფეროში.
2016 წლის 29 აგვისტოს მ----–-----------მ სასამართლოს განცხადებით მიმართა და ითხოვა თავისი შვილის მხარდამჭერად დანიშვნა. ანალოგიური განცხადებით მომართა დ--------------–---–ის მამამ პ--------------–---–მა 2016 წლის 26 სექტემბერს. 2016 წლის 03 ოქტომბერს მოხდა ორივე საქმის ერთ წარმოებაში გაერთიანება.
სასამართლო სხდომაზე ექსპერტების მიერ მიცემულ ჩვენებებით დ--------------–---–ს აქვს მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა, დამოუკიდებლად მხარდამჭერის დახმარების გარეშე არ შეუძლია არანაირი მოქმედების განხორციელება და გადაწყვეტილების მიღება და მას ესაჭიროება სრული მხარდაჭერა ყველა სფეროში.
სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა და მხარდაჭერის მიმღების ადვოკატმა ბ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების მირ შესწავლილი იქნა სადავო საკითხი და დ--------------–---–ის ინტერესებიდან გამომდინარე უკეთესი იქნება მხარდამჭერად დაინიშნოს პ--------------–---–ი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის შესაბამისად პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის შესაბამისად პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის შესაბამისად პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771 მუხლის შესაბამისად მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვანად შესრულების გამო.
მოცემულ საქმეზე სასამართლომ გაითვალისწინა პ--------------–---–ი დახასიათება, პიროვნულ თვისებებს, მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარი, მატერიალურ პირობებს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესები და ნება და მიიჩნია, რომ მხარდამჭერად უნდა დაინიშნოს პ--------------–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მხარდამჭერად რეკომენდირებულია პ--------------–---–ი. ექსპერტიზის დასკვნაში მოცემულია სოციალური მუშაკის შეფასება, რომელიც აღნიშნავს, რომ დ--------------–---–ი ცხოვრობს მამის სახლში, სადაც მოწესრიგებულია საყოფაცხოვრებო და სანიტარულ - ჰიგიენური პირობები. დავითისთვის გამოყოფილია ცალკე ოთახი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯით და ნივთით. ოჯახს აქვს საკმარისი შემოსავალი, რაც უზრუნველყოფს ავადმყოფის საჭიროებებს.
რაც შეეხება დედის მ----–---------ძის განცხადებას, სასამართლომ დაასკვნა, რომ რეალურად მ----–--------ოვის მიზანია არა შვილის მხარდამჭერად დანიშვნა არამედ მისი ნახვის და მოვლის უფლების მოპოვება, რასაც, მისი თქმით, ხელს უშლის პ--------------–---–ი. სასამართლომ განმარტა, რომ შვილთან ურთიერობის მოწესრიგების საკითხი შესაძლებელია გადაწყდეს სასარჩელო წესით.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მ----–---------ძის მხარდამჭერად არ ცნობის ნაწილში. კერძოდ, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ვერ იქნა დასაბუთებული სრულად თუ რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გამო ეთქვა უარი დ--------------–---–ის მხარდამჭერად დანიშვნის თაობაზე. საგულისხმოა, რომ მ----–-----------, როგორც მშობელი თანაბარი უფლებით სარგებლობს და მას აქვს იგივე უფლებები, მოვალეობები შვილის მიმართ, როგორც მამას პ--------------–---–ს. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით "მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს." მოცემულ შემთხვევაში მ----–----------- სრულად აკმაყოფილებს სამქოქალაქო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, მას აქვს სრული უნარი, შესაძლებლობა, პიროვნული თვისებები და გააჩნია ურთიერთ დამოკიდებულება მხარდამჭერის მიმღებთან, მის შვილთან. პირველი ინსტანციის სასამრთლოს, მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება თითქოსდა მ----–---------ძის მხარდამჭერად ცნობის მიზანია არა შვილის მხარდამჭერად დანიშვნა, არამედ მისი ნახვის და მოვლის უფლების მოპოვება მოკლებულია სამართლებრივ და არგუმენტირებულ დასაფუთებას. კერძოდ, მხარდამჭერად ცნობის მიზანს წარმოადგენს, მისი შვილზე დ--------------–---–ზე ზრუნივის განხორცილება საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი ნებისა და თავისუფლების გამოხატვაში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. მართალია პ--------------–---–ი დღემდე არ აძლევს მის ყოფილ მეუღლეს მ----–-----------ს ბავშვის ნახვის უფლებას უკანონოდ და ძალის გამოყენებით უზღუდავს შვილის ნახვის უფლებას, რაზედაც შესაბამისი სამართლებრივი და პროცესუალური მოქმედებები დაწყებული აქვს მ----–-----------ს. თუმცა მხარდამჭერად ცნობისა და ბავშვის ნახვის უფლების მოპოვება სამართლებრივი შინაარსით დამოუკიდებელი მოთხოვნებია, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ემსჯელა მყარად და არგუმენტირებულად დაესაბუთებინა ის გარეოება თუ რატომ შეუზღუდა მ----–-----------ს მის შვილზე დ--------------–---–ზე განეხორციელებინა მხარდაჭერა. კერძოდ, მხარადმჭერის მიმღების სამართლებრივი დაცვა უნდა ემყარებოდეს: 1. სამართლებრივი რეგულირების მოქნილობის პრინციპს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს ისეთი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ, პირის უფლებებისა და ქონებრივი ინტერესების დაცვის მიზნით, კონკრეტულ სამართლებრივ ვითარებაში მისი ქმედუუნარობის ხარისხის მაქსიმალურად სრულ გათვალისწინებას, ქმედუუნარობის განხვავებული ხარისხებისა და განსხვავებული ვითარების შესაბამისი სამართლებრივი რეგულირების არსებობას; 2. ქმედუნარიანობის მაქსიმალური შენარჩუნების პრინციპს, რაც გულისხმობს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ქმედუუნარობის განსხვავებული ხარისხების არსებობასა და პირის ქმედუნარიანობის ხარისხის ცვლილების შესაძალებლობას დროთა განმავლობაში; 3. დაცვითი ღონისძიებების პირის ქმედუნარიანობის ხარისხთან თანაზომიერების პრინციპი, რომლის თანახმად, ქმედუნარიანობის შეზღუდვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ქმედუნარიანობის კონკრეტული ვითარება და შესაბამისი პირის კონკრეტული საჭიროებები ასევე ავღნიშნავთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით მხარდაჭერის მიმღები არის ქმედუნარიანიპირი, რომელსაც აქვს ფსიქოსოციალური საჭიროებები, ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას, ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროებში. ხსენებული ნორმიდან გამომდინარე მხარდამჭერი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების პროცესის გასაადვილებლად პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით ან მისთვის საუკეთესო და სასარგებლო არჩევანის გაკეთებით. ასევე, პირის მიერ გამოხატული ნებისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სხვებისთვის შეტყობინებით. შესაბმისად, როგორც დედის და შვილის კავშირი, დედა-შვილის ურთიერთმიჯაჭვულობა, მათი ბუნებრივი კავშირი ხელს შეუწყოფს მხარდამჭერის მიმღებს და დაეხმარება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მიჯაჭვულობა ფართო ცნებაა და ის მოიცავს პიროვნების ყველა ასპექტს – ფიზიკურს, ფსიქიკურს, ემოციურს, სოციალურს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლი არ ზღუდავს მხარდამჭერების რაოდენობას. კერძოდ "სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უნდა მომხდარიყო მხარდამჭერების ფარგლების განსაზღვრა და მათი უფლებამოვალეობების მით უფრო, რომ მ----–----------- არ არის წინააღმდეგი პ--------------–---–ი მასთან ერთად დარჩეს მხარდამჭერად და იზრუნოს მის შვილზე, რაც მისი მოვალეობაა. აპელანტს მიაჩნია, რომ მისი შვილის მძიმე მდგომარეოობიდან გამომდიანრე, რაც დღევანდელი სიტუაცით კიდევ უფრო დამძიმდა და გაუარესდა, აქვს მოთხოვნა და სურს ბავშვის მამასთან ერთად გაიყოს მხარდამჭერის ფარგლები, მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს შვილის მხარდაჭერა გარკვეულ ფარგლებში, რაც დღემდე უკანონდ ეზღუდება.
სასამართლოს მ----–---------ძის მხარდამჭერად ცნობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მიხედვით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას.
აღსანიშნვავია რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა მ----–---------ძის პიროვნული თვისებების შეფასება, ასევე მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულება, მხარდაჭერის მიმღების ინტერესების გათვალისწინება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1283-ე მუხლთან. კერძოდ "მეურვედ, მზრუნველად ან მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო." ხსენებული შეღუდვები ვერ გავრცელდება აპელანტ მ----–---------ზე შემდეგ მიზეზთა გამო, მას არ ჩამორთმევია მშობლის უფლება იმის მიუხედავდ, რომ განქორიწინებულია მეუღლესთან და ცალკე ცხოვრობს მას თავის შვილებზე უარი არასოდეს უთქვამს მით უფორო, რომ ყოველთვის ცდილობდა ენახა და ამას ახერხებდა მანამ სანამ დ--------------–---–ი, მისი შვილი ჯანმრთლად იმყოფებოდა და შეეძლო თავისი ნების შესაბამისად ემოქმედა. მას თავი არ აურიდებია მშობლის უფლებებისა და მოვალეობის შესრულებაზე, პირიქთ მეუღლე სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ უკრძალავდა, არ აძლევდა შესაძლობლობას ხშირ შემთხვევაში მიახლოებოდა კიდეც შვილებს და ეზრუნა მათზე, გაეწია მათზე ის მზრუნველობა, რაც თითოეულ მშობელის ვალდებულებაა.
საგულისხმოა თუ რას ეფუძნება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადწყვეტილებაში მოყვანილი სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოს და დ--------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიცია, რადგან პროცესზე ზეპირსიტყვიერად სრულიად სხვა განცხადეს სააგენტოს წარმოამდგენელმა და ადვოკატმა. ისინი არ იყვნენ წინააღმდეგნი და თანახმობა გამოთქვეს, რომ ორივე მშობლელი ცნობილიყვნენ დ--------------–---–ის მხარადმჭერად, მათ შორის გადანაწილებულიყო მხარდამჭერის უფლება-მოვალეობები და განსაზღვრულიყო მხარადაჭერის ფარგლები.
ასევე ავღნიშნავთ, რომ პირველი ინსტანციის სასამრთლო პროცესზე მოსამრთლე პ-------------ემ მ----–--------ძის წარმომადგენელს უკანონოდ შეუზღუდა მისთვის გამოყოფილი დრო და მოახსნა, რომ ძალიან ბევრი პროცესი ჰქონდა და ვერ მოუსმენდა ამდენს, რაც მეტყველებს, რომ მოსამრთლეს მხრიდან არ მოხდა იმ ფაქტების სრულყოფილად შესწავლა, რაც ჩვენს მიერ იქნა პროცესზე გაჟღერებული და დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით "სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები." მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს რომ მისი საქციელი გონიერი დამკვირვებლის თვალში იყოს უმწიკვლო. მოსამართლის ქცევამ და მოქმედებამ უნდა განამტკიცოს საზოგადოების ნდობა სასამართლოს შეუვალობის მიმართ. მართლმსაჯულება არა მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ უნდა გამოჩნდეს როგორც აღსრულებული.
აპელანტის განმარტებით, დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პ--------------–---–ის მხარდამჭერად ცნობის ნაწილში. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს გადაწყვეტილებაში, რომ გაითვალისწინა პ--------------–---–ის დახასიათება და მისი პიროვნული თვისებები აღსანშნავია, რომ პ--------------–---–ი დღემდე უკანონოდ უზღუდავს მ----–-----------ს შვილის ნახვის უფლებას და ეს მან სასამართლო პროცესზეც დაატასტურა. ასევე დადასტურებული ფაქტია, რომ პ--------------–---–ს არაერთხელ მიუყენებია ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მისი ყოფილი მეუღლისათვის, რაც დადასტურებულია აპელანტის, მეირ არაერთხელ დაფიქსირებული საჩივრებით სამართალდამცავ ორგანოებში. ხსნებულიდან გამომდიანრე, პირველი ინსტანციის სასამართლოს, მიერ მოყვანილი დახასიათება და პიროვნული თვისებები ვერ იქნება სანდოობის მაღალი სტანდარტის მატარებელი. საგანგაშოა, რომ სასამართლომ არ გაითვლისწინა ჩვენს მიერ წარდგენილი და პროცესზე გაჟღერებული ფაქტები რომლის მიხედვითაც დასტურება, რომ პ--------------–---–ი ძალადობს მის ყოფილ მეუღლეზე, ემუქრება მას. შესაბამისად პირი რომელიც მსგავს ქმედებებს ჩადის არ შეიძლება იყოს მაღალი პიროვნული თვისებების და დადებითი დახასითების მატარებელი. სასამრთლოს, მიერ აღნიშნულის არ გაზიარება მიანიშნებს რომ მხარს უჭერს ხსენებულ ქმედებას და მიღებული გადაწყვეტილებით ახალისებს მსგავს ფაქტს.
ხსენებული გარემოებები ქმნიან მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რაც სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ;
დ--------------–---–ი, დაბადებული 1997 წლის 17 იანვარს, პ/ნ 3----------, სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის (საქმე №2/37-2014) გადაწყვეტილებით აღიარებულია ქმედუუნაროდ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების უფროსის 2015 წლის 23 თებერვალის №0----------- გადაწყვეტილებით პ--------------–---–ი პ/ნ 3----------) დაინიშნა თავისი შვილის - დ--------------–---–ის მეურვედ.
დ--------------–---–ის მშობლები პ--------------–---–ი და მ----–----------- განქორწინებულები არიან 2012 წლის 01 ივნისიდან. განქორწინების შემდეგ შვილები დარჩნენ საცხოვრებლად მამის სახლში სოფელ კ-------–-. 2014 წლის 19 მარტს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დ--------------–---–მა მიიღო მრავლობითი დაზიანებები, კერძოდ ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა (ქალის ფუძის, ქალა სარქველის, სახის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინის შეშუპება, აღენიშნება კომა).
დ--------------–---–ის ამჟამინდელი ფაქტიური საცხოვრებელი ადგილია: რაიონი საგარეჯო, სოფელი კ-------- 24-ე ქუჩა N11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 03.11.2016 წლის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N5--------- დასკვნის მიხედვით, დ--------------–---–ს აღენიშნება მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები. მისი მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთობა შეზღუდულია უკიდურესად და საჭიროებს მხარდაჭერას ყველა სფეროში.
2016 წლის 29 აგვისტოს მ----–-----------მ სასამართლოს განცხადებით მიმართა და ითხოვა თავისი შვილის მხარდამჭერად დანიშვნა. ანალოგიური განცხადებით მომართა დ--------------–---–ის მამამ პ--------------–---–მა 2016 წლის 26 სექტემბერს. 2016 წლის 03 ოქტომბერს მოხდა ორივე საქმის ერთ წარმოებაში გაერთიანება.
სასამართლო სხდომაზე ექსპერტების მიერ მიცემულ ჩვენებებით დ--------------–---–ს აქვს მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა, დამოუკიდებლად მხარდამჭერის დახმარების გარეშე არ შეუძლია არანაირი მოქმედების განხორციელება და გადაწყვეტილების მიღება და მას ესაჭიროება სრული მხარდაჭერა ყველა სფეროში.
სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა და მხარდაჭერის მიმღების ადვოკატმა ბ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების მირ შესწავლილი იქნა სადავო საკითხი და დ--------------–---–ის ინტერესებიდან გამომდინარე უკეთესი იქნება მხარდამჭერად დაინიშნოს პ--------------–---–ი.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შეფასებებს და მიუთითებს მათზე. პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილი გარემოებები დ--------------–---–ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის თაობაზე, აგრეთვე ის გარემოება, რომ 2012 წლის 01 ივნისიდან დ--------------–---–ის მშობლების განქორწინების შემდგომ დ--------------–---–ის საცხოვრებელი ადგილია მამის, პ--------------–---–ის საცხოვრებელი ადგილი სოფელ კ-------–-, აგრეთვე მ----–-----------ს და პ--------------–---–ს (მისი ოჯახის წევრებს) შორის მძიმე კონფლიქტური ურთიერთობა მიზანშეუწონელს ხდის დედის, მ----–---------ძის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, თავად მხარდაჭერის მიმღების, დ--------------–---–ის ინტერესებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება მ----–---------ძის, როგორც მშობლის (დედის) უფლებების დაცვას, პალატას მიაჩნია, რომ მ----–-----------ს უფლება აქვს აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი მხარდაჭერის მიმღების სტატუსის მქონე შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ----–---------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს სიღნარის რაიონული სასამართლოს 16.05.2017წ. გადაწყვეტილება;
3.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
ხათუნა არევაძე