გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.10.2018
საქმის ნომერი
080210016001400280
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1159-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.10.2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გ------- ესაძე

მოსარჩელე - თ----- გა------

წარმომადგენელი - თ-- მა-----–---–ი

მოპასუხე - ა------ მე--------ე

მესამე პირი - სს------–---–------------------------------------------------–---–----------------------–------ი

წარმომადგენელი - ნათია ბ---------ე

დავის საგანი - მშობლის უფლების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა.

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ა------ მე--------ის მიმართ (პ/ნ 6----------) მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა გ------- მე--------ის (პ/ნ 6----------) საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული საბუთების (მათ შორის პასპორტი) მიღების ნაწილში.

 

2016 წლის 17 ივნისს მოსარჩელე თ----- გა------მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე ა------ მე--------ეს მიმართ, მშობლის უფლების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე თ----- გა------ არარეგისტრირებლ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ა------ მე--------ესთან 2001 წლის 20 ნოემბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი- 2003 წლის 3 ივლისს დაბადებული გ------- მე--------ე. მოსარჩელე წავიდა რუსეთის ფედერაციაში სამუშაოდ 2004 წელს. 6 წელი ცხოვრობდნენ ერთად, თუმცა მოპასუხე ყოველთვის თავს არიდებდა მუშაობას. თანდათან მოუკლო ცოლ-შვილთან ურთიერთობას და იშვიათად ჩამოდიოდა ბავშვთან, თანდათან გაწყვიტა კონტაქტი მოსარჩელესთან და არც სატელეფონო კავშირი არ ჰქონდა, არც თ----- გა------სთან და არც მის შვილთან გ------- მე--------ესთან. თ----- გა------ და ა------ მე--------ე 2010 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. იმავე წელს ა------ მე--------ემ იქორწინა უკრაინის მოქალაქეზე და მეორე ქორწინებაში ჰყავს 3 წლის გოგონა. მოსარჩელესა და მოპასუხეს საერთო შვილი გ------- მე--------ე დაბადებიდან ცხოვრობს დედასთან ერთად მოსარჩელის მშობლების სახლში მდებარე ქ.ქუთაისი ს-------- ქ.N--ში. ზრდის ბებია ნ----- გა------. ვინაიდან მოსარჩელე წასული იყო საზღვარგარეთ, რათა ფინანსურად ერჩინა შვილი, თ----- გა------ სამუშაოდ წავიდა რუსეთის ფედერაციაში ქ. სე-----------––ი და იქ მუშაობს ერთ-ერთ საკონდიტრო დაწესებულებაში მცხობელად და არჩენს შვილს. ხშირად ჩამოდის ბავშვთან და აქვს დედაშვილური ურთიერთობა. მამა ა------ მე--------ე თავს არიდებს ბავშვთან ურთიერთობას და არ ზრუნავს არც ნახულობს თავის შვილს, ამასთანავე არ უხდის ალიმენტს და ყოველნაირად თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას. მოსარჩელე თ----- გა------ს დაჰყავს თავისი შვილი გ------- მე--------ე კერძო სკოლა „ი----–-“, არის მეშვიდე კლასის წარჩინებული მოსწავლე, ამათანავე დადის სპორტზე „რაგბიში“ და აქვს წარმატებები, რის გამოც უწევს საზღვარგარეთ შეკრებებზე წასვლა. მიუხედავად მოთხოვნისა, მამა არ აძლევს თანხმობას გაუკეთოს შვილს პასპორტი და ბავშვი წავიდეს საზღვარგარეთ და მიაღწიოს წარმატებებს სპორტში, ამას გარდა, ვინაიდან დედა მუშაობს ქ.სე-----------––ი უნდა, რომ მისი შვილი გ------- მე--------ე ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში წაიყვანოს მასთან დასასვენებლად. რასაც ხელს უშლის მამა იმის გამო, რომ არ აძლევს თანხმობას გაუკეთოს გ------- მე--------ეს პასპორტი და გადაიყვანოს დედამ საზღვარგარეთ და ჰქონდეთ სისტემატური ურთიერთობა. აქედან გამომდინარე სურს მამას ა------ მე--------ეს შეეზღუდოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის გ------- მე--------ის მიმართ, საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტის დამზადება მიღების ნაწილში.

 

2. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე. მოპასუხეს სარჩელი ჩაბარდა, საქმეში არსებული საფოსტო ბარათებით ირკვევა, რომ სარჩელ ჩაბარდა მოპასუხე ა------ მე--------ის დედას დარეჯან დ---–---ს სარჩელში მითითებულ მისამართზე.

 

2017 წლის 11 ივნისს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა სასამართლოს უწყება, მაგრამ როგორს საქართველოს ფოსტის უკუ გზავნილებით ირკვევა ა------ მე--------ე არ იმყოფება საქართველოში. 2018 წლის 11 ოქტომბერს გამართულ სასამართლოს სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე ა------ მე--------ე, რის გამოც სასამართლოს უწყების ჩაბარება დაევლა შსს-ს შესაბამის ორგანოს და ასევე სასამართლოს სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით.

 

2018 წლის 22 ოქტომბერს შემოვიდა შსს-ს ქალაქ ქუთაისის პოლიციის მე-6 განყოფილებიდან პასუხი, კერძოდ: უბნის ინსპექტორ- გამომძიებელი გამოცხადდა ქ.ქუთაისში ა---–------------ს მე-2 შეს N---ში და სასამართლოს უწყება ჩაიბარა ა------ მე--------ის დედამ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილის დაახლოებით 12-13 წელია იმყოფება საზღვარგარეთ, კერძოდ უკრაინაში და არ იცის როდის დაბრუნდება სახლში. სასამართლოს მიერ საჯარო შეტყობინების მიუხედავად, 2018 წლის 25 ოქტომბერს ა------ მე--------ე არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის, სს------–---–------------------------------------------------–---–----------------------–------ის წარმომადგენელმა - ნ----- ბ---------ემ განმარტა, რომ მოსარჩელის და მოპასუხის საერთო შვილი გ------- მე--------ის აღზრდა-განვითარებისათვის საჭიროა ბავშვს ჰქონდეს კავშირი როგორც დედასთან ასევე მამასთან. ვინაიდან არ არსებობს გ------- მე--------ის საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტის და შესაბამისი საბუთების აღების შესახებ მამის თანხმობა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია მამას ა------ მე--------ეს შეეზღუდოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის გ------- მე--------ის მიმართ, საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტის დამზადება მიღების ნაწილში.

იმის გათვლისწინებით, რომ დავა ეხება ბავშვის უფლებებს, სასამართლო დავას არ წყვეტს დაუსწრებელ გადაწყვეტილების მიღებით და სასამართლო სხდომაზე ზეპირი მოსმენით,ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და შესაბამისად უცნობია მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელე თ----- გა------ და მოპასუხე ა------ მე--------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2001 წლის 20 ნოემბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, გ------- მე--------ე, დაბადებული 2003 წლის 3 ივლისს.

მტკიცებულება: სარჩელი; პირადობის და დაბადების მოწმობები;

 

3.2.2. გ------- მე--------ე, დაბადებული 2003 წლის 3 ივლისს, სწავლობს სკოლა ,,ი----–-“. ასევე არის ქუთაისის N-- რაგბის სპორტული სკოლა ,,ა--“-ს მოსწავლე.

მტკიცებულება: ხელშეკრულება. ცნობა. (ტ.1. ს/ფ. 29-31).

 

3.2.3.მოსარჩელე თ----- გა------ ლეგალურად ცხოვრობს და მუშაობს რუსეთის ფედერაციაში. აქვს ბინადრობის მოწმობა და დასაქმებულია.

მტკიცებულება: პასპორტი. სოც. მომსახურების სააგენტოს დასკვნა (ტ.1. ს/ფ. 14-27).

 

3.2.4. სს------–---–------------------------------------------------–---–----------------------–------ის სოციალური მუშაკის ეკატერინე ბ--------ს 2017 წლის 21 დეკემბრის დასკვნით დადგენილია, რომ გ------- მე--------ეს არ აქვს კონტაქტი მამასთან. არდადეგებზე ვერ წავიდა დედასთან, რადგან არ ჰქონდა მამის თანხმობა საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. ასევე, დღეის მდგომარეობითაც ვერ ახერხებს ზამთრის არდადეგებზე დედასთან წასვლას მამის თანხმობის გარეშე. აღნიშნულ გარემოებებს ბავშვი ძალიან განიცდის.

მტკიცებულება: - სოციალური მუშაკის დასკვნები; მოსარჩელის წარმომადგენელის ახსნა - განმარტება;

 

სასამართლოს მიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებისათვის საჭირო დოკუმენტის მისაღებად აუცილებელია ორივე მშობლის თანხმობა, რასაც ვერ იღებს მამის, მოპასუხე ა------ მე--------ისგან. საქმის მასალებით არ დასტურდება გარემოება, რომ გ------- მე--------ის საზღვარგარეთ გაყვანა საფრთხის შემცველი ან რაიმე ზიანის გამომწვევი იქნება ბავშვისათვის.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან თ-----ს მე--------ის მოთხოვნა შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1199-ე, 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, „ბავშვის უფლებათა კონვენციის„ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

სსკ-ის 1199-ე და 1204-ე მუხლების შესაბამისად, მშობლების უფლებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებების კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლების თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სრულად უნდა იქნეს დაცული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები. იმ შემთხვევაში კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ასევე მოიცავს მშობელთა უფლებას - მიიღონ ზომები, რაც საშუალებას მისცემს მათ, გაერთიანდნენ თავიანთ შვილებთან, და ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას - განახორციელონ შესაბამისი ქმედებები (იხ. ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (Nო. 2), 1992 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება, სერია A, No. 250, გვ. 35-36, § 90;)

 

საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოდან 16 წლამდე ბავშვის დროებით გასვლას მისი კანონიერი წარმომადგენლის უნებართვოდ და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლების გარეშე; არასრულწლოვანის საქართველოდან დროებით გასვლის საკითხზე, კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება სასამართლო წესით (მე-8 მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე თ----- გა------ ცხოვრობს და მუშაობს რუსეთის ფედერაციაში. აქვს ლეგალური შემოსავალი. აქვს ყველა პირობა საიმისოდ, რომ შვილი გარკვეული დროით თავისთან ამყოფოს და რაც მთავარია, ამ პერიოდში დედა-შვილმა იქონიონ მჭიდრო და თბილი ურთიერთობა, რაც დადებითად იმოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და მშობლის მიმართ დამოკიდებულებაზე;

 

ასევე დადგენილია, რომ არასრულწლოვანი გ------- მე--------ის სრულყოფილი განათლების მიღებისათვის და მისი სურვილის გათვალისწინებით, აუცილებელია ორივე მშობლის თანხმობა, ხოლო ერთ-ერთი მშობლისგან, მოპასუხე ა------ მე--------ისგან, შეუძლებელია თანხმობის მიღება არასრულწლოვანი გ------- მე--------ის საზღვრის კვეთასთან და პასპორტის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია (21.04.1994წ.), რომლის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნით, არასრულწლოვან გ------- მე--------ეზე სათანადო მზრუნველობას იჩენს მხოლოდ დედა ლილი წაქაძე.

 

ამდენად, მიზანშეწონილია არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ა------ მე--------ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არასრულწლოვანი შვილის მიმართ. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილებთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხე ა------ მე--------ეს უნარჩუნდება ბავშვთან ურთიერთობის უფლება.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას იცხოვრონ შვილებთან, წარმოადგინონ ბავშვების ინტერესები, მაგრამ აღნიშნულ უფლებათა განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ბავშვების ინტერესებს. დადგენილია რომ გ------- მე--------ეს სურვილი აქვს, მეტი დრო გაატარონ დედასთან, შესაბამისად მისი ინტერესი უპირატესია.

 

ამდენად, თ----- გა------ს მოთხოვნა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2003 წლის 03 ივლისს დაბადებული გ------- მე--------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ საფუძვლიანია, ემსახურება არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესების დაცვას და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახ. ბაჟი 100 ლარი, რომელიც სს კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხე ა------ მე--------ეს თ----- გა------ს სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს თ----- გა------ს (წარმომადგენელი თ-- მა-----–---–ი) სარჩელი.

 

1.1. ა------ მე--------ეს (პ/ნ 6----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ნაწილობრივ, კერძოდ: გ------- მე--------ის (პ/ნ 6----------) საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული საბუთების (მათ შორის პასპორტი) მიღების ნაწილში.

 

2. მოპასუხე ა------ მე--------ეს თ----- გა------ს სასარგებლოდ გადახდეს 100 (ასი) ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე