გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3523-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
მოსარჩელე - თ-----------
წარმომადგენელი - მ-------------–----
მოპასუხე - ჯ----------–---–-
წარმომადგენელი - დ--–------–-----–---
დავის საგანი - ალიმენტისა და სარჩოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ჯ----------–---–- დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილების - ბ---------------–---–-- (დაბ. 2----–-–----------------) და მ--------------–---–-- (დაბ. 2----–-–-----------------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით, მათ სრულწლოვანებამდე.
1.2. მოპასუხე ჯ----------–---–- დაეკისროს მოსარჩელე თ------------ სასარგებლოდ სარჩოს გადახდა 200 ლარის ოდენობით ბავშვის (მ--------------–---–-- (დაბ. 2----–-–-----------------)) დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 8 თებერვალს დაქორწინდა ჯ----------–---–---. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ბ---------------–---–- (დაბ. 2----–-–----------------) და მ--------------–---–ი (დაბ. 2----–-–-----------------). 2018 წლის აგვისტოს ბოლოს მას და ჯ---- წარმოეშვათ კონფლიქტი, ნერვიულობის ფონზე ჰქონდა ნაადრევი მშობიარობა. მ------- თითქმის ერთი თვე იწვა საავადმყოფოში. მასაც მშობიარობის შემდგომ განუვითარდა ტრომბოზი და დაახლოებით 10 დღე იწვა საავადმყოფოში. ჯ----------–---–-- ბავშვის დაბადებიდან ორი კვირის შემდეგ შეწყვიტა მათი ფინანსური დახმარება, აყენებს გაუსაძლის მდგომარეობაში. უნდა რომ გააგდოს სახლიდან, ჩაუჭრა დენი, მუდმივად არის ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ის არ მუშაობს და არა აქვს არანაირი ფინანსური შემოსავალი. მას და მის შვილსაც ესაჭიროებათ მკურნალობა. ჯ--- აღარ ნახულობს ბავშვებს, არ ზრუნავს მათზე და არ ღებულობს მათ აღზრდაში მონაწილეობას. ჯ--- მუშაობს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში და აქვს ხელფასი 1500 ლარზე მეტი. ვინაიდან ჯ--- ნებაყოფლობით არ ზრუნავს თავის არასრულწლოვან შვილებზე და მეუღლეზე, მას სასამართლოს მიერ უნდა დაენიშნოს ალიმენტის გადახდა თავისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით, ამასთან უნდა მიიღოს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში. ჯ----------–---–- ასევე უნდა დაეკისროს მის სასარგებლოდ სარჩოს 200 ლარის გადახდა ბავშვის (მ--------------–---–-- (დაბ. 2----–-–-----------------)) დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში, რადგან მას არ შეუძლია ამ ეტაპისათვის მუშაობა. მას აქვს ჯანმთელობის პრობლემები, არ შეიძლება მისი დატვირთვა ხანგრძლივი დროით და ნერვიულობა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ჯ----------–---–-- წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, კერძოდ დაეთანხმნენ ბავშვების სასარგებლოდ ალიმენტის სახით 150-150 ლარის დაკისრებას. ასევე განმარტეს, რომ ჯ--- ზრუნავდა და დადიოდა სახლში, მაგრამ თ--- აუკრძალა ჯ---- სახლში მისვლა. 10 სექტემბრის შემდეგ ბავშვი იწვა საავადმყოფოში და გაეწერა 18 ოქტომბერს. ბავშვს უვლიდა ჯ---- დედა. ჯ--- გამოვიდა თავისი სახლიდან, დატოვა ისინი, ვინაიდან ჯ--- რომ მივიდეს ისევ განაახლებენ დავას და ჯ---- მისცემენ პასუხისგებაში. ჯ---- ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 998 ლარს. წლის დასაწყისში კი ერიცხება დამატებით 250 ლარი. 1243 ლარი იმიტომ ერიცხება, რომ საშემოსავლო არ ეჭრებათ პირველ ორ თვეს. ის არის 2008 წლის ომის მონაწილე. მას იპოთეკური სესხი აქვს აღებული. ამ კრედიტთან დაკავშირებით იხდის 130 აშშ დოლარს. 130 ლარს იხდის მეორე სესხზე, ასევე იხდის ბავშვების დაზღვევას. ამჟამად საპენსიო თანხაც უკავდება ხელფასიდან. ბავშვების ალიმენტიც უნდა გადაიხადოს 150-150 ლარი და სხვა შემოსავალი არა აქვს. მას სახლიდან ტანსაცმელიც კი არ წამოუღია. ხან ერთ ბიძაშვილთან ცხოვრობს, ხან მეორესთან, რადგან სოფლიდან ვერ დადის. მათ ამჟამად თანასაკუთრებაზე აქვთ დავა სასამართლოში. ავღანეთში დაერიცხა 8000 აშშ დოლარი. მან სახელფასო ბარათი დაუტოვა მის მეუღლეს და არც უკითხავს რაში გამოიყენა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 8 თებერვალს თ----------- დაქორწინდა ჯ----------–---–---. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ბ---------------–---–- (დაბ. 2----–-–----------------) და მ--------------–---–ი (დაბ. 2----–-–-----------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 15);
- დაბადების მოწმობის ასლები (იხ. ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. თ----------- მის არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ს---–------------ N25/118-ში, რომელიც ირიცხება ჯ----------–---–-ს საკუთრებაში. აღნიშნული უძრავი ქონება ამჟამად იპოთეკით არის დატვირთული და ჯ----------–---–- ყოველთვიურად იხდის 130 აშშ დოლარს. დადგენილია, რომ ამ უძრავ ქონებაზე მხარეებს აქვთ დავა თანასაკუთრებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 248-249);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. ჯ----------–---–- დასაქმებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში. მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1243.75 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები - 998 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის ცნობა (იხ. ს.ფ. 60);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. დადგენილია, რომ არასრულწლოვან ბავშვებზე მზრუნველობასა და მათი მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს დედა - მოსარჩელე თ-----------. მოსარჩელე ამჟამად უმუშევარია. ის იყო პედაგოგი, ამზადებდა ბავშვებს, მაგრამ ახლა იმყოფება უფასო დეკრეტულ შვებულებაში. მატერიალურად დედ-მამა ეხმარება, ძიძა არ ჰყავთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.4. მოპასუხე ჯ----------–---–-- სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებელით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, ხოლო სასამართლოში განმარტა, რომ ალიმენტის სახით ბავშვებისათვის 150-150 ლარის დაკისრების ნაწილში ცნობს სარჩელს. ხოლო მოსარჩელის მიმართ სარჩოს დაკისრებას არ ეთანხმება, რადგან ამისთვის საკმარისი შემოსავალი არ გააჩნია, რადგან მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 998 ლარს. მას იპოთეკური სესხი აქვს აღებული და ამ კრედიტთან დაკავშირებით იხდის 130 აშშ დოლარს. 130 ლარს იხდის მეორე სესხზე, იხდის აგრეთვე ბავშვების დაზღვევას; ამჟამად საპენსიო თანხაც უკავდება ხელფასიდან. ბავშვების ალიმენტიც უნდა გადაიხადოს 150-150 ლარი და სხვა შემოსავალი არა აქვს. მას სახლიდან ტანსაცმელიც კი არ წამოუღია. ხან ერთ ბიძაშვილთან ცხოვრობს, ხან მეორესთან, რადგან სოფლიდან ვერ დადის. მათ ამჟამად თანასაკუთრებაზე აქვთ დავა სასამართლოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.5. მოსარჩელე თ------------ განმარტებით, მოპასუხე ჯ----------–---–- აქვს მიწის ნაკვეთები სოფელ სიმონეთში. ოჯახში ჰყავთ 9 სული საქონელი, რაზედაც ჯ----------–---–-- განმარტა, რომ ის სოფელ სიმონეთში ვერ დადის, იქ მისი ძმის სახლია, მას არაფერი არა აქვს. საქონლები მისი ძმების არის. დედა პენსიონერი ჰყავს, ხოლო თვითონ მის მიწის ნაკვეთებს ვერ ამუშავებს, რის გამოც სოფლის მეურნეობიდან შემოსავალი არა აქვს. პირიქით, აპირებს ქუთაისში ბინის დაქირავებას, რომ მოახერხოს შვილების მასთან წაყვანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.6. თ----------- 2018 წლის 03 სექტემბრიდან 12 სექტემბრამდე მოთავსებული იყო შპს აკად. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, სადაც 2018 წლის 07 სექტემბერს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ამოყვანილი იქნა ცოცხალი მდედრობითი სქესის ახალშობილი წონით - 1800 გრ. გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.
3.2.7. თ----------- 2018 წლის 26 სექტემბრიდან 05 ოქტომბრამდე მოთავსებული იყო შპს აკად. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, შემდეგი დიაგნოზით: ფილტვის არტერიის ემბოლია მწვავე ფილტვისმიერი გულის დროს; სუნთქვის მწვავე უკმარისობა; დაუზუსტებელი ვენის ემბოლია და თრომბოზი, მარცხენა თეძოს შიგნითა ვენისა და მისი ტოტების თრომბოზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 20-21; 22);
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ბავშვების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები. ხოლო მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას, მოპასუხის შემოსავლების არასაკმარისობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის ეს დებულება თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულმა დებულებამ, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა, არამედ ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ ვითარებაში, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი. ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთის მხრივ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
6.2. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.
ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (სუსგ №ას-1112-1047-2015, 2016 წლის 4 მარტი). შესაბამისად, ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 2017 წლის 17 ოქტომბერი).
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლოს მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხეს სტაბილური შემოსავალი გააჩნია ყოლვეთვიური ხელფასის - 998 (ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით. ხოლო მოსარჩელე თ-----------, უმცროსი შვილის (2----–-–----------------- დაბადებული მ-------------–---–-ს) ასაკიდან გამომდინარე, ობიექტურად მოკლებულია მუშაობის და, შესაბამისად, შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. ამ ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 200-200 ლარის ოდენობით. ის არგუმენტი, რომ მოპასუხეს საკრედიტო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ყოველთვიურად ხელფასიდან გააჩნია გასავალი, რომლითაც იფარება სასესხო ვალდებულებები, სასამართლოს მოსაზრებით, არ იძლევა საკმარის საფუძველს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის მოცულობის შემცირებისათვის;
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მშობლის საალიმენტო ვალდებულება შვილის მიმართ არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მის დასაქმებაზე. შესაბამისად, სტაბილური შემოსავლის არარსებობის პირობებშიც კი, ალიმენტვალდებული პირი არ თავისუფლდება არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან. ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინება მნიშვნელოვანია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვს ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში.
სასამართლო იზიარებს მოპასუხე ჯ----------–---–-ს პოზიციას მეუღლის სასარგებლოდ სარჩოს დაკისრების ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე თ----------- სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს მოპასუხისაგან სარჩოს მიღებაზე უფლებამოსილ პირს, იმ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მცირეწლოვანი შვილების - ბ---------------–---–-- (დაბ. 2----–-–----------------) და მ--------------–---–-- (დაბ. 2----–-–-----------------) რჩენა-აღზრდისათვის მოპასუხე ჯ----------–---–- გადასახდელად დაკისრებული აქვს ალიმენტი ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს მისი ყოველთვიური (ხელზე ასაღები) ხელფასის თითქმის ნახევარს. სასამართლო გაუმართლებლად მიიჩნევს მოპასუხისათვის დამატებით, მოსარჩელის (მეუღლის) სასარგებლოდ, სარჩოს სახით 200 ლარის დაკისრებას; რამდენადაც, კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის დამატებით ამ ვალდებულებით დატვირთვამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ალიმენტის ყოველთვიური გადასახდელი თანხის (ჯამში - 400 ლარის) ნაწილში ვალდებულების შესრულების გართულება; (იხ. სუსგ განმარტება №ას-131-131-2018, 2018 წლის 19 ივლისი).
ამასთან სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელე თ----------- მის არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ს---–------------ N25/118-ში, რომელიც ირიცხება მოპასუხე ჯ----------–---–-ს საკუთრებაში. აღნიშნული უძრავი ქონება ამჟამად იპოთეკით არის დატვირთული და ჯ----------–---–- ყოველთვიურად იხდის 130 აშშ დოლარს. შესაბამისად, ამ თანხის გადაუხდელობით, ბავშვები შეიძლება დარჩნენ საცხოვრებელი ბინის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას. დადგენილია, რომ ჯ----------–---–- თავისი ხელფასიდან იხდის აგრეთვე ბავშვების დაზღვევის თანხას და ამჟამად საპენსიო თანხაც უკავდება ხელფასიდან.
მართალია, მოსარჩელე თ----------- მიუთითებს, რომ მოპასუხე ჯ----------–---–- აქვს მიწის ნაკვეთები სოფელ სიმონეთში და ოჯახში ჰყავთ 9 სული საქონელი, მაგრამ აღნიშნულზე ჯ----------–---–-- განმარტა, რომ ის სოფელ სიმონეთში ვერ დადის, იქ მისი ძმის სახლია, მას არაფერი არა აქვს. საქონლები მისი ძმების არის, დედა პენსიონერი ჰყავს, ხოლო თვითონ მის მიწის ნაკვეთებს ვერ ამუშავებს, რის გამოც სოფლის მეურნეობიდან შემოსავალი არა აქვს. ჯ----------–---–-ს მიერ მითითებული გარემოებების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება კი მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა. ანუ ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოება, რომ ჯ----------–---–- 1500 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს. საქმის მასალებით დადასტურდა მხოლოდ 998 ლარი ხელფასის (ხელზე ასაღები) არსებობა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელე თ-----------ს უარი უნდა ეთქვას მოპასუხის შემოსავლების არასაკმარისობის გამო.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბ-------- და მ-------------–---–--- იზრდებიან დედასთან. მოპასუხე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს ალიმენტის სახით 150-150 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლო განმარტავს, რომ შვილებისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლური გააზრების შემთხვევაში მამამ, მოპასუხე ჯ----------–---–-- უნდა უზრუნველყოს თავისი არასრულწლოვანი შვილების რჩენა ყველაზე ელემენტარულ დონეზე მაინც, ბავშვისათვის თუნდაც საარსებოდ აუცილებელი ყოველდღიური კვების ღირებულების ანაზღაურებით. შესაბამისად მისი საალიმენტო ვალდებულება შვილების სასარგებლოდ უნდა განისაზღვროს 200-200 ლარით, რაც სასამართლოს აზრით, მოცემული კონკრეტული შემთხვევისათვის გონივრულად და სამართლიანად უნდა ჩაითვალოს. ამასთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე, უმცროსი შვილის ასაკიდან გამომდინარე, ობიექტურად მოკლებულია მუშაობის და, შესაბამისად, შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, მაგრამ ეს დროებით ხასიათს ატარებს. ამასთან მას გააჩნია თანაბარი ვალდებულება შვილების მიმართ, მოუპოვოს მათ საარსებო საშუალებები.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა სარჩელის საფუძვლიანობა ბავშვებისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ხოლო პირადად მისთვის სარჩოს დაკისრების ნაწილში ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები მის მიერ მითითებული მოპასუხის შემოსავლების დასადასტურებლად. შესაბამისად, სწორედ შემოსავლების არასაკმარისობის გამო ეთქვა უარი ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან ბავშვების საუკეთესო ინტერესები უპირატესია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
ვინაიდან ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხე ჯ----------–---–- უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით მისი არასრულწლოვანი შვილების ბ---------------–---–-- (დაბ. 2----–-–----------------) და მ--------------–---–-- (დაბ. 2----–-–-----------------) სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსკ-ის 46.1 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტი). დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოპასუხეს, მის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364 -ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე თ------------ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ჯ----------–---–- მისი არასრულწლოვანი შვილების ბ---------------–---–-- (დაბ. 2----–-–----------------) და მ--------------–---–-- (დაბ. 2----–-–-----------------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით, საერთო ჯამში 400 (ოთხასი) ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
3. მოსარჩელე თ-----------ს უარი ეთქვას მოპასუხე ჯ----------–---–-სათვის მის სასარგებლოდ სარჩოს დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. მოპასუხე ჯ----------–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე