გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110224016001265300
№2/135-2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.01.2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
განმცხადებელი - ი----–---–-;
წარმომადგენელი: ი--–----------–--–---;
მხარდაჭერის მიმღები - გ--------------;
მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატი - ნ-----–-------;
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი - გ-----------------;
მოთხოვნა - პირის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა და მხარდამჭერის დანიშვნა
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოთხოვნის საგანი:
1.1 ი----–---–- დაინიშნოს შვილის გ-------------ის მხარდამჭერად მის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე დაგროვებული თანხის მიღება-განკარგვის სფეროში;
1.2. ი----–---–- დაინიშნოს შვილის გ-------------ის მხარდამჭერად საჯარო რეესტრის სააგენტოში უძრავი ქონების შეძენისა და გ-------------ის საკუთრებად დარეგისტრირების სფეროში;
განმცხადებლის პოზიცია:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე გ-------------- ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად და დედა, ი----–---–- დაინიშნა მის მხარდამჭერად სოციალური პაკეტის / სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/მიღება, განკარგვასა და სამკვიდრო ქონების მიღების სფეროში. განმცხადებელ ი----–---–- ცხოვრობს ქირით ქ.ხ---–ი, მას არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი სახლი, სადაც შეძლებს გ-------------ის პერიოდულად გაყვანას. გ--------------ს სადეპოზიტო ანგარიშზე აქვს გარკვეული თანხა, რომელიც ი----–---–ს დაეხმარება საცხოვრებელი სახლის შეძენაში. განმცხადებლის მიზანია, რომ სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხა გამოიყენეოს საცხოვრებელი სახლის შესაძენად, რაც გ-------------ის ინტერესსაც ემსახურება. უძრავი ქონება დარეგისტრირდება გ-------- საკუთრებაში, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მისი გაყიდვის შესაძლებლობას.
2.1 მხარდასაჭერი პირის - გ-------------ის ადვოკატის, ნ-----–-------- პოზიცია:
მხარდასაჭერი პირის - გ-------------ის ადვოკატი, ნ-----–------- არ დაეთანხმა განმცხადებლის მოთხოვნას და განმარტა, რომ უძრავი ქონების შეძენა და თუნდაც გ-------------ის საკუთრებად დარეგისტრირება არ ემსახურება ბენეფიციარის ინტერესს, უფრო იკვეთება განმცხადებლის ინტერესი შეიძიონოს საცხოვრებელი სახლი, მითუფრო, რომ განმცხადებელი არ აპირებს მუდმივად გ-------------ის ოჯახში გაყვანას საცხოვრებლად. გ-------ს ძ-------––--------------ში აქვს ყველანაირი პირობა საცხოვრებელი, სამედიცინო მომსახურეობისა თუ უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
2.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის პოზიცია:
სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი გ----------------- არ დაეთანხმა განმცხადებლის მოთხოვნას და განმარტა: წარმოდგენილ განცხადებაში არ იკვეთება ის გარემოებები, რომ თანხა, რომელიც ირიცხება ბენეფიციარის ანგარიშზე, უშუალოდ უნდა მოხმარდეს ბენეფიციარს. გ-------- სხვა დაავადებებთან ერთად აღენიშნება ღვიძლის დაზიანება და საჭიროებს მუდმივ მკურნალობასა და მეთვალყურეობას. განმცხადებელს არ გამოუთქვამს სურვილი, რომ მონაწილეობა მიეღო შვილის - გ-------------ის მკურნალობაში, მითუფრო, რომ ის განკარგავს ამ უკანასკნელის სოციალურ პაკეტს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ი----–---–- ნახულობს შვილს, ერთხელ ჰყავდა გაყვანილი დაწესებულებიდან რამდენიმე დღით. გ-------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია მის ანაბარზე არსებული თანხა საჭირო გახდეს მისი საჭიროებისათვის. მხარდამჭერი ი----–---–-ს მოთხოვნა არ ემსახურება ბენეფიციარის ინტერესს, უფრო იკვეთება განმცხადებლის ინტერესი შეიძიონოს საცხოვრებელი სახლი, მიაჩნია, რომ არ დგას გ-------- სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის აუცილებლობა და შესაბამისად, განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. გ-------------- დაიბადა 1--- წლის 0--------------.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
დაბადებისა და პირადობის მოწმობების ასლები.
3.1.2. გ-------------- არის ს-----------------------------------------------------–----------------–-----–-------–----------------------------–-–--------------- ფილიალის ,, ძ-------–------------–--–-----–---–----- მქონე პირთა პანსიონატის ’’ ბენეფიციარი.
სასამართლო დასკვანა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებებს.
- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება;
3.1.3. გ-------------ის დიაგნოზია ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა F 73 და მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2010 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, იგი აღიარებულია ქმედუუნაროდ.
სასამართლო დასკვანა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- დუშეთის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2010 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება;
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა 100ა;
- ექსპერტიზის დასკვნა;
3.1.4. გ--------------ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. გ-------------ის ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევის ხარისხი, შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, საპენსიო საქმის წარმოების და პენსიის სხვა სოციალური შემწეობის მიღების სფეროებში უკიდურესადაა გამოხატული. გ-------------ის მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია უკიდურესად. გ-------------ის სოციალური ადაპტაციის ხარისხი უკიდურესად არის დაქვეითებული. გ--------------ს ესაჭიროება მხარდამჭერი - შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, ზიანის მიყენების თავიდან აცილების, საპენსიო საქმის წარმოების, პენსიის სხვა სოციალური შემწეობის მიღების და სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სფეროში. გ-------------ის მდგომარეობის გაუმჯობესების/გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად მოსალოდნელი არ არის. გ--------------ს არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა;
- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება;
-
3.1.5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით გ-------------- (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებ პირად სოციალური პაკეტის / სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/მიღებისა და წვრილმანი გარიგების დადების; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში პირადი, საიდენტიფიკაციო და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისა და მოწესრიგების, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის და აფთიაქებში მედიკამენტების, მათ შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა/ მიღების მიზნით, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და თავისუფალი მიმოსვლის სფეროებში.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება;
3.1.6 ი----–---–- დაინიშნა გ-------------ის მხარდამჭერ პირად შემდეგ უფლება/მოვალეობათა განხორციელების ფარგლებში: სოციალური პაკეტის / სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/მიღება, განკარგვასა და სამკვიდრო ქონების მიღების სფეროში, ხოლო ,, ძ-------–------------–--–-----–---–----- მქონე პირთა პანსიონატის ’’ უფროსი ნ-----–-------------- (პ/ნ 2----------) და პანსიონატის ექიმ-თერაპევტი თ----------–--- დაინიშნენ მხარდამჭერ პირებად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში წარმომადგენლობა (პირადი, საიდენტიფიკაციო და სამედიცინო დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით), სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში წარმომადგენლობა (მათ შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა/ მიღების მიზნით), საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და თავისუფალი მიმოსვლის სფეროში.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება;
3.1.7 გ--------------ს სადეპოზიტო ანგარიშზე გააჩნია დაგროვებული სოციალური პაკეტის თანხა.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.8 გ--------------ს სხვა დაავადებებთან ერთად აღენიშნება ღვიძლის დაავადება, ავადმყოფობა არის პროგრესირებადი და ბენეფიციარი საჭიროებს მუდმივ მკურნალობას (მათ შორის ძვირადღირებული მედიკამენტებით) და მეთვალყურეობას. გარდა ამისა, იგი იჩენს აგრესიას სხვების მიმართ. დედა ი----–---–- ვერ უზრუნველყოფს მის მოვლა-პატრონობას მუდმივად და არც გამოუთქვამს სურვილი ბენეფიციარის გ-------------ის მუდმივად თავისთან გაყვანის შესახებ.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე (ექიმ-თერაპევტი) მხარდამჭერი თ----------–---- ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებების, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----–---–-ს განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს. .
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278-ე, 1280-ე, 1289-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე, 36315-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული - სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
დადგენილია, რომ გ-------------- არის სსიპ ა------------------------------------------------–---------------–-----–-------–----------------------------–-–--------------- ფილიალის ,, ძ-------–------------–--–-----–---–----- მქონე პირთა პანსიონატის ’’ ბენეფიციარი, ამასთან ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით იგი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად სოციალური პაკეტის / სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/მიღებისა და წვრილმანი გარიგების დადების; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში პირადი, საიდენტიფიკაციო და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისა და მოწესრიგების, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის და აფთიაქებში მედიკამენტების, მათ შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა/ მიღების მიზნით, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და თავისუფალი მიმოსვლის სფეროებში. დედა - ი----–---–- დაინიშნა გ-------------ის მხარდამჭერ პირად შემდეგ უფლება/მოვალეობათა განხორციელების ფარგლებში: სოციალური პაკეტის / სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/მიღება, განკარგვასა და სამკვიდრო ქონების მიღების სფეროში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
ამავე კოდექსის 1280-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას.
ამავე კოდექსის 1289-ე მუხლი მეურვეს/მზრუნველს ავალდებულებს, რომ იზრუნოს სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის რჩენაზე, შეუქმნას მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყოს ის მოვლითა და მკურნალობით, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები. მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში.
სასამართლო სხდომაზე ბენეფიციართან კომუნიკაციის დროს მხარდასაჭერმა პირმა - გ--------------მ მართალია, გამოხატა თანხმობა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ საკითხზე, რაც სადაოდ გახადა მისმა ადვოკატმა იმ საფუძვლით, რომ გ-------- აღენიშნება ფსიქიკური დარღვევები და მას არ შეუძლია გააცნობიეროს შეკითხვის არსი, თუმცა, სასამართლოსათვის უფრო საყურადღებოა გ-------- ის განმარტება, რომ ის არ მიჰყავთ სახლში (,,არ მივყავარ სახლში“), რაც თავის მხრივ სასამართლოს ეხმარება შინაგანი რწმენის ფორმირებაში, არსებობს თუ არა მხარდაჭერის მიმღების ინტერესი და ნება მის სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხის ამ ეტაპზე განკარგვისათვის საცხოვრებელი სახლის შეძენის მიზნით.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეების განხილვისას სასამართლო ვალდებულია დაადგინოს არსებობს თუ არა მხარდაჭერის აუცილებლობა მოთხოვნილ სფეროში. მართალია, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ის იზრუნებს გ--------------ზე, შეუქმნის მას აუცილებელ პირობებს, ეტაპობრივად წაიყვანს ოჯახში, თუმცა სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს მოწმის სახით დაკითხულ ძ-------––-- პანიონატის ექიმ-თერაპევტის - თ----------–---- განმარტებაზე, რომელიც ასევე წარმოადგენს ბენეფიციარის გ-------------ის მხარდამჭერს რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ გ-------------- იჩენს აგრესიას სხვა პირთა მიმართ, რაც თავის მხრივ საფუძველი გახდა, მისი აღნიშნულ პანსიონატში მოთავსებისა, გარდა ამისა გ--------------ს სხვა დაავადებებთან ერთად აღენიშნება ღვიძლის დაავადება მძიმე ფორმით, ავადმყოფობა არის პროგრესირებადი და ბენეფიციარი საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, ძვირადღირებულ გამოკვლევებს, რისი განხორციელებაც ჩვეულებრივ პირობებში ძალზედ გართულდება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა გ-------------ის მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ მის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე დაგროვებული თანხის მიღება-განკარგვისა და საჯარო რეესტრის სააგენტოში უძრავი ქონების შეძენისა და გ-------------ის საკუთრებად დარეგისტრირების სფეროში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს მითითებულ სფეროში პირისათვის მხარდამჭერის დანიშვნის საფუძველი და განსაკუთრებული აუცილებლობა საანაბრე დეპოზიტზე არსებული თანხების განკარგვის. მოცემულ ეტაპზე მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესში არ შედის მის საკუთრებაში უძრავი ქონების შეძენა.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე; 249-ე, 257-ე, 36321, 364-ე; 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი----–---–-ს (პ/ნ 3----------- განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. განმცხადებელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელენე ოსაძე