განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210019002463165
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-407-2019 30 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატა თავმჯდომარე (მომხსენებელი): მოსამართლეები: ლაურა მიქავა ირმა პერანიძე ინდირა მაშანეიშვილი სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე, მოპასუხე) წარმომადგენელი აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე, მოსარჩელე) წარმომადგენელი არასრულწლოვნების კ/წარმომადგენელი დავის საგანი - - - - - - ბაჩო მ. გაგუა, თამილა მირცხულავა, ჯული გაგუა მერაბ მირცხულავა შორენა მირცხულავა, ევა მირცხულავა, თამარა მირცხულავა (არასრულწლოვანი), მიხეილ მირცხულავა (არასრულწლოვანი) თამაზ კილანავა შორენა მირცხულავა (დედა) სამკვიდროს მიღების დადასტურება, ქორწინების ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების თანაბარწილად გაყოფა და მეუღლეთა საერთო ქონებაში ½ წილზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება 1. აპელანტების მოთხოვნები: აპელანტების ბაჩო მ. გაგუას, თამილა მირცხულავას, ჯული გაგუას მოთხოვნა - გასაჩივრებული ნაწილობრივ გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შორენა, ევა, თამარა და მიხეილ მირცხულავების სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა აპელანტების შორენა მირცხულავას, ევა მირცხულავას, თამარა მირცხულავას (არასრულწლოვანი), მიხეილ მირცხულავას (არასრულწლოვანი) მოთხოვნა - გასაჩივრებული ნაწილობრივ გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო ბაჩო მ. გაგუას, თამილა მირცხულავას, ჯული გაგუას სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- მოსარჩელეების ბაჩო გაგუას (ყოფილი სახელი და გვარი დურმიშხან მირცხულავა) ჯული გაგუას, თამილა მირცხულავას სარჩელები მოპასუხეების შორენა მირცხულავას, ნოტარიუსის გურანდა მისაბიშვილის მიმართ და მოსარჩელეების შორენა მირცხულავას, ევა მირცხულავას, თამარა მირცხულავას, მიხეილ მირცხულავას სარჩელი ჯული გაგუას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
- დადგენილად იქნა ფაქტი, რომ ომარ მირცხულავას პირველი რიგის მემკვიდრეებმა მეუღლე ჯული გაგუამ, შვილებმა თამილა მირცხულავამ, ბაჩო გაგუამ (ყოფილი სახელი და გვარი დურმიშხან მირცხულავა) ფაქტობრივი ფლობით მიიღეს ომარ მირცხულავას სამკვიდრო ქონება, მათ შორის უძრავი ნივთი მდებარე ქ. სენაკი სტალინის ქ. N61-ში, ს/კ 44.01.01.028ა.
- ბათილად იქნა ცნობილი ომარ მირცხულავასა და შორენა მირცხულავას შორის N01171013961 2004 წლის 14 ივლისს, სააქტო ჩანაწერი N0------ რეგისტრირებული ქორწინება, რის შესახებაც ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.
- ჯული გაგუა და შორენა მირცხულავა ცნობილი იქნა ომარ მირცხულავასთან ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების, მათ შორის უძრავი ნივთის, მდებარე ქ. სენაკი, სტალინის ქ.N61-ში,ს/კ 44. 01. 01.028ა 1/2 (ერთ მეორედ) წილზე მესაკუთრეებად, თანაბარი წილის უფლებით და მათზე გაცემულ იქნას შესაბამისი სამკვიდრო მოწმობები.
- ომარ მირცხულავას დარჩენილ დანაშთ 1/2 (ერთმეორედ) სამკვიდრო ქონებაზე, პირველი რიგის მემკვიდრეებად თანაბარი წილის უფლებით ცნობილი იქნა ჯული გაგუა, შორენა მირცხულავა, შვილები; ბაჩო გაგუა (ყოფილი სახელი და გვარი დურმიშხან მირცხულვა) თამილა მირცხულავა, ევა მირცხულავა, თამარა მირცხულავა, მიხეილ მირცხულავა და მათზე გაცემულ იქნას სამკვიდრო მოწმობები.
- უარი ეთქვა ჯული გაგუას, თამილა მირცხულავას, ბაჩო გაგუას (ყოფილი სახელი და გვარი დურმიშხან მირცხულავა) მოთხოვნის დაკმაყოფილებას ნოტარიუს გურანდა მისაბიშვილისათვის სამკვიდრო მოწმობების გაცემის დავალდებულების ნაწილში.
- უარი ეთქვა ჯული გაგუას, თამილა მირცხულავას, ბაჩო გაგუას (ყოფილი სახელი და გვარი დურმიშხან მირცხულავა), ომარ მირცხულავასა და შორენა მირცხულავას ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების, მათ შორის უძრავი ნივთის, მდებარე ქ. სენაკი სტალინის ქ. N61-ში ს/კ 44.01.01.028ა წილზე შორენა მირცხულავას მესაკუთრედ არაღიარებაზე და დარჩენილ სამკვიდრო ქონებიდან წილის მიუცემლობაზე.
- უარი ეთქვა შორენა მირცხულავას, ომარ მირცხულავასა და ჯული გაგუას ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების, მათ შორის უძრავი ნივთის, მდებარე ქ. სენაკი სტალინის ქ. N61-ში ს/კ 44.01.01.028ა წილზე ჯილი გაგუას მესაკუთრედ არაღიარებაზე და დარჩენილი სამკვიდრო ქონებიდან წილის მიუცემლობაზე.
- მოსარჩელეების ბაჩო მ. გაგუას (ყოფილი სახელი და გვარი დურმიშხან მირცხულავა), ჯული გაგუასა და თამილა მირცხულავას, ასევე შორენა მირცხულავას, ევა მირცხულავას, თამარა მირცხულავასა და მიხეილ მირცხულავას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით: სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2012 წლის 02 ოქტომბერს გაცემული გარდაცვალების N48127000083 მოწმობით, ომარ მირცხულავა, პ/ნ 62001036229, გარდაიცვალა ქ. სენაკში, 2012 წლის 11 ივლისს; 2.2. 2017 წლის 01 აგვისტოს, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, დასტურდება, რომ ჯულიეტა გაგუა, პ/ნ 01024076900 და ომარი მირცხულავა, პ/ნ 62001036229, დაქორწინდნენ 1982 წლის 16 მარტს, აქტის ჩანაწერი N17, ქორწინების რეგისტრაციის თარიღი: 16 მარტი, 1982 წელი; 2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 03 აგვისტოს გაცემული N01/205172 წერილის მიხედვით, შედგენილი ჯული გაგუას მიმართ, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილის მიერ, სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული ინფორმაციის თანახმად, ხონის რაიონის დედალაურის სასოფლო საბჭოს მიერ 1982 წლის 16 მარტს რეგისტრირებულია ქორწინება (აქტი N17), საქმრო ომარ მირცხულავას და საცოლე ჯულიეტა გაგუას შორის. აღნიშნული ქორწინება შეწყვეტილია, საფუძველი: საქმროს - ომარ მირცხულავას გარდაცვალების რეგისტრაცია. ასევე, სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული ინფორმაციის თანახმად, ომარ მირცხულავას და ჯულიეტა (ჯული) გაგუას შორის, არ ფიქსირდება განქორწინების რეგისტრაციის განხორციელების ფაქტი; 2.4. 17.06.1989წ. ქ. მოსკოვში, გაცემული პასპორტის თანახმად, ომარი დურმიშხანის ძე მირცხულავა დაიბადა 14 ივნისის, 1978 წელს, მშობლები: მირცხულავა ომარ დურუს ძე და მირცხულავა ჯულიეტა დამიანეს ასული; 2.5. დაბადების მოწმობა N01176055346 მიხედვით, თამილა მირცხულავა, პ/ნ 62001010675, დაიბადა 09.12.1971წ., მამა არის ომარი მირცხულავა, დედაა ჯულიეტა გაგუა; 2.6. ქ. მოსკოვის ხოროშევსკის რ-ნის მმაჩის განყოფილების მიერ 2000 წლის 06 ოქტომბერს გაცემული N663008 მოწმობის თანახმად, ევა ომარი ასული მირცხულავა დაიბადა ქ. მოსკოვში, მამა ომარი დურუს ძე მირცხულავა, დედა შორენა დემურის ასული ხაჟალია; 2.7. ქ. მოსკოვის ხოროშევსკის რ-ნის მმაჩის განყოფილების მიერ 2001 წლის 28 სექტემბერს გაცემული N764635 მოწმობის თანახმად, თამარა ომარი ასული მირცხულავა დაიბადა ქ. მოსკოვში, მამა - ომარი დურუს ძე მირცხულავა, დედა შორენა დემურის ასული ხაჟალია; 2.8. ქ. მოსკოვის ხოროშევსკის რ-ნის მმაჩის განყოფილების მიერ 2008 წლის 11 იანვარს გაცემული N851213 მოწმობის თანახმად, მიხეილ ომარის ძე მირცხულავა დაიბადა ქ. მოსკოვში, მამა ომარი დურუს ძე მირცხულავა, დედა შორენა დემურის ასული ხაჟალია; 2.9. ვაშინგტონის შტატის, კინგის საგრაფოს რაიონული სასამართლოს საუთვესტის განყოფილება 4612 -0009 მიერ გაცემული სახელის შეცვლის ორდერის მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ შეიცვალოს სახელი დურმიშხან მირცხულავამ და ახალი სახელი მიენიჭოს: ბაჩო მ. გაგუა. გადაწყვეტილება მიღებულია სასამართლო სხდომაზე 2000 წლის 11 მაისს; 2.10. 2017 წლის 14 ივლისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქალაქ სენაკში, სტალინის ქუჩა N61-ის, საკადასტრო კოდი 44.01.01.028ა, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმების თარიღი 23/07/2004წელი), მესაკუთრეა ომარ მირცხულავა, პ/ნ.: 62001036229; 2.11. ნოტარიუს გურანდა მისაბიშვილის მიერ N59/2017 წერილის თანახმად, (წერილი გაცემულია ბაჩო (დურმიშხან) მირცხულავასა და თამუნა (თამილა) მირცხულავას სახელზე), დგინდება, რომ სანოტარო ბიუროს, სამკვიდროს მიღების დადგენილ ვადაში, სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით მიმართა მამკვიდრებლის - ომარ მირცხულავას მეუღლემ - შორენა მირცხულავამ, ასევე, ომარ მირცხულავას არასრულწლოვანმა შვილებმა თამარა მირცხულავა, მიხაილ მირცხულავამ, ევა მირცხულავა. განმცხადებელი - შორენა მირცხულავა ითხოვდა, ასევე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემას მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონებიდან. მემკვიდრეების მიერ დადგენილი დოკუმენტებისა და კანონის თანახმად, ნოტარიუსის მიერ გაიცემა საკუთრების უფლების მოწმობა ომარ მირცხულავას მეუღლის - შორენა მირცხულავას სახელზე ½ ნაწილზე, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონებიდან, მდებარე მისამართზე ქ. სენაკი, სტალინის ქუჩა N61-ში, ხოლო კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა გაიცემა მემკვიდრეების ომარ მირცხულავა მეუღლის - შორენა მირცხულავას სახელზე მთლიანი უძრავი ქონებიდან 1/12 ნაწილი, ომარ მირცხულავას შვილის - თამარა მირცხულავას სახელზე 1/12 ნაწილი, ომარ მირცხულავას შვილის - თამარა მირცხულავას სახელზე 1/12 ნაწილი, ომარ მირცხულავა შვილის - ევა მირცხულავას სახელზე 1/12 ნაწილი, ხოლო ომარ მირცხულავას შვილების ბაჩო (დურმიშხან) მირცხულავას კუთვნილი 1/12 წილი და თამუნა (თამილა) მირცხულავას კუთვნილი 1/12 წილი რჩება ღიად; 2.12. 2017 წლის 12 სექტემბერს სანოტარო მოქმედების შესახებ უარის თქმის N171067102 გადაწყვეტილებით, ვინაიდან 2012 წლის 11 ივლისს გარდაცვლილ ომარ მირცხულავას საკუთრების მოწმობის მოთხოვნით, როგორც მეუღლემ ნოტარიუს მიმართა ჯული გაგუამ და შორენა მირცხულავამ; იმ საფუძვლით, რომ ნოტარიუსი ვერ ადგენდა მემკვიდრეთა წრეს, კერძოდ, ვინ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში გარდაცვალების მომენტისათვის მამკვიდრებელთან, ჯული გაგუას უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე; 2.13. სახელის შეცვლის შესახებ მოწმობის თანახმად, (სტატისტიკური აქტი ც 0173056, რეგისტრაციის თარიღი: 2004 წლის 21 დეკემბერი, რეგისტრაციის ნომერი 2004 -05-004462) ჯულიეტა გაგუას ახალი სახელი და გვარია ჯული გაგუა; 2.14. ომარ მირცხულავას მამა დურუ მირცხულავა (დაბ.: 06.01.1922წ.) გარდაიცვალა 2002 წლის 05 აპრილს; 2.15. ომარ მირცხულავას დედა თამარ არახამია (პ/ნ.: 62001036250) გარდაიცვალა 2016 წლის 21 აგვისტოს; 2.16. მოწმე მაია ზარქუას განმარტებით, სადაო სახლი მდებარე სენაკი, სტალინის ქუჩაზე ომარ მირცხულავამ და მისმა ცოლმა ჯულიეტა გაგუამ იყიდეს 1997-98 წელებში 35 ათას ამერიკულ დოლარად. თავად არის სახლის ყოფილი მფლობელის - ნუგზარ ჭიჭაღუას დედის თინა ჭიჭაღუას მეგობარი და ესწრებოდა, როცა ჯული გაგუამ სახლის ნასყიდობის დარჩენილი თანხა 15000 აშშ დოლარი გადასცა ნუგზარ ჭიჭაღუას დედას; 2.17. მოწმეებმა მზია ზარქუამ, ლუარა ნაყოფიამ, ირმა გოცირიძემ, მედეა მირცხულავამ, ნინო მირცხულავამ დაადასტურეს, რომ სახლი ნაყიდია 35 ათას ამერიკულ დოლარად 1997-1998 წლებში, შორენას მოყვანამდე. რემონტიც შორენას მოყვანამდე არის გაკეთებული. შორენას ომარი არ უტირია და გასვენების ხარჯები მთლიანად გაიღო ჯულიმ და მისმა შვილებმა. მოწმეებმა მიუთითეს, რომ ომარის და ჯულის ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ და ჯული უვლიდა როგორც მას, ისე შორენასთან შეძენილი შვილებს. ასევე დაადასტურეს, რომ ავეჯი სადაო სახლში ჩამოტანილი იყო მოსკოვიდან 1997-1998 წლებში და ეკუთვნოდა ჯული გაგუას და მის შვილებს. ავეჯის მოსკოვიდან ჩამოტანის ფაქტი დაადასტურა ნოდარი კვაშილავაც; 2.18. მოწმეებმა ნინო მირცხულავამ, ირმა გოცირიძემ, მედეა მირცხულავამ დაადასტურეს, რომ ომარის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, ომარის დედამ ჯულის გადასცა 5-6 ცალი სერვიზი, ვაზის სახით, ორი მისთვის, ხოლო დანარჩენი შვილებისთვის თამუნა და ბაჩოსათვის; 2.19. მოწმეებმა თინათინ ქორაიამ, ფრიდონ გეგენავამ დაადასტურეს, რომ შორენა და ომარიმ სახლს გაუკეთეს რემონტი და ქუთაისში იყიდეს ავეჯი და სხვადასხვა ნივთები სახლისთვის. ასევე, დაადასტურეს ის გარემოება, რომ შორენა და ომარი ერთად ცხოვრობდნენ ამ სახლში; 2.20. ომარ მირცხულავას დებმა ნინო მირცხულავამ, მედეა მირცხულავამ დაადასტურეს, რომ შორენას სახლში მიყვანის დროს განუცხადეს, რომ ომარ მირცხულავას ჰყავდა ცოლი, რაზედაც მიიღეს პასუხი, რომ მისთვის აღნიშნული ფაქტი ცნობილი იყო. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.21. განსახილველ შემთხვევაში სადაო სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს მამკვიდრებლის ომარ მირცხულავას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი, მდებარე სენაკი, სტალინის ქუჩა N61-ში, ს/კ 44.01.01.028ა; 2.22. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ მამკვიდრებელმა ომარ მირცხულავამ 1982 წლის 16 მარტს (სააქტო ჩანაწერი N17) იქორწინა ჯულიეტა გაგუასთან (შემდგომი შეცვლილი სახელი ჯული გაგუასთან) დაბადებული 20.01.1950 წელს, რომელთანაც შეეძინა შვილები თამილა და დურმიშხან მირცხულავები (შემდგომში შეცვლილი სახელი ბაჩო მ. გაგუა). მეუღლეებს შორის ქორწინება შეწყდა 2012 წლის 13 ივლისს ომარ მირცხულავას გარდაცვალებით; 2.23. სარეგისტრაციო მონაცემებით ასევე დადგენილი იქნა, რომ ჯულიეტა გაგუასთან (შემდგომში ჯული) რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის პერიოდში ომარ მირცხულავა, ასევე 1995 წლიდან 2002 წლამდე, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლამარა ლომიასთან, ხოლო 1999 წლიდან ფაქტობრივ ქორწინებაში და შემდგომში 2004 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში შორენა ხაჯალიასთან (ქორწინების შემდგომი გვარი მირცხულავა), რომელთანაც ცხოვრების პერიოდში შეეძინა შვილები: ევა, თამარი და მიხეილ მირცხულავები; 2.24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება გულისხმობს იმას, რომ მემკვიდრემ აქტიური ქმედებით გამოხატა სამკვიდროს მიღების ნება. უფრო მეტიც, აღნიშნული ნების გამოხატვის მიზნებისათვის კანონი საკმარის საფუძვლად მიიჩნევს სამკვიდროს ნაწილის დაუფლებას, სასამართლო პრაქტიკით სამკვიდროს ნაწილად მიჩნეულია სამკვიდრო მასაში შემავალი როგორც უძრავი, ასევე ნებისმიერი მოძრავი ნივთი, მათ შორის, წიგნი, ჩანთა, ტანსაცმელი და ა. შ.; 2.25. მოწმეების ნინო მირცხულავას, მედეა მირცხულავას, ირმა გოცირიძის ჩვენებებით დადგენილი იქნა, რომ ომარ მირცხულავას გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელეებმა ბაჩო მ. გაგუამ, ჯული გაგუამ და თამუნა მირცხულავამ მამის სახსოვრად ბებიისგან მიიღეს მამკვიდრებლის ომარ მირცხულავას სამკვიდროს ნაწილი, კერძოდ, სერვიზი, ვაზების სახით, ორი ჯული გაგუასთვის, ხოლო დანარჩენი შვილებისთვის თამუნა და ბაჩოსათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის კონტექსტში მითითებული ფაქტი სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებად უნდა ჩაითვლილიყო. შესაბამისად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ომარ მირცხულავას პირველი რიგის მემკვიდრეებმა მეუღლე ჯული გაგუამ, შვილებმა თამილა მირცხულავამ, ბაჩო გაგუამ (ყოფილი სახელი და გვარი დურმიშხან მირცხულავა) ფაქტობრივი ფლობით მიიღეს ომარ მირცხულავას სამკვიდრო ქონება, მათ შორის უძრავი ნივთი მდებარე ქ. სენაკი სტალინის ქ. N61-ში, ს/კ 44.01.01.028ა; 2.26. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომელიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ ერთის მხრივ დავის საგანია 1982 წლის რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ წარმოშობილი ქორწინების კანონიერება, ხოლო მეორე შემთხვევაში 2004 წელს რეგისტრირებული ქორწინების ბათილობა, დავა უნდა გადაწყვეტილიყო სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებისას ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით; 2.27. საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, დაქორწინება ფორმდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელწიფო ორგანოში. ქორწინების რეგისტრაცია წესდება როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებით, ისე მეუღლეთა და მათი შვილების პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით; 2.28. 1997 წლის 26 ივნისს ამოქმედებული სამოქალქაო კოდექის მიხედვით, 1106-ე მუხლის მიხედვით, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური); 2.29. საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 43-ე მუხლით ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია ამ კოდექსის მე-14, მე-15 და მე-18 მუხლებით დაწესებული პირობები და, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქტიური ქორწინება). ამავე კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან; 2.30. მსგავსი შინაარსის დათქმას შეიცავს დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსიც. აღნიშნული კოდექსის 1120-ე მუხლის მიხედვით, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებებია და დაქორწინება არ დაიშვება: ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან; ბ) პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის; გ) ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის; დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება. ხოლო ამავე კოდექსის 1122-ე უხლის მიხედვით, ქორწინების შეწყვეტის საფუძველია ა) ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება; ბ) კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადება; გ) განქორწინება; 2.31. განსახილველ შემთხვევაში სადავო ქორწინების რეგისტრაციის დროს - 2004 წელს არსებობდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, მამკვიდრებელი ომარ მირცხულავა უკვე დაქორწინებული იყო სხვასთან, კერძოდ მოსარჩელე ჯული (იგივე ჯულიეტა) გაგუასთან, რომელთანაც უთიერთობას, როგორც მოწმეები აღნიშნავდნენ სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა მამკვიდრებელი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ ჯული გაგუას და მისი შვილების მონაწილეობით მოხდა ომარ მირცხულავას, მისი დედის დაკრძალვა, ორმოცისა და წლისთავის გადახდაც; 2.32. სასამართლომ მიუთითა, რომ კანონი კრძალავს და დაუშვებლად მიიჩნევს ქორწინებას იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან. შესაბამისად, არსებობდა ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი ომარ მირცხულავასა და შორენა მირცხულავას შორის N01171013961 2004 წლის 14 ივლისს, სააქტო ჩანაწერი N0------ რეგისტრირებული ქორწინება; 2.33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის მიხედვით ქორწინება შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას. ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ. ამავე კოდექსის 1143-ე მუხლის პირველი ნაწილით ქორწინება, რომელიც გაფორმდა 1120-ე მუხლით გათავალისწინებული პირობების დარღვევით, შეიძლება სასამართლომ ცნოს ბათილად; 2.34. სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე), მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება 1182-ე და 1186-ე მუხლების მიხედვით, ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს 1158-ე და 1171-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები. 1158-ე მუხლის მიხედვით, 1.მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი; 2.35. სასამართლომ მიიჩნია, რომ შორენა მირცხულავა წარმოდგენდა კეთილსინდისიერ მეუღლეს, რადგან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ომარ მირცხულავას მრავალცოლიანობის წესიდან გამომდინარე მას არ შეეძლო სცოდნოდა ამ უკანასკნელის არაერთი რეგისტრირებული ქორწინებების შესახებ. კერძოდ, ერთ შემთხვევაში ჯულიეტა (ჯული) გაგუასთან, ხოლო მეორე შემთხვევაში ლამარა ლომიასთან, რომლთანაც ქორწინების რეგისტრაციის შესახებ ორივე მხარეებისათვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე. აღნიშნული დასტურდება იმითაც, რომ შორენა მირცხულავასათვის, სადაო დამაბრკოლებელი გარემოება ხელის შემშლელი არ გამხდარა ომარ მირცხულავასთან ქორწინების რეგიტრაციისაც. რაც შეეხება სასამართო სხდომაზე ომარ მირცხულავას დების მედეა და ნინო მირცხულავების ჩვენებებს, რომ მათ გააფრთხილეს შორენა ხაჯალია (მირცხულავა) იმის შესახებ, რომ ომარის ჰყავდა ცოლი და შვილები, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული თავისთავად არ ნიშნავდა იმას, რომ ამ უკანასკნელს დებმა განუმარტეს ძმის (ამ შემთხვევაში ომარ მირცხულავას) რეგისტრირებული ქორწინების შესახებ; 2.36. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამრთლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სამკვიდრო ქონების გაყოფისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო საოჯახო სამართლებრივი ნორმები და სადაო სამკვიდრო ქონება, რომლის რემონტში და განახლებაში წვლილი ჰქონდა შეტანილი შორენა ხაჯალიაც (მირცხულავას) უნდა ჩაითვლილიყო მეუღლეთა თანასაკუთარ ქონებად. ამასთან, გადაწყვეტილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამო უნდა მომხდარიყო მამკვიდრებელ ომარ მირცხულავასა და შორენა ხაჯალია (მირცხულავას) ქორწინების ბათილობა. ვინაიდან ქორწინების ბათილობის შედეგი არ ეხება რა შვილებს და არ ცვლის მათ სამართლებრივ მდგომარეობას, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებს თამარ, ევა და მიხეილ მირცხულავებს სხვა მემკვიდრეებთან ერთად მიეცათ შესაბამისი წილი სამკვიდრო ქონებიდან; 2.37. სასამართლომ არ გაიზიარა შორენა ხაჯალია (მირცხულავა) ინტერესების დამცველი თამაზ კილანავას მოსაზრება, რომ ჯილიეტა (ჯული) გაგუას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1171-ე და 1341-ე მუხლების დათქმიდან გამომდინარე დაკარგული ჰქონდა მემკვიდრეობის უფლება ომარ მირცხულავას დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, რადგან სამი წელი და მეტი დროის განმავლობაში მეუღლესთან ერთად არ უცხოვრია და მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო, რადგან როგორც სარეგისტრაციო მონაცემებით ირკვევა და საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა ლ. ნაყოფიამ, ი.მირცხულავამ, მ.მირცხულავამ და მ.ზაქუამ დაადასტურეს, ომარ მირცხულავას ჯულიეტა (ჯული) გაგუასთან ცოლქმრული ურთიერთობა გარდაცვალებამდე არ შეუწყვეტია და გარდაცვალების შემდგომ ამ უკანასკნელმა შვილებთან ერთად გაიღო მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯები; 2.38. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა შორენა ხაჯალიაა (მირცხულავას) ინტერესების დამცველი ადვოკატის თამაზ კილანავას მოსაზრება, რომ მამკვიდრებელ ომარ მირცხულავაზე რიცხული სახლი მდებარე სენაკი სტალინის ქუჩა N61-ში შეძენილი იქნა 2004 წელს, რადგან სასამართლო სხდომაზე მოწინაღმდეგე მხარის ყველა მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ სახლი შეძენილი იქნა 1997-98 წლებში ჯერ კიდევ შორენა მირცხულავას მოყვანამდე, რომლის რეგისტრაცია განხორციელდა მოგვიანებით 2004 წელს; 2.39. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნოტარიუის გურანდა მისაბიშვილის მიმართ სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულებულიყო, ვინაიდან სამკვიდრო მოწმობის გაცემის უფლებამოსილება მხარეთა მოთხოვნის შემთხვევაში კანონის საფუძველზე გააჩნია შესაბამისი სერთიფიკატის მქონე ნებისმიერ ნოტარიუს. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ორივე მხარემ 3.1. ბაჩო მ. გაგუას, თამილა მირცხულავას, ჯული გაგუას სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები: 3.1.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმე ირმა გოცირიძის ჩვენების ის ნაწილი, სადაც მან ნათლად აჩვენა, რომ ომარი მირცხულავას დედამ შორენა ხაჯალიას სახლში მოყვანისთანავე (მილოცვის ნაცვლად) განუცხადა, რომ ომარი მირცხულავას ჰყავდა კანონიერი ცოლი, შვილები და შვილიშვილები, რაზეც შორენა მირცხულავამ უპასუხა, რომ იცოდა; 3.1.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეების, ომარი მირცხულავას დების, მედეა და ნინო მირცხულავების ჩვენებები იმის შესახებ, რომ მათ მოყვანისთანავე გააფრთხილეს შორენა ხაჯალია, რომ მათ ძმას ჰყავდა ცოლი და შვილები, რაზეც შორენა ხაჯალიამ განაცხადა, რომ იცოდა. სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ აღნიშნული თავისთავად არ ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელს განუმარტეს ომარ მირცხულავას რეგისტრირებული ქორწინების შესახებ. აღნიშნულს ადასტურებს სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის მიხედვითაც კეთილსინდისიერია მეუღლე, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ; 3.2. შორენა მირცხულავას, ევა მირცხულავას, თამარა მირცხულავას (არასრულწლოვანი), მიხეილ მირცხულავას (არასრულწლოვანი) სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები: 3.2.1. აპელანტების განმარტებით, მოწმეების ნინო მირცხულავას, მედეა მირცხულავას და ირმა გოცირიძის ჩვენებებზე მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოსდა ,,მოსარჩელეებმა ბაჩო მ. გაგუამ, ჯული გაგუამ და თამუნა მირცხულავამ ფაქტობრივი ფლობით მიიღეს ომარ მირცხულავას სამკვიდრო ქონება, მათ შორის უძრავი ნივთი მდებარე სენაკი, სტალინის ქ. №61-ში, ს/კ 44.01.01.028ა". ასეთი დასკვნისათვის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან, მართალია, მოწმე ნინო მირცხულავა (მამკვიდრებლის და) მიუთითებს, რომ ომარ მირცხულავას დედამ (თამარ არახამია) ჯული გაგუას (პარასკევ დღეს) ლარნაკები გაატანა შვილებისთვის, თვითონ ჯული გაგუა კი შაბათს დანიშნულ დაკრძალვაზე არ იყო, ვინაიდან ბილეთი წინასწარ ჰქონდა აღებული და შაბათს მიფრინავდაო ამერიკაში, მაგრამ მამკვიდრებელ ომარ მირცხულავას მეორე და (მოწმე) მედეა მირცხულავა შორენა მირცხულავას რწმუნებულის კითხვაზე - თუ როდის და ვის მიერ მოხდა ნივთების გადაცემა, ომარ მირცხულავას სიცოცხლეში თუ გარდაცვალების შემდგომ და ნივთების (ვაზების) გადაცემაში მან როგორი მონაწილეობა მიიღო, უშუალოდ ესწრებოდა თუ არა, (სრულიად საწინააღმდეგოს) პასუხობს, რომ მისმა ძმამ ომარიმ თავის სიცოცხლეში, გარდაცვალებამდე გადასცაო ვაზები ჩემს რძალს ნანას, იგივე ჯული გაგუას, აბა გარდაცვალების შემდგომ როგორ გადასცემდაო. შესაბამისად, ეს მოწმე არ ადასტურებს მამის სახსოვრად ბებიისგან სერვიზის/ვაზების გადაცემა ან/და გაგზავნა/მიღების ფაქტს. ხოლო მოწმე ირმა გიცირიძე (მედეა მირცხულავას შვილი და მამკვიდრებელ ომარ მირცხულავას დისშვილი) ზოგადად მიუთითებს, რომ ბებიამ მისცა ჯული გაგუას ვაზები, მაგრამ კონკრეტულად არ ადასტურებს, თუ სად, როდის, რომელ დღეს და ვის მიერ მოხდა ნივთების გადაცემა; უფრო მეტიც, ეს მოწმე საერთოდ არც ადასტურებს, რომ თითქოსდა უშუალოდ ესწრებოდა ამ ნივთების გადაცემის ფაქტს. ეს მოწმე და ასევე ყველა მოწმე, რომლებიც კი დაიკითხა ჯული გაგუასა და სხვა მოწინააღმდეგე მხარეთა მოწვევით, არ ადასტურებენ, რომ ომარ მირცხულავას შვილები მამის გასვენებაში - ქელეხში ან/და ორმოც/წლისთავზე საერთოდ იყვნენ უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსულები; ჯული გაგუა კი იმყოფებოდა მხოლოდ სამძიმარზე, გასვენებაში (ქელეხში) კი (შაბათს) არ იმყოფებოდა; 3.2.2. მართალია, სასამართლომ ნინო მირცხულავას, მედეა მირცხულავას და ირმა გოცირიძის ჩვენებებზე მითითებით ჩათვალა, რომ თითქოსდა ,,ომარის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, ომარის დედამ ჯულის გადასცა 5-6 ცალი სერვიზი, ვაზის სახით, ორი მისთვის, ხოლო დანარჩენი შვილებისთვის თამუნა და ბაჩოსთვის” და ეს ე.წ. ფაქტი ჩათვალა სკ 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის წესით მიღებად, ეს მაშინ, როცა სასამართლოს გააჩნდა მხოლოდ ამ მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რომლითაც სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის წესით დაუფლება არ დასტურდება, ხოლო სენაკში მდებარე სადაო სახლში ომარ მირცხულავას გარდაცვალებიდან მეორე დღეს სამძიმარზე ჯული გაგუას ვიზიტის და ომარის დედა თამარ არახამიასთან შეხვედრის ან/და სერვისის გადაცემა-მიღების შესახებ უშუალოდ თვითმხილველ პირთა ჩვენებები სასამართლოს არ მოეპოვებოდა. ეს მოწმეები, ასევე, მოწმეები თინათინ ქორაია, ბესიკ ნარმანია, ფრიდონ გეგენავა ადასტურებენ, რომ სენაკის სახლში ომარ მირცხულავასთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა ომარის მეუღლე შორენა მირცხულავა, ამ მეუღლეებმა შეიძინეს და გაარემონტეს სახლი, შეიძინეს ავეჯი; ამასთან, სადაო არ არის, რომ ომარ მირცხულავას გარდაცვალების მომენტში მასთან იმყოფებოდა მხოლოდ მისი მეუღლე შორენა მირცხულავა. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ თითქოსდა გარდაცვალებიდან მეორე დღეს ომარის დედამ ჯული გაგუას გადასცა 5-6 ცალი სერვიზი, არ გამომდინარეობს მოწმეთა ჩვენებებიდან; 3.2.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოწმეების ლუარა ნაყოფიას, ნინო მირცხულავას, მედეა მირცხულავას, მზია ზარქუას ჩვენებებზე მითითებით ჩათვალა, რომ თითქოსდა ომარ მირცხულავას ჯულიეტა (ჯული) გაგუასთან ცოლქმრული ურთიერთობა გარდაცვალებამდე არ შეუწყვეტია და გარდაცვალების შემდგომ ამ უკანასკნელის შვილებთან ერთად გაიღო მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯები. მართალია, სასამართლომ ჯული გაგუა (16.03.1982წ რეგ. ქორწინების საფუძველზე) შორენა მირცხულავასთან ერთად (რომლის ქორწინების რეგისტრაციაც განხორციელებულია 14.07.2004წ) ცნო ომარ მირცხულავასთან ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების, მათ შორის უძრავი ნივთის მდებარე სენაკი, სტალინის ქ. №61-ში, ს/კ 44.01.01.028ა, 1/2 წილზე მესაკუთრედ თანაბარი წილის უფლებით, მაგრამ სკ 1341-ე მუხლის მიზნებისათვის არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ჯული გაგუასა და ომარ მირცხულავას შორის ქორწინება ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა, თითქოსდა შეწყვეტილი არ იყო და ისინი ცალ-ცალკე არ ცხოვრობდნენ. ეს მაშინ, როცა ომარ მირცხულავა ჯერ კიდევ 1995 წლის 30 აგვისტოდან 2002 წლის 26 დეკემბრამდე (ქორწ/შეწყვ/იქნა რფ სმოლენსკის ოლქის ურგანსკის რ-ნის მმაჩის განყ/ განქორწ/ სააქტო ჩანაწერით №70, 25.11.2002წ ერთ/განცხადების საფუძველზე), რიგით მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა ლამარა ლომიასთან და ამ ქორწინების ფაქტი ჯული გაგუას მიერ მოწვეულმა მოწმეებმა მედეა მირცხულავამ, გიუნტერ კინწურაშვილმა, ნინო მირცხულავამ ნოდარ კვაშილავამ, მზია ზარქუამ დაადასტურეს. კერძოდ, გიუნტერ კინწურაშვილმა მიუთითა, რომ სენაკის სახლი ომარ მირცხულავას მეორე ცოლმა ლამარა ლომიამ გააწყო, ნინო მირცხულავამ კი დაადასტურა, რომ ნანა/ჯული გაგუა და ლამარა ლომია დაქალები იყვნენ, მაგრამ სწორედ მან დაუნგრია ოჯახი და ცოლად ომარი მირცხულავამ ლამარა ლომია შეირთო, მზია ზარქუამ მიუთითა, რომ სენაკის სახლში იმყოფებოდა ომარის ცოლი ლამარა ლომია და ა.შ.; 3.2.4. სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილებაში არ ასახა ჯული გაგუას, თამილა მირცხულავასა და ბაჩო მ. გაგუას მიერ მოწვეული მოწმის გიუნტერ კინწურაშვილის ჩვენება, რომლის მიხედვითაც სენაკის სახლი იყიდა ომარიმ, მეუღლე იყო ლამარა ლომია, რომელმაც დიდი შრომა ჩადო სახლის კეთილმოწყობაში, სახლში ყველაფერი მან მოაწყო. ის ჩამოდიოდა სენაკის სახლში და რჩებოდა, მერე კი წავიდა მოსკოვში. რაც შეეხება ჯული გაგუას, მოწმე გიუნტერ კინწურაშვილმა საერთოდ არ დაადასტურა ომარ მირცხულავასა და ჯული გაგუას თანაცხოვრების ან/და ქორწინების განმავლობაში რაიმე ქონების ერთობლივად შეძენის ფაქტობრივი გარემოებები, ეს მაშინ, როცა ის სწორედ ამ გარემოებების დასადასტურებლად იქნა ჯული გაგუას მხარის მიერ მოწვეული. ასევე, სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ ასახა მოწმე ნინო მირცხულავას (ომარის დის) ჩვენება იმის შესახებ, რომ სენაკის სახლი მამამისმა იყიდა 18 000 აშშ დოლარად, ამ სახლში არცერთი მეუღლე არ ცხოვრობდა, ლამარა ლომიას გარდა, რომელმაც 31 ჩემოდანი ნივთები გაიტანა სახლიდან; მოსკოვში ორი ბინა ჰქონდა ომარის და იმ ბინიდანაც გაიტანა ნივთები ლამარა ლომიამ. რაც შეეხება ჯული გაგუას და ომარ მირცხულავას თანაცხოვრებას და ქონების ერთობლივად შეძენის გარემოებებს, მოწმე ნინო მირცხულავა საერთოდ არ მიუთითებს, ეს მაშინ, როცა ის სწორედ ამ გარემოების დასადასტურებლად იყო ჯული გაგუას მხარის მიერ მოწვეული; 3.2.5. სასამართლომ მოწმეების მზია ზარქუას, ლუარა ნაყოფიას, ირმა გოცირიძის, მედეა მირცხულავას, ნინო მირცხულავას ჩვენებებზე მითითებით არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოსდა ომარ მირცხულავას ჯულიეტა (ჯული) გაგუასთან ცოლქმრული ურთიერთობა გარდაცვალებამდე არ შეუწყვეტია და გარდაცვალების შემდგომ ჯული გაგუას და მისი შვილების მიერ გაღებული ხარჯებით მოხდა ომარ მირცხულავასა და მისი დედის დაკრძალვა, ორმოცისა და წლისთავის გადახდა, ვინაიდან დადგენილი ფაქტია ან/და სადაო არ არის, რომ ომარ მირცხულავას სამძიმარ/დაკრძალვაზე არ ჩამოსულან უცხოეთში მყოფი მისი შვილები, ჯული გაგუა კი იყო მხოლოდ სამძიმარზე გასვენებამდე ერთი დღით ადრე - პარასკევ დღეს, შაბათს კი ამერიკაში გაფრინდა, ხოლო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ჯული გაგუამ და მისმა შვილებმა რაიმე თანხა დახარჯეს ან/და გაიღეს აღნიშნული საწესჩვეულებო მიზნებისათვის, როგორიც შეიძლება იყოს ფულადი გადარიცხვა/გზავნილი, საბანკო დოკუმენტები, გადახდის ქვითრები, წერილობითი მტკიცებულებები, სასამართლოში წარდგენილი არ არის. ფულის გადაცემა/ჩაწერის ფაქტს კი უშუალოდ არცერთი მოწმე არ შესწრებია და არც ადასტურებს; 3.2.6. არ არის სწორი სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ თითქოსდა ,,მამკვიდრებელ ომარ მირცხულავაზე რიცხული სახლი, მდებარე სენაკი, სტალინის ქ. №61-ში, შეძენილია 2004 წელს, რადგან სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის ყველა მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ სახლი შეძენილია 1997-98 წლებში ჯერ კიდევ შორენა მირცხულავას მოყვანამდე, რომლის რეგისტრაცია განხორციელდა მოგვიანებით 2004 წელს”. მართალია, სასამართლო ასეთი დასკვნის დასაბუთების მიზნებისათვის მიუთითებს ჯული გაგუასა და სხვა თანამოსარჩელეთა მიერ მოწვეული მოწმეების ჩვენებებზე, მაგრამ ამ მოწმეების ჩვენებები ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივია და რადიკალურად განსხვავდებიან, ამასთან მათ განმარტებებში გამოიკვეთა ზედმეტად სუბიექტური და უარყოფითი დამოკიდებულება შორენა მირცხულავას პერსონასადმი, რაც მათ დაინტერესებაზე და მიკერძოებულობაზე მიუთითებს, რის გამოც მათი ჩვენებები დამაჯერებლობას არის მოკლებული; 3.2.7. სასამართლომ საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა სენაკის სახლის ნასყიდობისა და საკუთრების თაობაზე არსებული წერილობითი მტკიცებულებები, როგორიცაა 2004 წლის 23 ივლისის სანოტარო აქტი №1-802 ნასყიდობის ხელშეკრულების დამოწმების შესახებ, რომლის მიხედვითაც თამაზ ჭიჭაღუამ 10 000 ლარად მიყიდა ომარ მირცხულავას სენაკში, სტალინის ქ. 61-ში 3 538 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი; 23.07.2004წ ამონაწერი საჯარო რეესტრიიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ, 23.07.2004წ საკადასტრო რუკა. სასამართლომ უძრავი ქონების შეძენასთან და საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხებზე პრიორიტეტი მიანიჭა მოწმეთა ჩვენებებს, რაც სსსკ 102.3-ე მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 311-312-ე, 323-ე მუხლების იგნორირებაა; 3.2.8. სასამართლომ დავის გადასაწყვეტად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1341-ე, 1421.2,3-ე, 1424-ე 183-ე, 311-312, 323-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105.2 მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან არასწორად განმარტა სკ 1341 მუხლი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის შედეგად კი საქმეზე გასაჩივრებულ ნაწილში არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რაც 393.2 ა, გ, 3 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ 2.1-2.10, 2.12-2.15 პუქნტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს შემდეგს: 4.2. დადგენილია, რომ 2004 წლის 14 ივლისს შორენა ხაჟალია (შემდგომში მირცხულავა) რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა ომარ მირცხულავასთან. (იხ. ქორწინების მოწმობა, ტომი 3, ს/ფ 32). 4.3. 14.07.2017წ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება (მდებარე ქ. სენაკი, სტალინის ქ.N61-ში,ს/კ 44.01.01.028ა), N1-802 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დამოწმების თარიღი 23/07/2004წ. აღირიცხა ომარ მირცხულავას საკუთრებაში. დადგენილია ამავე პერიოდიდან ომარ მირცხულავასა და შორენა მირცხულავას თანაცხოვრობის ფაქტი. სააპელაციო პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, სენაკში მდებარე, ამ პუნქტში მითითებული უძრავი მივთის შეძენას მათ მიერ, ხოლო ეს ფაქტი შორენა მირცხულავას პოზიციას უძრავი ნივთის ½ წილზე მისი საკუთრების შესახებ, კანონიერს ხდის. სააპელაციო პალატას აღნიშნულის საპირისპიროდ, უსაფუძვლოდ მიაჩნია მოწინააღმდეგე მხარის - ჯული გაგუას პრეტენზია, მითითებული უძრავი ნივთის ფლობასთან დაკავშირებით უფრო ადრეული პერიოდიდან და განმარტავს, რომ მხარეთა საკუთრების უფლების დადგენისათვის უპირატესობა ენიჭება საჯარო რეესტრის ჩანაწერს და ამგვარი უფლების (თანასაკუთრება) სოციალური არსი მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაზე დაყრდნობით არ შეიძლება შეიცვალოს. (იხ. ამონაწერი, ტომი 1, ს/ფ 24) 4.4. 12.09.2017წ. სანოტარო აქტით (დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ) დადგენილია, რომ ჯული გაგუამ 12.09.2017წ. მიმართა სანოტარო ორგანოს მისი გარდაცვლილი მეუღლის ომარ მირცხულავას სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ. ამავე სანოტარო აქტით დადგენილია, რომ ამავე ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით ასევე სანოტარო ორგანოში დადგენილ ვადაში, 27.08.2012წ. განცხადება ჰქონდა წარგენილი გარდაცვლილი ომარ მირცხულავას მეუღლეს შორენა მირცხულავას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ნოტარიუსი ვერ ადგენდა მემკვიდრეთა წრეს ჯული გაგუას უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. (იხ. სანოტარო აქტი, ტომი 2, ს/ფ 29). 4.5. დადგენილია, რომ 27.08.2012წ. არასრუწლოვანი შვილების ევა, თამარა და მიხეილ მირცხულავების კანონიერმა წარმომადგენელმა - დედამ, შორენა მირცხულავამ განცხადებებით მიმართა სანოტარო ორგანოს, რომლითაც მოითხოვა კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ არასრულწლოვნების გარდაცვლილი მამის ომარ მირცხულავას დანაშთ ქონებაზე, მდებარე, ქ.სენაკი, სტალინის ქ.N61-ში, მათ კუთვნილ წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. (იხ. განცხადებები, ტომი 1, ს/ფ 171-178). 4.6. დადგენილია, რომ 25.09.2012წ. აწ გარდაცვლილმა თამარა არახაიამ - ომარ მირცხულავას დედამ და პირველი რიგის მემკვიდრემ, სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენის გზით, დაადასტურა ის გარემოება, რომ მას კანონით დადგენილი არცერთი ფორმით არ მიუღია მისი შვილის ომარ მირცხულავას დანაშთი ქონება და არანაირ პრეტენზიას არ აცხადებდა მასზე. (იხ. განცხადება, ტომი 1 ს/ფ 180). 4.7. განსახილველი დავის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა ომარ მირცხულავას სამკვიდროს მიღების ფაქტის დადასტურება, ომარ მირცხულავას და შორენა მირცხულავას შორის რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების თანაბარწილად გაყოფა და მეუღლეთა საერთო ქონებაში ½ წილზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა. 4.8. წარმოდგენილი სარჩელით ჯული გაგუას ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ომარ მირცხულავას და შორენა მირცხულავას შორის 2004 წლის 14 ივლისს რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა და იმ იურიდიული შედეგების გაუქმება, რომლებსაც კანონი ნამდვილ ქორწინებასთან აკავშირებს. 4.9. სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ,,ა“ ნაწილის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან. 4.10. სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ. 4.11. სამოქალაქო კოდექსის 1143-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქორწინება, რომელიც გაფორმდება 1120-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, შეიძლება სასამართლომ ბათილად ცნოს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან. ასეთი საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ დაქორწინებით, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს. 4.12. საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ 2004 წლის 14 ივლისს, როდესაც ჯული გაგუა რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა ომარ მირცხულავასთან, არსებობდა ქოწინების დამაბრკოლებელი გარეოება, კერძოდ, ომარ მირცხულავა ჯერ კიდევ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ჯული გაგუასთან, რომელთანაც დაქორწინა 1982 წლის 16 მარტს და განქორწინებული არ იყო. ამდენად, პალატა იზიარებს ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ ცალსახად არსებობდა ომარ მირცხულავასა და შორენა მირცხულავას შორის 2004 წლის 14 ივლისს რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. 4.13. სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ პირთა ქონებრივი ურთიერთობები, რომელთა ქორწინებაც ბათილად იქნა ცნობილი, წესრიგდება საერთო საკუთრების შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე), მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება 1182-ე და 1186-ე მუხლების მიხედვით, ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს 1158-ე და 1171-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ქორწინების ბათილად ცნობა არ ხელყოფს ასეთი ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვთა უფლებებს. 4.14. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ამავე კოდექსის 1171-ე მუხლის თანახმად, განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. 4.15. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ. 4.16. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 4.17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 4.18. დადგენილია, რომ შორენა მირცხულავა და ომარ მირცხულავა რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ, 2004 წლის 14 ივლისს, ხოლო სადავო უძრავი ქონება N1-802 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დამოწმების თარიღი 23/07/2004წ. აღირიცხა ომარ მირცხულავას საკუთრებაში. ამასთან, სადავო უძრავ ქონებაში შორენა მირცხულავა და ომარ მირცხულავა ცხოვრობდნენ ერთად. ამდენად, გამოდის, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილია მეუღლეთა (შორენა მირცხულავა და ომარ მირცხულავა) მიერ ქორწინების განმავლობაში. ამ მხრივ სააპელაციო პალატა არ იზიარებს ჯული გაგუას შედავებას, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილია გაცილებით ადრე,1997-1998 წლებში, ომარ მირცხულავას და მას შორის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელი საწინააღმდეგო მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენს მოცემული გარემოების დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულებას. შესაბამისად, სადავო უძრავ ქონებაზე არ არსებობს ჯული გაგუას საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები. 4.19. ამდენად, სადავო უძრავ ქონებაზე შორენა მირცხულავას სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას რამდენად იცოდა ან შეიძლებოდა სცოდნოდა მას ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ანუ რამდენად კეთილსინდისიერია იგი. 4.20. დადგენილია, რომ შორენა მირცხულავა და ომარ მირცხულავა სადავო უძრავ ქონებაში მათ შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ. შორენა მირცხულავა ომარ მირცხულავას გარდაცვალებიდან დღემდე ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში. ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით ოჯახი სახეზე იყო. ბაჩო მ. გაგუას, თამილა მირცხულავას, ჯული გაგუას მითითებით, შორენა მირცხულავამ იცოდა, რომ ომარ მირცხულავას ჰყავდა ცოლი და შვილები, რაზეც მას მოყვანისთანავე განუცხადეს, მან კი უპასუხა, რომ იცოდა აღნიშნულის თაობაზე. თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს იმას, რომ შორენა მირცხულავამ იცოდა ომარ მირცხულავა მასთან ქორწინების დროს იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ჯული გაგუასთან, მით უმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ისინი ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. შესაბამისად, არ დასტურდება ის გარემოება, რომ შორენა მირცხულავამ იცოდა ან შეიძლება სცოდნოდა ქორწინების აღნიშნული დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იგი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. ამდენად, არსებობს სადავო უძრავ ქონებაზე შორენა მირცხულავას და ომარ მირცხულავას საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები. შესაბამისად, შორენა მირცხულავა ცნობილი უნდა იქნას სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ. 4.21. მხარეთა შორის ასევე სადავოა ომარ მირცხულავას დანაშთი უძრავ ქონების, მდებარე ქ. სენაკი, სტალინის ქ.N61-ში,ს/კ 44.01.01.028ა, კანონისმიერი მემკვიდრეობის გზით მიღება. 4.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივის), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივის) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის ასევე საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა. 4.23. ვინადან სადავო უძრავი ქონების, მდებარე ქ. სენაკი, სტალინის ქ.N61-ში,ს/კ 44.01.01.028ა, ½ წილის მესაკუთრა შორენა მირცხულავა, გამოდის, რომ დარჩენილი ½ წილი წარმოადგენს ომარ მირცხულავას სამკვიდრო მასას. 4.24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით; 4.25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის; 4.26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები; 4.27. დადგენილია, რომ ომარ მირცხულავას პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მეუღლე - ჯული გაგუა (რომელთანაც არ ყოფილა განქორწინებული), შვილები - ბაჩო მ.გაგუა და თამილა მირცხულავა (ჯული გაგუას შვილები); შვილები - ევა, თამარა და მიხეილ მირცხულავები (შორენა მირცხუალავას შვილები). ხოლო ვინაიდან, შორენა მირცხულავასთან რეგისტრირებული ქორწინება ბათილია, იგი ვერ იქნება მიჩნეული ომარ მირცხულავას კანონისმიერ მეკვიდრედ. ომარ მირცხულავას პირველი რიგის მემკვიდრე ასევე იყო დედა - თამარა არახაია (აწ გარდაცვლილი), თუმცა სადავო არაა ის გარემოება, რომ მას მისი შვილის დანაშთი ქონება კანონით დადგენილი წესით არ მიუღია. 4.28. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი; 4.29. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამდენად მითითებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი) სამკვიდროს მიღებას უკავშირებს ასევე სამკვიდროს ფლობას და მართვას, რაც უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა საკუთრებითი ბატონობა და აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება; 4.30. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს, რაც გარკვეული ვადითაა შეზღუდული. მემკვიდრეობის მიღება ხდება უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვით, ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვა შეზღუდულია დროით. საჭიროა - ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა - სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. ამ მოქმედების განხორციელების შედეგად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო უკვე შეიძინა, იგი არის მისი მესაკუთრე. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე - სამკვიდროს მიღების შესახებ. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას, ან არ მიიღებს ზომებს ამ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს ვერ მოახდენს გავლენას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა; 4.31. სამკვიდროს გახსნიდან - ექვსი თვის განმავლობაში, მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას, ან მართოს იგი. ასეთად კი მიიჩნევა - მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანა, შენახვა; სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, ქონების მართვასა და მოვლა პატრონობაში, მამკვიდრებლის ქონებაზე დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.; 4.32. ამდენად, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (იხ. სუსგ-ები Nას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; ას-203-193-2016, 02.06.2016; ას-972-921-2015, 15.12.2015წ; Nას-482-455-2012, 31.05.2012წ.); 4.33. დადგენილია, რომ ომარ მირცხულავას გარდაცვალებიდან კანონით დადგენილი 6 თვის ვადაში ჯული გაგუას, ბაჩო მ.გაგუა და თამილა მირცხულავას არ მიუმართვათ სანოტარო ორგანოსათვის ომარ მირცხულავას დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. დადგენილია, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ომარ მირცხულავას გარდაცვალებისას, სამძიმარზე ჩამოსული იყო მხოლოდ ჯული გაგუა. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათ ფაქტობრივი ფლობის გზით მიიღეს ომარ მირცხულავას დანაშთი სამკვიდრო ქონება, რის გამოც მათი წილის პროპორციულად მათზე უნდა გაიცეს სამკვიდრო მოწმობები. ამ მხრივ ისინი მიუთითებენ, რომ ომარ მირცხულავას დედამ (თამარ არახამია) ჯული გაგუას ლარნაკები გაატანა შვილებისთვის, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ამით ისინი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ ომარ მირცხულავას დანაშთ ქონებას. ამასთან, გაურკვეველია ზოგადად ეს ლარნაკები შედიოდა თუ არა ომარ მირცხულავას სამკვიდრო მასაში, თუმცა ასეც რომ იყოს, ეს ფაქტი ვერ იქნება მიჩნეული სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის წესით მიღებად. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ, რომ მათ გაიღეს დაკრძალვის გარკვეული ხარჯები, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მათ მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა, ხოლო მოწმეთა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, ამ გარემოების დასადასტურებლად სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული. ამდენად, ჯული გაგუას, ბაჩო მ.გაგუა და თამილა მირცხულავას სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებელია, რის გამოც ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 4.34. დადგენილია, რომ 27.08.2012წ. ანუ კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში (ომარ მირცხულავა გარდაიცვალა 11.07.2012წ.) არასრუწლოვანი შვილების ევა, თამარა და მიხეილ მირცხულავების კანონიერმა წარმომადგენელმა, დედამ, შორენა მირცხულავამ განცხადებებით მიმართა სანოტარო ორგანოს, რომლითაც მოითხოვა კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ არასრულწლოვნების გარდაცვლილი მამის ომარ მირცხულავას დანაშთ ქონებაზე, მდებარე, ქ.სენაკი, სტალინის ქ.N61-ში, მათ კუთვნილ წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ამდენად, ევა, თამარა და მიხეილ მირცხულავებზე მათი წილის პროპორციულად არსებობს მამის დანაშთ ქონებაზე, სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილზე, საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები. 4.35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით; 4.36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია; 4.37. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ბაჩო მ. გაგუას, თამილა მირცხულავას და ჯული გაგუას სააპელაციო საჩივარი, ასევე შორენა მირცხულავას, ევა მირცხულავას, თამარა მირცხულავას (არასრულწლოვანი) და მიხეილ მირცხულავას (არასრულწლოვანი) სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილევა; მოსარჩელეების ბაჩო მ. გაგუას, ჯული გაგუას, თამილა მირცხულავას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად უნდა იქნას ცნობილი ომარ მირცხულავასა და შორენა მირცხულავას შორის №01171013961, 2004 წლის 14 ივლისს, სააქტო ჩანაწერი №0------ რეგისტრირებული ქორწინება, რის შესახებაც უნდა ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს; დანარჩენ ნაწილში ბაჩო მ. გაგუას, ჯული გაგუას, თამილა მირცხულავას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს; შორენა მირცხულავას, ევა მირცხულავას, თამარა მირცხულავას, მიხეილ მირცხულავას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შორენა მირცხულავა ცნობილი უნდა იქნას ომარ მირცხულავასთან თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილი ქონების, მათ შორის უძრავი ნივთის, მდებარე ქ. სენაკი, სტალინის ქ. №61,ს/კ.: 44. 01. 01.028ა ½ წილზე მესაკუთრედ; ომარ მირცხულავას დარჩენილ სამკვიდრო ქონების ½ წილზე პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებად თანაბარ წილში ცნობილი უნდა იქნას შვილები: ევა მირცხულავა, თამარა მირცხულავა და მიხეილ მირცხულავა და მათზე გაცემულ უნდა იქნას შესაბამისი კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობები; დანარჩენ ნაწილში შორენა მირცხულავას სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს;
6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა; 6.2. ბაჩო მ. გაგუას, ჯული გაგუას, თამილა მირცხულავას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად; ხოლო ბაჩო მ. გაგუას, ჯული გაგუას, თამილა მირცხულავას უნდა დაეკისროს შორენა მირცხულავას, ევა მირცხულავას, თამარა მირცხულავას, მიხეილ მირცხულავას სასარგებლოდ მათ მიერ პირველ და მეორე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. ბაჩო მ. გაგუას, თამილა მირცხულავას და ჯული გაგუას სააპელაციო საჩივარი, ასევე შორენა მირცხულავას, ევა მირცხულავას, თამარა მირცხულავას (არასრულწლოვანი) და მიხეილ მირცხულავას (არასრულწლოვანი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილევა; 3. მოსარჩელეების ბაჩო მ. გაგუას, ჯული გაგუას, თამილა მირცხულავას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 4. ბათილად იქნას ცნობილი ომარ მირცხულავასა და შორენა მირცხულავას შორის №01171013961, 2004 წლის 14 ივლისს, სააქტო ჩანაწერი №0------ რეგისტრირებული ქორწინება, რის შესახებაც ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს; 5. დანარჩენ ნაწილში ბაჩო მ. გაგუას, ჯული გაგუას, თამილა მირცხულავას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 6. შორენა მირცხულავას, ევა მირცხულავას, თამარა მირცხულავას, მიხეილ მირცხულავას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 7. შორენა მირცხულავა ცნობილი იქნას ომარ მირცხულავასთან თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილი ქონების, მათ შორის უძრავი ნივთის, მდებარე ქ. სენაკი, სტალინის ქ. №61,ს/კ.: 44. 01. 01.028ა ½ წილზე მესაკუთრედ; 8. ომარ მირცხულავას დარჩენილი სამკვიდრო ქონების ½ წილზე პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებად თანაბარ წილში ცნობილ იქნას შვილები: ევა მირცხულავა, თამარა მირცხულავა და მიხეილ მირცხულავა და მათზე გაცემულ იქნას შესაბამისი კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობები; 9. დანარჩენ ნაწილში შორენა მირცხულავას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს; 10. ბაჩო მ. გაგუას, ჯული გაგუას, თამილა მირცხულავას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად; 11. ბაჩო მ. გაგუას, ჯული გაგუას, თამილა მირცხულავას დაეკისროს შორენა მირცხულავას, ევა მირცხულავას, თამარა მირცხულავას, მიხეილ მირცხულავას სასარგებლოდ მათ მიერ პირველ და მეორე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; 12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით; 13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლეები: ლაურა მიქავა (თავმჯდომარე) ირმა პერანიძე ინდირა მაშანეიშვილი