გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 311224019002963220
2-117-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
12 თებერვალი, 2020 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქარელის მუნიციპალიტეტში ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძირტკბილაშვილი
განმცხადებელი - მ-------–----შვილი
მესამე პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - მიხეილ ბაბლიძე
მხარდამჭერი - მ-------–----შვილი
მხარდამჭერის მიმღებები - ნ-----–--------–----შვილი
ადვოკატი - გერმანე ადუაშვილი
მოთხოვნის საგანი: მხარდამჭერის მიმღებად ცნობა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 36321-ე, სამოქალაქო კოდექსის 1280-ე, 1289-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-------–----შვილის განცხადება დაკმაყოფილდეს.
ნ-----–--------–----შვილი (პირადი ნომერი 4----------) ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად;
2. ნ-----–--------–----შვილს მხარდაჭერა დაუწესდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის, განახლების, განცხადებით მიმართვისა და პენსიის მიღების სფეროებში, ლიბერთი ბანკთან, სხვა ბანკებთან ურთიერთობის, საბანკო დაწესებულებაში მისი სახელით პლასტიკური ბარათის დამზადების, ბანკიდან მხარდასაჭერი პირის კუთვნილი თანხების მიღების, მათი მიზნობრივად განკარგვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობის და სპეციალურ აღრიცხვას დაქვემდებარებული მედიკამენტების მიღების სფეროებში ასევე პირადობის მოწმობის განახლების და მიღების, განკარგვის საკითხებში.
3. მ-------–----შვილი (პირადი ნომერი 4----------) დაინიშნოს ნ-----–--------–----შვილის (პირადი ნომერი 4----------) ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში მითითებულ სფეროებში სრული მოცულობით. მხარდამჭერის უფლებები განახორციელოს ნ-----–--------–----შვილისაგან დამოუკიდებლად;
4. მხარდამჭერი ვალდებულია:
ა) თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, მასში მიუთითოს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებული თავისებურებები;
ბ) მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს;
გ) მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.
5. გაუქმდეს ნ-----–--------–----შვილისათვის ხაშურის რაიონული სასამართლოს ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით დაწესებული დროებითი მხარდაშჭერა;
6. მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 5 წლით;
7. გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა, გადაეგზავნოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონულ განყოფილებას.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზაზა რამიშვილი