განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.04.2019
საქმის ნომერი
330210115001200615
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115001200615

საქმე №2ბ/3292-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2019 წ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები - ირაკლი ბონდარენკო

ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი - ე---–--------

წარმომადგენელი - თ-------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ე-----------------------

წარმომადგენელი - ე--------------------–-–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – კანონიერი მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, ე--ტ------ ჭ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ე----------------------- ცნობილ იქნა 2----–-–----- ივლისს გარდაცვლილი გ------- ფ---–---–--–---–ის სახელზე რიცხული, ქ. თბილისი, ა-----–---- ქუჩა N--ში მდებარე ბინა #----ის, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------- ½ ნაწილის თანამესაკუთრედ; მოპასუხე ე---–--------ს ჩამოერთვა 2----–-–----- ივლისს გარდაცვლილი გ------- ფ---–---–--–---–ის მემკვიდრეობისა და სავალდებულო წილის მიღების უფლება; ამავე გადაწყვეტილებით, ე-- შ----–--ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2----–-–------------------ს გ------- ფ---–---–--–---–სა და ე-----------------------ს შორის, ქ-------–-------------–-----------–-ს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი N------------

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ე---–-------- 2000 წლიდან ცხოვრობს ს----------–-, ქ.ა----–-. იგი გ------- ფ---–---–--–---–ის დაკრძალვას არ დასწრებია.

 

2.2. მოსარჩელე ე--ტ------ ჭ----------ისათვის გ------- ფ---–---–--–---–თან ქორწინების რეგისტრაციის დროს, 2----–-–------------------სათვის ცნობილი არ იყო ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების, სხვა პირთან ქორწინების მოქმედი ჩანაწერის არსებობის თაობაზე.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.3. 1966 წლის 10 ივნისს თ-------------–---- სახელზე გაიცა ორდერი, რომლის საფუძველზეც მას, ოჯახის წევრებთან ერთად მიეცა უფლება დაე--ვებინა 2 ოთახი, ფართით - 31 კვ.მ, მისამართზე: ქ. თბილისი, ვ-–----–----–-- სახლი N--- სადარბაზო 1, ს--------–---- 1----–-–-- 24 იანვრისათვის საცხოვრებლის დამქირავებელს წარმოადგენს ნ----–-–--–---–-, მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს - შვილები, გ------- ფ---–---–--–---–ი, თ----- ფ---–---–--–---–ი და ო--------------–-------. 1994 წლის 19 თებერვალს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, გ------- ფ---–---–--–---–ს უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცა უძრავი ნივთი მდებარე ვ-–----–----–-- სახლი N--- სადარბაზო 1, ს--------–----

 

2.4. გ------- ფ---–---–--–---–სა და ე---–--------ს შორის 1----–-–---------------ს რეგისტრირებულ იქნა ქორწინება, სააქტო ჩანაწერი N----. განქორწინების სააქტო ჩანაწერი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაცული არ არის. ამ ქორწინების შემდეგ დღემდე სხვა ქორწინება არ იძებნება. ქორწინების აქტის ჩანაწერი N----, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ე-–------------–------–-------- 2----–-–----------------–ს.

 

2.5. 1993 წლის 21 ნოემბერს, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის თბილისის საერთაშორისო განყოფილების მიერ განხორციელდა გ------- ფ---–---–--–---–ის და თ---------–---- ქორწინების N--- აქტის რეგისტრაცია. ქორწინება შეწყდა 2----–-–----- მაისს. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი, 1----–-–-----------------ს დაბადებული ნ--- ფ---–---–--–---–ი.

 

2.5. გ------- ფ---–---–--–---–ს 2010 წლის 28 ივნისს პ---------------–---------------–----------------------------------------------–--ის მიერ განესაზღვრა დიაგნოზი - ც ჰეპატიტი. სს ,,------–--------------–-------–--------------–------------------–------------–------–- მკურნალობას გადიოდა პაციენტი გ------- ფ---–---–--–---–ი. პირველი შემთხვევა კლინიკაში დაფიქსირდა 2010 წლის 17 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე, დიაგნოზი : ც ჰეპატიტი, მეორე შემთხვევა დაფიქსრიდა 2013 წლის 21 მარტიდან 1 აპრილამდე, დიაგნოზი: ც ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ,,აციტი ჩაილდით“, ც სტადია. სს ი-----–--------------–--------–--------------–------------------–-----------–--------------------–--–-------ს მიერ 2----–-–----- სექტემბერს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის #---- მიხედვით, პაციენტ გ------- ფ---–---–--–---–ის დიაგნოზია: ც ქრ. ჰეპატიტი, პათოლოგიური პროცესის ზომიერი აქტივობით, პნევმონია. დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის ნევროლოგის მიერ 2013 წლის 21 აპრილს გაცემული გასინჯვის ფურცელით, გ------- ფ---–---–--–---–ს ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები არ აქვს.

 

2.6. გ------- ფ---–---–--–---–ი საბურთალოს რაიონის, ასევე, ვაკის სამხედრო განყოფილებაში სამხედრო აღრიცხვაზე არ იმყოფება.

 

1----–-–-- საშემოდგომო გაწვევაზე, მოქალაქე გ------- ფ---–---–--–---–ის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება.

 

2.7. ე----------------------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ------- ფ---–---–--–---–თან 2----–-–------------------დან. ამავე თარიღით შედგა ჯვრისწერა სამების საკათედრო ტაძარში.

 

2.8. 2012 წლის 03 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გ------- ფ---–---–--–---–მა გაასხვისა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ვ-–----–----–-ს გამზირი, N-------- N-, ფართი - 51.00 კვ.მ. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 50 000 აშშ დოლარად.

 

2.9. გ------- ფ---–---–--–---–ი 2013 წლის 12 სექტემბრიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. 2013 წლის 01 ნოემბერს ი-----------------თან დადებული საიჯარო ხელშეკრულებით, აღებული ჰქონდა 10 კვ. მ ფართი 6 თვით. ქირის ოდენობა თვეში შეადგენს 100 ლარს.

 

2.10. გ------- ფ---–---–--–---–მა 2----–-–---------------ს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, ა-----–---- ქუჩა (ყ--------------–---–-), N-, ბინა #---, ფართი 86.21 კვ.მ. იგი გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო და ფაქტობრივად ცხოვრობდა ხსენებულ მისამართზე.

 

2.11. ე----------------------- 2012 წლის 08 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ა-----–---- ქ--.

 

2.12. 2011 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით ფიქსირდება გ------- ფ---–---–--–---–ის სახელზე, თ----- ფ---–---–--–---–ისა და ნ--- ფ---–---–--–---–ის მხრიდან პერიოდული ფულადი გზავნილების გადმორიცხვის ფაქტი.

 

2.13. გ------- ფ---–---–--–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 15 ივლისს. მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ, მამა - კ--- ფ---–---–--–---–ი, დედა - ნ--- ფ---–---–--–---–ი, შვილი - ნ--- ფ---–---–--–---–ი. გ------- ფ---–---–--–---–ს გარდაცვალებამდე ანდერძი არ შეუდგენია.

 

2.14. გ------- ფ---–---–--–---–ის სამკვიდროს მისაღებად სანოტარო ორგანოში განცხადებები წარდგენილი აქვთ მის მემკვიდრეებს, მამას - კ--- ფ---–---–--–---–ს (13.11.2015წ), დედას - ნ--- ფ---–---–--–---–ს (11.11.2015წ), ე-----------------------ს, როგორც მეუღლეს (10.11.2015წ) და ე---–--------ს, როგორც მეუღლეს.

 

2.15. ნ--- ფ---–---–--–---–მა, როგორც 2----–-–----- ივლისს გარდაცვლილი გ------- ფ---–---–--–---–ის პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა, 2015 წლის 7 ნოემბერს შედგენილი განცხადებით, უარი თქვა სავალდებულო წილზე, განაცხადა თანხმობა ე---–--------მ და ბებიამ, ნ--- ფ---–---–--–---–მა მიიღონ მისი სამკვიდრო წილი მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე სრულად.

 

2.1-- ე--ტ------ ჭ----------ეს შ------------–------------------” მიერ 2016 წლის 12 ნოემბერს გაეგზავნა გაფრთხილება სასესხო დავალიანების გადახდის შესახებ, გ------- ფ---–---–--–---–თან 2015 წლის 28 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

 

2.17. მამკვიდრებელსა და ე---–--------ს შორის გ------- ფ---–---–--–---–ის გარდაცვალებამდე არანაკლებ სამი წლისა ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

 

აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი გარემოებები: მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ გ------- ფ---–---–--–---–ი მუდმივად ცხოვრობდა თბილისში და აქვე გარდაიცვალა 2----–-–----- ივლისს. იგი თავდაპირველად ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ვ-–----–----–-ს გამზირი, N-------- 7-ში, ხოლო ცხოვრება განაგრძო ქ. თბილისში, ა-----–---- ქ---ში მდებარე საცხოვრებელ ფართში. უდავოა გარემოება იმის თაობაზეც, რომ ე---–-------- 2000 წლიდან წასულია საზღვარგარეთ, ს----------–- საცხოვრებლად, რის შემდეგაც მას მამკვიდრებელთან, თბილისში ერთად არასდროს უცხოვრია. ე---–--------ს არ მიუღია ფიზიკური მონაწილეობა გ------- ფ---–---–--–---–ის მოვლა-პატრონობაში, ამ უკანასკნელის სიცოცხლის ბოლო პერიოდში, არ დასწრებია დაკრძალვას. გ------- ფ---–---–--–---–ის პანაშვიდებს ღებულობდა ე----------------------- და მისი ოჯახი.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოწმეთაგან ნაწილმა არ იცის ე-- შ----–--ის არსებობა, ნაწილს კი სმენია იგი, როგორც გ------- ფ---–---–--–---–თან ფიქტიურ ქორწინებაში მყოფი პირი. მამკვიდრებლის კარის მეზობლისა და უახლოესი მეგობრის ჩვენებით, გარდაცვლილს ჰქონდა ფიქტიური ხელმოწერა 1989 წელს სხვა პირთან, 1990 წლებიდან კი ისინი ერთად იყვნენ თეთრი გ-------ს წევრები, გ------- ფ---–---–--–---–ს ცოლი არ ჰყოლია. მოწმე თ-------–------–---–ის ჩვენებით, რომლის ძმაც წარმოადგენდა გარდაცვლილის უახლოეს, ბავშვობის მეგობარს, მამკვიდრებლის პირველი ცოლი იყო თ---------–---, მანამდე გ-------ს ცოლი არ ჰყოლია. ე-- შ----–--ის შესახებ არაფერი სმენია, მაგრამ 1990 -იან წლებში ფიქტიური ქორწინებების მრავლად იყო, გ----ს კი ნათქვამი ჰქონდა, რომ საბჭოთა ჯარში წასვლა არ უნდოდა. მოწმე ნ----------–---ს ჩვენებით, გ----ს, მისი გაცნობისას გვარის გაგება არ ესიამოვნა, შემდგომ კი განმარტა, რომ დ---–--- მისი პირველი მეუღლის გვარი იყო. ანალოგიურია მოწმე თ-----------ის, მამკვიდრებლის მამიდაშვილის ჩვენებაც. მას არაფერი სმენია ე-- შ----–--ის შესახებ.

 

უკანასკნელ სამ წელთან მიმართებით ე---–--------სთან ცოლ-ქმრული ურთიერთობის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ არც მოპასუხეთა მოწმეები. მათი ჩვენებით ირკვევა, მართალია იცოდნენ ე-- შ----–--ის, როგორც პირველი ცოლის არსებობა, მაგრამ ერთხმად ადასტურებენ, რომ ბოლო პერიოდი გ------- ფ---–---–--–---–თან ფაქტობრივად მცხოვრებ მეუღლეს წარმოადგენდა ე-----------------------. მათგან არც ერთის ჩვენება არ მიუთითებს გარემოებას იმის შესახებ, რომ ე-----------------------ს მიაწოდეს ინფორმაცია ე-- შ----–--ის არსებობის შესახებ. საყურადღებოა თავად მოპასუხე მხარის წარმომადგენლის, მამკვიდრებლის ძმის, ო--------------–------ის განმარტება, იმის თაობაზე, რომ 1992 წლის შემდეგ ე---–-------- და გ------- ფ---–---–--–---–ი ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მოპასუხე კ--- ფ---–---–--–---–ის განმარტებით, ე-- შ----–--ის შესახებ მას არაფერი სმენია, ხოლო ე----------------------- მიღებული ჰყავდა, როგორც რძალი, ეს უკანასკნელი უვლიდა და პატრონობდა მის შვილს გარდაცვალებამდე. ფაქტის დადგენისას გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ გ------- ფ---–---–--–---–ი 1993 წლიდან 2010 წლამდე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში თ---------–---სთან, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ერთი შვილი, ნ--- ფ---–---–--–---–ი. მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ თ---------–--- ოჯახის, ახლობლების, ნათესავების წრეში მიღებული იყო, როგორც რძალი, გ------- ფ---–---–--–---–ი მხოლოდ მასთან ეწეოდა ოჯახურ თანაცხოვრებას, პარალელურად, ე---–--------სთან ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობის ფაქტზე კი, მოწმეები არ მიუთითებენ.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, მოპასუხე ვერ ადასტურებს პირთა ოჯახური თანაცხოვრების ფაქტს, კერძოდ იმ გარემოებებს, რომ ე---–-------- და გ------- ფ---–---–--–---–ი ფაქტობრივ საოჯახო ურთიერთობებში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან, ეწეოდნენ საერთო საოჯახო საქმიანობას, ცხოვრობდნენ ერთად. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება არც ე-- შ----–--ის მხრიდან მეუღლისადმი ფინანსური დახმარების გაწევა, ვინაიდან საქმეში არსებული დოკუმენტებით, 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ფულადი გადმორიცხვები განხორციელებულია მამკვიდრებლის დედისა და დის მიერ, რაც არასარწმუნოს ხდის ფაქტთან მიმართებით მოპასუხის პოზიციას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, ე-- შ----–--ისა და გ------- ფ---–---–--–---–ის ქორწინების ნამდვილად, ფიქციური მიზნის გარეშე რეგისტრირებულ აქტად მიჩნევის შემთხვევაშიც, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ე---–-------- მამკვიდრებელთან, მის გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე ეწეოდა საერთო საოჯახო საქმიანობას და ისინი ცხოვრობდნენ ერთად, ერთ ოჯახად. მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

ამდენად, უდავოდ მიჩნეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში მიღებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ზემოაღნიშნულ პუნქტში მითითებული გარემოება.

 

2.18. გ------- ფ---–---–--–---–ის გარდაცვალებამდე 3 წლისა და 10 თვის განმავლობაში, მამკვიდრებელი და ე----------------------- ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და ქ.თბილისში, ა-----–---- ქ.#--ში მდებარე ქონება, წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას.

 

აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე-----------------------სა და გ------- ფ---–---–--–---–ს შორის 2----–-–------------------ს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ-------–-------------–-----------–-ს მიერ დარეგისტრირდა ქორწინება, სააქტო ჩანაწერი N-----------. დადგენილია ასევე, რომ გ------- ფ---–---–--–---–ს ე-----------------------სთან ქორწინებისას, თ---------–---სთან ქორწინება შეწყვეტილი ჰქონდა. დადგენილია ასევე, რომ გ------- ფ---–---–--–---–სა და ე---–--------ს შორის 1----–-–---------------ს რეგისტრირებულ იქნა ქორწინება, სააქტო ჩანაწერი N----, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ე-–------------–------–-------- 2----–-–----------------–ს. შესაბამისად, მისი არსებობა ე--ტ------ ჭ----------ისათვის ობიექტურად ვერ იქნებოდა ცნობილი. მოწმე თ--------------–-------, ასევე, მოპასუხის წარმომადგენელი ო--------------–------- მიუთითებენ, რომ მათ ე-- შ----–--ის არსებობის შესახებ ე--ტ------ ჭ----------ისათვის არაფერი უთქვამთ. ო------- ძმა გააფრთხილა, ეთქვა პირველი მეუღლის არსებობის შესახებ, რაც გ-------ს არ შეუსრულებია. რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ე--ტ------ ჭ----------ის მხრიდან გ------- ფ---–---–--–---–ის პირველი რეგისტრირებული ქორწინების ცოდნის ფაქტს, საქმის მასალებით არ დასტურდება. შესაბამისად, ე----------------------- ქორწინების ფაქტის მიმართ წარმოადგენდა კეთილსინდისიერ მეუღლეს. მოსარჩელისა და აწ გარდაცვლილის თბილ, მზრუნველ, ცოლ-ქმრულ ურთიერთობას ადასტურებენ, როგორც ე--ტ------ ჭ----------ის, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მოწმეები.

 

საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ ე-----------------------სთან თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------ს, გ------- ფ---–---–--–---–მა შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ა-----–---- (ყ--------------–---–-ს) ქ. 3- ბინა 1-- მეუღლეები გადავიდნენ ბინაში საცხოვრებლად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. შესაბამისად, ქონება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნას მათ თანასაკუთრებად. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი, უტყუარი მტკიცებულებები, ე-- შ----–--ისა და ნ--- ფ---–---–--–---–ის მხრიდან არ წარმოდგენილა. საქმის მასალებით არ დასტურდება გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო უძრავი ნივთის ყიდვა მოხდა გ------- ფ---–---–--–---–ის საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტების, მათი ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია 2.18 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.19. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელე ე-----------------------მ მოითხოვა ე-- შ----–--ისათვის კანონით მემკვიდრეობის უფლებისა და სავალდებული წილის მიღების უფლების ჩამორთმევა, იმ ფაქტობრივი გარემოებებზე მითითებით, რომ მამკვიდრებელს მოპასუხესთან უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში შეწყვეტილი ჰქონდა ფაქტობრივი თანაცხოვრება და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------- ფ---–---–--–---–ის გარდაცვალებით 2015 წლის 14 ივლისს გაიხსნა სამკვიდრო. მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით, სამკვიდრო გახსნის ადგილის ნოტარიუსს კანონით დადგენილ ვადაში მიმართეს - მშობლებმა, ნ--- ფ---–---–--–---–მა და კ--- ფ---–---–--–---–მა; ასევე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა პირებმა - ე---–--------მ და ე-----------------------მ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------- ფ---–---–--–---–სა და ე---–--------ს შორის 1----–-–---------------ს რეგისტრირებულ იქნა ქორწინება, სააქტო ჩანაწერი N----. განქორწინების სააქტო ჩანაწერი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაცული არ არის. ამ ქორწინების შემდეგ დღემდე სხვა ქორწინება არ იძებნება. ქორწინების აქტის ჩანაწერი N----, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ე-–------------–------–-------- 2----–-–----------------–ს. დადგენილია ასევე, რომ ე----------------------- რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა გ------- ფ---–---–--–---–თან 2----–-–------------------ს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს. საქორწინო აქტი წარმოშობს მეუღლეთა ორმხრივ, პირად და ქონებრივ უფლებებს მოვალეობებთან ერთად, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქორწინებიდან გამომდინარე მემკვიდრეობის საკითხის გადაწყვეტისას, დადგენილ იქნას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მემკვიდრეობის უფლება წარმოადგენს პირადი ქონებრივი ხასიათის უფლებას, ერთ-ერთი ან თუნდაც რამოდენიმე მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება, არ ნიშნავს სხვა მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღებას. სწორედ ამ უფლების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ წესებსა და პირობებს, რასთანაც დაკავშირებულია და რაც განსაზღვრავს გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდროს მიღებას. კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზანი, რაც მეუღლეთა მიერ ოჯახის შექმნაში უნდა გამოიხატოს, მხოლოდ რეგისტრაციის ფაქტით არ მიიღწევა. ქორწინების საკანონმდებლო განსაზღვრების მიზნიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. თავის მხრივ, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისათვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით. ასევე კოდექსის 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.ზოგიერთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი მოცემულია მატერიალური სამართლის ნორმებში, ეს ის ნორმებია რომლებიც შინაარსობრივად მხარეთა შორის მტკიცების ტვირთს ანაწილებენ. საოჯახო სამართალში, რეგისტრირებული ქორწინების პირობებში, პრეზუმფცია მოქმედებს მოპასუხის სასარგებლოდ, რაც ნიშნავს სწორედ იმას, რომ ვიდრე მოსარჩელე არ დაადასტურებს ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, მიიჩნევა, რომ მეუღლე (ამ შემთხვევაში, ე---–--------) წარმოადგენს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი გარდაცვლილი მეუღლის მემკვიდრეს. იურიდიული თვალსაზრისით, ფაქტი ქორწინების რეგისტრაციის შესახებ, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე წარმოშობს ქორწინებასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მამკვიდრებელსა და ე---–--------ს შორის 1----–-–----------------- რეგისტრირებული ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო, მოსარჩელემ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ გ------- ფ---–---–--–---–თან, გარდაცვალებამდე 3 წლისა და 10 თვის განმავლობაში ცხოვრობდა იგი, როგორც მეუღლე, ცოლ-ქმარი ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას და ე-- შ----–--ის შესახებ ინფორმაცია, თანმყოფი მეუღლისათვის არავის გაუმჟღავნებია. უდავოა გარემოება იმის შესახებაც, რომ ე---–-------- 2000 წლიდან იმყოფება საზღვარგარეთ, ს----------–-, ქ. ა----–-, იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის დაკრძალვას არ დასწრებია, არ ყოფილა სამოქალაქო პანაშვიდებზე, არ მიუღია მონაწილეობა ავადმყოფი გ------- ფ---–---–--–---–ის მოვლა-პატრონობაში. საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებაც, რომ ე---–-------- მატერიალური კუთხით იღებდა მონაწილეობას გ------- ფ---–---–--–---–ის რჩენაში, ვინაიდან წარმოდგენილი მასალებით, 2011 წლიდან 2015 წლამდე პერიოდულ ფულად გადმორიცხვებს აწარმოებდნენ დედა - ნ--- ფ---–---–--–---–ი და და- თ----- ფ---–---–--–---–ი. ე---–-------- სალაროს შემოსავლის ორდერებში მითითებული არ არის.

 

მოწმეთა ჩვენებით, როგორც მოსარჩელის, ასევე, მოპასუხის მხარეს, დასტურდება გარდაცვალებამდე ე--ტ------ ჭ----------ისა და გ------- ფ---–---–--–---–ის, როგორც მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტი. რაც შეეხება ე---–--------ს, მის შესახებ ინფორმაციას ე--ტ------ ჭ----------ის წარმოდგენილ მოწმეთაგან ნაწილი არ ფლობს, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდების მიზნით, იგი წარმოადგენდა გარდაცვლილთან ფიქტიურ ქორწინებაში მყოფ პირს. ყურადსაღებია გარემოება, რომ 1----–-–-- საშემოდგომო გაწვევაზე, მოქალაქე გ------- ფ---–---–--–---–ის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება. მოპასუხის მოწმეთაგან არც ერთი პირი არ ადასტურებს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გარდაცვლილის ე---–--------სთან საოჯახო-საქორწინო ურთიერთობას, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელი, ო--------------–------- განმარტავს, რომ მისი ძმა მოპასუხესთან 1992 წლიდან აღარ ცხოვრობდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში კი, ძნელია იმისი ვარაუდი, რომ ე---–-------- თავს მიიჩნევდა გარდაცვლილი გ------- ფ---–---–--–---–ის მეუღლედ და მათ შორის, არსებობდა ის ურთიერთობა, რასაც კანონმდებელი ოჯახის ცნების მიღმა მოიაზრებს. ამგვარ ვითარებაში, კი მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ე---–--------სა და გ------- ფ---–---–--–---–ს შორის არსებობდა ცოლ-ქმრული ურთიერთობა და იგი არ იყო მხოლოდ იურიდიული შინაარსის მქონე, ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელმაც იმ გარემოების დასადასატურებლად, რომ მასსა და გ------- ფ---–---–--–---–ს შორის არ იყო ფაქტობრივად შეწყვეტილი ქორწინება, მიუთითა მეუღლის მიმართ განხორციელებულ ფულად დახმარებაზე, რაც მისი მხრიდან ასევე ვერ დადასტურდა. მოპასუხის მარტოოდენ ახსნა-განმარტება კი, სადავოობის შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნების დასასაბუთებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლით კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს იმგვარი სამართალურთიერთობის მოწესრიგება, რომლის დროსაც გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით (სკ-ის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილი.) და რომლის დროსაც დასაზუსტებელია კანონით მემკვიდრეთა წრე. იმ თვალსაზრისით, რომ თუნდაც, იურიდიული მიზნებისათვის, მეუღლედ რეგისტრირებული პირის ხელში არ აღმოჩნდეს მამკვიდრებლის ის უფლებები და პრივილეგიები, რომლებიც მას გააჩნდა სიკვდილის მომენტისათვის (სამკვიდრო მასა) და ამით, გაუმართლებლად არ შეილახოს დანარჩენ მემკვიდრეთათვის კანონით მინიჭებული უფლებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიაჩნია, რომ ზემოთ დადგენილი გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სახეზეა ის აუცილებელი ფაქტობრივი საფუძველი, რაც საკმარისია 2----–-–----- ივლისს გარდაცვლილ გ------- ფ---–---–--–---–სა და ე---–--------ს შორის უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტილად მიჩნევისათვის. შესაბამისად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე არსებობს ე-- შ----–--ისათვის ფაქტობრივად შეწყვეტილ ქორწინებაში მყოფი პირისაგან მემკვიდრეობისა და სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის საფუძველი და სასამართლოს მიერ სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა.

 

2.20. მოსარჩელე ე-----------------------მ, როგორც კეთილსინდისიერმა მეუღლემ, სარჩელით მოითხოვა გ------- ფ---–---–--–---–თან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ა-----–---- ქ.#-- ბინა #---ის ½ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე----------------------- და გ------- ფ---–---–--–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–------------------დან. დადგენილია ასევე, რომ გ------- ფ---–---–--–---–სა და ე---–--------ს შორის 1----–-–---------------ს რეგისტრირებულ იქნა ქორწინება, სააქტო ჩანაწერი N----. განქორწინების სააქტო ჩანაწერი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაცული არ არის. ამ ქორწინების შემდეგ დღემდე სხვა ქორწინება არ იძებნება. ქორწინების აქტის ჩანაწერი N----, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ე-–------------–------–-------- 2----–-–----------------–ს. შესაბამისად, ქორწინების ორი მოქმედი აქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის მიხედვით, გამოიკვეთა მხარეების, ე-----------------------სა და გ------- ფ---–---–--–---–ს შორის რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე), მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება 1182-ე და 1186-ე მუხლების მიხედვით, ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს 1158-ე და 1171-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ე-----------------------მ არ იცოდა გ------- ფ---–---–--–---–ის სხვა პირთან ქორწინების რეგისტრაციის არსებობის შესახებ. აღნიშნული ქორწინება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ე-–------------–------–-------- 2----–-–----------------–ს. შესაბამისად, მისი არსებობა ე--ტ------ ჭ----------ისათვის ობიექტურად ვერ იქნებოდა ცნობილი. მოწმე თ--------------–-------, ასევე, მოპასუხის წარმომადგენელი ო--------------–------- მიუთითებენ, რომ მათ ე-- შ----–--ის არსებობის შესახებ ე--ტ------ ჭ----------ისათვის არაფერი უთქვამთ. ო------- ძმა გააფრთხილა, ეთქვა პირველი მეუღლის არსებობის შესახებ, რაც გ-------ს არ შეუსრულებია. რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ე--ტ------ ჭ----------ის მხრიდან გ------- ფ---–---–--–---–ის პირველი რეგისტრირებული ქორწინების ცოდნის ფაქტს, საქმის მასალებით არ დასტურდება. ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ე-----------------------ს სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, გ------- ფ---–---–--–---–თან რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის გადაწყვეტილების გამოტანისას, უფლება აქვს ქორწინების ბათილად ცნობამდე ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონების გაყოფა მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლებამოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის მიხედვით, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ე--ტ------ ჭ----------ისა და გ------- ფ---–---–--–---–ს შორის ქორწინების განმავლობაში მამკვიდრებლის სახელზე სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ა-----–---- (ყოფ.დ------–---–--) ქ. 3- ბინა 1--

 

საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო უძრავ ნივთზე მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება არ ვრცელდება, ეკისრება მოპასუხეს, რომელმაც სარწმუნოდ უნდა ადასტუროს, რომ სადავო უძრავი ქონების ნახევარზე არ წარმოშობილა მეორე მეუღლის თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, მან უნდა ამტკიცოს, რომ სადავო უძრავი ქონება არ არის შეძენილი ქორწინების განმავლობაში, მეურნეობის ერთობლივი გაძღოლის შედეგად. მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით. სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა ქონებრივ უფლებებს, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნივთი წარმოადგენს ე--ტ------ ჭ----------ისა და გ------- ფ---–---–--–---–ის ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას და მასზე უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელესა და აწ გარდაცვლილს შორის არსებობდა თბილი, მზრუნველი, ცოლ-ქმრულ ურთიერთობა. ამგვარივე გარემოებას ადასტურებენ მოწინააღმდეგე მხარის მოწმეებიც. დადგენილია, რომ მეუღლეები გადავიდნენ ბინაში საცხოვრებლად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. შესაბამისად, ქონება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნას მათ თანასაკუთრებად. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ე-- შ----–--ისა და ნ--- ფ---–---–--–---–ის მხრიდან არ წარმოდგენილა. საქმის მასალებით არ დასტურდება გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო უძრავი ნივთის ყიდვა მოხდა მხოლოდ გ------- ფ---–---–--–---–ის საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვით, რის გამოც იგი თანასაკუთრებად ვერ მიიჩნევა. ამგვარი გარემოების დადასტურების მტკიცების ტვირთის რეალიზაცია, მოპასუხე მხარემ სათანადოდ ვერ განახორციელა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიაიჩნია, რომ ე--ტ------ ჭ----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და იგი ცნობილ უნდა იქნას ქ. თბილისი, ა-----–---- ქ-------ში მდებარე ბ--------- – 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

 

2.21. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ე---–--------მ მოითხოვა მოპასუხე ე---–--------სთან 2----–-–------------------ს რეგისტრირებული ქორწინების (აქტის ჩანაწერი N-----------) ბათილად ცნობა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარესთან ქორწინების დროისათვის არსებობდა დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, ე-- შ----–--ის მიმართ მოქმედი ქორწინების ჩანაწერი, რაც 2----–-–------------------ს რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველია.

 

საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ ე----------------------- და გ------- ფ---–---–--–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–------------------დან;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ს----–-–-------------------------------------------------------------–-----------–- (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

დადგენილია ასევე, რომ გ------- ფ---–---–--–---–სა და ე---–--------ს შორის 1----–-–---------------ს რეგისტრირებულ იქნა ქორწინება, სააქტო ჩანაწერი N----. განქორწინების სააქტო ჩანაწერი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაცული არ არის. ამ ქორწინების შემდეგ დღემდე სხვა ქორწინება არ იძებნება. ქორწინების აქტის ჩანაწერი N----, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ე-–------------–------–-------- 2----–-–----------------–ს. ამდენად, სსგს ერთიან ელექტრონულ ბაზაში, დღეის მდგომარეობით, გ------- ფ---–---–--–---–ს სახელზე იძებნება რეგისტრირებული ქორწინების ორი მოქმედი აქტი, კერძოდ: ქორწინების აქტი (N----) რეგისტრირებული 07.12.1989წ. და 2----–-–------------------ს თბილისის N1 ქორწინების სახლის მიერ რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩანაწერი (აქტი N-----------).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის თანახმად, ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება). 2. ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ. სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლი ადგენს ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებებს, კერძოდ, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან.

 

შეგებებული სარჩელით მოპასუხე ე----------------------- მიუთითებს, რომ მისთვის 1----–-–----------------- რეგისტრირებული მოქმედი ქორწინების აქტის ჩანაწერის არსებობის თაობაზე ცნობილი არ ყოფილა, ინფორმაცია შეიტყო ე-- შ----–--ის მიერ სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენის შემდეგ. იგი მამკვიდრებელთან ცხოვრობდა გარდაცვალებამდე, ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ცხოვრობდა ერთ ოჯახად. სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოების სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაშიც, ერთ-ერთი მეუღლისათვის ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არცოდნა, კანონის თანახმად შესაძლოა გახდეს ზიანის ანაზღაურების, ასევე, ქონებრივი უფლებების მოპოვების საფუძველი, რაც შეეხება ქორწინებას, მატერიალური კანონმდებლობა ამ მხრივ იმპერატიულია და მიუთითებს, რომ დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან. ქორწინების აღნიშნული დამაბრკოლებელი გარემოება კი კანონის ძალით წარმოადგენს ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან ე-----------------------სთან ქორწინებისას, ადგილი ჰქონდა სსკ-ის 1120-ე მუხლით გათვალისწინებულ დამაბრკოლებელ გარემოებას, გ------- ფ---–---–--–---–ი იმყოფებოდა მოქმედ, რეგისტრირებულ ქორწინებაში ე---–--------სთან, პირველი ქორწინება არ არის შეწყვეტილი ან ბათილად ცნობილი სასამართლოს მიერ, არსებობდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ე-- შ----–--ის სარჩელის, მოპასუხე ე--ტ------ ჭ----------ის მიმართ ქორწინების ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომებზე არერთგზის განიმარტა, რომ სავარაუდო მემკვიდრეთა რიცხვი შეადგენდა ოთხ პირს: დედა, მამა, შვილი, მეუღლე, სასამართლომ წარდგენილ მტკიცებულებათა მიუხედავად, გაურკვეველ სამართლებრივ პრინციპებზე დაყრდნობით, მოწინააღმდეგე მხარეს გადაწყვეტილებით მიაკუთვნა 1/2 წილი გარდაცვლილი გ------- ფ---–---–--–---–ის დანაშთი ქონებიდან. სასამართლომ სამი მოპასუხის პირობებში, ე--ტ------ ჭ----------ის სასარგებლოდ მხოლოდ ე---–--------სა და ნ--- ფ---–---–--–---–ს დააკისრა ბაჟის გადახდა. ამასთან, აპელანტის მითითებით, სასამართლო თავად მსჯელობს ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისას, რომ გარდაცვლილ გ------- ფ---–---–--–---–ს დანაშთი ქონება რომელიც შეძენილია 2012 წელს, ქალაქ თბილისში, ა-----–---- ქ-------ში შეძენილი ჰქონდა 1966 წელს N---- ბინის ორდერის საფუძველზე ბებიის სახელზე რიცხული ქონების რეალიზაციის შედეგად (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება გვ. 4). გადაწყვეტილების მეხუთე გვერდზე პუნქტი 3.2.1 სასამართლო დადგენილ სადაო ფაქტობრივ გარემოებად თვლის ზემოაღნიშნულ გარემოებას. 3.2.2 პუნქტით ასევე დადგენილ გარემოებად ჩათვალა სასამართლომ გ------- ფ---–---–--–---–სა და ე---–--------ს შორის 1----–-–---------------ს რეგისტრირებული ქორწინება, რომელიც შეწყვეტილი იქნა გ------- ფ---–---–--–---–ის გარდაცვალებით. ასევე დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებაა, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომ 2012 წლის 3 აგვისტოს გ------- ფ---–---–--–---–მა გაასხვისა ბებიის დანაშთი ქონება ქალაქ თბილისში ვ-–----–----–-ს გ-----------, ბ. 7, 50000 ამერიკულ დოლარად (პ.3.2.7), 3.2.13 პუნქტით სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა, რომ გ------- ფ---–---–--–---–ის სამკვიდროდ მისაღებად სანოტაროში განცხადებები წარდგენილი აქვთ მის მემკვიდრეებს - მამას, კ--- ფ---–---–--–---–ს, დედას - ნ--- ფ---–---–--–---–ს, ე-----------------------ს, როგორც მეუღლეს და ე---–--------ს, როგორც მეუღლეს. 3.2.14 პუნქტით სასამართლომ დადგენილ გარემოებად ჩათვალა, რომ ნ--- ფ---–---–--–---–მა, როგორც გარდაცვლილი გ------- ფ---–---–--–---–ის პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა, 2015 წლის 7 ნოემბერს შედგენილი განცხადებით უარი განაცხადა სავალდებულო წილზე ბებიის, ნ--- ფ---–---–--–---–ისა და ე-- შ----–--ის სასარგებლოდ. სასამართლომ ზედმიწევნით არ შეისწავლა ეს უკანასკნელი ფაქტობრივი გარემოება, ვინაიდან შვილმა - ნ--- ფ---–---–--–---–მა თავის სავალდებულო წილზე უარი თქვა და დათმო ბებიის - ნ--- ფ---–---–--–---–ის და არა ე-- შ----–--ის სასარგებლოდ. წარმოდგენილ დავაში დავის საგანს წარმოადგენდა ე-- ჭ----------ისა და ე-- შ----–--ის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების საკითხი, რის გამოც აპელანტისთვის გაუგებარია, რომელ სამართლებრივ პრინციპებზე დაყრდნობით ჩამოართვა სასამართლომ კანონისმიერი წილები დანარჩენ კანონისმიერ მემკვიდრეებს და რის საფუძველზე ცნო 1/2 წილის მესაკუთრედ მოწინააღმდეგე მხარე. აპელანტისთვის ასევე ბუნდოვანია, თუნდაც 1/2 წილის მესაკუთრედ როგორ სცნო ე----------------------- სასამართლომ, თუ გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტით ე-- შ----–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2011 წლის 1 ოქტომბერს გ------- ფ---–---–--–---–სა და ე-----------------------ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

 

2018 წლის 18 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილია გ------- ფ---–---–--–---–ის ბებიის კუთვნილი უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად, შესაბამისად, მასზე სამკვიდრო წილის მოთხოვნის უფლება გააჩნია როგორც თავად აპელანტს, ასევე - მამკვიდრებლის მშობლებს, რამდენადაც ეს პირები იყვნენ ჩაწერილნი ვ-–----–----–-ზე მდებარე ბინის ორდერში, ხოლო გ------- ფ---–--–--–---–-- და ე-----------------------მ ისე გაასხვისეს ხსენებული ქონება და შეიძინეს სადავო ბინა, რომ არ გაუთვალისწინებიათ მათი ინტერესები და ბინის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად განკარგეს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, აპელანტის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას ხსენებული ფაქტობრივი გარემოება უნდა გაეთვალისწინება, რაც მან არ განახორციელა, აღნიშნული კი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- ე---–-------- 2000 წლიდან ცხოვრობს ს----------–-, ქ. ა----–-. იგი გ------- ფ---–---–--–---–ის დაკრძალვას არ დასწრებია.

 

- მოსარჩელე ე--ტ------ ჭ----------ისათვის გ------- ფ---–---–--–---–თან ქორწინების რეგისტრაციის დროს, 2----–-–------------------სათვის ცნობილი არ იყო ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების, სხვა პირთან ქორწინების მოქმედი ჩანაწერის არსებობის თაობაზე.

 

- 1966 წლის 10 ივნისს თ-------------–---- სახელზე გაიცა ორდერი, რომლის საფუძველზეც მას, ოჯახის წევრებთან ერთად მიეცა უფლება დაე--ვებინა 2 ოთახი, ფართით - 31 კვ.მ, მისამართზე: ქ. თბილისი, ვ-–----–----–-- სახლი N--- სადარბაზო 1, ს--------–---- 1----–-–-- 24 იანვრისათვის საცხოვრებლის დამქირავებელს წარმოადგენს ნ----–-–--–---–-, მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს - შვილები, გ------- ფ---–---–--–---–ი, თ----- ფ---–---–--–---–ი და ო--------------–-------. 1994 წლის 19 თებერვალს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, გ------- ფ---–---–--–---–ს უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცა უძრავი ნივთი მდებარე ვ-–----–----–-- სახლი N--- სადარბაზო 1, ს--------–----

 

- გ------- ფ---–---–--–---–სა და ე---–--------ს შორის 1----–-–---------------ს რეგისტრირებულ იქნა ქორწინება, სააქტო ჩანაწერი N----. განქორწინების სააქტო ჩანაწერი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაცული არ არის. ამ ქორწინების შემდეგ დღემდე სხვა ქორწინება არ იძებნება. ქორწინების აქტის ჩანაწერი N----, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ე-–------------–------–-------- 2----–-–----------------–ს.

 

- 1993 წლის 21 ნოემბერს, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის თბილისის საერთაშორისო განყოფილების მიერ განხორციელდა გ------- ფ---–---–--–---–ის და თ---------–---- ქორწინების N--- აქტის რეგისტრაცია. ქორწინება შეწყდა 2----–-–----- მაისს. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი, 1----–-–-----------------ს დაბადებული ნ--- ფ---–---–--–---–ი.

 

- გ------- ფ---–---–--–---–ს 2010 წლის 28 ივნისს პ---------------–---------------–----------------------------------------------–--ის მიერ განესაზღვრა დიაგნოზი - ც ჰეპატიტი. სს ,,------–--------------–-------–--------------–------------------–------------–------–- მკურნალობას გადიოდა პაციენტი გ------- ფ---–---–--–---–ი. პირველი შემთხვევა კლინიკაში დაფიქსირდა 2010 წლის 17 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე, დიაგნოზი : ც ჰეპატიტი, მეორე შემთხვევა დაფიქსრიდა 2013 წლის 21 მარტიდან 1 აპრილამდე, დიაგნოზი: ც ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ,,აციტი ჩაილდით“, ც სტადია. სს ი-----–--------------–--------–--------------–------------------–-----------–--------------------–--–-------ს მიერ 2----–-–----- სექტემბერს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის #---- მიხედვით, პაციენტ გ------- ფ---–---–--–---–ის დიაგნოზია: ც ქრ. ჰეპატიტი, პათოლოგიური პროცესის ზომიერი აქტივობით, პნევმონია. დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის ნევროლოგის მიერ 2013 წლის 21 აპრილს გაცემული გასინჯვის ფურცელით, გ------- ფ---–---–--–---–ს ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები არ აქვს.

 

- გ------- ფ---–---–--–---–ი საბურთალოს რაიონის, ასევე, ვაკის სამხედრო განყოფილებაში სამხედრო აღრიცხვაზე არ იმყოფება. 1----–-–-- საშემოდგომო გაწვევაზე, მოქალაქე გ------- ფ---–---–--–---–ის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება.

 

- ე----------------------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ------- ფ---–---–--–---–თან 2----–-–------------------დან. ამავე თარიღით შედგა ჯვრისწერა სამების საკათედრო ტაძარში.

 

- ფ---–---–--–---–მა გაასხვისა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ვ-–----–----–-ს გამზირი, N-------- N-, ფართი - 51.00 კვ.მ. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 50 000 აშშ დოლარად.

 

- გ------- ფ---–---–--–---–ი 2013 წლის 12 სექტემბრიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. 2013 წლის 01 ნოემბერს ი-----------------თან დადებული საიჯარო ხელშეკრულებით, აღებული ჰქონდა 10 კვ. მ ფართი 6 თვით. ქირის ოდენობა თვეში შეადგენს 100 ლარს.

 

- გ------- ფ---–---–--–---–მა 2----–-–---------------ს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, ა-----–---- ქუჩა (ყ--------------–---–-), N-, ბინა #---, ფართი 86.21 კვ.მ. იგი გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო და ფაქტობრივად ცხოვრობდა ხსენებულ მისამართზე.

 

- ე----------------------- 2012 წლის 08 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ა-----–---- ქ--.

 

- 2011 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით ფიქსირდება გ------- ფ---–---–--–---–ის სახელზე, თ----- ფ---–---–--–---–ისა და ნ--- ფ---–---–--–---–ის მხრიდან პერიოდული ფულადი გზავნილების გადმორიცხვის ფაქტი.

 

- გ------- ფ---–---–--–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 15 ივლისს. მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ, მამა - კ--- ფ---–---–--–---–ი, დედა - ნ--- ფ---–---–--–---–ი, შვილი - ნ--- ფ---–---–--–---–ი. გ------- ფ---–---–--–---–ს გარდაცვალებამდე ანდერძი არ შეუდგენია.

 

- გ------- ფ---–---–--–---–ის სამკვიდროს მისაღებად სანოტარო ორგანოში განცხადებები წარდგენილი აქვთ მის მემკვიდრეებს, მამას - კ--- ფ---–---–--–---–ს (13.11.2015წ), დედას - ნ--- ფ---–---–--–---–ს (11.11.2015წ), ე-----------------------ს, როგორც მეუღლეს (10.11.2015წ) და ე---–--------ს, როგორც მეუღლეს.

 

- ნ--- ფ---–---–--–---–მა, როგორც 2----–-–----- ივლისს გარდაცვლილი გ------- ფ---–---–--–---–ის პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა, 2015 წლის 7 ნოემბერს შედგენილი განცხადებით, უარი თქვა სავალდებულო წილზე, განაცხადა თანხმობა ე---–--------მ და ბებიამ, ნ--- ფ---–---–--–---–მა მიიღონ მისი სამკვიდრო წილი მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე სრულად.

 

- ე-----------------------ს შ------------–------------------” მიერ 2016 წლის 12 ნოემბერს გაეგზავნა გაფრთხილება სასესხო დავალიანების გადახდის შესახებ, გ------- ფ---–---–--–---–თან 2015 წლის 28 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

 

- მამკვიდრებელსა და ე---–--------ს შორის გ------- ფ---–---–--–---–ის გარდაცვალებამდე არანაკლებ სამი წლისა ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

 

- გ------- ფ---–---–--–---–ის გარდაცვალებამდე 3 წლისა და 10 თვის განმავლობაში, მამკვიდრებელი და ე----------------------- ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და ქ.თბილისში, ა-----–---- ქ---ში მდებარე ქონება, წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარასებობის შესახებ; მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად და მართებულად იმსჯელა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მასზედ, რომ ე---–-------- 2000 წლიდან წასულია საზღვარგარეთ, ს----------–- საცხოვრებლად, რის შემდეგაც მას მამკვიდრებელთან, თბილისში ერთად არასდროს უცხოვრია. ე---–--------ს არ მიუღია ფიზიკური მონაწილეობა გ------- ფ---–---–--–---–ის მოვლა-პატრონობაში, ამ უკანასკნელის სიცოცხლის ბოლო პერიოდში, მხარემ ვერ დაადასტურა ის ფაქტიც, რომ იგი მატერიალურად ეხმარებოდა გ------- ფ---–---–--–---–ს, ე---–-------- არ დასწრებია დაკრძალვას. გ------- ფ---–---–--–---–ის პანაშვიდებს ღებულობდა ე----------------------- და მისი ოჯახი.

 

დადგენილია, რომ საქმეზე დაკითხულ მოწმეთაგან ნაწილმა არ იცის ე-- შ----–--ის არსებობა, ნაწილს კი სმენია იგი, როგორც გ------- ფ---–---–--–---–თან ფიქტიურ ქორწინებაში მყოფი პირი.

 

მამკვიდრებლის კარის მეზობლისა და უახლოესი მეგობრის - ჯ-------------ს ჩვენებით, გარდაცვლილს ჰქონდა ფიქტიური ხელმოწერა 1989 წელს სხვა პირთან, 1990 წლებიდან კი ისინი ერთად იყვნენ თეთრი გ-------ს წევრები, გ------- ფ---–---–--–---–ს ცოლი არ ჰყოლია. მოწმე თ-------–------–---–ის ჩვენებით, რომლის ძმაც წარმოადგენდა გარდაცვლილის უახლოეს, ბავშვობის მეგობარს, მამკვიდრებლის პირველი ცოლი იყო თ---------–---, მანამდე გ-------ს ცოლი არ ჰყოლია. ე-- შ----–--ის შესახებ არაფერი სმენია, მაგრამ 1990 -იან წლებში ფიქტიური ქორწინებები მრავლად იყო, გ----ს კი ნათქვამი ჰქონდა, რომ საბჭოთა ჯარში წასვლა არ უნდოდა. მოწმე ნ----------–---ს ჩვენებით, გ----ს, მისი გაცნობისას გვარის გაგება არ ესიამოვნა, შემდგომ კი განმარტა, რომ დ---–--- მისი პირველი მეუღლის გვარი იყო. ანალოგიურია მოწმე თ-----------ის, მამკვიდრებლის მამიდაშვილის ჩვენებაც. მას არაფერი სმენია ე-- შ----–--ის შესახებ. რაც შეეხება აპელანტის მოწმეებს, მათი ჩვენებით ირკვევა, რომ მართალია იცოდნენ ე-- შ----–--ის, როგორც პირველი ცოლის არსებობა, მაგრამ ერთხმად ადასტურებენ, რომ ბოლო პერიოდი გ------- ფ---–---–--–---–თან ფაქტობრივად მცხოვრებ მეუღლეს წარმოადგენდა ე-----------------------. ამავდროულად, მოპასუხე კ--- ფ---–---–--–---–ის განმარტებით, ე-- შ----–--ის შესახებ მას არაფერი სმენია, ხოლო ე----------------------- მიღებული ჰყავდა, როგორც რძალი, ეს უკანასკნელი უვლიდა და პატრონობდა მის შვილს გარდაცვალებამდე.

 

სადავოს არ წარმოდგენს ის გარემოება, რომ გ------- ფ---–---–--–---–ი 1993 წლიდან 2010 წლამდე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში თ---------–---სთან, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ერთი შვილი, ნ--- ფ---–---–--–---–ი. მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ თ---------–--- ოჯახის, ახლობლების, ნათესავების წრეში მიღებული იყო, როგორც რძალი, გ------- ფ---–---–--–---–ი მხოლოდ მასთან ეწეოდა ოჯახურ თანაცხოვრებას, პარალელურად, ე---–--------სთან ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობის ფაქტზე კი, მოწმეები არ მიუთითებენ.

 

პალატის შეფასებით, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში შეჯერების საფუძველზე, აპელანტმა ვერ დაადასტურა მისი გ------- ფ---–---–--–---–თან ოჯახური თანაცხოვრების ფაქტი, კერძოდ იმ გარემოება, რომ ე---–-------- და გ------- ფ---–---–--–---–ი ფაქტობრივ საოჯახო ურთიერთობებში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან, ეწეოდნენ საერთო საოჯახო საქმიანობას, ცხოვრობდნენ ერთად. აღნიშნულს ამყარებს ის ფაქტიც, რომ ე---–-------- ა----–- საცხოვრებლად წავიდა 2000 წელს, მანამდე კი, 1993 წლის 21 ნოემბერს მისმა მოქმედმა მეუღლემ, გ------- ფ---–---–--–---–მა იქორწინა თ---------–---სთან (ქორწინების აქტის ჩანაწერი N---) და მათვე 1----–-–-----------------ს ეყოლათ შვილი - ნ--- ფ---–---–--–---–ი, შესაბამისად, პალატას ექმნება დასაბუთებული ვარაუდის საშუალება იმასთან დაკავშირებით, რომ გ------- ფ---–---–--–---–სა და ე---–--------ს შორის ქორწინება ფაქტობრივად უკვე 1993 წლიდან იყო შეწყვეტილი.

 

აღნიშნული თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლის დებულება. მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მემკვიდრეობის უფლება ერთმევა მეუღლეს, რომელიც აღარ ცხოვრობდა მეუღლესთან ბოლო სამი წლის განმავლობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ცალსახად დგინდება, რომ 2----–-–----- ივლისს გარდაცვლილ გ------- ფ---–---–--–---–სა და ე---–--------ს შორის სულ ცოტა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო. შესაბამისად, რამდენადაც დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე არსებობდა ე-- შ----–--ისათვის ფაქტობრივად შეწყვეტილ ქორწინებაში მყოფი პირისაგან მემკვიდრეობისა და სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის საფუძველი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანად დაკმაყოფილდა.

 

4.2. პალატა აგრეთვე შენიშნავს, რომ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, ე----------------------- და გ------- ფ---–---–--–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–------------------დან. დადგენილია ასევე, რომ გ------- ფ---–---–--–---–სა და ე---–--------ს შორის 1----–-–---------------ს რეგისტრირებულ იქნა ქორწინება, სააქტო ჩანაწერი N----, ხოლო განქორწინების სააქტო ჩანაწერი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაცული არ არის. აღნიშნული ქორწინების აქტის ჩანაწერი კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ე-–------------–------–-------- 2----–-–----------------–ს. შესაბამისად, ქორწინების ორი მოქმედი აქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის მიხედვით, გამოიკვეთა მხარეების, ე-----------------------სა და გ------- ფ---–---–--–---–ს შორის რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად დგინდება ისიც, რომ ე-----------------------მ არ იცოდა გ------- ფ---–---–--–---–ის სხვა პირთან ქორწინების რეგისტრაციის არსებობის შესახებ. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხმობილ მსჯელობას მასზედ, რომ ე----------------------- გ------- ფ---–---–--–---–თან დაქორწინებისას კეთილსინდისიერ მეუღლედ გვევლინება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, გ------- ფ---–---–--–---–თან რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის გადაწყვეტილების გამოტანისას, უფლება აქვს ქორწინების ბათილად ცნობამდე ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონების გაყოფა მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ კი, როგორც დადგენილია, ე--ტ------ ჭ----------ისა და გ------- ფ---–---–--–---–ს შორის ქორწინების განმავლობაში მამკვიდრებლის სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ა-----–---- (ყ--------------–---–-ს) ქ. 3- ბ------, რომელზეც სავსებით საფუძვლიანად განაცხადა ე-----------------------მ თანამესაკუთრედ ცნობა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ნივთი წარმოადგენს ე--ტ------ ჭ----------ისა და გ------- ფ---–---–--–---–ის ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას და მასზე უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი, რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელესა და აწ გარდაცვლილს შორის არსებობდა თბილი, მზრუნველი, ცოლ-ქმრულ ურთიერთობა. ხსენებულ გარემოებას ადასტურებენ თავად აპელანტის მოწმეებიც, დადგენილია ისიც, რომ მეუღლეები გადავიდნენ ბინაში საცხოვრებლად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. შესაბამისად, ქონება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნას მათ თანასაკუთრებად. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები კი, აპელანტის მხრიდან არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ ყოფილა წარმოდგენილი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ ე-- შ----–--ის პოზიციას მასზედ, რომ თითქოსდა ბუნდოვანია და გასაჩვირებული გადაწყვეტილებით არ ირკვევა, რა საფუძვლით მოხდა ე--ტ------ ჭ----------ის სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო სასამართლო საფუძველს მოკლებულად თვლის აგრეთვე აპელანტის იმ მოსაზრებასაც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ მომხდარა ფაქტობროვ გარემოებათა სწორად დადგენა და შეფასება. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მხარის იმ მოსაზრებასაც, რომ გაურკვეველია, რომელ სამართლებრივ პრინციპებზე დაყრდნობით ჩამოართვა სასამართლომ კანონისმიერი წილები დანარჩენ კანონისმიერ მემკვიდრეებს და რის საფუძველზე ცნო 1/2 წილის მესაკუთრედ მოწინააღმდეგე მხარე. პალატა განუმარტავს აპელანტს, რომ მსგავსი სასარჩელო მოთხოვნა ე--ტ------ ჭ----------ის მიერ არ ყოფილა დაყენებული, კანონისმიერი წილების მოპასუხეთათვის ჩამორთმევას არ იხილავდა პირველი ინსტანციის სასამართლო და ბუნებრივია, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამაზე მითითება ვერ იქნებოდა, მით უფრო იმ პირობებში, რომ მოცემული მდგომარეობით, სამკვიდრო წილები მხარეთა შორის განაწილებული არ არის და ე--ტ------ ჭ----------ის მიერ სარჩელის ფარგლებში მოთხოვნილი იქნა მხოლოდ ე-- შ----–--ისთვის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა და სადავო ქონების ½ წილზე თანამესაკუთრედ აღიარება, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, სავსებით საფუძვლიანად და სამართლებრივად სწორად იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული.

 

4.3. პალატა აგრეთვე ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილია გ------- ფ---–---–--–---–ის ბებიის კუთვნილი უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად, შესაბამისად, მასზე სამკვიდრო წილის მოთხოვნის უფლება გააჩნია როგორც თავად აპელანტს, ასევე - მამკვიდრებლის მშობლებს, რამდენადაც ეს პირები იყვნენ ჩაწერილნი ვ-–----–----–-ზე მდებარე ბინის ორდერში, ხოლო გ------- ფ---–--–--–---–-- და ე-----------------------მ ისე გაასხვისეს ხსენებული ქონება და შეიძინეს სადავო ბინა, რომ არ გაუთვალისწინებიათ მათი ინტერესები და ბინის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად განკარგეს.

 

პალატა შენიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ა-----–---- ქ------- ბ------ გ------- ფ---–---–--–---–ის მიერ შეძენილ იქნა ვ-–----–----–-ზე მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხით, აღნიშნულზე მხოლოდ ზეპირსიტყვიერ შედავებას ახორციელებს აპელანტი და თავდაპირველი მოპასუხე ნ--- ფ---–---–--–---–ი, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს შესაბამისი და უტყუარი სხვა სახის მტკიცებულებების გარეშე. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გ------- ფ---–---–--–---–ის მიერ პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა ხსენებული ბინის, მდებარე: ქ. თბილისი, ვ-–----–----–-ს გამზ. N--- ბ. 7 საკუთრებაში აღრიცხვა, ხოლო 2012 წლის 03 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მანვე განახორციელა ამ ბინის რეალიზაცია, რის შემდეგაც, ე--ტ------ ჭ----------ის მიერ სარჩელი აღძვრის პერიოდამდე, გ------- ფ---–---–--–---–ის ოჯახის წევრებს და ბინაში ორდერის საფუძველზე ჩაწერილ პირებს, პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული გარემოებით არ შეიძლება შეილახოს აპელანტის უფლება, რადგან იგი არ წარმოადგენდა პრივატიზაციის პერიოდისათვის მითითებულ ფართში მცხოვრებ პირს.

 

4.4. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მართებულად დაკმაყოფილდა როგორც ე--ტ------ ჭ----------ის, ასევე - ე-- შ----–--ის სასარჩელო მოთხოვნები. პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტმა ვერ დაასაბუთა საკუთარი პოზიციის საფუძვლიანობა, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით კი, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, რის გამოც, პალატის შეფასებით, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და ე-- შ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე-- შ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები ირაკლი ბონდარენკო

 

ნატალია ნაზღაიძე