გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100224019003136913
№ 2/247-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. საჩხერე
შესავალი ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი ნათია ბერიძე
განმცხადებელი _ ვ----- კ--–--ე
პირი, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხი განიხილება-ა---------–- მ-----ე
პირი, რომლის მხარდამჭერად დანიშვნის საკითხი განიხილება - ვ-------- მ-----ე
ადვოკატი - ე-–---- ბ---------ე
დაინტერესებული პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - ნ---- მ------–---–ი
მოთხოვნის არსი _ მხარდაჭერის დაწესება
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოთხოვნა
საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 07 აგვისტოს განცხადებით მომართა ვ----- კ--–--ემ (პ/ნ.3----------) ა---------–- მ-----ის (პ/ნ.3----------) მხარდაჭერის მიმღებად აღიარების მოთხოვნით.
განცხადებაში ვ----- კ--–--ე მიუთითებდა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-------აში, ყავს ოჯახის წევრი (მამამთილი) - ა---------–- მ-----ე, რომელიც არის ავად, მისი დიაგნოზია - ”დაუზუსტებელი დემენცია”.
განცხადების შინაარსიდან დგინდებოდა, რომ ა---------– მ-----ეს არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები. არ შეუძლია საპენსიო სამსახურში გამოცხადება განცხადების შედგენა. თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
განმცხადებელი წარმოდგენილი განცხადებით ასევე შუამდგომლობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36317 მუხლის თანახმად, საქმის დამთავრებამდე ა---------– მ-----ისათვის დროებითი მხარდაჭერის დაწესების თაობაზე.
მოცემულ განცხადებაში განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ა---------– მ-----ეს საჩხერე სოფელ უ-------აში თანასაკუთრებაში აქვს 5700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი (ს/კ. 3-.05.4-.3--). მ-----ეების ოჯახს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ჩაბარდა წერილი, რომლის მიხედვითაც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით აუცილებელი იყო მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პროცედურა. წერილის ავტორი მ-----ეების ოჯახს ს/კ 3-.05.4-.3-- უძრავი ქონებისთვის სთავაზობდა კომპენსაციას.
განმცხადებელმა ითხოვა საქმის განხილვის დამთავრებამდე ა---------–- მ-----ისათვის დროებითი მხარდაჭერის დაწესება და მის მხარდამჭერად განმცხადებლის ვ----- კ--–--ის დანიშვნა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმომადგენლობის განსახორციელებლად, ა---------– მ-----ის თანასაკუთრებაში არსებული ქონების ს/კ 3-.05.4-.3-- , რეგისტრაციის , საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნებისმიერი მოქმედების განხორციელების, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების გასხვისების და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულების საკითხში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეხვედრის შეთანხმების, სათანადო ხელშეკრულების გაფორმების, ს/კ 3-.05.4-.3-- გასხვისებასთან და შესაბამისი კომპენსაციის თანხის მიღების და მასთან დაკავშირებული მოქმედების შესრულების საკითხში მასთან ერთად ან მის გარეშე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინებით ვ----- კ--–--ის (პ/ნ.3----------) განცხადება ა---------– მ-----ისათვის დროებითი მხარდაჭერის დაწესების თაობაზე დაკმაყოფილდა. ა---------–- მ-----ეს (პ/ნ.3----------) საქმის წარმოების დასრულებამდე დაენიშნა დროებითი მხარდამჭერი - ვ----- კ--–--ე (პ/ნ.3----------, დაბადებული 1983 წლის 05 აგვისტოს).
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, წარმოდგენილი განცხადებიდან გამომდინარე, ა---------– მ-----ის ფსიქოსოციალური საჭიროების დასადგენად, ინდივიდუალური შეფასებისათვის დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურს. მიმდინარე წლის 24 სექტემბერს ექსპერტიზის ბიუროს მიერ წარმოდგენილი იქნა შესაბამისი დასკვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე განახლდა საქმის წარმოება და საქმის განხილვა დაინიშნა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს. საქმის განხილვის მიმდინარეობისას სოციალური სამსახურის წარმომადგენლმა და ამავე სამსახურის სპეციალისტმა მათ მიერ დაფიქსირებული ახსნა-განმარტებით მხარი არ დაუჭირეს ა---------– მ-----ის მხარდამჭერ პირად ვ----- კ--–--ის დანიშვნას, ვინაიდან ვ----- კ--–--ე ჯეროვნად ვერ ასრულებდა ა---------– მ-----ის ყოფითი საკითხების მოწესრიგებას.
მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს საჩხერის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა მოქალაქე ვ-------- მ-----ემ, სადაც მან მიუთითა, რომ იგი არის ა---------– მ-----ის შვილი და მას სურვილი აქვს იყოს ა---------– მ-----ის მხარდამჭერი თავდაპირველ განცხადებაში მითითებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში და განახორციელოს მხარდამჭერის უფლება-მოვალეობები. განცხადებასთან ერთად ვ-------- მ-----ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და ნასამართლობის შესახებ.
საქმის განხილვის მიმდინარეობისას ვ-------- მ-----ემ და ა---------– მ-----ის ადვოკატმა - ე-–---- ბ---------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი განცხადების შინაარსს და მოითხოვეს ა---------– მ-----ე (დაბადებული 1933 წლის 01.06 პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებ პირად შემდეგ სფეროებში: წვრილმანი გარიგების დადების; საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის; ზიანის მიყენების თავიდან აცილების; სახელმწიფო პენსიის დანიშვნის/განახლებისთვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი რაიონული განყოფილებისთვის მიმართვის და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულების საკითხში; საბანკო დაწესებულებებიდან სახელმწიფო პენსიის ან სხვა ნებისმიერი თანხის მიღების/განკარგვის, მათ შორის ყველა საბანკო ოპერაციის შესრულების, საბანკო დაწესებულებებში ანგარიშის გახსნის, ბარათის დამზადების და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულების საკითხში; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, მედიკამენტების შეძენის და მიღების, სამედიცინო მომსახურების მიღების; მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოსადმი ან სხვა დაწესებულებისადმი განცხადებით მიმართვის და ნებისმიერი დოკუმენტის გამოთხოვისა და მიღების; ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანოებსა და დაწესებულებებში, მათ შორის კერძო პირებთან ურთიერთობებში; მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის და სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლების, მათ შორის განცხადების/სარჩელის/საჩივრის აღძვრა, საქმის მასალების გაცნობა, მტკიცებულებების წარდგენა და მათ გამოკვლევაში მონაწილეობა, შეამდგომლობების და განცხადებების წარდგენა, სასარჩელო მოთხოვნის გაზდრა ან შემცირება, შესაგებლის წარდგენა, სასამართლოსათვის ზეპირი ან/და წერილობითი ახსნა–განმარტების მიცემა, არბიტრაჟისათვის/სასამართლო მედიაციისთვის საქმის გადაცემა, სარჩელის/განცხადების გამოხმობა, სარჩელის საგნის ან საფუძვლის შეცვლა, მორიგება, სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრება, სააღსრულებო ფურცლის მიღება და მისი გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღება მხარდაჭერის მიმღების ინტერესების სასარგებლოდ. სანოტარო ბიუროსთვის მემკვიდრეობის მისაღებად განცხადების წარდგენის და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულების საკითხში, მათ შორის სამკვიდრო მოწმობის მიღების; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მხარდაჭერის მიმღების ქონების მესაკუთრედ რეგისტრაციის; ადმინისტრაციული ორგანოს ყველა აქტის გასაჩივრების; პერსონალური მონაცემების სარგებლობის უფლება.
განცხადებაში ასევე მითითებულია , რომ ა---------– მ-----ეს საჩხერე სოფელ უ-------აში თანასაკუთრებაში აქვს 5700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ს/კ3-.05.4-.3-- მ-----ეების ოჯახს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ჩაბარდა წერილი, რომლის მიხედვითაც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით აუცილებელი იყო მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პროცედურა. წერილის ავტორი მ-----ეების ოჯახს ს/კ 3-.05.4-.3-- უძრავი ქონებისთვის სთავაზობს კომპენსაციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი და ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებით ითხოვენ ა---------– მ-----ეს დაენიშნოს მხრდამჭერი ყველა სფეროში მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმომადგენლობის განსახორციელებლად, ა---------– მ-----ის თანასაკუთრებაში არსებული ქონების ს/კ 3-.05.4-.3--, რეგისტრაციის , საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნებისმიერი მოქმედების განხორციელების, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების გასხვისების და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულების საკითხში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეხვედრის შეთანხმების, სათანადო ხელშეკრულების გაფორმების, უძრავი ქონების - ს/კ 3-.05.4-.3-- გასხვისებასთან და შესაბამისი კომპენსაციის თანხის მიღების და მასთან დაკავშირებული მოქმედების შესრულების საკითხში.
2. დაინტერესებული პირის პოზიცია
2.1. დაინტერესებული პირის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი ეთანხმება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმოდგენილ დასკვნას, რომელიც შედგა სოციალური მუშაკის მონაწილეობით და განმარტავს, რომ ა---------– მ-----ეს ესაჭიროება მხარდამჭერი, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ყველა სფეროში, ასევე ეთანხმება რომ ა---------– მ-----ის მხარდამჭერად დაინიშნოს ვ------- მ-----ე, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი არ ეთანხმება განმცხადებლის და ადვოკატის პოზიციას, იმის თაობაზე რომ მხარდამჭერს მიენიჭოს ა---------– მ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის გასხვისების უფლება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ განცხადება შემოტანილი ვ----- კ--–--ის მიერ, რომელიც არის ა---------– მ-----ის რძალი. ვ-------- მ-----ე არის ა---------– მ-----ის შვილი, რაც დასტურდება დაბადების მოწმობით. ა---------– მ-----ე დაბადებულია 1933 წლის 01 ივნისს და მისი პირადი ნომერია 3----------. ასევე დადგენილია, რომ ა---------– მ-----ე გ--–- მ-----ესთან, ლ---–- მ-----ესთან და ჯ--–---- მ-----ესთან ერთად საერთო საკუთრების უფლებით ფლობენ უძრავ ქონებას მდებარეს საჩხერის რაიონის სოფელ უ-------აში საკადასტრო კოდით 3-.05.4-.3--. დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინებით ვ----- კ--–--ის (პ/ნ.3----------) განცხადება ა---------– მ-----ისათვის დროებითი მხარდაჭერის დაწესების თაობაზე დაკმაყოფილდა.
დადგენილია ასევე, რომ 2019 წლის 18 ოქტომბერს საჩხერის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა მოქალაქე ვ-------- მ-----ემ, სადაც მან მიუთითა, რომ იგი არის ა---------– მ-----ის შვილი და მას სურვილი აქვს იყოს ა---------– მ-----ის მხარდამჭერი თავდაპირველ განცხადებაში მითითებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში და განახორციელოს მხარდამჭერის უფლება-მოვალეობები. განცხადებასთან ერთად ვ-------- მ-----ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და ნასამართლობის შესახებ.
ასევე დადგენილია, რომ ვ----- კ--–--ემ უარი განაცხადა მხარდამჭერად დანიშვნაზე იმ მოტივით , რომ იგი თანახმაა ვ------- მ-----ე დანიშნულიყო ა---------– მ-----ის მხარდამჭერად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ.107);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.20-21)
- განცხადება(ს.ფ.112)
- მოწმეთა ჩვენებები(იხ. ოქმი)
- წერილი და მასალები (ს.ფ.105-111)
-
3.2.2. დადგენილია, რომ ა---------– მ-----ე დაბადებულია 1933 წლის 01 ივნისს. მისი დიაგნოზია - ”დაუზუსტებელი დემენცია”, და საჭიროებს მხარდაჭერას. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ა---------– მ-----ეს აქვს მყარი ფსიქიკური დარღვევები რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ა---------– მ-----ის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. ასევე მისი მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია და პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი, შესაბამისად მხარდაჭერის მიმღები საჭიროებს სრულ მხარდაჭერას ყველა სფეროში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.75-79);
- ექსპერტების ჩვენებები (იხ. სხდომის ოქმი)
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ.15)
3.2.3. ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე სოციალური მუშაკის შეფასების მიხედვით ა---------– მ-----ე საჭიროებს მხარდაჭერას ყველა სფეროში მათ შორის გარიგების დადების, სოციალური მომსახურების სააგენტოდან პენსიის (დახმარების) დანისვნის, ბანკიდან პენსიის მიღების, ქონების მართვა -განკარგვის, ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობებში. დაინტერესებული პირის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი მხარს უჭერს ამ დასკვნას, მაგრამ განმარტავს, რომ მოცემული უფლებამოსილების განხორციელება უნდა მოხდეს მხოლოდ ზიანის თავიდან აცილების მიზნით .
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი არ ეთანხმება განმცხადებლის და ადვოკატის პოზიციას, იმის თაობაზე რომ მხარდამჭერს მიენიჭოს ა---------– მ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის გასხვისების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.75-79);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2.4. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-------აში, საკადასტრო კოდით:3-.05.4-.3--. აღრიცხულია ა---------– მ-----ის (პ.ნ.3----------), გ--–- მ-----ის (პ.ნ.3----------), ლ---–- მ-----ის (პ.ნ.3----------) და ჯ--–---- მ-----ის (პ.ნ.3----------) თანასაკუთრებაში, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობია - 5700.00 კვ.მ.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილით დადგენილია, რომ ა---------– მ-----ის, გ--–- მ-----ის, ლ---–- მ-----ის და ჯ--–---- მ-----ის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ.3-.05.4-.3--; ფართობი - 5700.00 კვ.მ.) ნაწილი, კერძოდ, 4689 კვ.მ. ფართობი ექცევა საპროექტო გზის ზემოქმედების ფარგლებში და სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პროცედურების დასრულება. აღნიშნული წერილით ასევე განსაზღვრულია განსახლების სამოქმედო გეგმით დადგენილი შესაბამისი ღირებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეეტრიდან (ს.ფ.20)
- საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილი (ს.ფ.19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.5. დადგენილია რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იქნა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (გაცემული საჩხერის რაიონის სოფელ მოხვის მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1997 წლის 5 თებერვალს), რომლითაც დადგენილია, რომ საჩხერის რაიონის სოფელ უ-------აში მცხოვრებ ჯიმშერ ა---------–-ს ძე მ-----ის სახელზე, მიწის რეფორმის შემდგომ დამატებით გაცემულია 5700 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
განმცხადებლის მიერ დამატებით წარმოდგენილია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N15735 (გაცემული საჩხერის რაიონის სოფელ მოხვის მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1996 წლის 6 მაისს) რომლითაც დადგენილია, რომ საჩხერის რაიონის სოფელ უ-------აში მცხოვრებ ა---------– მ-----ის სახელზე, გაცემულია 5500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სახლი და ეზო, ასევე ა---------– მ-----ეს დამატებით გამოყოფილი აქვს 2700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებით დადგენილია, რომ ა---------– მ-----ეს გარდა თანასაკუთრებაში არსებული 5700 კვ.მ მიწის ნაკვეთისა გააჩნია ორი მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ერთ მიწის ნაკვეთზე (5500 კვ.მ.) განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და ეზო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ.40-41)
- მხარეთა ახსნა- განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს; ა---------– მ-----ე ცნობილი უნდა იქნეს მხარდაჭერის მიმღებად და მის მხარდამჭერად უნდა დაინიშნოს ვ-------- მ-----ე.
სასამართლო თვლის რომ ვ-------- მ-----ეს უნდა მიენიჭოს უფლება რათა მან განახორციელოს შესაბამისი უფლება-მოვალეობები მათ შორის ა---------– მ-----ის სახელით მასთან ერთად ან ცალკე, ა---------– მ-----ის, გ--–- მ-----ის, ლ---–- მ-----ის და ჯ--–---- მ-----ის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ.3-.05.4-.3--; ფართობი - 5700.00 კვ.მ.) გასხვისებასთან დაკავშირებით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე; 247-248, 257-ე, 36321 364; 369- მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის შესაბამისად პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის შესაბამისად პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის შესაბამისად პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.
6.2.დაინტერესებული პირის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი არ ეთანხმება განმცხადებლის და ადვოკატის პოზიციას, იმის თაობაზე რომ მხარდამჭერს მიენიჭოს ა---------– მ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის გასხვისების უფლება. სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით , რადგან პოზიცია დაუსაბუთებელია და უსაფუძვლოა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319-ე მუხლის შესაბამისად პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.
6.3. ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველს და მიზნად ისახავს სხვა პირთა თანაბრად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის თანახმად: თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ამ კანონისგან განსხვავებული წესები, მაშინ მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.
6.4.”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია”, (რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა 2013 წლის 26 დეკემბერს), - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მიაკუთვნებს პირებს, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში. კონვენციის მიზანია ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა.
”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია” განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობას. კერძოდ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად: მონაწილე სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ სამართლის სუბიექტად აღიარებაზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იმ დახმარების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომელიც მათ შეიძლება სჭირდებოდეთ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ყველა ზომა ითვალისწინებდეს შესაბამის და ეფექტურ გარანტიებს მათი ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდნენ, რომ უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები ორიენტირებული იყოს პიროვნების უფლებებზე, სურვილსა და უპირატესობებზე, თავისუფალი იყოს ინტერესთა კონფლიქტისა და არასასურველი გავლენისაგან, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს ამ პიროვნების მდგომარეობას, გამოიყენებოდეს რაც შეიძლება მინიმალური დროით და რეგულარულად მოწმდებოდეს კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს ან სასამართლოს მიერ. აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს მოცემული პირის უფლებებისა და ინტერესების ხელმყოფი ზომების პროპორციული. წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა.
6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1277 1 მუხლის შესაბამისად ”მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ”მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ”მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.”
6.6.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.
6.7. დადგენილია, რომ ა---------– მ-----ე დაბადებულია 1933 წლის 01 ივნისს. მისი დიაგნოზია - ”დაუზუსტებელი დემენცია”, და საჭიროებს მხარდაჭერას. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ა---------– მ-----ეს აქვს მყარი ფსიქიკური დარღვევები რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ა---------– მ-----ის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. ასევე მისი მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია და პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი, შესაბამისად მხარდაჭერის მიმღები საჭიროებს სრულ მხარდაჭერას ყველა სფეროში.
დადგენილია, რომ ა---------– მ-----ე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ასევე მოცემულ ეტაპზე იგი მხარდაჭერის გარეშე ვერ ახორციელებს საპენსიო და სხვა შეღავათების მიღებას. ასევე საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობას.
დადგენილია, რომ ვ------- მ-----ე არის ა---------– მ-----ის შვილი, რაც დასტურდება შესაბამისი დაბადების მოწმობით. დადგენილია, რომ ვ------- მ-----ე არ არის ნასამართლევი, არ იმყოფება აღრიცხვაზე ნერვოლოგიურ კაბინეტში. არ საჭიროებს მხარდაჭერას. ვ------- მ-----ის სამართლებრივი მდგომარეობა მოცემულ ეტაპზე არ მოიცავს მხარდამჭერის დანიშვნის დამაბრკოლებელ გარემოებებს.
6.8.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1305-ე პრიმა მუხლის შესაბამისად მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.
6.9.სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 სექტემბრის დასკვნის (N006506819) საფუძველზე განმარტებულია, რომ ა---------– მ-----ე მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მინიმალურია და პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი, შესაბამისად მხარდაჭერის მიმღები საჭიროებს სრულ მხარდაჭერას ყველა სფეროში.
ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე სოციალური მუშაკის შეფასების მიხედვით ა---------– მ-----ე საჭიროებს მხარდაჭერას ყველა სფეროში მათ შორის გარიგების დადების, სოციალური მომსახურების სააგენტოდან პენსიის (დახმარების) დანიშვნის, ბანკიდან პენსიის მიღების, ქონების მართვა -განკარგვის, ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობებში. დაინტერესებული პირის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი მხარს უჭერს ამ დასკვნას, მაგრამ განმარტავს, რომ მოცემული უფლებამოსილების განხორციელება უნდა მოხდეს მხოლოდ ზიანის თავიდან აცილების მიზნით .
სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---------– მ-----ე საჭიროებს მხარდაჭერას და მას ესაჭიროება სრული მხარდაჭერა ყველა სფეროში, რასაც მხარდამჭერი განახორციელებს პირადად მხარდაჭერის მიმღების პირის ინტერესების შესაბამისად. ხოლო რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას მათ შორის მხარდაჭერის დაწესების თაობაზე უძრავი ქონების გასხვისების ნაწილში, როგორც აღინიშნა სასამართლო თვლის, რომ განმცხადებლის მოთხოვნა წარმოდგენილი ფორმით უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ერთმნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერა მკაცრად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ. დადგენილი გარემოებებით ცხადია, რომ ა---------– მ-----ეს აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისებით ზიანი არ მიადგება, ვინაიდან მას საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი სახლი და სხვა მიწის ნაკვეთები, გასათვალისწინებელია ის გარემოებას რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ, 4689 კვ.მ. ფართობი ექცევა საპროექტო გზის ზემოქმედების ფარგლებში და სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პროცედურების დასრულება. აღნიშნული წერილით ასევე განსაზღვრულია განსახლების სამოქმედო გეგმით დადგენილი შესაბამისი ღირებულება. მიღებული თანხა კი მხარდაჭერის ფარგლებში უნად მოხმარდეს მხარდასაჭერ პირს მისი სურვილის შესაბამისად.
6.10. ამდენად განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ა---------–- მ-----ე ცნობილ უნდა იქნეს მხარდაჭერის მიმღებად და უნდა დაენიშნოს მხარდამჭერი ვ------- მ-----ე, რომელმაც განახორციელოს შესაბამისი მხარდაჭერა.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 36321-ე, მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ----- კ--–--ის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. ა---------–- მ-----ე (პ.ნ.3----------) ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად და მის მხარდამჭერად დაინიშნოს ვ-------- მ-----ე (პ.№3----------), მხარდასაჭერი პირის სასარგებლოდ, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური პაკეტის, პენსიის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი დახმარების მისაღებად (მათ შორის მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობა) კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის და დოკუმენტების შეგროვების, მხარდაჭერის მიმღებ პირთან ერთად ან ცალკე ყველა საბანკო ოპერაციის, მათ შორის, საბანკო დაწესებულებებში ანგარიშის გახსნის, ბარათის დამზადების, საბანკო დაწესებულებებიდან პენსიის ან სხვა დახმარების დამოუკიდებლად ან მხარდაჭერის მიმღებ პირთან ერთად მიღების (განკარგვის), მედიკამენტების შეძენის, მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებების დასაცავად სასამართლოსადმი, ადმინისტრაციული ორგანოსადმი ან სხვა დაწესებულებისადმი განცხადებით მიმართვის, უფლებებით სარგებლობის ფარგლებში. წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობის სფეროებში სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა დაცვის მიზნით.
ვ-------- მ-----ეს (პ.№3----------) მიენიჭოს უფლება იყოს ა---------–- მ-----ის წარმომადგენელი სასამართლოში მასთან ერთად ან ცალკე, მისი სახელით შეიტანოს სარჩელი (საჩივარი, განცხადება), მისი სახელით მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე, დააყენოს შუამდგომლობები, მისცეს სასამართლოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, უარყოს მეორე მხარის შუამდგომლობები, შეამციროს ან გაზარდოს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები, შეცვალოს სარჩელის საგანი ან საფუძველი, შეიტანოს შესაგებელი, წარადგინოს მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებების გამოკვლევაში, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მხარდაჭერის მიმღების კანონიერი ინტერესების სასარგებლოდ.
ვ-------- მ-----ეს მიენიჭოს უფლება ა---------–- მ-----ის სახელით მასთან ერთად ან ცალკე მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურებს მხარდაჭერის მიმღები პირის უფლება-მოვალეობების დარეგულირების მიზნით, მათ შორის ვ-------- მ-----ემ ა---------–- მ-----ესთან ერთად ან ცალკე ა---------–- მ-----ის სახელით განახორციელოს ა---------–- მ-----ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ამ უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად იყოს წარმომადგენელი მასთან ერთად ან ცალკე სასამართლოში, ასევე სახელმწიფოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში. ვ-------- მ-----ე უფლებამოსილია ა---------–- მ-----ის სახელით მასთან ერთად ან ცალკე ხელი მოაწეროს განცხადებას და განახორციელოს სხვა მოქმედებები, რაც საჭიროა ა---------–- მ-----ის ქონების რეგისტრაციისთვის. ასევე ვ-------- მ-----ე უფლებამოსილია ა---------–- მ-----ის სახელით მასთან ერთად ან ცალკე ხელი მოაწეროს განცხადებას და განახორციელოს სხვა მოქმედებები, რაც საჭიროა ა---------–- მ-----ის საკუთრებაში (თანასაკუთრებაში) არსებული ქონების N3-.05.4-.3--. საკადასტრო კოდზე - ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილების, გასხვისების განხორციელებისთვის (მათ შორის თანხმობა), საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნებისმიერი მოქმედების განხორციელებისთვის.
ამასთანავე ვ-------- მ-----ეს მიენიჭოს უფლება ა---------–- მ-----ის სახელით მასთან ერთად ან ცალკე განახორციელოს ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ადმინისტრაციულ ორგანოებთან მათ შორის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან (შეხვედრა,შეთანხმება, ხელშეკრულება, და სხვა) ა---------–- მ-----ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებასთან და შესაბამისი კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით.
ვ-------- მ-----ეს ასევე მიენიჭოს უფლება ა---------–- მ-----ის სახელით მასთან ერთად ან ცალკე განცხადებით მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ა---------–- მ-----ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პასპორტის ან სხვა დოკუმენტის (დამზადების) მიღების მიზნით და აღნიშნული უფლების განხორციელების მიზნით წარადგინოს საჭირო დოკუმენტები, მოაწეროს ხელი განცხადებას და სხვა დოკუმენტებს მასთან ერთად ან ცალკე.
3. ვ-------- მ-----ეს განესაზღვროს და განემარტოს მისი უფლება-მოვალეობები:
3.1. მხარდამჭერი ვალდებულია; თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ, დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერმა მიუთითოს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებული თავისებურებები.
3.2. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
3.3. მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.
4. მხარდაჭერის გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 5 წლით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. საჩხერე, დ.აღმაშენებლის ქ. N3) მეშვეობით მისი ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივანე ყიფიანი