მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ:
ა) შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს;
ბ) ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში.
მთავარი მონაცემები
ვადასამი წლის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
1186-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება მოისპობა, თუ აღარ არსებობს 1182-ე და 1183-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სარჩოს მიმღები მეუღლე ხელახლა დაქორწინდა.
საქმე №ას-1354-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
…გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე), მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება 1182-ე და 1186-ე მუხლების მიხედვით, ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს 1158-ე (მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქმე №ბს-44(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის „ა“, „ბ“ პუნქტებზე, 1198-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის…
საქმე №ას-806-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2022
…მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა შეადგენდა ყოველთვიურად 300 ლარს. 1.8. სამოქალაქო კანონმდებლობა განსაზღვრავს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობას. სსკ-ის 1182-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას, ან/და სარჩოს მიცემის შესახებ, მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას, სასამართლო წესით, სარჩოს მიღების უფლება აქვს ცოლს, ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან – სამი წლის განმავლობაში.
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, 1182-ე, 1185-ე მუხლები, ასევე, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენცია გამოიყენა. სასამართლომ შემდეგ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ დასკვნა: 11.1.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1182, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1182/