განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310020003424816
საქმე №3/ბ-57-2020 წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები - ნანა კალანდაძე (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - ა--- გ----–--ე
წარმომადგენელი - რ--------- ხ----–--–--ა
თარჯიმანი - ტ------- ა---–---ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ----- გ----–--ე
საჩივრის ავტორი(მოსარჩელე)-დ----- გ----–--ე
წარმომადგენელი - დ----- კ-------–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანო) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიიის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი - ა---- მ--–--ე
დავის საგანი - დ----- გ----–--ის მიმართ 2020 წლის 13 იანვრის თარიღით გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერების კანონშესაბამისობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება
საჩივრის ავტორ ა--- გ----–--ის მოთხოვნა − გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომელშიც დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საჩივრის ავტორ დ----- გ----–--ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
1.საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება
1.1.2020 წლის 17 იანვარს დ----- გ----–--ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების მიმართ პატრულ-ინსპექტორ ა---- მ--–--ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერების გაუქმების მოთხოვნით. სახელდობრ,დაზუსტებული სახით მოთხოვნილი იქნა:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ ა---- მ--–--ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს ა--- გ----–--ის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ფაქტზე განხორციელებული ძალადობის გამო, დ----- გ----–--ის მიმართ გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ - ინსპექტორ ა---- მ--–--ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს შვილის - დ----- გ----–--ის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და იძულების ფაქტზე განხორციელებული ძალადობის გამო, დ----- გ----–--ის მიმართ გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
1.1.1.მოსარჩელის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ - ინსპექტორ ა---- მ--–--ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს მისი ყოფილი მეუღლის განმარტების საფუძველზე მის მიმართ არასწორად გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მის მიერ ამ უკანასკნელის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების სახით გამოვლენილი ძალადობის განხორციელების ფაქტებს.
ზემოთქმულის ანალოგიურად ასევე, იმავე დღეს - 2020 წლის 13 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ - ინსპექტორ ა---- მ--–--ის მიერ კვლავ მისი ყოფილი მეუღლის განმარტების საფუძველზე მის მიმართ არასწორად გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მის მიერ შვილის - დ----- გ----–--ის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და იძულების სახით გამოვლენილი ძალადობის განხორციელების ფაქტებს.
1.1.2.ა--- გ----–--ის უსაფუძვლო განმარტების საფუძველზე შედგენილი შემაკავებელი ორდერით მას აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება,მსხვერპლთან ყოველგვარი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
1.1.3. მოსარჩელის განმარტებით, შემაკავებელ ორდერებში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება რეალობას, რადგან მას ყოფილი მეუღლისა და შვილის მიმართ არასოდეს არ განუხორციელებია არანაირი სახის ძალადობა. მას ა--- გ----–--ესთან მხოლოდ საერთო შვილი აკავშირებს და ვინაიდან დავა მიმდინარეობს სასამართლო წესით შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, ა--- გ----–--ეს სურს შექმნას უსაფუძვლო მტკიცებულება მასზე. ამდენად, შემაკავებელი ორდერის გამოცემა ემსახურებოდა მისთვის დისკომფორტის შექმნას და სამოქალაქო დავის მიზნებისთვის ამ უკანასკენელის სასარგებლო მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნას.
1.2.მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ,,მსხვერპლის“ ა--- გ----–--ის მიერ მითითებული ფაქტების საფუძველზე და არ არსებობს 2020 წლის 13 იანვრის №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერების გაუქმების საფუძველი. შემაკავებელ ორდერში ,,ფიზიკური“ ძალადობის შესახებ მითითება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან და სპეციალური კითხვარის შევსების შემდეგ, სწორედ ,,მსხვერპლის“ განმარტების საფუძველზე, მოხდა აღნიშნულის მითითება.
1.3.მესამე პირის -ა--- გ----–--ის მიერ (წარმომადგენელები - დ--–- ს---–-----–--ე, რ--------- ხ----–--–--ა) სარჩელი არ იქნა ცნობილი და სასამართლო სხდომაზე განიმარტა, რომ გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რადგან დ----- გ----–--ე წარსულშიც ძალადობდა მის და შვილის-დ----- გ----–--ის მიმართ, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად და ეკონომიკურად.
1.3.1.მესამე პირის წარმომადგენელმა დაადასტურა ა--- გ----–--ეს და დ----- გ----–--ეს შორის შვილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ დავის არსებობა და განმარტა, რომ ა--- გ----–--ე და დ----- გ----–--ე ცხოვრობდნენ პოლონეთში, საიდანაც დ----- გ----–--ემ ა--- გ----–--ესთან შეთანხმებით, საქართველოში თავის საცხოვრებელ ადგილზე - ქ. ზ----------ში წამოიყვანა მათი საერთო შვილი, 2015 წლის 22 სექტემბერს დაბადებული დ----- გ----–--ე. საქართველოდან დ----- გ----–--ე ტელეფონით დაუკავშირდა ა--- გ----–--ეს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უთხრა, რომ უნდოდა განქორწინება. ვინაიდან მამამ ბავშვი არ დააბრუნა დედის საცხოვრებელ ადგილზე, ა--- გ----–--ე ჩამოვიდა საქართველოში და დაიწყო სასამართლო წესით დავა.
1.3.2.მათივე განმარტებით, დ----- გ----–--ემ საკუთარი ინიციატივით, ა--- გ----–--ესთან შეთანხმების გარეშე გააუქმა შვილის დ----- გ----–--ის პასპორტი.
1.3.3.ა--- გ----–--ის განმარტებით, შვილი ჰყავდა საავადმყოფოში, სადაც მივიდა დ----- გ----–--ე და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
1.3.4.ა--- გ----–--ის წარმომადგენელის განმარტებით, ვინაიდან ა--- გ----–--ე ცხოვრობს სასტუმროში და დ----- გ----–--ე არ ეხმარება ეკონომიურად, ეს წარმოადგენს ეკონომიკური სახის ძალადობას.
1.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
დ----- გ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ - ინსპექტორ ა---- მ--–--ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს დ----- გ----–--ის მიმართ ა--- გ----–--ის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ფაქტზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი. ასევე ნაწილობრივ გაუქმდა შს სამინისტროს იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ - ინსპექტორ ა---- მ--–--ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს დ----- გ----–--ის მიმართ გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი იმ მიმართებით, რომ №0----- შემაკავებელი ორდერიდან ამოირიცხულ იქნა მითითება ფიზიკური ძალადობის შესახებ.
1.5. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
1.5.1.ფაქტობრივი დასაბუთება
1.5.1.1 დ----- გ----–--ეს ა--- გ----–--ესთან თანაცხოვრებისას 2015 წლის 24 სექტემბერს შეეძინა ერთი შვილი - დ----- გ----–--ე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა - განმარტება. სასამართლო სხდომის ოქმი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის №2------ განჩინება. (იხ.ს.ფ 53-55.)
1.5.1.2. დ----- გ----–--ესა და ა--- გ----–--ეს სასამართლო წესით აქვთ დავა 2015 წლის 24 სექტემბერს დაბადებული შვილის - დ----- გ----–--ის ალიმენტის და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
ა--- გ----–--ის სარჩელი; დ----- გ----–--ის სარჩელი (იხ. ს.ფ. 2-16).
1.5.1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის №2------ განჩინებით (დროებითი განკარგულება), დ----- გ----–--ეს (პ/ნ 1----------) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება შვილის დ----- გ----–--ის (პ/ნ6----------) მიმართ მკურნალობასთან და ბაღში მიყვანასთან დაკავშირებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის №2------ განჩინება. (იხ.ს.ფ 53-55)
1.5.1.4. 2019 წლის 30 დეკემბერს ა--- გ----–--ე გამოცხადდა დ----- გ----–--ის საცხოვრებელ მისამართზე ქ. ზ----------ში, მ----–----–-----------------ში და დ----- გ----–--ესთან შეთანხმებით წაიყვანა შვილი იმ პირობით, რომ რამდენიმე დღეში დააბრუნებდა. მხარეთა შორის არავითარი სიტყვიერი ან/და ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
პოლიციის ოქმი. მხარეთა ახსნა-განმარტება. (იხ.ს.ფ.59-60)
1.5.1.5. შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორის ა---- მ--–--ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს დ----- გ----–--ის მიმართ ა--- გ----–--ის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ფაქტზე გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი, ამავე თარიღით ზემოხსენებული პირის მიერ დ----- გ----–--ის მიმართ გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი შვილის, დ----- გ----–--ის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და იძულების ფაქტზე
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
№0-----; №0----- შემაკავებელი ორდერი. (იხ.ს.ფ.59-60)
1.5.1.6.მოწმედ დაკითხული პირის -მ---------------–--ის განმარტებით დადგენილია, რომ მუშაობს შს ზესტაფონის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2019 წლის 18 დეკემბერს შს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებაში გამოცხადდა უკრაინის მოქალაქე ა--- გ----–--ე, რომელმაც მოითხოვა შვილის ნახვა და განმარტა, რომ მეუღლე დ----- გ----–--ემ მათი საერთო შვილი - დ----- გ----–--ე წამოიყვანა პოლონეთიდან და არ აძლევს მისი ნახვის უფლებას. ა--- გ----–--ე, დ----- გ----–--ის მხრიდან რაიმე სახის ძალადობაზე არ საუბრობდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
მოწმე მ---------------–--ის ჩვენება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
1.5.1.7.მოწმედ დაკითხული პირის - მ--- ბ---------ის განმარტებით დადგენილია, რომ ის მოსარჩელე დ----- გ----–--ის ნათესავია და შესაბამისად კარგად იცნობს ა--- გ----–--ეს.დ----- გ----–--ემ დაურეკა და სთხოვა შვილის სანახავად საავადმყოფოში წაყოლა. საავადმყოფოში მისვლისას დ----- გ----–--ემ სცადა შვილთან ჩახუტება, რაც რამდენიმე წამით შეძლო, რადგან ა--- გ----–--ემ გამოსტაცა ხელიდან. დ----- გ----–--ის მხრიდან ა--- გ----–--ის და შვილის - დ----- გ----–--ის მიმართ რაიმე სახის ძალადობა არ განხორციელებულა.
მოცემული მოწმის განმარტებით, კონფლიქტის გამო მისმა მეუღლემ ა---ს შესთავაზა დროებით, საკითხის მოწესრიგებამდე, ეცხოვრა მათ ოჯახში, მაგრამ ა---მ უარი განაცხადა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
მოწმე მ--- ბ---------ის ჩვენება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
სამართლებრივი დასაბუთება
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც განსაზღვრულია საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციულ საფუძვლები, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები. განმარტა, რომ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ,,ფიზიკური“ ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს, ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,ფსიქოლოგიური“ ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ამავე მუხლის ,,გ“ პუნქტით - იძულება არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ხოლო ამავე მუხლის ,,ე“ პუნქტით ეკონომიკური ძალადობა განმარტებულია, როგორც ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
სასამართლომ აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ჩაითვალოს ძალადობის ,,ფარულ“ ფორმად, რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს, რაც პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას,რომელიც აზიანებს მთლიანად პიროვნებას.
სასამართლომ მიუთითა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). ამავე მუხლის ,,ზ “ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებელის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხოლო ამავე მუხლის ,,თ “ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს დ----- გ----–--ის მხრიდან ა--- გ----–--ის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ძალადობის ფაქტის დადგენა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში ა--- გ----–--ის უფლებებს.
საქმის მასალების შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო 2020 წლის 13 იანვარს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების წინაპირობები, რადგან საქმის მასალებში არ მოიძიება და ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმომადგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ დ----- გ----–--ის მხრიდან ა--- ა--- გ----–--ის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ძალადობის ფაქტებს.
სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ აღნიშნა, რომ დ----- გ----–--ეს და ა--- გ----–--ეს თანაცხოვრებისას შეეძინათ ერთი შვილი. დ----- გ----–--ე და ა--- გ----–--ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ამჟამად შვილი ცხოვრობს დედასთან. ამასთან ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს მხარეთა შორის დავა შვილის საცხოვრებელი ადგილის და ალიმენტის განსაზღვრის თაობაზე.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ დ----- გ----–--ე და ა--- გ----–--ე ცხოვრობდნენ პოლონეთში. მეუღლესთან შეთანხმებით დ----- გ----–--ემ შვილი წამოიყვანა საქართველოში და აღარ დაბრუნდა პოლონეთში. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა მხარეთა შორის სასამართლო დავის დაწყების საფუძველი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ და აღნიშნული არანაირად არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც ,,ფსიქოლოგიური“ ძალადობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავოდ ქცეული უფლების სასამართლო წესით დაცვა, ცხადია იწვევს გარკვეულ პიროვნულ დისკომფორტს, შეიძლება ფსიქოლოგიურ სტრესს, მაგრამ არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობისმსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებისათვის გათვალიწინებულ ფსიქოლოგიურ ძალადობად, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სარჩელის აღძვრის პარალელურად ყოველთვის უნდა გამოიცეს შემაკავებელი ორდერი, რაც დაუშვებელია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ა--- გ----–--ის წარმომადგენლები ფსიქოლოგიურ ძალადობად მიიჩნევენ ა--- გ----–--ის მიერ შვილის ნახვის ხელშეშლას დ----- გ----–--ის მხრიდან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დ----- გ----–--ის მხრიდან შვილის ნახვის ხელშეშლა არ დასტურდება, რადგან დადგენილია, რომ დ----- გ----–--ე ა--- გ----–--ესთან შეთანხმებით, შვილთან ერთად დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობდა ქ. ზ----------ში. ა--- გ----–--ე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გამოცხადდა ქ. ზ----------ის შსს პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა დ----- გ----–--ის მხრიდან შვილის ნახვის ხელშეშლის თაობაზე, რაც არ დადასტურდა პოლიციის მუშაკის მიერ დ----- გ----–--ის გამოკითხვით, რადგან დ----- გ----–--ემ სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ იმყოფებოდა ქალაქ თბილისში ბავშვის ავადმყოფობის გამო, დაასახელა მისამართი, ხოლო შემდეგ შვილი ნებაყოფლობით გადასცა ა--- გ----–--ეს, ბავშვი ამჟამად იმყოფება ა--- გ----–--ესთან.
სასამართლომ მიუთითა ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ“ პუნქტზე და განმარტა, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას. სასმართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის საჭირო და მნიშვნელოვან კომპონენტია ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობა თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხსა და ინტენსიურობაზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნა და სამედიცინო დიაგნოზი, წერილობითი სახის მტკიცებულება და ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ. და ზემოხსენებულის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან შეჯერებით დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დ----- გ----–--ის მხრიდან ა--- გ----–--ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მიუთითებდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე წარმოდგენილი არ იყო დ----- გ----–--ის მხრიდან ა--- გ----–--ეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხემ განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი შედგა ა--- გ----–--ის განმარტების საფუძველზე. ასევე, მესამე პირი ა--- გ----–--ე და მისი წარმომადგენლები შემოიფარგლნენ მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რომელიც ამ შემთხვევაში ვერ გახდება ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ სტანდარტს - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა--- გ----–--ეს ქ. ზ----------ის შსს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვისას არ განუცხადებია დ----- გ----–--ის მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობის შესახებ და რომ არც წარსულში არ დასტურდება დ----- გ----–--ის მხრიდან ა--- გ----–--ეზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი.
სასამართლოს შეფასებით ასევე დადასტურება ვერ ჰპოვა დ----- გ----–--ის მხრიდან ა--- გ----–--ეზე იძულების სახით ძალადობის ფაქტის გამოვლინებამ, რადგან ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება.
სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სასამართლოში მიმდინარე დავის ფაქტი, ასევე არ შეიძლება განხილული იქნას იძულებად, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლით შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავოდ ქცეული უფლების სასამართლო წესით დაცვა, ცხადია იწვევს გარკვეულ დისკომფორტს (ამ შემთხვევაში წარმომადგენლის დაქირავება; საცხოვრებელი ადგილის დროებით შეცვლა), მაგრამ არ შეიძლება იგი განხული იქნას, როგორც ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის გათვალიწინებულ ,,იძულებად“, რადგან უფლების სასამართლო წესით დაცვა კონსტიტუციით მინიჭებული პრივილეგიაა, მოსარჩელე ირჩევს მოპასუხეს, ხოლო ობიექტურ ჭეშმარიტებას შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით ადგენს სასამართლო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს თვალსაზრისით, ასევე დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული ა--- გ----–--ის წარმომადგენელის მითითება დ----- გ----–--ის მხრიდან ა--- გ----–--ეზე ეკონომიკური ძალადობის ფაქტზე, რადგან წარმოდგენილი არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ ძალადობად ვერ იქნებოდა შეფასებული ის ფაქტი, რომ ა--- გ----–--ე იძულებულია იცხოვროს სასტუმროში და დ----- გ----–--ე არ ეხმარება ეკონომიურად.
მოცემული საკითხის შეფასებისას სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მ--- ბ---------ის განმარტებაზე, რომელმაც მიუთითა, რომ მისმა მეუღლემ შესთავაზა დროებით ეცხოვრა მათ ოჯახში, მაგრამ ა---მ უარი განაცხადა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის თანახმად ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ადგილის არჩევაში პირი თავისუფალია. აღნიშნული შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ნორმას და პირის მიერ ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე შესაბამისი ნების გამოვლენას გულისხმობს. საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება არ წარმოადგენს გარიგებას.
სასამართლომ მიუთითა, რომ საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება განსაზღვრულია საოჯახო სამართალშიც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1157-ე მუხლით - თითოეულ მეუღლეს თავისი შეხედულებით შეუძლია აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ოჯახის ინტერესებს. ნორმალური ურთიერთობის პირობებში მეუღლეები ვალდებულნი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს არა კანონის ძალით, არამედ იმ ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად, რასაც ზოგადად ემყარება ოჯახი.
სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლზე, რომლის თანახმად მეუღლეები ვალდებულნი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ: ა) შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს; ბ) ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორ ა---- მ--–--ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს დ----- გ----–--ის მიმართ ა--- გ----–--ის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ფაქტზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების დარღვევით, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ მიუღია ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მაშუნ როდესაც დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ხოლო ამავე კოდექსის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების მიზნით მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმად მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 (1) მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში ა--- გ----–--ის უფლებებს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობა არ იკვეთება, რადგან რეალურად არ არსებობს და არც წარსულში არსებობდა, დ----- გ----–--ის მხრიდან ა--- გ----–--ეზე რაიმე სახის ძალადობის ფაქტი და არ არსებობს ,,მსხვერპლის“ დაცვის აუცილებლობა. მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ ა---- მ--–--ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს დ----- გ----–--ის მიმართ ა--- გ----–--ის-ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ფაქტზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს.
სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს ასევე წარმოადგენს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორ ა---- მ--–--ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს, დ----- გ----–--ის მიმართ შვილის - დ----- გ----–--ის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და იძულების ფაქტზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გამოცემის კანონიერების დადგენა.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ასეთის სამტკიცებლად მითითებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ - ინსპექტორ ა---- მ--–--ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს დ----- გ----–--ის მიმართ შვილის - დ----- გ----–--ის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და იძულების ფაქტზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს იმ მიმართებით, რომ №0----- შემაკავებელი ორდერიდან ამოირიცხოს მითითება ,,ფიზიკური“ ძალადობის ფაქტზე. აღნიშნული დანასკვნის დასაბუთების მიზნით სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დ----- გ----–--ეს და ა--- გ----–--ეს სასამართლო წესით აქვთ დავა 2015 წლის 24 სექტემბერს დაბადებული შვილის - დ----- გ----–--ის ალიმენტისა და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის № 2------ განჩინებით (დროებითი განკარგულება) დ----- გ----–--ეს (პ/ნ 1----------) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება შვილის დ----- გ----–--ის (პ/ნ 6----------) მიმართ მკურნალობასთან და ბაღში მიყვანასთან დაკავშირებით. დ----- გ----–--ემ პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ გააუქმა შვილის დ----- გ----–--ის პასპორტი.
სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერის კანონიერების შემოწმებისას ასევე მნიშვნელოვანია შემოწმდეს მცირეწლოვანი დ----- გ----–--ის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება თუ არა მამის - დ----- გ----–--ის გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიიაჩნია, რომ წარმოდგენილი არ არის დ----- გ----–--ის მხრიდან, შვილზე - დ----- გ----–--ეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხემ განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი შედგა ა--- გ----–--ის განმარტების საფუძველზე, რომლის მიერაც განიმარტა, რომ საავადმყოფოში შვილის სანახავად მისვლისას დ----- გ----–--ემ იძალადა შვილზე, რის გამოც ბავშვმა იტირა.
სასამართლომ გაიზიარა მოწმე მ--- ბ---------ის განმარტება, რომელმაც განმარტა იმის თაობაზე, რომ ის, როგორც ახლო ნათესავი, ახლდა დ----- გ----–--ეს საავადმყოფოში შვილის მონახულებისას, რა დროსაც საავადმყოფოში მისვლისას დ----- გ----–--ემ სცადა შვილთან ჩახუტება, რაც რამდენიმე წამით შეძლო, რადგან ა--- გ----–--ემ ხელიდან გამოსტაცა ბავშვი.
სასამართლომ განმარტა, რომ ა--- გ----–--ის წარმომადგენლები სწორედ აღნიშნულ ფაქტს მიიჩნევენ ბავშვზე ფიზიკურ ძალადობად, რაც არ შეიძლება განხილული იქნეს ფიზიკურ ძალადობად, რადგან თუ არ მოხდებოდა ა--- გ----–--ის მხრიდან შვილთან ურთიერთობაში მამის ხელშეშლა, ბავშვი არ განიცდიდა არანაირ სტრესს, რადგან უდავოდ დადგენილია, რომ ბავშვი პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა მამის ოჯახში, სადაც არასრულწლოვანის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის შექმნილია ადეკვატური პირობები.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქმის განხილვისას მესამე პირი ა--- გ----–--ე და მისი წარმომადგენლები შემოიფარგლნენ მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რომელიც ამ შემთხვევაში ვერ გახდება ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ სტანდარტს - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან არ დასტურდება წარსულში დ----- გ----–--ის მხრიდან შვილზე - დ----- გ----–--ეზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი. რაც შეეხება 2020 წლის 13 იანვარის №0----- შემაკავებელ ორდერში ფსიქოლოგიური და იძულების ფაქტზე მითითებას, სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
...გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), მესამე მუხლის პირველი მეორე ნაწილებით - ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
ეროვნულ საკანონმდებლო ნორმებთან ერთად, დავის გადაწყვეტისას სასამართლო დაეყრდნო რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციას“ მიიჩნია, რომ შვილებისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლური გააზრების შემთხვევაში ბავშვის მამის - დ----- გ----–--ის ქმედება არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რადგან შვილების მიმართ, ორივე მშობლის თანაბარი ვალდებულების პრინციპი აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-18 მუხლით - მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის № 2------ განჩინებით (დროებითი განკარგულება), დ----- გ----–--ეს (პ/ნ 1----------) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება შვილის დ----- გ----–--ის (პ/ნ6----------) მიმართ მკურნალობასთან და ბაღში მიყვანასთან დაკავშირებით და რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განჩინება მიღებულია სადავო შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, ასეთი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში ადასტურებს მოსარჩელე დ----- გ----–--ის მხრიდან შვილის მიმართ, თუნდაც გაუფრთხილებელი ფსიქოლოგიური და იძულების ფაქტს. სახელდობრ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პოლონეთიდან საქართველოში შვილთან ერთად დაბრუნებულმა დ----- გ----–--ემ შვილის პასპორტი ისე გააუქმა, რომ სათანადო ორგანოს (სოციალური უზრ. განყოფილება; ფსიქოლოგი) მიერ გამოკვლეული არ არის მცირეწლოვანის საუკეთესო ინტერესები, რაც იძულების ნიშნებს შეიცავს. გარდა ამისა, დ----- გ----–--ის განმარტებით, საავადმყოფოში ბავშვი დათრგუნული დახვდა, არ ესაუბრებოდა, უთხრა, რომ მხოლოდ ჩაეხუტებოდა და წავიდოდა, სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია კონფლიქტი ა--- გ----–--ესთან, ბავშვმა იტირა, რაც ფსიქოლოგიური ზემოქმედების ელემენტების შემცველია, რადგან არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. მცირეწლოვანთან ურთიერთობის დადგენისას, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობა ნაწილობრივ იკვეთება, რადგან რეალურად არსებობს ბავშვზე რაიმე სახის ძალადობის შესაძლო ფაქტი და არსებობს ,,მსხვერპლის“ დაცვის აუცილებლობა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ - ინსპექტორ ა---- მ--–--ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს დ----- გ----–--ის მიმართ გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის ნაწილობრივ, იმ მიმართებით გაუქმების საფუძველია, რომ №0----- შემაკავებელი ორდერიდან ამოირიცხოს მითითება ფიზიკური ძალადობის შესახებ.
3.საჩივრის ავტორთა მოთხოვნები
3.1.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა მესამე პირის - ა--- გ----–--ის წარმომადგენელ რ--------- ხ----–--–--ას მიერ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საჩივრის ავტორის მტკიცებით, წარმოდგენილი სარჩელით დ----- გ----–--ე ითხოვდა შემაკავებელი ორდერების გაუქმებას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ნაწილში, სხვა რაიმე სარჩელში მითითებული არ არის, მაშინ როცა შემაკავებელი ორდერები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასთან ერთად გაცემული იქნა ეკონომიურ ძალადობასთან და იძულებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არ გამხდარა სადაოდ ეკონომიური ძალადობა და იძულება, სასამართლომ ისე გააუქმა ისინიც, ყურადღება არ მიაქცია რა მოთხოვნის საფუძვლებს, ფაქტობრივად გასცდა მოთხოვნას, რაც უკანონოა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, ა--- ვ-----–ის ას მ------–--- 2014 წლის 6 ივნისს დაქორწინდა დ----- გ----–--ესთან და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი გ----–--ე. თანაცხოვრების პერიოდში 2015 წლის 24 სექტემბერს შეეძინათ ერთი შვილი დ----- გ----–--ე. მეუღლეები ერთად ცხოვრობდნენ შვილთან ერთად პოლონეთში. დ----- გ----–--ე სამი კვირით ბავშვთან ერთად წამოვიდა საქართველოში, თუმცა ჩამოსვლიდან ორ კვირაში დაურეკა მოსარჩელე მხარეს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უთხრა, რომ საქართველოში რჩებოდა და სურდა მასთან განქორწინება, არ გაებედა საქართველოში ჩამოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში უარესს უზამდა, რასაც პოლონეთში უშვებოდა. რაც შეეხება პოლონეთს, დ----- გ----–--ე ა--- გ----–--ეს პოლონეთში აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოსარჩელე ა--- გ----–--ე დაუყოვნებლივ ჩამოფრინდა საქართველოში და მოპასუხე მხარე არ აძლევდა შვილთან ურთიერთობის საშუალებას, მაშინ როცა ბავშვს მიჯაჭვულობა ჰქონდა დედასთან და ტელეფონზე დარეკვისას ბავშვი ტიროდა და სურდა დედასთან ყოფნა. დედის გარეშე ბავშვი განიცდიდა ფსიქოლოგიურ სტრესს და იმყოფებოდა მამის ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ცდილობდა ბავშვი არ ენახა დედას და ამ მიზნით დედის ჩამოსვლიდან ორი კვირა თბილისში მალავდა, პოლიციის დახმარებით ბავშვი წამოიყვანეს და ცხოვრობს დედასთან ერთად ქუთაისში. ა--- გ----–--ეს მისი მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიური შიში რომ არ ქონოდა, არ გახდებოდა საჭირო პოლიციის დახმარება დ----- გ----–--ის ოჯახში მისასვლელად.
საჩივრის ავტორი მითითებით, არასრულწლოვანი ბავშვი სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფება პოლონეთში, ასევე საბავშვო ბაღში დადიოდა პოლონეთში. პოლონეთში ბავშვს ჰქონდა ბინადრობის უფლება მოპოვებული. ბავშვს დღეის მდგომარეობით არა აქვს ასევე პასპორტი, რომელიც მამამ საქართველოში ჩამოსვლის დროს გააუქმა. ბავშვს პასპორტის გაუქმებით ეზღუდება გადაადგილების კონსტიტუციური უფლება, უფრო მეტიც, როდესაც ბავშვი მამისაგან წამოიყვანეს ჰქონდა სიცხე 39 გრადუსი და სავადმყოფოშიც გაუჭირდათ პასპორტის გარეშე დაწვენა და მკურნალობა. საავადმყოფოში მოთავსების დღესვე მოსარჩელე დ----- გ----–--ე ღამის 10-11 საათზე მივიდა ბავშვის სანახავად და ძალით ცდილობდა ბავშვის წაყვანას, მაშინ როცა ბავშვი 3 დღით დააწვინეს საავადმყოფოში სამკურნალოდ და მამა ცდილობდა ბავშვისათვის მკურნალობის შეწყვეტას. ბავშვის ძალით წაყვანის შესაძლებლობა დ----- გ----–--ეს არ მისცა ა--- გ----–--ემ და ხელით წვდა ბავშვს, როდესაც დ----- გ----–--ე ბავშვს ექაჩებოდა, ბავშვმა ხელზე განიცადა ტკივილი და დაიწყო ტირილი. ამ დროს დ----- გ----–--ემ იმდენად მაგრად მიარტყა ხელი ა--- გ----–--ეს, რომ ტკივილისაგან ა--- გ----–--ემ იყვირა და დაეხმარნენ მას სავადმყოფოს ნომერში მყოფი სხვა პაციენტები. სწორედ მათი დახმარებით შეძლო ა--- გ----–--ემ დაეტოვებინა თავისთან შვილი. აღნიშნულით დ----- გ----–--ემ განახორციელა ფიზიკური ძალადობა ა--- გ----–--ისა და მისი შვილის მიმართ.
საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მტკიცებით, ის ფაქტი რომ ბავშვმა განიცადა ხელზე ტკივილი და დაიწყო ტირილი თავდაპირველად არ ადასტურებდა მოსარჩელე მხარე და უარყოფდა, თუმცა მის მიერ დასახელებული მოწმის განმარტებით დადასტურდა ბავშვის ტირილის ფაქტი, ამის შემდეგ აღიარა მოსარჩელე მხარემ რომ ბავშვმა ტირილი დაიწყო, თუმცა მიუთითა რომ ბავშვმა ტირილი დაიწყო არა მის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, არამედ როდესაც ა--- გ----–--ე მას არ აძლევდა ბავშვს.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მოსაზრებით, დ----- გ----–--ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ა--- გ----–--ეს, აგინებდა მას, რაზეც ა--- გ----–--ემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ის საქართველოში არის მარტო, ნათესავები არ ყავს, არც მეგობრები და მარტო დაუცველად გრძნობს თავს, სწორედ აღნიშნული შემდეგ მან დაიწყო ტირილი, ჩაკეტა საავადმყოფოს კარები, აიტანა კანკალმა, ეშინოდა კიდევ არ მიბრუნებულიყო მისი მეუღლე და სხვების წინ მისთვის კვლავ არ მიეყენებია შეურაცხყოფა. სწორედ აღნიშნულით განიცადა მძიმე სტრესი ა--- გ----–--ემ. ფსიქოლოგიური ძალადობა ასევე იყო ბავშვის მიმართ, როდესაც დ----- გ----–--ის მიერ ფიზიკური ძალადობის გამოყენების შემდეგ მიღებული ტკივილისას ბავშვმა ტირილი დაიწყო და შეშინებული ჩაეხუტა დედამისს, ეშინოდა არ დაბრუნებულიყო მამამისი და არ წაეყვანა, ასევე შეურაცხყოფა არ მიეყენებია დედამისისათვის.
საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მტკიცებით, ეკონომიურ ძალადობა გამოიხატება იმ გარემოებაში, რომ დ----- გ----–--ე აიძულებს ა--- გ----–--ე სასტუმროში ცხოვრებით მიაყენოს ეკონომიური ზიანი. დ----- გ----–--ემ იცის, რომ ა--- გ----–--ე არ დატოვებს მარტო შვილს საქართველოში, მას საქართველოში საცხოვრებელი ადგილი არა აქვს, არც ნათესავები არა ყავს და იძულებულია სასტუმროში გადაიხადოს ნომრის ღირებულება, რაც ბუნებრივია სოლიდურ თანხებს წარმოადგენს, ხოლო რაც შეეხება იძულებას, რომელიც ორივე შემაკავებელ ორდერში არის მითითებული გამოიხატება იმაში, რომ დ----- გ----–--ე მუქარით აიძულებს ა--- გ----–--ეს დატოვოს საქართველო და წავიდეს პოლონეთში, რაც შეეხება ბავშვს, პასპორტის გაუქმებით აიძულებს დარჩეს საქართველოში და არ ითვალისწინებს ბავშვის აზრს, მაშინ როცა ბავშვი დედის დანახვაზე იყო აღფრთოვანებული, ჩაეხუტა და არ დარჩა მამის ოჯახში, დედას თხოვდა სასწრაფოდ წასულიყვნენ მამის ოჯახიდან.
3.2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება ასევე გასაჩივრებული იქნა მოსარჩელე დ----- გ----–--ის წარმომადგენელ დ----- კ-------–ის მიერ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2020 წლის 31 იანვრის № 3/24-2020 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დ----- გ----–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მტკიცებით, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ ერთმნიშვნელოვნად იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ სადავო შემაკავებელი ორდერები გამოცემული იქნა ა--- გ----–--ის ადვოკატის რ--------- ხ----–--–--ას ზეპირი მითითების საფუძველზე ისე, რომ ორდერის გამომცემ პირს არ შეუსწავლია მესამე პირის მიერ მითითებული გარემოებები და მის წინაშე რაიმე სახის მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ერთი მხრივ, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა ცნობილი, რომ დ----- გ----–--ეს ა--- გ----–--ის ან/და მისი მცირეწლოვანი შვილის მიმართ არც ერთი სახის ძალადობა ან/და იძულება არ განუხორციელებია, მეორე მხრივ, განმარტა, რომ „პოლონეთიდან საქართველოში შვილთან ერთად დაბრუნებულმა დ----- გ----–--ემ გააუქმა შვილის პასპორტი ისე, რომ სათანადო ორგანოს (სოციალური უზრ. განყოფილება; ფსიქოლოგი) მიერ გამოკვლეული არ არის მცირეწლოვანის საუკეთესო ინტერესები, რაც იძულების ნიშნებს შეიცავს".
საჩივირის ავტორის წარმომადგენლის მოსაზრებით, გაუგებარია რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ იკვეთება დ----- გ----–--ის მხრიდან შვილის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების განხორციელების ფაქტი. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლო მიუთითებს აპელანტ დ----- გ----–--ის გადაწყვეტილებაზე მისი მცირეწლოვანი შვილის პასპორტის გაუქმების თაობაზე, რომლის კანონიერ მეურვეს/მშობელს წარმოადგენს მათი მარწმუნებელი, შესაბამისად დაუშვებელია მშობლის კანონიერი მოქმედება რაიმე სახის იძულების ფაქტს წარმოადგენდეს. ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი არ გამხდარა დ----- გ----–--ის მიერ მცირეწლოვანი შვილის პასპორტის გაუქმების გადაწყვეტილება, არამედ ა--- გ----–--ის წარმომადგენლის უსაფუძვლო სიტყვიერი განმარტება დ----- გ----–--ის მიერ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური იძულების თაობაზე. გარდა ამისა, პასპორტის გაუქმება ემსახურებოდა თავად მცირეწლოვნის უპირატეს ინტერესებს, ვინაიდან, ა--- გ----–--ეს განზრახული აქვს მცირეწლოვნის ქვეყნიდან მალულად გაყვანა, მის მუდმივ საცხოვრებელ გარემოსა და ოჯახის წევრებისაგან მოშორება. შესაბამისად, სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი დაედგინა დ----- გ----–--ის მიერ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი, იმ პირობებში, როცა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს ადგილი აქვს თავად ა--- გ----–--ის მხრიდან, რომელიც მცირეწლოვნის უპირატესი ინტერესების საწინააღმდეგოდ ცდილობს მის წაყვანას მისი მუდმივი საცხორებელი ადგილიდან და ოჯახის წევრებისაგან, ვის მიმართაც არასრულწლოვან დ-----ს აქვს მკვეთრი მიჯაჭვულობა.
საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მითითებით, სასამართლო მცირეწლოვან დ----- გ----–--ეზე ფსიქოლოგიური იძულების ფაქტის დადგენის მეორე არგუმენტად მიუთითებს დ----- გ----–--ის განმარტებაზე, რომ საავადმყოფოში მისი ვიზიტის დროს მცირეწლოვანმა შვილმა სცადა მამასთან ჩახუტება, ხოლო მას შემდეგ რაც დედამ ხელიდან გამოგლიჯა მცირეწლოვანი დ-----ი მამას, ბავშვმა ტირილი დაიწყო. აღნიშნული ფაქტის თვითმხილველი გახლდათ მოწმის სახით დაკითხული მ--- ბ---------ე, რომელმაც სხდომაზე ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ დ----- გ----–--ემ მისი მცირეწლოვანი შვილის საავადმყოფოში მოთავსების თაობაზე შეიტყო ზ----------ის რაიონული პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილის - მ---------------–--ის სატელეფონო ზარის შედეგად, რის შემდეგაც დ----- გ----–--ე მ--- ბ---------ესთან (ბიცოლა) ერთად მივიდა საავადმყოფოში მცირეწლოვანი შვილის მონახულების მიზნით. დ----- გ----–--ის მხრიდან ა--- გ----–--ის ან/და შვილის - დ----- გ----–--ის მიმართ რაიმე ძალადობა არ განხორციელებულა. მცირეწლოვანმა დ-----მა სცადა მამასთან ჩახუტება, რაც რამდენიმე წამით შეძლო, თუმცა შემდეგ ა--- გ----–--ემ გამოსტაცა ხელიდან, რის გამოც ბავშვმა დაიწყო ტირილი. მითითებული გარემოებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ სახეზეა ა--- გ----–--ის მიერ მცირეწლოვნის მიმართ როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი და აღნიშნული გარემოების დ----- გ----–--ის საწინააღმდეგოდ გამოყენება მისი მხრიდან შვილის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების ფაქტის დადგენის მიზნით დაუშვებელია, ვინაიდან, მას შემდეგ რაც ა--- გ----–--ემ მცირეწლოვანი დ-----ი მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან და ოჯახის წევრებისაგან წაიყვანა, ბავშვს ურთიერთობა აღარ ჰქონია მამასთან და იმ ოჯახის წევრებთან, ვის მიმართაც აქვს მკვეთრი მიჯაჭვულობა. ამ პირობებში კი მცირეწლოვანს ჰქონდა მამასთან ურთიერთობის სურვილი და სცადა მასთან ჩახუტება, თუმცა, ა--- გ----–--ემ ამჯერადაც ბავშვს მამასთან ურთიერთობის შესაძლებლობა არ მისცა.
საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მტკიცებით, გადაწყვეტილება დ----- გ----–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო საქმეში მოპასუხე მხარის ან/და მესამე პირის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ჩვენი მარწმუნებლის მიერ შვილის ან/და ა--- გ----–--ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს დაადასტურებდა. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საჩივრის ავტორის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სახეზეა დ----- გ----–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულმა მხარეებმა და წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საჩივრებს, კერძოდ აპელანტმა (მესამე პირი) ა--- გ----–--ემ და მისმა წარმომადგენელმა რ--------- ხ----–--–--ამ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო აპელანტმა (მოსარჩელე) დ----- გ----–--ემ და მისმა წარმომადგენელმა დ----- კ-------–მა კი - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივართა მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ დ----- გ----–--ისა და ა--- გ----–--ის საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
მოხმობილი კანონის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე მუხლის 31 პუნქტის მიხედვით, შემაკავებელ ორდერში მიეთითება: ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დ) ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს.
,,შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანებით შემაკავებელ ორდერთან ერათად გამოიცემა შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელშიც დეტალურად მიეთითება პოლიციის შესაბამისი მუშაკის მიერ დადგენილი გარემოებები.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 16.1 მუხლი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოცემული იქნეს შემაკავებელი ორდერი.
ანალოგიური შინაარსის დანაწესს შეიცავს ,,პოლიციის შესახებ“' საქართველოს კანონი, რომელის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა “ ქვეპუნქტი ადგენს, რომ პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსს და განმარტავს, შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს ოპერატიული, მყისიერი რეაგირება იმ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რაც მომდინარეობს სავარაუდო მოძალადის მხრიდან და საფრთხეს უქმნის მე-3 პირთა უფლებებს. შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში ა--- გ----–--ისა და არასრულწლოვანი ბავშვის - დ----- გ----–--ის უფლებებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა--- მ------–--- 2014 წლის 6 ივნისს დაქორწინდა დ----- გ----–--ესთან და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი გ----–--ე. თავდაპირველად ისინი ცხოვრობდნენ საქართველოში. თანაცხოვრების პერიოდში 2015 წლის 24 სექტემბერს შეეძინათ ერთი შვილი დ----- გ----–--ე. ბოლო პერიოდში ისინი შვილთან ერთად ცხოვრობდნენ პოლონეთში, თუმცა დ----- გ----–--ე ჩამოვიდა საქართველოში და ა--- გ----–--ის თანხმობით შვილიც საქართველოში ჩამოიყვანა, პოლონეთში კი აღარ დაბრუნდა, რის გამოც ა--- გ----–--ეც იძულებული გახდა ჩამოსულიყო საქართველოში, რათა მოეწესრიგებინა დ----- გ----–--ესთან და შვილთან ურთიერთობის საკითხები. ამჟამად დ----- გ----–--ე და ა--- გ----–--ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე. შვილი ცხოვრობს დედასთან. დ----- გ----–--ესა და ა--- გ----–--ეს სასამართლო წესით აქვთ დავა 2015 წლის 24 სექტემბერს დაბადებული შვილის - დ----- გ----–--ის ალიმენტის და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის 2------ განჩინებით (დროებითი განკარგულება), დ----- გ----–--ეს (პ/ნ 1----------) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება შვილის დ----- გ----–--ის (პ/ნ6----------) მიმართ მკურნალობასთან და ბაღში მიყვანასთან დაკავშირებით.დ----- გ----–--ემ პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ გააუქმა შვილის-დ----- გ----–--ის პასპორტი.
დადგენილია, რომ ა--- გ----–--ე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გამოცხადდა ქ. ზესტაფონის შსს პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა დ----- გ----–--ის მხრიდან შვილის ნახვის ხელშეშლის თაობაზე, რაც არ დადასტურდა პოლიციის მუშაკის მიერ დ----- გ----–--ის გამოკითხვით, რადგან დ----- გ----–--ემ სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ იმყოფებოდა ქალაქ თბილისში ბავშვის ავადმყოფობის გამო, დაასახელა მისამართი, ხოლო შემდეგ შვილი ნებაყოფლობით გადასცა ა--- გ----–--ეს, ბავშვი ამჟამად იმყოფება ა--- გ----–--ესთან.
სააპელაციო პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ა--- გ----–--ეს ქ. ზესტაფონის შსს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვისას არ განუცხადებია დ----- გ----–--ის მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, წარსულში ასევე არ დასტურდება დ----- გ----–--ის მხრიდან ა--- გ----–--ეზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი.
ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ ა--- გ----–--ე საქართველოში არ ცხოვრობს მეუღლის ოჯახში. იგი ცხოვრობს სასტუმროში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მ--- ბ---------ის განმარტებით დადგენილია, რომ ის მოსარჩელე დ----- გ----–--ის ნათესავია. ა--- გ----–--ეს არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს დ----- გ----–--ის ოჯახის წევრების მიმართ და არ სურს მათ ოჯახში ცხოვრება. მისმა მეუღლემ შესთავაზა დროებით ეცხოვრა მათ ოჯახში, მაგრამ ა---მ უარი განაცხადა. ის თან ახლდა დ----- გ----–--ეს, როდესაც ის ბავში მოსანახულებლად წავიდა ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც მისვლისას დ----- გ----–--ემ სცადა შვილთან ჩახუტება, რაც რამდენიმე წამით შეძლო, რადგან ა--- გ----–--ემ ხელიდან გამოსტაცა ბავშვი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც განსაზღვრულია საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციულ საფუძვლები, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები. ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ“ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ე“ პუნქტზე, რომლის თანახმად ეკონომიკური ძალადობა განმარტებულია, როგორც ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ,,ფიზიკური“ ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს, ხოლო ამავე მუხლის ,,გ“ პუნქტით - იძულება არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ასეთის სამტკიცებლად მხარეთ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით მიიჩნევს, რომ დ----- გ----–--ის მხრიდან შვილის-დ----- გ----–--ის მიმართ არანაირი სახის ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ხოლო რაც შეეხება ა--- გ----–--ის მიმართ დ----- გ----–--ის მხრიდან განხორციელებულ ზემოქმედებას, ასეთი ერთობლიობაში შეიძება შეფასდეს მხოლოდ როგორც ფსიქოლოგიური სახის ძალადობა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში ა--- გ----–--ის უფლებებს.
პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არც საქმის მასალებით და არც პირველი და არც საპელაციო სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას არ იქნა წარმომადგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ დ----- გ----–--ემ ფიზიკურად და ეკონომიკურად იძალადა ა--- გ----–--ეზე. შესაბამისად სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს ამ მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გადმოცემულ სამართლებრივ დასაბუთებას. სახელდობრ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა--- გ----–--ეს ქ. ზესტაფონის შსს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვისას არ განუცხადებია დ----- გ----–--ის მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, წარსულში ასევე არ დასტურდება დ----- გ----–--ის მხრიდან ა--- გ----–--ეზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მტკიცებას ეკონომიურ ძალადობასთან მიმართებით იმაზე აპელირებით, რომ დ----- გ----–--ე აიძულებს ა--- გ----–--ეს სასტუმროში ცხოვრებით მიაყენოს ეკონომიური ზიანი, რადგან ასეთი წარმოადგენს ა--- გ----–--ის თავისუფალი ნების გამოვლენას, ასე რომ არა, სხვაგვარ შემთხვევაში მას უნდა მიეღო დ----- გ----–--ის ახლო ნათესავის (ბიძა) კეთილგონივრული შეთავაზება პრობლემების მოგვარება-გადაწყვეტამდე მასთან საცხოვრებლად გადასვლის თაობაზე, რაც მის მიერ უარყოფილ იქნა. შესაბამისად, სასტუმროში ცხოვრების ფაქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დ----- გ----–--ის მხრიდან ეკონომიკური ძალადობის განხორცილებად.
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს მხარეთა შორის ოჯახური კონფლიქტის არსებობის ფაქტის, აღნიშნული ასევე დასტურდება იმ გარემოებით, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობს დავა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგიური ძალადობის კანონისმერი განმარტებაზე, სადაც ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ, ხოლო იძულება არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დ----- გ----–--ემ, მართალია, პოლონეთიდან შვილი წამოიყვანა დედის -ა--- გ----–--ს თანხმობით, მაგრამ მან იცოდა იმის შესახებ, რომ ის აღარ აპირებდა პოლონეთში დაბრუნებას, რაც მას აუწყა მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ და ამდენად, ეს უკანასკნელი ფსიქოლოგიურად აიძულა, რომ ჩამოსულიყო საქართველოში. ამასთან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც დ----- გ----–--ის მხრიდან შვილის ავადმყოფობის მომიზეზებით მან ვერ შეძლო ბავშვთან გარკვეული პერიოდი კომუნიკაცია, რამაც ის აიძულა მიეღო სიფრთხილის ზომები და სასამართლოში დავის გადაწყვეტამდე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მეშვეობით მოეწესრიგებინა შვილთან ურთიერთობის საკითხი, რაც მიანიშნებს და მეტყველებს იმაზე, რომ ა--- გ----–--ემ განიცადა მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ფსიქოლოგიური ზემოქმედება. სააპელაციო სასამართლო ა--- გ----–--ესთან მიმართებით გარკვეული სახის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებად განიხილავს იმასაც, რომ დ----- გ----–--ემ მასთან შეთანხმების გარეშე გააუქმა შვილის საზღვარგარეთის პასპორტი, ხოლო რაც შეეხება დ----- გ----–--ის მხრიდან მასზე აშკარა ფორმით ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების გამოვლენას_სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და მუქარას, ასეთმა დადასტურება ვერ ჰპოვა.
ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს დ----- გ----–--ის მხრიდან ა--- გ----–--ის მიმართ იძულებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორცილებას და მთლიანად გამორიცხავს ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს.
სააპელაციო პალატა ასევე დადასტურებულად არ მიიჩნევს დ----- გ----–--ის მხრიდან არასრულწლოვანი შვილის - დ----- გ----–--ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური და იძულების ფაქტზე განხორციელებულ ძალადობას, ვინადან აღნიშნული არ დასტურება საქმეში შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ წარმოდგენილი არ არის დ----- გ----–--ის მხრიდან, შვილზე - დ----- გ----–--ეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხემ განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი შედგა ა--- გ----–--ის განმარტების საფუძველზე. კერძოდ, საავადმყოფოში შვილის სანახავად მისვლისას დ----- გ----–--ემ იძალადა შვილზე, რის გამოც ბავშვმა იტირა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოწმე მ--- ბ---------ის განმარტება იმის შესახებ, რომ იგი მოსარჩელე დ----- გ----–--ის ნათესავია, იცნობს ა--- გ----–--ეს, დ----- გ----–--ემ დაურეკა და სთხოვა, რომ წაჰყოლოდა საავადმყოფოში, რადგან შვილის ნახვა უნდოდა, რომელიც იქ ავადმყოფობის გამო იმყოფებოდა. საავადმყოფოში მისვლისას დ----- გ----–--ემ სცადა შვილთან ჩახუტება, რაც რამდენიმე წამით შეძლო, რადგან ა--- გ----–--ემ ხელიდან გამოსტაცა ბავშვი.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული ფაქტი არ შეიძლება მიჩნეული იქნას ბავშვზე ფიზიკურ ძალადობად, რადგან ცხადია თუ არ მოხდებოდა ა--- გ----–--ის მხრიდან შვილთან ურთიერთობაში მამის ხელშეშლა, ბავშვი არ განიცდიდა არანაირ სტრესს, რადგან უდავოდ დადგენილია, რომ ბავშვი პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა მამის ოჯახში, სადაც არასრულწლოვანის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის შექმნილია ადეკვატური პირობები. (იხ. სოციალური მუშაკის დასკვნა). გარდა აღნიშნულისა, ასევე არ დასტურდება წარსულში, დ----- გ----–--ის მხრიდან, შვილზე - დ----- გ----–--ეზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ----- გ----–--ის ქმედებაში ასევე არ იკვეთება მისი არასრუწლოვანი შვილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობისა და იძულების განხორციელების ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოსა და მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შვილის კუთვნილი საზღვარგარეთის პასპორტის გაუქმებით მამამ იძულება განახორციელა არასრულწოვანი ბავშვის მიმართ, ასეთი, როგორც უკვე აღინიშნა, შეიძლება შეფასდეს არა ბავშვზე, არამედ ა--- გ----–--ის მიმართ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთგვარ გამოვლინებად, მის იზოლირებად მონაწილეობა მიიღოს ბავშვის მიმართ მშობლის მიერ ერთობლივად გადასაწყვეტ საკითხებში. ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობად ვერ მიიჩნევა ის ფაქტი, რომ შვილის სანახავად მისულმა მამამ სცადა შვილზე ჩახუტება, რაშიც მას დედამ შეუშალა ხელი, აღნიშნულზე კი ბავშვა ტირილი დაიწყო.
ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, სააპელაციო პალატა დადასტურებულად არ მიიჩნევს დ----- გ----–--ის მხრიდან არასრულწოვანი შვილის - დ----- გ----–--ის მიმართ იძულების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორცილების ფაქტს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი და ოქმი წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, თუმცა მხოლოდ ამ დოკუმენტის საქმეში არსებობა არ ქმნის პირის მოძალადედ მიჩნევის წინაპირობას, რადგან შემაკავებელი ორდერი და ოქმი თავისი დანიშნულებით საქმის გარემოებათა ფიქსაციის და დამცავი ღონისძიების გამოყენების საშუალებაა. ამდენად, მისი მტკიცებულებითი ძალის განსასაზღვრად სავალდებულოა მასში ასახული მონაცემების სისწორე უტყუარად და სარწმუნოდ დასტურდებოდეს სხვა მტკიცებულებებით, მითუმეტეს, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ რომელიმე უფლების შეზღუდვას.
პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური შეფასების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ არ დასტურდება დ----- გ----–--ის მხრიდან ა--- გ----–--ის მიმართ ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის ფაქტი, ასევე არასრულწლოვანი დ----- გ----–--ის მიმართ - იძულების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. ამასთან საქმეშე შეკრებილი მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლოს თვალსაზრისით დადასტურდა დ----- გ----–--ის მიერ ა--- გ----–--ის მიმართ იძულებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერი №0-----, როგორც დაუსაბუთებელი და საქმის გარემოებათა ყოველმხრივი შესაწავლის გარეშე გამოცემული აქტი, ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო შემაკავებელი ორდერი №0----- კი -ნაწილობრივ გაუქმებას, იმ მიმართებით, რომ მოცემული ორდერიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2113 მუხლის 71 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ა--- გ----–--ისა და დ----- გ----–--ის საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3.დ----- გ----–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. ნაწილობრივ გაუქმდეს შსს სამინისტროს იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ ა---- მ--–--ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი იმ მიმართებით, რომ მოცემული ორდერიდან ამოირიცხოს მითითება ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის შესახებ.
4. შსს სამინისტროს იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ ა---- მ--–--ის მიერ 2020 წლის 13 იანვარს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი გაუქმდეს.
5. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაეგზავნოს კანონით დადგენილი წესით მხარეებს;
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე
ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე