გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2019
საქმის ნომერი
110224016001263886
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110224016001263886

N2/100-2016წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

7 ნოემბერი 2019წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

განმცხადებელი_ ბ-–--- კ------

წარმომადგენელი-მ----- ნ--------;

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილება;

წარმომადგენელი _ გ------- მ---------

მხარდაჭერის მიმღების ადვოკატი - ე-–---- ბ-----------

მოთხოვნა - მხარდამჭერის ფარგლების გაზრდა.

სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტეფიკინგის) მსხვერპლთა , დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალის ,, ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ’’ დირექტორი-------–---- ზ---------

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოთხოვნის საგანი:

 

გაიზარდოს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი მხარდაჭერის ფარგლები და ბ-–--- კ------ მიეცეს უფლება, სს ,,ლ-------------–ი'' მისი შვილის, მხარდაჭერის მიმღების პირის დ---- კ------ ანგარიშზე დაგროვილი სახელმწიფო პენსიის თანხა 9645.00 ლარი აიღოს და განკარგოს.

 

გასწორდეს ხარვეზი 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებაში და მასში მითითებული იქნას მხარდაჭერის მოქმედების ვადა 5წელი.

 

მოთხოვნის საფუძვლები: დ---- კ----- არის ,, ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ’’ ბენეფიციარი. მისი ოჯახი ხელმოკლდეს ცხოვრობს. მამა ბ-–--- კ----- დიაბეტითაა დაავადებული და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს. ამ თანხით გარდა იმისა, რომ ოჯახი თავის ყოფით პირობებს გაიუმჯობესებს, ასევე წინასწარ გააკეთებს სასაფლაოს თავისთვის და დ----სთვის. ასევე, მიეცემა საშუალება, ხშირად ინახულოს შვილი და იზრუნოს მასზე.

 

2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული მხარდაჭერის ვადა, ხარვეზი უნდა გასწორდეს და მასში მითითებული იქნას მხარდაჭერის მოქმედების ვადა 5 წელი.

 

2.1.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილება.

 

.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების წარმომადგენლი გ------- მ-------- არ დაეთანხმა განმცხადებელს, განმარტა, რომ განმცხადებელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს მხარდაჭერის მიმღების ინტერესებიდან. დ---- კ----- პანსიონატში მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი ყველაფრით, ხოლო მამა, რომელიც ღებულობს დ---- კ------ მიმდინარე, ყოველთვიურ პენსიას, მას არც თუ ისე ხშირად ნახულობს და მხოლოდ ელემენტარული ყოფითი ნივთებით ამარაგებს. განმცხადებლი ამ თანხას თავისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ითხოვს და არა დ----სთვის.

 

2.2.მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატის პოზიცია.

 

ადვოკატი არ დაეთანხმა განმცხადებელს, განმარტა, რომ განცხადებიდან არ დგინდება, რომ თანხის გამოტანა და განკარგვა დ---- კ------ ინტერესებს უკავშირდება. ბეჟაან კ----- მხოლოდ საკუთარი ყოფის გაუმჯობესებისათვის ითხოვს აღნიშნული თანხის გამოტანასა და განკარგვას.

 

2.3. მხარდამჭერის მიმღებმა პირმა დ---- კ-----მ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან მას რაიმე ნების გამოხატვა არ შეუძლია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დ---- კ----- დაიბადა 1----–-–------------

 

სასამართლო დასკვანა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

პირადობის მოწმობის ასლი.

 

3.2 დ---- კ----- არის სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტეფიკინგის) მსხვერპლთა , დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალის ,, ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ’’ ბენეფიციარი.

 

სასამართლო დასკვანა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

განცხადებას, მხარეთა ახსნა-განმარტებებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს იმერეთის რაგიონალური საბჭოს 2011 წლის 13 დეკემბრის №02/121 გადაწყვეტილება .

 

2.3. დ---- კ------ დიაგნოზია ეპილეპსიური ჭკუასუსტობა F02.8

 

სასამართლო დასკვანა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა 100ა., პანსიონატის ექიმის განმარტება.

 

2.4. დ---- კ------ აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. დ---- კ------ ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევის ხარისხი შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, საპენსიო საქმის წარმოების და პენსიის სხვა სოციალური შემწეობის მიღების სფეროებში უკიდურესადაა გამოხატული. დ---- კ------ მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია უკიდურესად. დ---- კ------ სოციალური ადაპტაციის ხარისხი უკიდურესად არის დაქვეითებული. დ---- კ------ ესაჭიროება მხარდამჭერი შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, ზიანის მიყენების თავიდან აცილების, საპენსიო საქმის წარმოების, პენსიის სხვა სოციალური შემწეობის მიღების და სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სფეროში. დ---- კ------ მდგომარეობის გაუმჯობესების/გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად მოსალოდნელი არ არის. დ---- კ------ არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.

 

სასამართლო დასკვანა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ექსპერტიზის დასკვნას, ექსპერტების ჩვენებებს, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალის ,, ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ’’ დირექტორი-------–---- ზარნაძის განმარტება.

 

2.5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის განცხადება დაკმაყოფილდა, დ---- კ----- ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად, ხოლო მისი დედა ხ------- ქ---–--ა, ,,ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ’’ უფროსი ნ-----–---- ზ------- და ამავე პანსიონატის ექიმი თ----- ს---–--- დაინიშნენ დ---- კ------ მხარდამჭერ პირებად სხვადასხვა სფეროებში. ამავე გადაწყვეტილებით, დ---- კ------ მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვრა 5 წლით.

 

სასამართლო დასკვანა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებას.

 

2.6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხ------- ქ---–--ა გათავისუფლდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი დ---- კ------ მხარდამჭერის მოვალეობებისაგან. დ---- კ------ სოციალური პაკეტის / სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/მიღების, განკარგვისა და წვრილმანი გარიგების დადების სფეროში მხარდამჭერად დაენიშნა მამა ბ-–--- კ-----, 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების ფარგლებში.

 

სასამართლო დასკვანა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებას.

 

2.7. ბ-–--- კ----- შვილს დ---- კ------ ნახულობს თვეში ერთხელ.

 

სასამართლო დასკვანა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მხარდამჭერის პირის ანგარიშის ფორმა, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალის ,, ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ’’ დირექტორი-------–---- ზარნაძის განმარტება.

 

2.8.სს ,,ლ-------------–ი'' დ---- კ------ პირად ანგარიშზე განთავსებულია დ---- კ------თვის მხარდაჭერის დაწესებამადე დაგროვებული, მისი კუთვნილი საპენსიო თანხა 9645 ლარი.

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერს სს ,,ლ---------------------

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-–--- კ------ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს. .

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278-ე, 1280-ე, 1289-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე, 36315-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული - სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

 

დადგენილია, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის განცხადება დაკმაყოფილდა, დ---- კ----- ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად, ხოლო მისი დედა ხ------- ქ---–--ა, ,,ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ’’ უფროსი ნ-----–---- ზ------- და ამავე პანსიონატის ექიმი თ----- ს---–--- დაინიშნენ დ---- კ------ მხარდამჭერ პირებად სხვადასხვა სფეროებში. ამავე გადაწყვეტილებით, დ---- კ------ მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვრა 5 წლით.

 

დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხ------- ქ---–--ა გათავისუფლდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი დ---- კ------ მხარდამჭერის მოვალეობებისაგან. დ---- კ------ სოციალური პაკეტის / სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/მიღების, განკარგვისა და წვრილმანი გარიგების დადების სფეროში მხარდამჭერად დაენიშნა მამა ბ-–--- კ-----, 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

 

ამავე კოდექსის 1280-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას.

 

ამავე კოდექსის 1289-ე მუხლი მეურვეს/მზრუნველს ავალდებულებს, რომ იზრუნოს სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის რჩენაზე, შეუქმნას მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყოს ის მოვლითა და მკურნალობით, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები. მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარდამჭერმა პირმა ბ-–--- კ-----მ ანგარიშზე განთავსებული თანხის გატანის საფუძვლად მიუთითა, რომ მის ოჯახს ეკონომიურად ძალიან უჭირს და თანხას გამოიყენებს ოჯახის ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად, მას თავისითვის და ჯერ კიდევ ცოცხალი შვილის დ---- კ------ათავის სურს სასაფლოს გაკეთება და ასევე, ის, რომ ამ თანხის მიღების შემდეგ ხშირად ინახულებს შვილს. მითითებული გარემოებები, ნათლად მიუთითებს, რომ ბ-–--- კ------ აქვს თავისი ინტერესები და სწორედ ამ ინტერესების დასაკმაყოფილებალდ სურს დ---- კ------ათვის განკუთვნილი თანხის გამოყენება, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს. მხარდაჭერის მიმღები პირის ნება და ინტერესები, რომელიც არის უმთავრესი და რისთვისაც სახელმწიფო იღებს სახსრებს, წარმოდგენილი განცხადებიდან და მის მიერ მითითებული გარემოებებიდან არ დგინდება.

 

ამასთან, დათა კ----- იმყოფება პანსიონატში, სადაც მას სათანადო პირობები აქვს შექმნილი ცხოვრებისათვის და მკურნალობისთვის, ხოლო მამას, მისი მონახულებისა და მოკითხვისათვის, აქვს უფლება განკარგოს დ---- კ------ ყოველთვიური პენასია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა დ---- კ------ მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ მის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე დაგროვებული თანხის მიღება-განკარგვის სფეროში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ გამომდინარეობს მხარდასაჭერი პირის ინტერესებიდან, შესაბამისად არ არსებობს მითითებულ სფეროში პირისათვის მხარდამჭერის დანიშვნის საფუძველი და აუცილებლობა საანაბრე დეპოზიტზე არსებული თანხების განკარგვის.

 

6.3. ბ-–--- კ-----მ ასევე მოითხოვა, რომ 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებაში გასწორდეს ხარვეზი და მასში მითითებული იქნას მხარდაჭერის მოქმედების ვადა 5 წელი,.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის განცხადება დაკმაყოფილდა, დ---- კ----- ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად, ხოლო მისი დედა ხ------- ქ---–--ა დაენიშნა მას მხარდამჭერად სოციალური პაკეტის / სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/მიღების, განკარგვისა და წვრილმანი გარიგების დადების სფეროში. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა დ---- კ------ მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა 5 წლით. სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხ------- ქ---–--ა გათავისუფლდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი დ---- კ------ მხარდამჭერის მოვალეობებისაგან. დ---- კ------ სოციალური პაკეტის / სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/მიღების, განკარგვისა და წვრილმანი გარიგების დადების სფეროში მხარდამჭერად დაენიშნა მამა ბ-–--- კ-----.

 

შესაბამისად, 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების მსჯელობის საგანი არ ყოფილა დ. კ------ მხარდაჭერის ვადა, რადგან იგი უკვე განსაზღვული იყო, 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით.

 

ამდენად, 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეიცვალა მხოლოდ მხარდამჭერი კონკრეტულ სფეროში და ეს ცვლილება განხორციელდა 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების ფარგლებში, ხოლო ყველა სხვა ნაწილში 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, მათ შორის, დ---- კ------ მხარდაჭერის ვადისა და მისი გადასინჯვის პერიოდულობის ნაწილშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორების შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლოს სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებაში რამე ხარვეზი და უსწრობა არ არის დაშვებული.

 

7. საპროცესო ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე; 249-ე, 257-ე, 36321, 364-ე; 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბ-–--- კ------ განცხადება მხარდაჭერის ფარგლების გაზრდის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. ბ-–--- კ------ განცხადება გადაწყვეტილებაში ხარვეზის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

3. განმცხადებელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4.ხარვეზის გასწორებაზე უარის თქმის ნაწილში, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განმცხადებლისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა ნიუკრაძე