გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.04.2018
საქმის ნომერი
060210017002199977
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/872-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მარტი 2018წ ქ. სამტრედია

შესავალი ნაწილი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი ნათია ძაძამია

მოსარჩელე - ნ-----–- ს----------–-;

წარმომადგენელი: ნ--- ფ-------;

მოპასუხე - ლ------ ს----------–-;

წარმომადგენელი - თ------ ჟ-----;

დავის საგანი - ლ---- ს----------–-ს დანაშთი უძრავი ქონების 1/6 ნაწილზე მემკვიდრედ ცნობა, ქორწინების და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ნ-----–- ს----------–- ცნობილ იქნას ლ---- ს----------–-ს დანაშთი უძრავი ქონების მდებარე ქ.სამტრედია ჭ----------- ქ.N1- (ყოფილი მ.ც------- ქ.N1- ) -ში 1/6 ნაწილზე მემკვიდრედ.

 

1.2 ბათილად იქნას ცნობილი 1980 წლის 28 აგვისტოს ოგანეს ს-----------ა და ლ------ ბ---------- შორის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი N132.

 

1.3 ბათილად იქნას ცნობილი 2011 წლის 13 იანვარს ლ------ ს----------–-ს სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ლ------ ს----------–-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულ--, ნ-----–- ს----------–- არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ-----–- ს----------–- და ო----- ს----------–- არიან ლ---- ს----------–-ს შვილები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა განმარტება (2018 წლის 29 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი)

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 1- )

 

3.1.2 1966 წლის 05 აპრილს გარდაიცვალა ლ---- ს----------–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 19 );

 

3.1.3 1962 წლის 02 აპრილს ლ-- თ------------ და ო----- ს----------–-ს ქორწინების შესახებ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წიგნში განხორციელდა სათანადო ჩანაწერი N15.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ 22 )

 

3.1.4 1980 წლის 28 აგვისტოს ლ------ ბ----------ა და ო----- ს----------–- შორის ქორწინების შესახებ განხორციელდა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წიგნში რეგისტრაცია, აქტის ჩანაწერი N132.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 21 );

 

3.1.5. 2010 წლის 04 ივნისს გარდაიცვალა ო----- ს----------–.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 17 );

 

3.1.6. 2011 წლის 13 იანვარს ნოტარიუს მ--------------–---- მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა მასზედ, რომ ლ------ ს----------– არის ო----- ს----------–-ს პირველი რიგის მემკვიდრე-მეუღლე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 1-)

 

3.1.7. უძრავი ქონება მდებარე ქ. სამტრედია ჭ----------- ქ.N1--ში (ს/კ 3-.0-.5-.1--) საკუთრების უფლებით ირიცხება თ----–- თ-----------, გ--------– ს----------–-სა და ლ------ ს----------–-ს სახელზე.

-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 13-14)

 

3.1.8. უძრავი ქონება მდებარე ქ. სამტრედია ც------- ქ.N1--ში საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ჩანაწერის თანახმად აღრიცხულ-- ლ---- ს----------–-ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ცნობა (ს.ფ. 82-83 )

 

3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 ნ-----–- ს----------–-ს მიერ სადავო ქონებაზე სამკვიდროს მიღების ფაქტი არ დასტურდება.

 

3.2.2 არ არის დადგენილი ლ---- ს----------–-ს სამკვიდროს გახსნის ადგილი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ნ-----–- ს----------–მა თავისი სასარჩელო მოთხოვნის, კერძოდ, ლ---- ს----------–-ს დანაშთი უძრავი ქონების 1/6 ნაწილზე მემკვიდრედ ცნობის საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ იგი არის ლ---- ს----------–-ს შვილი და ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას. მოსარჩელის მიერ მხოლოდ იმ ფაქტის დადასტურება, რომ ნ-----–- ს----------–- არის ლ---- სტეფანიანიცის შვილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმისთვის, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო ჩაეთვალოს მიღებულად. რაც შეეხება ლ---- ს----------–-ს დანაშთი ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს, აღნიშნულის დასადასტურებლად ნ-----–- ს----------–- შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა განმარტებით, რაც სასამართლოსთვის არ არის სარწმუნო და საკმარისი. აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულებაზე მოსარჩელე არ უთითებს და შესაბამისად არც მტკიცებულება წარმოუდგენია სასამართლოსთვის. ნ-----–- ს----------–-ს მიერ ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ლ---- ს----------–-ს სამკვიდროს გახსნის ადგილი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტი, შესაბამისად არ არსებობს სადავო ქორწინების და ამ ქორწინების სამართლებრივი შედეგის სამკვიდრო მოწმობის, ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილ-- და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ლ---- ს----------–-ს პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს მოსარჩელე ნ-----–- ს----------–-.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამდენად მითითებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი) სამკვიდროს მიღებას უკავშირებს ასევე სამკვიდროს ფლობას და მართვას, რაც უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა მესაკუთრის ბატონობა და, აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 1324-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ-- რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე- სამკვიდროს გახსნის დრო არის 1966 წლის 05 აპრილი. არ არის დადგენილი სამკვიდროს გახსნის ადგილი. მოსარჩელე ნ-----–- ს----------–მა ვერ დაადასტურა მამის ლ---- ს----------–-ს სამკვიდროს მიღების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ნ-----–- ს----------–-ს მოთხოვნა მამის ლ---- ს----------–-ს დანაშთი ქონების 1/6 ნაწილზე მემკვიდრედ ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელ-- და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი დავის შედეგისადმი პირის სუბიექტური დამოკიდებულებით არ განისაზღვრება. აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი შედეგს, რასაც მიზნად ისახავს. ამდენად, იურიდიული ინტერესის არსებობა გულისხმობს იმ შედეგების მითითებას, რომლის მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს აღიარებითი სარჩელით. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან.

 

აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი და სწორი, ანუ მიღწევადი. სასამართლოს მითითებით, ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა უნდა იძლეოდეს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს მოსარჩელისათვის, რაც უზრუნველყოფს მისი უფლების დაცვას მომავალში ხელყოფისაგან (ეს განმარტებები ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს საქმეებზე №148-138-2015-ბ, №ას-1061-1001-2015 და №ას-937-887-2015).

 

მოსარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენს 1980 წლის 28 აგვისტოს ლ------ ბ----------ა და ო----- ს----------–- შორის რეგისტრირებული ქორწინების და 2011 წლის 13 იანვარს ნოტარიუს მ--------------–---- მიერ ლ------ ბ----------- სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11-0-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულ-- სხვასთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად თუ დარღვეულ-- 1107-ე, 110--ე, 11-0-ე მუხლებით დაწესებული პირობები და თუ, ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალ-- ლ------ ბ----------ა და ო----- ს----------–- შორის ქორწინება, იმ პირობებში როცა ო----- ს----------–- დაქორწინებული იყო სხვასთან ლ-- თ-----------თან ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11-0-ე მუხლის დანაწესს და მისი ბათილობის შემთხვევაში, ეს ქორწინება ლ------ ბ-----------თვის არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებს და მოვალეობებს, მათ შორის მემკვიდრეობის უფლებას, მაგრამ ვინაიდან ნ-----–- ს----------–- მამის ლ---- ს----------–-ს დანაშთი ქონება არ მიუღია, 1980 წლის 28 აგვისტოს ლ------ ბ----------ა და ო----- ს----------–- შორის რეგისტრირებული ქორწინების და 2011 წლის 13 იანვარს ნოტარიუს მ--------------–---- მიერ ლ------ ბ----------- სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა ვერ შეცვლის ნ-----–- ს----------–-ს სამართლებრივ მდგომარეობას, არ წარმოშობს, არ იწვევს მოსარჩელისათვის რაიმე იურიდიულ შედეგს, ვერ მოახდენს გავლენას მის კანონიერ ინტერესზე. იურიდიული ინტერესის არსებობა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდა ეკისრება მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილ-- სახელმწიფო ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ-----–- ს----------–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა