გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.01.2019
საქმის ნომერი
330210017001946047
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13963 -17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსა----თლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე - და---- კო------ე

წარმომადგენელი - ლე--–--------–---–ი

მოპასუხე - თა-–--ო თხ--–--ე

წარმომადგენელი - თე--------–---–ი

მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

წარმომადგენელი - მა------–-----ე

დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე და---- კო------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 2--------–- დაბადებული ან--ო კო------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენა;

 

მოსარჩელე და---- კო------ეს და მოპასუხე თა-–--ო თხ--–--ის შვილს, მა------–--–----ეს, 2--- წლის 2--------–- შეეძინათ საერთო შვილი ან--ო კო------ე. და---- კო------ესა და მა------–--–----ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით 2--- წლის 0--------------. ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, ბავშვი იზრდებოდა დედასთან. მოსარჩელე იხდიდა ალიმენტს, მონაწილეობდა შვილის აღზრდაში და მზრუნველობას უწევდა მას. მა------–--–----ე გარდაიცვალა 2--- წლის 1---------------. დედის გარდაცვალების შემდეგ, არასრულწლოვანი ან--ო კო------ე საცხოვრებლად დარჩა ბებიასთან (დედის დედასთან) თა-–--ო თხ--–--ესთან. ამ უ--ნასკნელმა სთხოვა მოსარჩელეს, რომ ბავშვს ეცხოვრა ბებიის ოჯახში, რაზეც ბავშვის მამას, და---- კო------ეს წინააღმდეგობა არ გაუწევია. შემდგომ, თა-–--ო თხ--–--ემ სარჩელი აღძრა სასა----თლოში და---- კო------ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის, ან--ო კო------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნით, რათა არასრულწლოვანზე მეურვეობის უფლება მოეპოვებინა. ვინაიდან მოპასუხეს გარდაეცვალა შვილი, ხოლო ან--ოს კი დედა, იმ დროისათვის, მოსარჩელემ საჭიროდ მიიჩნია, რომ თა-–--ო თხ--–--ისათვის წინააღმდეგობა არ გაეწია და დათანხმდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას. აღნიშნულის შემდგომ, თა-–--ო თხ--–--ე გახდა არასრულწლოვანი შვილიშვილის, ან--ო კო------ის მეურვე. ამჟამად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკითხის ამგვარ გადაწყვეტას ეწირება ბავშვის ინტერესი. მოპასუხე თა-–--ო თხ--–--ე სათანადოდ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, იგი მუშაობს, მთელი დღეები დაკავებულია თავისი საქმით და ბავშვი მზრუნველობას მოკლებულია. არასრულწლოვანი ან--ო კო------ე ხშირად ატარებს დროს როგორც მამის ოჯახში, ასევე მის მშობლებთან სა----------ს რაიონში, თუმცა არის შემთხვევები, როცა ბებია, თა-–--ო თხ--–--ე არ უშვებს ბავშვს მამასთან, რაც უარყოფითად მოქმედებს ბავშვზე. დღეის მდგომარეობით, არ არსებობს მოსარჩელე და---- კო------ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საფუძველი. არასრულწლოვან ან--ო კო------ეს უფლება აქვს შეინარჩუნოს ოჯახური ურთიერთობა, იცხოვროს და იზრდებოდეს ოჯახში, მშობელთან და თავის ძმასთან ერთად. დღეისათვის ან--ო კო------ე ვერ იღებს მოპასუხისაგან იმ საჭირო აღზრდას და მზრუნველობას, რაც შეუძლია მოსარჩელისგან მიიღოს, ამას კი ეწირება მისი ჭეშმარიტი ინტერესი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება.

 

არასრულწლოვანი ან--ო კო------ე დაბადებიდან ცხოვრობდა და იზრდებოდა დედასთან - მა------–--–----ესთან. მის მშობლებს შორის მაშინ შეწყდა ოჯახური თანაცხოვრება, როდესაც არასრულწლოვანი რამდენიმე თვის იყო. მშობლების დაშორების შემდეგ, ოთხი წლის მანძილზე არ ნახულობდა და---- კო------ე თავის შვილს - ან--ო კო------ეს. მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა. დღეის მდგომარეობით, და---- კო------ე თავის შვილს ნახულობს იშვიათად, თუმცა მოპასუხე მხარე დაინტერესებულია, რომ ან--ო კო------ეს უფრო მჭიდრო და ხშირი ურთიერთობა ჰქონდეს თავის მამასთან. და---- კო------ე არ ინტერესდება თუ რა ხარჯების გაწევა უხდება მოპასუხეს ბავშვის განათლებისთვის, აღზრდა-განვითარებისათვის, ამჟამად, ან--ო კო------ე ცხოვრობს თბილ და მეგობრულ გარემოში, სადაც ოჯახის წევრები ზრუნავენ ერთმანეთზე. ან--ოს ბიძა იღებს აქტიურ მონაწილეობას არასრულწლოვანი ან--ოს მოვლაში, მას დაჰყავს სკოლაში და სხვადასხვა წრეებზე.

და---- კო------ის ურთიერთობა არაორგანიზებულია, არ არის მორგებული ბავშვის ინტერესებზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც და---- კო------ე არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ბავშვი ჩართულია სასწავლო პროცესში და ბებიასთან სამ---------–ი გამგზავრების გამო იგი უნდა მოწყდეს ამ პროცესს და ხელი შეეშალოს სწავლაში. აღნიშნულის გამო, მოპასუხემ რამდენჯერმე არ გაატანა ბავშვი მოსარჩელეს. არასრულწლოვანი საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი სურვილია ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან და მის წრესთან, თუმცა წინააღმდეგია, რომ მუდმივად საცხოვრებლად გადავიდეს მამასთან ან მამის მშობლებთან - სამ---------–ი. ან--ოს სურს, რომ მან მუდმივად იცხოვროს ბებიასთან და ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, ზრუნვით და მოვლა-პატრონობით, რასაც მოპასუხე სთავაზობს. გარდა ამისა, მოპასუხეს აქვს ეჭვი, რომ და---- კო------ეს სურს ხელი მიუწვდებოდეს იმ თანხაზე, რომელსაც იგი ინახავს ან--ო კო------ეს გახსნილ საბანკო ანგარიშზე. სს ,,საქ--------–--------ში“ ბავშვის საბანკო ანგარიშზე ინახება დედის გარდაცვალების შემდეგ ქველმოქმედი ადამიანების მიერ ან--ოს დახმარების მიზნით გაღებული ფულადი თანხები. ან--ო კო------ეს მზრუნველს - თა-–--ო თხ--–--ეს არ შეუძლია ამ თანხის განკარგვა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინასწარი თანხმობის (გადაწყვეტილების) გარეშე. ასეთი თანხმობა არ არის გაცემული და თა-–--ო თხ--–--ეს თანხა არ განუ--რგავს. როგორც ცნობილია, და---- კო------ისათვის მშობლის უფლებების შეზღუდვის საკითხი ორჯერ იქნა განხილული: თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 1------------- გადაწყვეტილებით და---- კო------ეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება შვილის - ან--ო კო------ის მიმართ, ქონების განკარგვის ნაწილში, შვილის სრულწლოვანებამდე. ასევე, თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 1---------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით და---- კო------ეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება შვილის - ან--ო კო------ის მიმართ, სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად. გადაწყვეტილებები იმით არის მოტივირებული, რომ ან--ო კო------ეს გარდაეცვალა დედა, დარჩა მხოლოდ ერთი კანონიერი წარმომადგენელი - და---- კო------ე, რომელიც არ ზრუნავს სათანადოდ ბავშვის ინტერესებისათვის. გადაწყვეტილების გამოტანიდან დღემდე არსებითად არ შეცვლილა ვითარება. და---- კო------ეს მოპასუხისგან მიჰყავს ბავშვი და იმის მაგივრად, რომ მან შვილი თავის გვერდით ამყოფოს და ბავშვთან ჰქონდეს აღმზრდელობითი ხასიათის მამა-შვილური ურთიერთობა, ბავშვს აგზავნის სა----------ს რაიონში ბებიასთან, ხოლო ბებია - თავის ნათესავებთან. მოპასუხე თა-–--ო თხ--–--ესთან არასრულწლოვანი ან--ო კო------ე უზრუნველყოფილია ისეთი საყოფაცხოვრებო, სწავლა-განათლებისათვის აუცილებელი პირობებით, რაც ყველაზე უკეთ შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ამჟამად, ბავშვი იზრდება მისთვის უსაფრთხო, კომფორტულ, კეთილსაიმედო გარემოში, რაც დადებითად აისახება მისი, როგორც საზოგადოების სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად, ბავშვის - ან--ო კო------ის საუკეთესო ინტერესებშია, რომ არ აღუდგეს მამას მშობლის წარმომადგენლობითი უფლებები და შენარჩუნებული იქნეს ის სა----თლებრივი მდგომარეობა, რომელიც მომდინარეობს თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 1------------- გადაწყვეტილებიდან, ასევე 2--- წლის 1---------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებიდან.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ან--ო კო------ის ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე არ გამოიკვეთა მოსარჩელე და---- კო------ის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენის აუცილებლობა, ვინაიდან როგორც მოსარჩელე თავად მიუთითებს, მას სურს უფლებამოსილების აღდგენა იმ საფუძვლით, რომ ბავშვთან დაუბრკოლებლად შეძლოს ურთიერთობა, ჰქონდეს მასთან რეგულარული კონტაქტი და ასევე, გამოთქვამს ბავშვის მის საცხოვრებელ ადგილას ცხოვრების სურვილსაც. აღსანიშნავია, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ფარგლები თავის თავში არ მოიცავს არც არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის და არც არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის დადგენის საკითხს. მშობლის წარმომადგენლობითი უფლების განხორციელების დროს, მშობელი გასცემს თავის კანონიერ თანხმობას, გამოხატავს ნებას არასრულწლოვანთან დაკავშირებულ საკითხებზე (მაგ, მესამე პირებთან ურთიერთობებში). სოციალური სამსახურის წარმომადგენლის პოზიციის შესაბამისად, არასრულწლოვანთან ურთიერთობა თუ მასთან კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოებები არ არის კავშირში დავის საგანთან და ბავშვის ნახვა და მასთან ურთიერთობა არ მოიაზრება მშობლის წარმომადგენლობით უფლებამოსილების ფარგლებში. მოსარჩელის განმარტებით, მას აქვს დაბრკოლება არასრულწლოვანთან ურთიერთობაში და სურს ბავშვთან დაუბრკოლებლად ჰქონდეს ურთიერთობა. აღნიშნულთან მიმართებით, მოპასუხე მხარე თა-–--ო თხ--–--ე აცხადებს, რომ იგი პირიქით ხელს შეუწყობს მამის რეგულარულ ურთიერთობას ბავშვთან, თუმცა მამა-შვილის ურთიერთობა ხელს არ უნდა უშლიდეს ბავშვის სასწავლო პროცესს. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც არასრულწლოვან ჰყავს მხოლოდ ერთი კანონიერი წარმომადგენელი (მამა), განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს არასრულწლოვანის ქონებრივი უფლებები. მეურვედ დანიშნულ თა-–--ო თხ--–--ეს არ აქვს უფლება არასრულწლოვანის ქონებრივ ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, რაც მნიშვნელოვანია არასრულწლოვანი ან--ო კო------ის საუკეთესო ინტერესების (მათ შორის ქონებრივი) დაცვის თვალსაზრისით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე და---- კო------ეს და მოპასუხე თა-–--ო თხ--–--ის შვილს მა------–--–----ეს ქორწინების პერიოდში, 2--- წლის 2--------–- შეეძინათ შვილი ან--ო კო------ე;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურის მიერ 2--- წლის 24 აპრილს გაცემული დაბადების მოწმობა ნ---------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 17);

 

3.1.2. და---- კო------ე და მა------–--–----ე განქორწინდნენ 2--- წლის 0--------------;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ 2--- წლის 0-----–--- გაცემული განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 18);

 

3.1.3. მა------–--–----ე გარდაიცვალა 2--- წლის 1---------------; მოპასუხე თა-–--ო თხ--–--ე არის მა------–--–----ის დედა;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 19);

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1------------- გადაწყვეტილებით, თა-–--ო თხ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა: და---- კო------ეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2--------–- დაბადებული ან--ო კო------ის მიმართ, ქონების განკარგვის ნაწილში, შვილის სრულწლოვნებამდე;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 1------------- გადაწყვეტილება, საქმე N2/2------- (ს.ფ. 20-21);

 

3.1.5. თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1---------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თა-–--ო თხ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე და---- კო------ეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის - 2--- წლის 2--------–-- დაბადებული ან--ო კო------ის მიმართ, სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად;

საქმეში წარმოდგენილია დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ 2--- წლის 13 იანვარს მომზადებული დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვან ან--ო კო------ეს იმ დროისათვის ჰქონდა ძლიერი მიჯაჭვულობა ბებიის მიმართ. და---- კო------ის გადმოცემით, მას მეუღლესთან, მა------–--–----ესთან დაშორების შემდეგაც ჰქონდა შვილთან ურთიერთობა, იხდიდა მასზე დაკისრებულ ალიმენტს, მიჰყავდა ან--ო თავის საცხოვრებელ სახლში, როგორც თბილისში, ასევე სამ---------–ი. იმ პერიოდში, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანის მამამ გამოხატა თანხმობა არასრულწლოვანი შვილის მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 1---------- დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმე N2--------- (ს.ფ. 22-25);

_დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 2--- წლის 1---------- დასკვნა N9- (ს.ფ. 202).

 

3.1.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2--- წლის 0---------- გადაწყვეტილებით, თა-–--ო თხ--–--ის განცხადება დაკმაყოფილდა: თა-–--ო თხ--–--ე დაინიშნა შვილიშვილის - 2--- წლის 2--------–- დაბადებული ან--ო კო------ის მეურვედ;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2--- წლის 0---------- გადაწყვეტილება N0--------- (ს.ფ. 26-27);

 

3.1.7. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2--- წლის 0------------ დასკვნის მიხედვით, მოპასუხე თა-–--ო თხ--–--ე შვილიშვილთან, ან--ო კო------ესთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, მისა----თზე, ცი-–--------------------. სოციალური მუშაკის პირველი ვიზიტისას არასრულწლოვანი ან--ო კო------ე იმყოფებოდა დასასვენებლად ქ---------------- ბიოლოგიური მამის ოჯახში, ხოლო განმეორებითი ვიზიტის დროს არასრულწლოვანი მზრუნველთან ერთად იმყოფებოდა სახლში. თა-–--ო თხ--–--ე საცხოვრებელ ბინაში მეუღლესთან, ბ--------–--–---------- და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მათთან ერთად დაბადებიდანვე ცხოვრობს მათი შვილიშვილი ან--ო კო------ე. თა-–--ო თხ--–--ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მისი შვილი, მა------–--–----ე და და---- კო------ე ბავშვის დაბადებიდან მალევე განქორწინდა. განქორწინების შემდეგ, მამას ბავშვი რამდენიმე წელი საერთოდ არ უნახავს. ბავშვის დედამ ყოფილ მეუღლეს სასა----თლოს საშუალებით დააკისრა ბავშვზე ალიმენტის გადახდა. ალიმენტის გადახდას მამა მუდმივად თავს არიდებდა და აპროტესტებდა. და---- კო------ეს ბავშვის სასარგებლოდ დანიშნული ჰქონდა ალიმენტი 280 ლარი და შემდეგ სასა----თლოს მეშვეობით გაიზარდა 400 ლარამდე. თა-–--ო თხ--–--ემ ასევე განმარტა, რომ იგი არასოდეს ყოფილა წინააღმდეგი მამას ენახა შვილი და განეხორციელებინა შესაბამისი ზრუნვა. არასრულწლოვანი დედის გარდაცვალების შემდეგ, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, კვირაში ორი დღე იღებდა ფსიქოლოგის მომსახურებას. ან--ო კო------ეზე ძირითადად ზრუნავს თა-–--ო თხ--–--ე. ბავშვი იღებს ზოგად განათლებას ქ. თბილისის 5--- საჯარო სკოლაში. კლასის დამრიგებელს ინფორმაციით, ან--ო კო------ე არის მაღალი რეიტინგის მქონე წარჩინებული მოსწავლე. არასრულწლოვანის სკოლაში მიყვანა-გაყვანას ახორციელებს ძირითადად ბებია და ბიძა დედის მხრიდან. ბავშვი სკოლაში ყოველთვის მომზადებული და მოწესრიგებული დადის. ბავშვის ბებია მთლიანად არის ჩართული და მოტივირებული რათა მისმა შვილიშვილმა მიიღოს საუკეთესო განათლება. ასევე, ან--ო დადის და ეუფლება ინგლისურ ენას ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაგეგმილ სასწავლო პროგრამის ფარგლებში. არასრულწლოვან ან--ო კო------ეს ბებიის მხრიდან აქვს ყველანაირი პირობა ზრდა-განვითარებისათვის, იგი იმყოფება კეთილსაიმედო გარემოში. მისთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება, დაცულია ჰიგიენური ნორმები. ან--ოს ბინაში აქვს გამოყოფილი კეთილმოწყობილი ოთახი დამოუკიდებელი აბაზანით. ოთახი აღჭურვილია ბავშვის ასაკის შესაბამისად. არასრულწლოვანი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვი, იღებს მარჩენალდაკარგულის პენსიას. ან--ო კო------ის პირად ანგარიშზე, ბებიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირიცხება ფულადი თანხა. შვილის გარდაცვალების შემდეგ, თა-–--ო თხ--–--ემ და მისმა მეუღლემ სანოტარო წესით უარი თქვეს შვილის მემკვიდრეობაზე არასრულწლოვანი ან--ო კო------ის სასარგებლოდ.

ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა ცალკე გასაუბრება თა-–--ო თხ--–--ის მეზობლებთან. ისინი დადებითად ახასიათებენ მოპასუხე მხარეს. ან--ო კო------ე მუდმივად არის მოვლილი, მოწესრიგებული და სეზონურად ჩაცმული. ცალკე მოხდა გასაუბრება არასრულწლოვანთან. ვიზიტის პერიოდში ან--ო იქცეოდა ადეკვატურად, დასმული საკითხისადმი გამოხატა ჯანსაღი ინტერესი, ლაღად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მას მამა უყვარს, მაგრად სურვილი აქვს დარჩეს საცხოვრებლად ბებიასთან თა-–--ო თხ--–--ესთან, რადგან ის შეჩვეულია საცხოვრებელ პირობებს, გარემოს და სკოლას, მეგობრებს და ბებიასთან თავს კარგად გრძნობს;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2--- წლის 0------------ დასკვნა N1---- (ს.ფ. 51-52);

 

3.1.8. სოციალური მომსახურების სააგენტოს სა----------ს რაიონულ განყოფილების მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, სოციალურმა მუშაკმა ვიზიტი განახორციელა ან--ო კო------ის ბებიის (მამის მხრიდან) მან--ა შა----ს საცხოვრებელ მისა----თზე, სა-----------------------–---------, ბინა N4- სადაც ზაფხულის პერიოდში უმეტესწილად იმყოფება არასრულწლოვანი ან--ო კო------ე. ამავე მისა----თზე ცხოვრობენ ან--ო კო------ის ბაბუა ნუ----რ კო------ე, მამიდა თა---- კო------ე და მამიდაშვილი ნი----–---------–-ძე. არასრულწლოვანი ან--ო კო------ის დედის გარდაცვალების შემდეგ, ბავშვის ბებიამ (დედის მხრიდან) თა-–--ო თხ--–--ემ ითხოვა ბავშვი დროებით მასთან ყოფილიყო, რაზეც ბავშვის მამას არ გაუწევია წინააღმდეგობა და ბებია - თა-–--ო თხ--–--ე დაინიშნა ბავშვის მეურვედ, მამას კი შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება თავისი შვილის მიმართ. ბავშვის მამას სურვილი აქვს ან--ო საცხოვრებლად წაიყვანოს მასთან და ძირითადი პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, რადგან მათი გადმოცემით ბავშვის ბებია თა-–--ო თხ--–--ე მთელი დღის განმავლობაში დაკავებულია და ბავშვი მზრუნველობას მოკლებულია. სოციალური მუშაკი ცალკე გაესაუბრა არასრულწლოვან ან--ო კო------ეს. იგი მასთან კარად შევიდა კონტაქტში. მისი გადმოცემით ზაფხულის და ზამთრის არდადეგებზე ყოველთვის ჩამოდის ბებიასთან ქ---------------- სადაც თავს ძალიან კარგად გრძნობს, ორ კვირაში ერთხელ აკითხავს მამა. მას ძალიან უხარია ბებია-ბაბუასთან ყოფნა ქ---------------- და ყოველთვის სიხარულით მოდის მათთან. არასრულწლოვანი ან--ო კო------ე შაბათ-კვირას ხშირად დადის მამის ოჯახში თბილისში, სადაც ასევე ცხოვრობს მისი ძმა ლუ-- კო------ე და დედინაცვალი - ქე-----–-------, რომელთანაც კარგი დამოკიდებულება აქვს. არასრულწლოვან ან--ოს მამა ძალიან უყვარს, მაგრამ მისი სურვილია საცხოვრებლად დარჩეს ბებიასთან თა-–--ო თხ--–--ესთან, რადგან შეჩვეულია იქაურ გარემოს, სკოლას, მეგობრებს. იგი ბებიასთან თავს კარგად გრძნობს. მისს გადმოცემით, მართალია ბებია მუშაობს და დღის განმავლობაში არ იმყოფება სახლში, მაგრამ მის დაბრუნებამდე მასზე ზრუნავს მისი ბიძა (დედის ძმა);

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სოციალური მომსახურების სააგენტოს სა----------ს რაიონული განყოფილების 2--- წლის 1-----–---- დასკვნა N5-- (ს.ფ. 53);

 

3.1.9. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი მოსარჩელე და---- კო------ის საცხოვრებელ მისა----თზე - ქ. თბილისი, ლუ--–------------. აღნიშნულ მისა----თზე იგი ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად. ბინაში დაკმაყოფილებულია საყოფაცხოვრებო პირობები და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები. მოსარჩელის გადმოცემით, აღნიშნული ბინა მისი საკუთრებაა. ბავშვებისთვის გამოყოფილია ცალკე ოთახი, რომელიც უზრუნველყოფილია სასკოლო და განვითარებისათვის შესაბამისი ნივთებით. და----ის გადმოცემით, იგი მუშაობს კომპანია ,,ვი----–---ნ“ საქართველოში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 3000 ლარს შეადგენს. არასრულწლოვანი ან--ო კო------ის დედის გარდაცვალების შემდეგ, თა-–--ო თხ--–--ემ მიმართა სასა----თლოს და---- კო------ისათვის მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნით. და----მა საუბრისას აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხეს შვილი გარდაცვლილი ჰყავდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია მისთვის, შესაბამისად, მას შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, ხოლო თა-–--ო თხ--–--ე დაინიშნა ბავშვის მეურვედ. ამ ეტაპზე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ირღვევა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები და სურს, რომ ან--ომ მასთან ერთად იცხოვროს. მოსარჩელის გადმოცემით, ბავშვზე სათანადო მზრუნველობას ვერ ახორციელებს ბებია. ამასთან, ბებია გაურკვეველი მიზეზებით ხელს უშლის მას ან--ოსთან ურთიერთობაში. და---- კო------ემ აღნიშნა, რომ იგი ყოველთვიურად იხდის ალიმენტს და უზრუნველყოფს ბავშვს სხვადასხვა საჭიროებებით;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის 2--- წლის 1-----–---- დასკვნა N1---- (ს.ფ. 54).

 

3.1.10. თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 1------------ გადაწყვეტილებით, მა------–--–----ის სარჩელი და---- კო------ის მიმართ ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: და---- კო------ეს არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2--------–- დაბადებული ან--ო კო------ის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 0-----------–-- გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი 120 (ას ოცი) ლარი გაიზარდა 160 (ას სამოცი) ლარით და მისი ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 280 (ორას ოთხმოცი) ლარით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან - 2--- წლის 2----------------- მის სრულწლოვანებამდე;

თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 1---------- განჩინებით, თა-–--ო თხ--–--ის განცხადება დაკმაყოფილდა: სამოქალაქო საქმეზე N2--------- (დავის საგანი ალიმენტის ოდენობის გაზრდა), მოსარჩელე მა------–--–----ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თა-–--ო თხ--–--ე;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1------------ გადაწყვეტილება, საქმე N2--------- (ს.ფ. 63-68);

_თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1---------- განჩინება, საქმე N2--------- (ს.ფ. 59-62);

 

3.1.11. თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 0-------------- გადაწყვეტილებით, თა-–--ო თხ--–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 1------------ გადაწყვეტილებით /საქმე N2---------/ და---- კო------ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეიცვალა და მოპასუხე და---- კო------ეს არასრულწლოვანი ან--ო კო------ის (დაბადებული 2--- წლის 2--------–-) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით 440 (ოთხას ორმოცი) ლარი, სარჩელის აღძვრიდან - 2--- წლის 20 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

თბილისის სააპელაციო სასა----თლოს 2--- წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, თა-–--ო თხ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. და---- კო------ეს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0-------------- გადაწყვეტილება დანიშნული ალიმენტის 440 ლარამდე გაზრდის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება - და---- კო------ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეიცვალა და არასრულწლოვანი შვილის, ან--ო კო------ის სასარგებლოდ დაეკისრა 400 ლარის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0-------------- გადაწყვეტილება, საქმე N2-------16 (ს.ფ. 80-91);

_თბილისის სააპელაციო სასა----თლოს 2--- წლის 15 მარტის გადაწყვეტილება, საქმე N2ბ/5678-2--- (ს.ფ. 73-79).

 

3.1.12. თბილისის საქალაქო სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2------------- N3-------- გადაწყვეტილებით მოპასუხეებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს და საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მოსარჩელე ან--ო კო------ის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე სარჩოს სახით სოლიდარულად დაეკისრათ ყოველთვიურად 608 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არასრულწლოვანი ან--ო კო------ე კეთილი, გულწრფელი, თბილი და მეგობრული გოგონაა. ვიზიტების მანძილზე მისი ზოგადი განწყობა დადებითი იყო. შეთავაზებულ აქტივობებში ხალისით ერთვებოდა. ბავშვის შემეცნებითი სფეროს თავისებურებები, ლექსიკური მარაგი და ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამება ასაკს. ან--ოს ემოციური მდგომარეობა ზოგადად დამაკმაყოფილებელია, არ არის გამოხატული შფოთვა და დაძაბულობა. მღელვარების განცდა კი შექმნილი გარემოებებით არის გამოწვეული. ან--ო მგრძნობიარე გოგონაა, იგი სიმშვიდისკენ, ემოციური უსაფრთხოებისკენ მიისწრაფვის. არასრულწლოვანი ბებიასთან, ბიძასთან და ბიძაშვილებთან ერთად ცხოვრობს. მათთან იგი კომფორტულად და თავისუფლად გრძნობს თავს, უყვარს ბიძაშვილებთან ერთად თამაში და გართობა. ან--ოს ძალიან უყვარს ბებია და ამბობს, რომ მასთან ყველაზე კარგად გრძნობს თავს. არასრულწლოვანს მამაც უყვარს და მასთან გატარებულ დროს დადებითად ახასიათებს. იგი ამბობს, რომ მამას თვეში ერთხელ, ხან ორჯერ მიყავს ხოლმე შაბათ-კვირას, რადგან ხშირად მივლინებაშია და ვერ ახერხებს მის წაყვანას. ან--ოს მამასთან ურთიერთობის დანაკლისი აქვს და სურვილს გამოხატავს, რომ უფრო მეტი დროით ჰქონდეს ურთიერთობა მამასთან. ბავშვი გულისწყვეტას გამოხატავს იმის გამო, რომ აქვს განცდა ,,მამა მისი ძმისთვის უფრო მეტ სათამაშოს ყიდულობს, ვიდრე მისთვის“. გარდა ამისა, ,,მამა ზოგჯერ სთხოვს ძმას ეთამაშოს, მიუხედავად თამაშის სურვილის არქონისა. ბავშვის ნაამბობიდან გამომდინარე, იგი მამისგან მეტ სითბოს, მეტ ემოციურ მხარდაჭერას საჭიროებს. ან--ოს ძალიან უყვარს თავისი ძმა და ძალიან მოსწონს მასთან ერთად გატარებული დრო. იგი დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს მამის მეუღლის მიმართაც. ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება უფროსებს შორის არსებული არაკეთილგანწყობა. ბავშვი არ არის დაცული ერთმანეთის მიმართ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულებისაგან. ბავშვისთვის სტრესული იყო ერთ-ერთი ეპიზოდი, როცა უფროსებს შორის დაპირისპირებას საპატრულო პოლიციის ჩარევაც მოჰყვა თან. ან--ოს ნაამბობი ცხადყოფს, რომ არის შემთხვევები, როდესაც უფროსების შეუთანხმებლობა ბავშვის სურვილის გაუთვალისწინებლობასაც განაპირობებს. არასრულწლოვანი ბავშვი კმაყოფილია არსებული გრაფიკით - კვირის მანძილზე არის ბებიასთან, ხოლო შაბათ-კვირა (პარასკევ საღამოდან) შეუძლია მამასთან გაატაროს. იგი ამჯობინებს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდეს. ბავშვი საჭიროებს ამ გრაფიკის უზრუნველყოფას რეგულარულად - ხანგრძლივი შუალედების შემთხვევაში მას მამა და ძმა ძალიან ენატრება.

ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული დასკვნით, ან--ო კო------ის ემოციური მდგომარეობა ზოგადად დამაკმაყოფილებელია, არ არის გამოხატული შფოთვა და დაძაბულობა. ან--ოს ყველაზე მჭიდრო ემოციური კავშირი აქვს ბებიასთან. მას ძალიან უყვარს ბებია. ბავშვს უყვარს მამაც და მასთან უფრო ხშირი და რეგულარული ურთიერთობის სურვილი აქვს. არც ერთ მხარესთან ურთიერთობა არ არის ზიანის მიმყენებელი ბავშვისთვის.

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (ს.ფ. 148-149).

 

3.2.2. მოსარჩელე და---- კო------ეს სასა----თლოში არ წარუდგენია სარჩელი არასრულწლოვანი შვილის, ან--ო კო------ესთან ურთიერთობისათვის წესის განსაზღვრის მოთხოვნით. არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი არასდროს ყოფილა სადავო არც არასრულწლოვანის დედის, მა------–--–----ის სიცოცხლეში და არც მისი გარდაცვალების შემდეგ. სასა----თლოში არ ყოფილა წარდგენილი მოთხოვნა მხარეთა შეუთანხმებლობის გამო არასრულწლოვანი ან--ო კო------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.3. სასა----თლო სრულად ვერ გაიზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (სოციალური სამსახურის) წარმომადგენლის პოზიციას დავის საგანთან მიმართებით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით ამ ეტაპზე არ გამოიკვეთა მოსარჩელისათვის და---- კო------ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენის აუცილებლობა იმ საფუძვლით, რასაც თავად მოსარჩელე მხარე მიუთითებს. მოსარჩელის განმარტებით, მას აქვს დაბრკოლება არასრულწლოვანთან ურთიერთობაში და სურს ბავშვთან დაუბრკოლებლად ჰქონდეს ურთიერთობა. აღნიშნულთან მიმართებით, მოპასუხე მხარე თა-–--ო თხ--–--ე აცხადებს, რომ იგი პირიქით ხელს შეუწყობს მამის რეგულარულ ურთიერთობას ბავშვთან, თუმცა მამა-შვილის ურთიერთობა ხელს არ უნდა უშლიდეს ბავშვის სასწავლო პროცესს. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის პოზიციის შესაბამისად, არასრულწლოვანთან ურთიერთობა თუ მასთან კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოებები არ არის კავშირში დავის საგანთან და ბავშვის ნახვა და მასთან ურთიერთობა არ მოიაზრება მშობლის წარმომადგენლობით უფლებამოსილების ფარგლებში. არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებას, როდესაც კონკრეტულ სფეროში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე აუცილებელია გამოხატული იქნეს მშობლის კანონიერი ნება წერილობით. არასრულწლოვანი ან--ო კო------ის სურვილი და გარკვეულწილად პრობლემა არის ის, რომ მას ჰქონდეს ხშირი და რეგულარული ურთიერთობები მამასთან და მის ოჯახთან, რაც არ არის დაკავშირებული მოცემული დავის საგანთან. ასევე, დავის საგნის ფარგლებში არ მოიაზრება არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, რაც მოცემულ ეტაპზე არ არის სადავო მხარეთა შორის. სოციალური სამსახური არ უჭერს მხარს მოსარჩელის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენას სწორედ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არასრულწლოვანის ბებიასთან ცხოვრებისა თუ ბავშვის ნახვასთან (რასაც მეორე მხარე არ უზღუდავს) დაკავშირებით არ მოიცავს დავის საგნის ფარგლებს და მასთან არ არის სა----თლებრივად დაკავშირებული;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) წარმომადგენლის განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.4. არასრულწლოვანი ან--ო კო------ის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც არასრულწლოვანს ჰყავს მხოლოდ ერთი კანონიერი წარმომადგენელი, აუცილებელია განსაკუთრებულად იქნეს დაცული ბავშვის ქონებრივი უფლებები მის სრულწლოვანებამდე. მოპასუხე მხარის განმარტების სს ,,საქ--------–--------ში“ ბავშვის სახელზე გახსნილია ანგარიში, სადაც განთავსებულია გარკვეული ოდენობის თანხა, ასევე, ბავშვი იღებს მარჩენალდაკარგულის პენსიას და სახელმწიფო ორგანოებს მის სასარგებლოდ დაეკისრათ გარკვეული ფულადი ვალდებულების შესრულება სრულწლოვანებამდე, შესაბამისად, ცალსახად გამოიკვეთა არასრულწლოვანი ან--ო კო------ის ქონებრივი უფლებების დაცვის მნიშვნელობა და მისი საუკეთესოდ დაცვის საჭიროება ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. მოცემულ ეტაპზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2--- წლის 0---------- გადაწყვეტილებით, თა-–--ო თხ--–--ე დანიშნულია შვილიშვილის - 2--- წლის 2--------–- დაბადებული ან--ო კო------ის მეურვედ. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, მოპასუხე თა-–--ო თხ--–--ეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არ აქვს სამეურვეო პირის სახელით განკარგოს ბავშვის ქონება. ხოლო ბავშვის მშობელს (ამ შემთხვევაში მამას), რომელიც ბავშვის კანონიერი წარმომადგენელია, მეურვეობისა და მზრუნველობის თანხმობის გარეშე შეუძლია არასრულწლოვნის ქონებრივი უფლებების განხორციელება. შესაბამისად, ქონებრივ ურთიერთობებში, არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის განსაკუთრებული საჭიროებებიდან გამომდინარე, სასა----თლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას მოსარჩელისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენის საფუძვლების არარსებობის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ გამოიკვეთა ქონებრივ ურთიერთობებში, არასრულწლოვანის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენის აუცილებლობა, ხოლო სხვა დანარჩენ (გარდა ქონებრივი ურთიერთობისა) მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენას, სასა----თლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რაც ყველაზე უკეთ შეესაბამება არასრულწლოვანი ან--ო კო------ის ჭეშმარიტ ინტერესებს;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2--- წლის 0---------- გადაწყვეტილება N0--------- (ს.ფ. 26-27);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) წარმომადგენლის განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სა----თალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასა----თლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასა----თლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასა----თლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასა----თლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სა----თლებრივი ანალიზის საფუძველზე სასა----თლო მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასა----თლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1205-ე, 1209-ე, 1276-ე, 1281-ე, 1291-ე, 1294-ე მუხლები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენციის (21.04.1994წ.) მე-3, მე-14- მე-18 მუხლები

 

6. სა----თლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე და---- კო------ემ მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 2--------–- დაბადებული ან--ო კო------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენა და მოპასუხე თა-–--ო თხ--–--ისათვის არასრულწლოვანი შვილიშვილის, 2--- წლის 2--------–- დაბადებული ან--ო კო------ის მიმართ მეურვეობის შეწყვეტა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე და---- კო------ეს და მოპასუხე თა-–--ო თხ--–--ის შვილს მა------–--–----ეს ქორწინების პერიოდში, 2--- წლის 2--------–- შეეძინათ შვილი ან--ო კო------ე. და---- კო------ე და მა------–--–----ე განქორწინდნენ 2--- წლის 0--------------. მშობლების განქორწინების შემდგომ, არასრულწლოვანი ან--ო კო------ე ცხოვრობდა დედასთან მა------–--–----ესთან და ბებიასთან თა-–--ო თხ--–--ესთან (დედის მხრიდან) ერთად. მა------–--–----ე გარდაიცვალა 2--- წლის 1---------------.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მიხედვით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილის შესაბამისად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასა----თლოში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასა----თლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასა----თლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1------------- გადაწყვეტილებით, თა-–--ო თხ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა: და---- კო------ეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2--------–- დაბადებული ან--ო კო------ის მიმართ, ქონების განკარგვის ნაწილში, შვილის სრულწლოვნებამდე. ამავე სასა----თლოს 2--- წლის 1---------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თა-–--ო თხ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე და---- კო------ეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის - 2--- წლის 2--------–-- დაბადებული ან--ო კო------ის მიმართ, სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, იმ პერიოდში, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანის მამამ გამოხატა თანხმობა არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასა----თლოს უფლებას შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. როგორც ზემოთ აღინიშნა, არასრულწლოვან ან--ო კო------ის დედა, მა------–--–----ე გარდაიცვალა 2--- წლის 1---------------, ხოლო არასრულწლოვნის ბებიის, თა-–--ო თხ--–--ის (დედის მხრიდან) მოთხოვნის საფუძველზე, სასა----თლოს გზით არასრულწლოვნის მამას, და---- კო------ეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2--- წლის 0---------- გადაწყვეტილებით, თა-–--ო თხ--–--ე თავისივე მოთხოვნის საფუძველზე დაინიშნა შვილიშვილის - 2--- წლის 2--------–- დაბადებული ან--ო კო------ის მეურვედ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1276-ე მუხლის თანახმად, მეურვეობა წესდება ბავშვზე, რომელსაც 7 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია. ამავე კოდექსის 1281-ე მუხლით, 1. მეურვის ან მზრუნველის მოვალეობათა განსახორციელებლად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ნიშნავენ მეურვეს ან მზრუნველს. 2. მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მათი თანხმობით. სამოქალაქო კოდექსის 1291-ე მუხლის შესაბამისად კი, მეურვე და მზრუნველი მოვალენი არიან იცხოვრონ სამეურვეო (სამზრუნველო) არასრულწლოვან პირთან ერთად. ცალკეულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვით შეიძლება მზრუნველისა და სამზრუნველო პირის ცალ-ცალკე ცხოვრება, თუ აღნიშნული ორგანო მივა იმ დასკვნამდე,რომ მათი ცალ-ცალკე ცხოვრება უარყოფით გავლენას არ მოახდენს სამზრუნველო პირის აღზრდაზე, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, თა-–--ო თხ--–--ე შვილიშვილთან, ან--ო კო------ესთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, მისა----თზე, ცი-–--------------------. ბებიასთან ან--ო კო------ე ცხოვრობს დაბადებიდან. საცხოვრებელ ბინაში კარგი საყოფაცხოვრებო პირობებია და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვან ან--ო კო------ეს ბებიის მხრიდან აქვს ყველანაირი პირობა ზრდა-განვითარებისათვის, იგი იმყოფება კეთილსაიმედო გარემოში. მისთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება, დაცულია ჰიგიენური ნორმები. ან--ოს ბინაში აქვს გამოყოფილი კეთილმოწყობილი ოთახი დამოუკიდებელი აბაზანით. ოთახი აღჭურვილია ბავშვის ასაკის შესაბამისად. არასრულწლოვანი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვი, იღებს მარჩენალდაკარგულის პენსიას. ან--ო კო------ის პირად ანგარიშზე, ბებიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირიცხება ფულადი თანხა. შვილის გარდაცვალების შემდეგ, თა-–--ო თხ--–--ემ და მისმა მეუღლემ სანოტარო წესით უარი თქვეს შვილის მემკვიდრეობაზე არასრულწლოვანი ან--ო კო------ის სასარგებლოდ. არასრულწლოვან ბავშვზე ძირითადად ზრუნავენ თა-–--ო თხ--–--ე და ბავშვის ბიძა (დედის მხრიდან). ბავშვი იღებს ზოგად განათლებას ქ. თბილისის 5--- საჯარო სკოლაში. კლასის დამრიგებელს ინფორმაციით, ან--ო კო------ე არის მაღალი რეიტინგის მქონე წარჩინებული მოსწავლე. არასრულწლოვანის სკოლაში მიყვანა-გაყვანას ახორციელებს ძირითადად ბებია და ბიძა დედის მხრიდან. ბავშვი სკოლაში ყოველთვის მომზადებული და მოწესრიგებული დადის. ბავშვის ბებია მთლიანად არის ჩართული და მოტივირებული რათა მისმა შვილიშვილმა მიიღოს საუკეთესო განათლება. ან--ო დადის და ეუფლება ინგლისურ ენას ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაგეგმილ სასწავლო პროგრამის ფარგლებში. არასრულწლოვანი ასევე დადის ცურვის შემსწავლელ წრეზე. მისი ცურვის თუ ინგლისურის შემსწავლელ ხარჯებს იღებს ბებია, თა-–--ო თხ--–--ე. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა ცალკე გასაუბრება თა-–--ო თხ--–--ის მეზობლებთან. ისინი დადებითად ახასიათებენ მოპასუხე მხარეს. ან--ო კო------ე მუდმივად არის მოვლილი, მოწესრიგებული და სეზონურად ჩაცმული. სოციალური მუშაკი ცალკე გაესაუბრა თავად არასრულწლოვანსაც. ან--ო კო------ე იქცეოდა ადეკვატურად, დასმული საკითხისადმი გამოხატა ჯანსაღი ინტერესი, ლაღად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მას მამა უყვარს, მაგრად სურვილი აქვს დარჩეს საცხოვრებლად ბებიასთან თა-–--ო თხ--–--ესთან, რადგან ის შეჩვეულია საცხოვრებელ პირობებს, გარემოს და სკოლას, მეგობრებს და ბებიასთან თავს კარგად გრძნობს. ამდენად, როგორც საქმის მასალებიდან, კომპეტენტური ორგანოს დასკვნის საფუძველზე იკვეთება, არასრულწლოვანი ან--ო კო------ე ცხოვრობს და იზრდება მისთვის სასურველ, უსაფრთხო, კეთილსაიმედო და მზრუნველ გარემოში. სამოქალაქო კანონომდებლობით, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში (სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი).

 

სოციალური სამსახურის მიერ ასევე შემოწმდა მოსარჩელე და---- კო------ის საცხოვრებელი პირობები, როგორც თბილისში, ასევე, სამ---------–ი, მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში. სოციალურმა მუშაკმა ვიზიტი განახორციელა ან--ო კო------ის ბებიის (მამის მხრიდან) მან--ა შა----ს საცხოვრებელ მისა----თზე, სა-----------------------–---------, ბინა N4- სადაც ზაფხულის პერიოდში უმეტესწილად იმყოფება არასრულწლოვანი ან--ო კო------ე. ამავე მისა----თზე ერთად ცხოვრობს ან--ო კო------ის ბაბუა ნუ----რ კო------ე, მამიდა თა---- კო------ე და მამიდაშვილი ნი----–---------–-ძე. სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს, სახლში იმყოფებოდა თავად არასრულწლოვანი ან--ო კო------ეც, რომელმაც განმარტა, რომ ზაფხულის და ზამთრის არდადეგებზე ყოველთვის ჩამოდის ბებიასთან ქ---------------- სადაც თავს ძალიან კარგად გრძნობს, ორ კვირაში ერთხელ აკითხავს მამა. მას ძალიან უხარია ბებია-ბაბუასთან ყოფნა ქ---------------- და ყოველთვის სიხარულით მოდის მათთან. მოსარჩელე და---- კო------ე მეუღლესთან, ქე-----–-------სთან და არასრულწლოვან შვილთან, ლუ-- კო------ესთან ერთად ცხოვრობს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში მდებარე, მისა----თზე - ქ. თბილისი, ლუ--–------------. ბინაში დაკმაყოფილებულია საყოფაცხოვრებო პირობები და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები. საცხოვრებელში ბავშვებისთვის გამოყოფილია ცალკე ოთახი, რომელიც უზრუნველყოფილია სასკოლო და განვითარებისათვის შესაბამისი ნივთებით. შესაბამისად, საქმის მასალებით იკვეთება, რომ მოსარჩელე და---- კო------ეს როგორც თბილისში, ასევე, მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში სამ---------–ი, შექმნილი აქვს ნორმალური, დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები არასრულწლოვანი შვილისათვის, ან--ო კო------ისათვის. როგორც მხარეები განმარტავენ, არასრულწლოვანი თვეში ორჯერ, შაბათ-კვირას ატარებს მამის საცხოვრებელ ბინაში, ქ. თბილისში. არასრულწლოვანს უყვარს თავისი ძმა ლუ-- კო------ე და ასევე, კარგი დამოკიდებულება აქვს მამის მეუღლესთან. ან--ო კო------ემ სოციალურ მუშაკთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი სურვილია საცხოვრებლად დარჩეს ბებიასთან თა-–--ო თხ--–--ესთან, რადგან შეჩვეულია გარემოს, სკოლას, მეგობრებს. იგი ბებიასთან თავს კარგად გრძნობს. მისი გადმოცემით, მართალია ბებია მუშაობს და დღის განმავლობაში არ იმყოფება სახლში, მაგრამ მის დაბრუნებამდე მასზე ზრუნავს მისი ბიძა (დედის ძმა).

 

მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვს, რომ აღდგეს მისი მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის, ან--ო კო------ის მიმართ, ვინაიდან არ არსებობს მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საფუძველი. მას სურს, სრულყოფილად იზრუნოს და მონაწილეობას ღებულობდეს არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში. დადგენილია, რომ მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა, რომლის ოდენობა შემდგომში გაზრდა და საბოლოოდ თბილისის სააპელაციო სასა----თლოს 2--- წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, და---- კო------ეს, 2--- წლის 2--------–- დაბადებული ან--ო კო------ის სასარგებლოდ განესაზღვრა ყოველთვიურად ალიმენტის სახით 400 (ოთხასი) ლარის გადახდის ვალდებულება.

 

საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასა----თლო უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასა----თლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასა----თლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1209-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასა----თლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით. 2. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს. 3. პირისათვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას სასა----თლო ითვალისწინებს ბავშვის სურვილსაც, თუ მას შეუსრულდა ათი წელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასა----თლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასა----თლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.

ბავშვის უფლებების კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, 1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფოს შესაბამისად. 2 ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასა----თლო თუ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით დადგებილი წესით. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, 1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი.

 

მოცემულ საქმეზე, სასა----თლოს 2--- წლის 14 ივნისის განჩინებით საქმის განხილვაში ჩაბმული იქნა არასრულწლოვანი ან--ო კო------ე (დაბადებული 2--- წლის 2--------–-) და მასთან, 2--- წლის 2--------------- დანიშნულ სასა----თლოს მთავარ სხდომაზე მოხდა გასაუბრება. სასა----თლომ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია არასრულწლოვან ან--ო კო------ესთან გასაუბრება, მხარეთა დასწრების გარეშე, მხოლოდ სოციალური ორგანოს წარმომადგენლის (როგორც ბავშვის ინტერესების წარმომადგენელი, სსსკ-ის 1200-ე მუხლი) და ფსიქოლოგის თანდასწრებით. სასა----თლომ გაითვალისწინა არასრულწლოვანი ბავშვის, ან--ო კო------ის სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ მასთან სასა----თლოს მიერ განხორციელებული გასაუბრების ჩანაწერი არ იყოს ხელმისაწვდომი მოსარჩელე და მოპასუხე მხარისათვის და თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2--- წლის 2--------------- განჩინებით, ან--ო კო------ესთან გასაუბრების ჩანაწერი გასაიდუმლოვდა და დადგინდა მისი ხელმისაწვდომობა მხოლოდ სასა----თლოსთვის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლისათვის და ფსიქოლოგისათვის (პირის სრულწლოვანებამდე). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასა----თლო არასრულწლოვანი ბავშვთან გასაუბრების დეტალებს არ აღნიშნავს, თუმცა, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმაც განმარტა სასა----თლოს სხდომაზე და მხარეთათვისაც ცნობილია, არასრულწლოვანი აფიქსირებს თავის სურვილს ნათლად, რომ მას სურს ცხოვრობდეს ბებიასთან, რადგან უყვარს იქ არსებული გარემო, სკოლა და მეგობრები, თუმცა ასევე გამოთქვამს სურვილს მამასთან და მის ოჯახთან ჰქონდეს უფრო მეტი და ხშირი ურთიერთობა და პირადად მამასთან ჰქონდეს სტაბილური და ინტენსიური, რეგულარული ურთიერთობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასა----თლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: როდესაც საქმე ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები (მე-5 მუხლი)... ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ბავშვის უფლება, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ბავშვის უფლებების კომიტეტმა (შემდგომში კომიტეტი) მუხლი 12 განსაზღვრა, როგორც კონვენციის ოთხი ძირითადი პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, ამასთან, დანარჩენი ძირითადი პრინციპებია - არა-დისკრიმინაციის პრინციპი, სიცოცხლისა და განვითარების უფლება, და ბავშვის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფისთვის უპირველესი ყურადღების დათმობა, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოცემული მუხლი არა მხოლოდ აყალიბებს უფლებას როგორც ასეთს, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სხვა უფლების ინტერპრეტაციისა და განხორციელებისას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასა----თლოს 2--- წლის 0-----------–-- გადაწყვეტილება საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 42, 44- ).

 

სასა----თლო დავის საგნის მნიშვნელობიდან გამომდინარე ასევე ყურადღებას ამახვილებს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, ან--ო კო------ის ემოციური მდგომარეობა ზოგადად დამაკმაყოფილებელია, არ არის გამოხატული შფოთვა და დაძაბულობა. ბავშვს ყველაზე მჭიდრო ემოციური კავშირი აქვს ბებიასთან. მას ძალიან უყვარს ბებია. ბავშვს უყვარს მამაც და მასთან უფრო ხშირი და რეგულარული ურთიერთობის სურვილი აქვს. არც ერთ მხარესთან ურთიერთობა არ არის ზიანის მიმყენებელი ბავშვისთვის. ბავშვის ნაამბობიდან გამომდინარე, იგი მამისგან მეტ სითბოს, მეტ ემოციურ მხარდაჭერას საჭიროებს. ან--ოს ძალიან უყვარს თავისი ძმა და ძალიან მოსწონს მასთან ერთად გატარებული დრო. იგი დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს მამის მეუღლის მიმართაც. არასრულწლოვანი ბავშვი კმაყოფილია არსებული გრაფიკით - კვირის მანძილზე არის ბებიასთან, ხოლო შაბათ-კვირა (პარასკევ საღამოდან) შეუძლია მამასთან გაატაროს. იგი ამჯობინებს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდეს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით იკვეთება, რომ არასრულწლოვანი ან--ო კო------ის ქონებრივი აქტივის წარმოქმნაში თა-–--ო თხ--–--ეს საკმაოდ დიდი როლი უ--ვია. ამ უ--ნასკნელის ძალისხმევით მოხდა არასრულწლოვანი ბავშვის ანგარიშზე (სასწავლებლის, საახლობლოს და არასაახლობლო პირთა წრის მეშვეობით) თანხების ჩარიცხვა, ასევე, სასარჩელო წარმოების წესით ადმინისტრაციული ორგანოებისათვის ბავშვის სასარგებლოდ სრულწლოვანებამდე თანხის დაკისრება, ასევე, არასრულწლოვანი იღებს მარჩენალდაკარგულის პენსიას. ყოველივე ეს კი არის ის ქონებრივი აქტივი, რომელიც თა-–--ო თხელ;იძის მეშვეობით არასრულწლოცვანს დაუგროვდა, რაც მიმართულია ან--ო კო------ის სამომავლო კეთილდღეობისათვის. ან--ო კო------ეს აღნიშნულის განკარგვის უფლება მიეცემა სრულწლოვანების ასაკის მიღწევისთანავე. ასევე, როგორც უკვე აღინიშნა და---- კო------ეს ბავშვის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ალიმენტის სახით ფულადი თანხა, რაც თავისთავად გულისხმობს ქონებრივ აქტივს და მიმართულია ან--ო კო------ის კეთილდღეობისათვის.

 

განსახილველ საქმის დავის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყურადრება გამახვილდეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (სოციალური სამსახურის) წარმომადგენლის პოზიციაზე. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე და---- კო------ეს სასა----თლოში არ წარუდგენია სარჩელი არასრულწლოვანი შვილის, ან--ო კო------ესთან ურთიერთობისათვის წესის განსაზღვრის მოთხოვნით, ასევე, მას არ მოუთხოვია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა თავისი საცხოვრებლის მიხედვით. შესაბამისად, არასრულწლოვანი ან--ო კო------ის საცხოვრებელი ადგილი არასდროს ყოფილა სადავო არც არასრულწლოვანის დედის, მა------–--–----ის სიცოცხლეში და არც მისი გარდაცვალების შემდეგ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით ამ ეტაპზე არ გამოიკვეთა მოსარჩელისათვის და---- კო------ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენის აუცილებლობა იმ საფუძვლით, რასაც თავად მოსარჩელე მხარე მიუთითებს. მოსარჩელის განმარტებით, მას აქვს დაბრკოლება არასრულწლოვანთან ურთიერთობაში და სურს ბავშვთან დაუბრკოლებლად ჰქონდეს ურთიერთობა და სრულყოფილად იღებდეს მონაწილეობას მის აღზრდა-განვითარებაში, რაშიც მას არავინ ზღუდავს. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი მომხრეა მამას შვილთან ჰქონდეს რეგულარული ურთიერთობა იმგვარად, რომ ბავშვს ხელი არ შეეშალოს სასწავლო პროცესში. სამსახურის წარმომადგენლის პოზიციის შესაბამისად, არასრულწლოვანთან ურთიერთობა თუ მასთან კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოებები (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც) არ არის კავშირში დავის საგანთან და ბავშვის ნახვა და მასთან ურთიერთობა არ მოიაზრება მშობლის წარმომადგენლობით უფლებამოსილების ფარგლებში. არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებას, როდესაც კონკრეტულ სფეროში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე აუცილებელია გამოხატული იქნეს მშობლის კანონიერი ნება წერილობით. არასრულწლოვანი ან--ო კო------ის სურვილი და გარკვეულწილად პრობლემა არის ის, რომ მას ჰქონდეს ხშირი და რეგულარული ურთიერთობები მამასთან და მის ოჯახთან, რაც არ არის დაკავშირებული მოცემული დავის საგანთან. ასევე, დავის საგნის ფარგლებში არ მოიაზრება არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხიც, რაც მოცემულ ეტაპზე ასევე არ არის სადავო მხარეთა შორის. სოციალური სამსახური არ უჭერს მხარს მოსარჩელის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენას სწორედ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არასრულწლოვანის ბებიასთან ცხოვრებისა თუ ბავშვის ნახვასთან (რასაც მეორე მხარე არ უზღუდავს) დაკავშირებით არ მოიცავს დავის საგნის ფარგლებს და მასთან არ არის სა----თლებრივად და ფაქტობრივად დაკავშირებული. სასა----თლო ვერ გაიზიარებს სოციალური სამსახურის წარმომადგენლის პოზიციას, რადგან იგი არ არის დასაბუთებული და გამყარებული შესაბამი მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც მისცემდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საფუძველს უარი ეთქვა მოსარჩელის მოთხოვნაზე. მხოლოდ ქონების განკარგვის ნაწილში მიაჩნია სასა----თლოს მოტივირებული მოცემულ ეტაპზე შეზღუდული დარჩეს მოსარჩელის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რაც ეფუძნება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. კანონი ადგენს მშობლის ქცევის წესების ზოგად მორალურ და იდეურ პრინციპებს, რომელთა შინაარსიც მთელი სისრულით ვლინდება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით მორალური პრინციპები. სწორედ ამ პრინციპების რეალიზაცია უნდა დაედოს შვილების აღზრდას, თუმცა იმავდროულად უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები. კანონი აწესებს რა მშობლების ძირითად უფლება-მოვალეობებს შვილების მიმართ, ამავე დროს ადგეს მათი განხორციელების საზღვრებს. არ შეიძლება მშობლის უფლება-მოვალეობათა გამოყენება შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ. შვილების ინტერესებში იგულისხმება მათ აღზრდასთან დაკავშირებული ყველა ინტერესი, რაც გამომდინარეობს ზნეობისა და კანონის მოთხოვნებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვან ან--ო კო------ის სახელზე გახსნილია ანგარიში ბანკში და აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე განთავსებულია გარკვეული ოდენობის თანხა. ამასთან, მართალია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, თუმცა უდავოა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი იღებს მარჩენალდაკარგულის პენსიას, ერიცხება ალიმენტი და ასევე, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სასა----თლოს 2--- წლის 2------------- N3-------- გადაწყვეტილებით მოპასუხეებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს და საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მოსარჩელე ან--ო კო------ის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე სარჩოს სახით სოლიდარულად დაეკისრათ ყოველთვიურად 608 ლარის გადახდა. შესაბამისად, არასრულწლოვანს გააჩნია გარკვეული ქონებრივი უფლებები, რომლის განხორციელებას ამ ეტაპზე, ასაკიდან გამომდინარე დამოუკიდებლად ვერ შესძლებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ან--ო კო------ის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც არასრულწლოვანს ჰყავს მხოლოდ ერთი კანონიერი წარმომადგენელი, აუცილებელია განსაკუთრებულად იქნეს დაცული ბავშვის ქონებრივი უფლებები მის სრულწლოვანებამდე. ცალსახად გამოიკვეთა არასრულწლოვანის ქონებრივი ინტერესების დაცვის მნიშვნელობა და მისი საუკეთესოდ დაცვის საჭიროება ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. სასა----თლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოსამზადებელ ეტაპზე, მოსარჩელე ეთანხმებოდა ქონებრივი განკარგვის ნაწილში (გარდა საალიმენტო ვალდებულებისა) შეზღუდული ჰქონოდა მშობლის უფლება. მოცემულ ეტაპზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2--- წლის 0---------- გადაწყვეტილებით, თა-–--ო თხ--–--ე დანიშნულია შვილიშვილის - 2--- წლის 2--------–- დაბადებული ან--ო კო------ის მეურვედ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1294-ე მუხლის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე მეურვეს უფლება არა აქვს სამეურვეო პირის სახელით დადოს გარიგება, ხოლო მზრუნველს სამზრუნველო პირის სახელით დათანხმდეს გარიგების დადებაზე, რომელიც შეეხება ქონების გასხვისებას, დაგირავებას, ათ წელზე მეტი ვადით გაქირავებას,თხოვებას ან სხვა სავალო ვალდებულებათა გაცემას, თამასუქის, სამეურვეო ან სამზრუნველო პირის კუთვნილ უფლებებზე უარის თქმას, სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორად შესვლას, სესხის აღებას, ქონების გაყოფას, ან რომლებსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ქონების შემცირება. ბავშვის მშობელს (ამ შემთხვევაში მამას) კი, რომელიც ბავშვის კანონიერი წარმომადგენელია, მეურვეობისა და მზრუნველობის თანხმობის გარეშე შეუძლია არასრულწლოვნის ქონებრივი უფლებების განხორციელება. შესაბამისად, ქონებრივ ურთიერთობებში, არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის განსაკუთრებული საჭიროებებიდან გამომდინარე, სასა----თლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას მოსარჩელისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენის საფუძვლების არარსებობის თაობაზე. ამასთან, სასა----თლოს არასრულწლოვანი ბავშვის ქონებრივი ურთიერთობებთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ ან--ო კო------ის ბებიას, თა-–--ო თხ--–--ეს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის ბავშვის ქონებრივი აქტივების მოპოვება-დაგროვებაში და მიმართულია არასრულწლოვანის სამომავლო კეთილდღეობისკენ. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ გამოიკვეთა ქონებრივ ურთიერთობებში, არასრულწლოვანის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენის აუცილებლობა, ხოლო სხვა დანარჩენ (გარდა ქონებრივი ურთიერთობისა) მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენას, სასა----თლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რაც ყველაზე უკეთ შეესაბამება არასრულწლოვანი ან--ო კო------ის ჭეშმარიტ ინტერესებს. სასა----თლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არ მოიაზრებს არც არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილის დადგენისა თუ ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს, როგორც მშობელს უნდა აღუდგენს უფლება იყოს ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი (გარდა ქონებრივი ურთიერთობებისა) მესამე პირებთან ურთიერთობაში, რადგანაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სა----თლებრივი შეფასების საფუძველზე, არ არსებობს ამ უფლებების შეზღუდვის საფუძველი. სასა----თლო პატივს სცემს მშობლის უფლებას ჰქონდეს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან და შესაძლებლობა იმისა, მონაწილეობდეს არასრულწლოვნის ზნეობრივ, გონებრივ თუ ფიზიკურ განვითარებაში, მით უფრო იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ არასრულწლოვან ჰყავს მხოლოდ ერთი მშობელი და დედა არის გარდაცვლილი. ამასთან, სასა----თლოს მიაჩნია, რომ არა----არი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ მოსარჩელე უარყოფით როლს ასრულევდეს არასრულწლოვანი შვილის ცხოვრებაში. მამის აქტივობამ უფრო მეტი როლი უნდა შეასრულოს თუნდაც და-ძმის ურთიერთობაში, მას მეტი ჩართულობა სჭირდება არასრულწლოფანის საზოგადოებრივ აქტივაციაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასა----თლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, და---- კო------ის სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენის თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასა----თლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასა----თლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე, ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტი სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. და---- კო------ის (პირადი N3----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

და---- კო------ეს (პირადი N3----------) აღუდგეს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება (შეზღუდული 2--- წლის 1---------- თბილისის საქალაქო სასა----თლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქმეზე 2---------) გარდა წარმოადგინოს არასრულწლოვანი ან--ო კო------ე (დაბადებული 2--- წლის 2--------–-; პირადი N0----------) ქონებრივ ურთიერთობებში;

 

2. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასა----თლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასა----თლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსა----თლე გიორგი მაისურაძე