1. ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
2. იმ პირთა ქონებრივი ურთიერთობები, რომელთა ქორწინებაც ბათილად იქნა ცნობილი, წესრიგდება საერთო საკუთრების შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით.
3. ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე), მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება 1182-ე და 1186-ე მუხლების მიხედვით, ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს 1158-ე და 1171-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები.
4. ქორწინების ბათილად ცნობა არ ხელყოფს ასეთი ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვთა უფლებებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(11)
საქმე №ას-1354-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
…(შემდეგში სადავო უძრავი ქონება ან სადავო ბინა) საკუთრებაში მიიღო 1/2 წილი. მოსარჩელე ცნობილი იქნა სადავო უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ. 2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, მართალია, მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლი, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას ვერ მოიპოვებდა მოპასუხე…
…მათ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-სა და შ. ხ-ს შორის არსებული ქორწინების ბათილობა არ წარმოადგენდა სადავო ბინაზე მ. მ-ის უფლების გაუქმების საფუძველს. სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირთა ქონებრივი ურთიერთობები, რომელთა ქორწინებაც ბათილად იქნა ცნობილი, წესრიგდება საერთო საკუთრების შესახებ…
საქმე №ას-376-625-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2008
…პირობები და მთლიანად მიისაკუთრა მოსარჩელის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლი, რაც არსებითად არღვევდა მოსარჩელის კანონიერ უფლებებს. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 1145-ე, 1146-ე და 173-ე მუხლებზე (ს.ფ. 1-3; 50-51). მოპასუხე ც. გ-მა ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნები…
საქმე №ბს-402-525-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.03.2004
…1991 წელს 1993 წელს განქორწინდნენ, ხოლო 1994 წელს კვლავ გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში. საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით კი ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სკ-ის 1146-ე მუხლის თანახმად, ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება რეგისტრაციის მომენტიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა შორის უფლება-მოვალეობებს. 1996წ. 28 ივნისს ლ.…
საქმე №3კ/610-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2002
…ვ. წ.-თან. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ქორწინება, როგორც ფიქტიური, ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. მ.-სა და ვ. წ.-ს შორის ფაქტობრივად არ ყოფილა საქორწინო ურთიერთობა. სკ-ს 1146-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან. რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას ნ. მ.-სა…
მუხლი 28. ქორწინების შეწყვეტა— სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია
მუხლი 25. ქორწინება— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ