გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2019
საქმის ნომერი
330224018002568950
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/22952-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ქეთევან კუჭავა

სხდომის მდივანი: თამარ პოღოსოვი

განმცხადებელი - ჯ----–----------–---–ი

წარმომადგენელი - ცი--------------ე

მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირი - ქე-----------–---–---–ი

მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის ადვოკატი - ვლ------------------–-–---–ი

დაინტერესებული პირი - სსიპ სო–---–------------------------------ოს თბილისის სო–---–---------------------------–--ო ცე------------------------–-------–---–----ი მო---------------------–------ი

წარმომადგენელი - მა-------------–---–ი

დაინტერესებული პირი - მ------–--------------–---–-

წარმომადგენელი - თა------------–---–ი

მოთხოვნის არსი - პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოთხოვნა

 

1.1 ქ-----------–---–---–ი ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად და ჯე---–----------–---–ი დაინიშნოს მის მხარდამჭერად შემდეგ სფეროებში:

 

სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, მათ შორის, საანაბრე-სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილი თანხის) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა, ამ მიზნით ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა;

 

მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;

 

მედიკამენტების შეძენა, მიღება (მათ შორის, სპეციალიზირებული სააფთიაქო დაწესებულებებში);

 

სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებებით სასამართლოში წარმომადგენლობა, ადვოკატისათვის უფლებამოსილების მინიჭება.

 

მხარდაჭერის მიმღები პირის უძრავი ქონების მართვა (გასხვისების/უფლებრივად დატვირთვის გარეშე).

 

(მოთხოვნის დაზუსტება მოხდა 16.04.2019 წ. სასამართლოს სხდომაზე).

 

1.2 განცხადების საფუძვლები

ჯ----–----------–---–ის განცხადება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

განმცხადებელი, ჯ----–----------–---–ი არის მხარდამჭერის მიმღებად საცნობი პირის ქ-----------–---–---–ის ოჯახის წევრი. ქ-----------–---–---–ი აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ და 2005 წლის 23 აგვისტოს საოქმო გადაწყვეტილებით ჯ----–----------–---–ი დაინიშნა მის მეურვედ. მეურვედ დანიშნული პირი პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იუდიული პირის სო–---–--------------------------------ს 2001 წლის 08 ივნისის N--------, 2014 წლის 16 იანვრის N------- და 2015 წლის 12 თებერვლის N--------- გადაწყვეტილებებით. ქ-----------–---–---–ს, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო არ შესწევს უნარი დაიცვას საკუთარი უფლებები.

 

სასამართლოში განცხადება წარმოადგინა ასევე მ------–--------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა, რომ იგი იქნეს დანიშნული ქ-----------–---–---–ის მხარდამჭერად.

 

2. ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. ქ-----------–---–---–ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები.

 

2.1.2 სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–ი ბიუროს 2018 წლის 10 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ქ-----------–---–---–ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. ქ-----------–---–---–ის მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი. მას ესაჭიროება მხარდამჭერი ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, საარსებო შემწეობის) დანიშვნის/აღდგენის/მიღების განკარგვის მიზნით ადმინისტრაციულ ორგამოებთან ურთიერთობის სფეროში, ამავე მიზნით საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში; მედიკამენტების (მათ შორის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების) მიღებისა და შეძენის სფეროში, სასამართლოში დავის წარმოების და მოძრავ/უძრავი ქონების განკარგვის სფეროში, ასევე უფლებათა და მოვალეობათა სხვა სფეროებში, რომელთაც განსაზღვრავს სასამართლო. დასკვნის მიხედვით, ქ-----------–---–---–ს შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ.

 

2.1.3 2019 წლის 16 აპრილს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა მხარდაჭერის მიმღები პირი ქ-----------–---–---–ი, რომელთან პირდაპირი კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და საჭიროებს მხარდაჭერას.

 

2.1.4 განმცხადებელი, ჯ----–----------–---–ი წარმოადგენს ქ-----------–---–---–ის ახლო ნათესავს (ს.ფ. 33-40), ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის "სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთათვის მეურვეობისა და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთათვის მზრუნველობის დამნიშვნელი კომისიის" 2005 წლის 23 აგვისტო გადაწყვეტილების საფუძველზე, იგი დანიშნული იქნა ქ-----------–---–---–ის მეურვედ (ს.ფ.5, 13).

 

ჯ----–----------–---–ს, მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან შესრულებისაგან თავის არიდების გამო, არ აქვს ჩამორთმეული ან შეზღუდული მშობლის უფლება-მოვალეობები, არც მეურვისა და მზრუნველის მოვალეობისაგან არ ყოფილა განთავისუფლებული (ს.ფ.28). იგი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი, არ იმყოფება შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ფსიქიატრიულ-ამბულატორიულ აღრიცხვაზე (ს.ფ.30), არ არის ნასამართლევი, ძებნაში არ იმყოფება (ს.ფ.34), ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის ან მათდამი დამოკიდებულების გამო, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება (ს.ფ.32).

 

სსიპ - სო–---–------------------------------ოს მიერ განხორციელდა ჯ----–----------–---–ის ქ-----------–---–---–ისმეურვის მოვალეობებისაგან გათავისუფლების შესახებ წარდგენილი მ------–--------------–---–-ს საჩივრის განხილვა, თუმცა მისი, როგორც მეურვის, მოვალეობებეისაგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა (ს.ფ.25-28)..

 

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მასალების, პროცესის მონაწილე პირთა, სოციალური მუშაკის შეფასების გათვალისწინებით და თავად მხარდაჭერის მიმღები პირის განმარტებით, რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რაც ჯ----–----------–---–ის მხარდამჭერად დანიშვნას გამორიცხავს, სახეზე არ არის. მისი პიროვნული თვისებების, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარის, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულების, მხარდაჭერის მიმღების ინტერესების და ნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია იგი დაინიშნოს მისი ახლო ნათესავის,ქ-----------–---–---–ის მხარდამჭერად.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ----–----------–---–ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს; ქ-----------–---–---–ი ცნობილ უნდა იქნას მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:

 

ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, მათ შორის, საანაბრე-სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილი თანხის) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა, ამ მიზნით ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა;

 

მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;

 

მედიკამენტების შეძენა, მიღება (მათ შორის, სპეციალიზირებული სააფთიაქო დაწესებულებებში);

 

სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებებით სასამართლოში წარმომადგენლობა, ადვოკატისათვის უფლებამოსილების მინიჭება.

 

მხარდაჭერის მიმღები პირის უძრავი ქონების მართვა (გასხვისების/უფლებრივად დატვირთვის გარეშე).

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე; 249-ე, 257-ე, 36321-ე, 364-ე; 369-ე მუხლებით, სამოქალქო კოდექსის 12771-ე, 1280-ე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-4, მე-5, მე-12, მე-13, მე-18, 25-ე მუხლებით.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის ძირითად უფლებებს, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზებისათვის ხელშეწყობას, კანონის ძალით და კანონის წინაშე ყოველი პიროვნების თანასწორობას, უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად ცხოვრების სფეროში, უზრუნველყოფას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი საკუთრებით ფლობდეს ნივთს, მიიღოს მემკვიდრეობა და არ მოხდეს ამ პირის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას. სოციალური დახმარების, მკურნალობის და ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომი უმაღლესი სტანდარტებით სარგებლობის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314 მუხლის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315 მუხლის თანახმად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1275.3 მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.

 

მოცემულ საქმეზე სსსკ-ის 36320-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, პირის ფსიქოსოციალური საჭიროებების განსაზღვრისა და მისი ინდივიდუალური შეფასების მიზნით დანიშნული იქნა ექსპერტიზა. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–ი ბიუროს 2018 წლის 10 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ქ-----------–---–---–ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი მოქმედებები , საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. ქ-----------–---–---–ის მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი. მას ესაჭიროება მხარდამჭერი ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, საარსებო შემწეობის) დანიშვნის/აღდგენის/მიღების განკარგვის მიზნით ადმინისტრაციულ ორგამოებთან ურთიერთობის სფეროში, ამავე მიზნით საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში; მედიკამენტების (მათ შორის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების) მიღებისა და შეძენის სფეროში, სასამართლოში დავის წარმოების და მოძრავ უძრავი ქონების განკარგვის სფეროში და უფლებათა და მოვალეობათა სხვა სფეროებში, რომელთაც განსაზღვრავს სასამართლო. ქ-----------–---–---–ს შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318 მუხლის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.

 

სსიპ სო–---–--------------------------------ოს წარმომადგენელი 2019 წლის 16 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა განცხადების მოთხოვნას ქე----------–---–---–ის მხარდაჭერის მიმღებად, ხოლო ჯ----–----------–---–ის მხარდამჭერად დანიშვნის თაობაზე, განმცხადებლის მიერ მოთხოვილ სფეროებში.

 

საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319 მუხლის შესაბამისად პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილს განჩინებით მხარდაჭერის მიმღებს სახაზინო წესით დაენიშნა ადვოკატი.

 

მხარდაჭერის მიმღებად საცნობის პირის ადვოკატი 2019 წლის 16 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა განცხადების მოთხოვნას, მან თანხმობა განაცხადა ქ-----------–---–---–ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობასა და მხარდამჭერად ჯ----–----------–---–ის დანიშვნის თაობაზე, განმცხადებლის მიერ მითითებულ სფეროებში.

 

მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირმა, ქ-----------–---–---–მა 2019 წლის 16 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე თავად დააფიქსირა სურვილი და ნება იმისა, რომ მის მხარდამჭერად დაინიშნოს განმცხადებელი ჯ----–----------–---–ი და იგი წინააღმდეგია მხარდამჭერად მ------–--------------–---–-ს დანიშვნაზე. ქ-----------–---–---–მა განმარტა, რომ ჯ----–----------–---–ი კეთილსინდისიერად ასრულებდა მეურვის ვალდებულებებს, ზრუნდავდა მასზე და სურს, რომ სწორედ ის და არა სხვა ნათესავი დაინიშნოს მის მხარდამჭერად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771 მუხლის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის თანახმად სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.

 

პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლის შესაბამისად, მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.

 

დადგენილია, რომ განმცხადებელი არის მხარდაჭერის მიმღების ახლო ნათესავი, რაც დასტურდება საქმის მასალებით. იგი არ არის ნასამართლევი, არ იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე და არ საჭიროებს მხარდაჭერას. საქმის მასალებით არ იკვევეთება მისი მხარდამჭერად დანიშვნის რაიმე სახის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, ამასთან, იგი თანახმაა დაინიშნოს მხარდამჭერად. მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის სურვილია, რომ სწორედ ჯ----–----------–---–ი იყოს მისი მხარდამჭერი.

 

სსსკ-ის 36321-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია.

2. სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს:

ა) უფლება, რომლით სარგებლობისთვისაც უწესდება პირს მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერის ფარგლები;

ბ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებები და მოვალეობები;

გ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;

დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს;

ე) პირის მხარდაჭერისათვის აუცილებელი სხვა გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნის, 2019 წლის 16 აპრილს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოკითხული ექსპერტების განმარტებებითა და მხარდაჭერის მიმღებ პირთან დამყარებული კომუნიკაციიდან გამომდინარე დადგინდა, რომ მას არ შეუძლია საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, საჭიროებს მხარდაჭერას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქ-----------–---–---–ს შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ.

 

განმცხადებლის განმარტებიდან, ექსპერტიზის დასკვნიდან და ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარდაჭერის მიმღებ პირს ესაჭიროება მხარდაჭერა, მისთვის განმცხადებლის მიერ მითითებულ ყველა სფეროში, რასაც მხარდამჭერი განახორციელებს მხარდასაჭერი პირისათვის შესაბამისი ნების გამოხატვაში დახმარების გზით.

 

რაც შეეხება მხარდაჭერის ვადასა და მისი გადასინჯვის პერიოდულობას, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მხედველობაში იღებს თავად ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ რეკომენდირებულ ვადას, რომლადაც კვლევის ჩატარების მომენტში ექსპერტებმა მიიჩნიეს ხუთი წელი, ამასთან, აღსანიშნავია, რომ სხდომაზე გაკეთებული ექსპერტების განმარტებით, სხდომის მომენტისათვის მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, არსებითი ცვლილება არ შეინიშნებოდა, მხარდაჭერის მიმღებ პირთან კომუნიკაციის გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარდაჭერის გადასინჯვის ვადად უნდა განისაზღვროს ხუთი წელი.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მხარდამჭერისათვის ზემოაღნიშნული დანაწესის შესაბამისად, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განხორცილდება სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ კონტროლი, რაც თავისთავად დაიცვას მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარდაჭერის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქმედუუნარობისგან განსხვავებით, სათანადო ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, პირი, მიუხედავად იმისა, რომ ექვემდებარება მხარდაჭერას და შესაბამისად ხდება მხარდაჭერის მიმღები, რჩება ქმედუნარიანი და სათანადო დახმარების მიღების პირობებში თვითონ განაგებს თავის ქმედებებს. სსკ-ის 1293-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.

 

შესაბამისად, როდესაც მხარდაჭერის მიმღები პირის ფსიქოსოციალური შესაძლებლობები (რაც შეფასებულია ექსპერტების მიერ და რაშიც სასამართლო რწმუნდება ამ პირთან პირდაპირი კომუნიკაციის მცდელობის შედეგად), გამორიცხავენ ამ პირის უნარს გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაზე, ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილებით განსაზღვროს მხარდამჭერი პირი და ამ პირის ბედი "მიანდოს" მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე; 249-ე, 257-ე, 36321-ე, 364-ე; 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ჯ----–----------–---–ის /პ/ნ 0----------/ განცხადება დაკმაყოფილდეს; ქ-----------–---–---–ი /პ/ნ 0----------/ ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:

 

ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, მათ შორის, საანაბრე-სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილი თანხის) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა, ამ მიზნით ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა;

 

მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;

 

მედიკამენტების შეძენა, მიღება (მათ შორის, სპეციალიზირებული სააფთიაქო დაწესებულებებში);

 

სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებებით სასამართლოში წარმომადგენლობა, ადვოკატისათვის უფლებამოსილების მინიჭება.

 

მხარდაჭერის მიმღები პირის კუთვნილი უძრავი ქონების მართვა (გასხვისების/უფლებრივად დატვირთვის გარეშე).

 

2. ჯ----–----------–---–ი /პ/ნ 0----------/ დაინიშნოს ქ-----------–---–---–ის /პ/ნ 0----------/ მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭოს უფლებამოსილება განახორციელოს მისთვის, როგორც მხარდამჭერისათვის მინიჭებული უფლებები, მხარდასაჭერი პირისათვის შესაბამისი ნების გამოხატვაში დახმარების გზით.

 

3. მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით.

 

4. მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

 

5. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.

 

6. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).

 

7. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

 

9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ა) 4 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.

 

10. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.

 

11. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).

 

12. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ქეთევან კუჭავა