1. ბავშვის ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს ქონების მეურვე, თუ ამას მოითხოვს:

ა) მშობლები;

ბ) მამკვიდრებელი, რომელიც ქონებას ბავშვს გადასცემს და დაასახელებს რომელიმე პირს, გარდა მშობლებისა, რომელიც უნდა გახდეს ქონების მეურვე;

გ) მეურვე ან მზრუნველი.

2. თუ ქონება მდებარეობს მეურვის ან მზრუნველის საცხოვრებელი ადგილიდან შორს ან ქონების მეურვის დანიშვნა აუცილებელია, სამეურვეო/სამზრუნველო პირისათვის დანიშნული მეურვის/მზრუნველის გარდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია დანიშნოს ქონების მეურვე/მზრუნველი.

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414

თავი მეორე

მეურვისა და მზრუნველის უფლება-მოვალეობა