გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2-37-19
130224019002818424
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
12.07. 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
განმცხადებელი (მხარდამჭერი)- ი------------ძე
მესამე პირი -სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - ნანა ბანცაძე
მხარდაჭერის მიმღები - ლ-------------ძე
ადვოკატი - ლელა ღამბარაშვილი
მოთხოვნის არსი: პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, მხარდამჭერის დანიშვნა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 36321-ე, სამოქალაქო კოდექსის 1280-ე, 1289-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი------------ძის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2.ლ-------------ძე (პ/ნ 5----------) ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად.
3.ი------------ძე (პ/ნ 5----------) დაინიშნოს ლ-------------ძის (პ/ნ 5----------) მხარდამჭერად ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.1 პუნქტში მითითებულ სფეროებში სრული მოცულობით.
3.1. ლ-------------ძეს მხარდაჭერა დაუწესდეს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, მედიკამენტების მიღების, სოციალური პაკეტისა და საარსებო შემწეობის მიღებისათვის შესაბამისი სამსახურისათვის მიმართვისა და მიღების სფეროებში და სხვა სფეროებში.
ი------------ძეს მიენიჭოს უფლებამოსილება, მხარდაჭერის მიმღების სახლით და მის გარეშე, დამოუკიდებლად მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ოფისს და მის ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს მხარდამჭერის ინტერესებიდან გამომდინარე ნებისმიერი საკითხის, მათ შორის მისი კუთვნილი სოციალური პაკეტის და პენსიის მიღების მოთხოვნით. მხარდასაჭერი პირის თანხმობის გარეშე, დამოუკიდებლად მიმართოს "ლიბერთი ბანკს" და სხვა ნებისმიერ საბანკო დაწესებულებას მხარდასაჭერი პირის ანგარიშზე დარიცხული პენსიის და სხვა თანხების მისაღებად და დამოუკიდებლად განკარგოს თანხები ლ-------------ძის საჭიროებების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი საბანკო პლასტიკური ბარათის დამზადება. მხარდაჭერის მიმღების სახელით და მის გარეშე, დამოუკიდებლად მხარდასაჭერი პირის თანხმობის გარეშე, მისი სახელით მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მიღების და საჯარო რეესტრის სამსახურს უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით, ასევე პირადობის მოწმობის განახლების თხოვნით. იამზე ბუაჩუძეს მიენიჭოს უფლებამოსილება, მხარდაჭერის მიმღების სახელით და მის გარეშე, დამოუკიდებლად მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს მხარდასაჭერი პირის საპენსიო საქმის გამოთხოვის მიზნით. იამზე ბუაჩუძეს მიენიჭოს უფლებამოსილება, მხარდაჭერის მიმღების სახელით და მის გარეშე, დამოუკიდებლად მიმართოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას, მხარდასაჭერი პირისათვის ერთჯერადი დახმარების მიღების მოთხოვნით.
4. მხარდამჭერი ვალდებულია:
ა) თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, მასში მიუთითოს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებული თავისებურებები;
ბ) მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს;
გ) მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.
5. მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 5 წლით;
6. გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა, გადაეგზავნოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონულ განყოფილებას.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ნაირა გიგიტაშვილი
შენიშვნა:
მხარის მოთხოვნით, რომელიც ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობს მის გასაჩივრებაზე, რაც მან დაადასტურა თავისი წერილობითი განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით.
ამავე კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში.
მოსამართლე:
ნაირა გიგიტაშვილი