გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2/6179-1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1- თ--------–ი 2-19 წ. ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე დალი აბჟანდაძე
სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი
მოსარჩელე ი-------–------ი
წარმომადგენელი ვ-–------------------–-–---–ი
მოპასუხე ე-–----------------აია
მოპასუხე შ--------------------ი
მოპასუხე ნ----------------ი
წარმომადგენელი ჯ------------ე
დავის საგანი განქორწინება, ქორწინების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი-------–------ს (პ/ნ 0----------) და ე-–----------------აიას (პ/ნ 2----------) შორის 1--- წლის 2- მ-----ს რეგისტრირებული ქორწინების (სააქტო ჩანაწერი №--) შეწყვეტა;
1.2. ი-------–------ს (პ/ნ 0----------) და შ--------------------ს (პ/ნ 0----------) შორის 1--- წლის 0- ა--------ს რეგისტრირებული ქორწინების (სააქტო ჩანაწერი #---) ბათილად ცნობა.
1.3. ი-------–------ს (პ/ნ 0----------) და ნ----------------ს (პ/ნ 0----------) შორის 2--- წლის 04 მ-----ს რეგისტრირებული ქორწინების (სააქტო ჩანაწერი #0------) ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმ-----ებით, 1--- წლის 2- მ---------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ე-–----------------აიასთან (ქორწინების აქტის ჩაწერი #1-, გვარი ქორწინების შემდგომ - შ-----ა), ამავე დროს, 1--- წლის 0- ა--------დან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება შ--------------------თან (ქორწინების აქტის ჩაწერი #---, გვარი ქორწინების შემდგომ - შ------ი), ხოლო 2--- წლის 4 მ---------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ----------------თან (ქორწინების ჩანაწერის აქტი 0------, გვარი ქორწინების შემდგომ - ტ----------). პირველი ქორწინება განხორციელებულია ე-–----------------აიასთან კანონიერად და გამომდინარე იქედან, რომ მათ შორის დიდი ხანია ფაქტობრივად შეწყვეტილია ქორწინება, მოსარჩელე ითხოვს ე-–----------------აიასთან ქორწინების შეწყვეტას განქორწინების საფუძველზე. მოსარჩელის განმ-----ებით, ვინაიდან შემდგომი ორი ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა კანონის დარღვევით, არ მომხდარა პირველი ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტა ისე მოხდა ჯერ შ------- ა-----------თან, ხოლო შემდეგ ნ----------------თან ქორწინების რეგისტრაცია, მოსარჩელე ითხოვს ნ----------------თან და შ--------------------თან ქორწინების ბათილად ცნობას. მოსარჩელე არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, მიმდინარე სარეიტინგო ქულით #57 210. ქორწინების შეწყვეტა და ბათილად ცნობა სჭირდება გამომდინარე იქედან, რომ აპირებს სხვა ქალბატონზე დაქორწინებას.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ე-–----–-----ა (ტ----------აია) წარმოდგენილი შესაგებლით დაეთანხმა სარჩელს და განმ-----ა, რომ 1--- წლის 2- მ---------- იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ი-------–------თან, რომელთანაც 1--- წლის 3- ო----------ს შეეძინა შვილი ო-–---–------ა. მოსარჩელესთან ფაქტობრივად ქორწინებაში აღარ იმყოფება 1--- წლიდან და არანაირი სურვილი შემდგომში მასთან თანაცხოვრების არ გააჩნია.
2.2. მოპასუხე ნ----------------მა სასამართლო სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ ცნო.
2.3. მოპასუხე შ------- შ------ს (ა-----------ი) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა სარჩელი, თანდართული მასალები და სასამართლო უწყება, მაგრამ სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ი-------–------ი (პ/ნ 0----------) და ე-–----------------აია (პ/ნ 2----------) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1--- წლის 2- მ----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა #4-----, აქტის ჩანაწერი#1- (ს.ფ.1-).
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმ-----ება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. ი-------–------ს (პ/ნ 0----------) და ე-–----------------აიას (პ/ნ 2----------) რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 1--- წლის 3- ნოემბერს დაბადებული ო-–---–------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაბადების მოწმობა (იხ.ს.ფ. 84)
3.1.3.ი-------–------ი (პ/ნ 0----------) წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირს მოქმედი სარეიტინგო ქულით 57210.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზიდან (იხ.ს.ფ. 2-)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, 1--- წლის 0- ა--------ს, ი-------–------ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--- წლის 0- ი--–--ს) და შ--------------------ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--- წლის 2- მ-----ს) შორის რეგისტრირებულია ქორწინების აქტი #---. შ--------------------ს ქორწინების შემდგომ მიეკუთვნა გვარი შ------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქორწინების აქტის ჩანაწერი (იხ.ს.ფ. 59-60)
-მოსარჩელე მხარის ახსნა-განმ-----ება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
3.2.2. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, 2--- წლის 04 მ-----ს ი-------–------ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--- წლის 0- ი--–--ს) და ნ----------------ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--- წლის 2- თ--------–ს) შორის, რეგისტრირებულია ქორწინების აქტი #0------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქორწინების აქტის ჩანაწერი (იხ.ს.ფ.63-64)
-მოსარჩელე მხარის ახსნა-განმ-----ება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
3.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 01 თებერვლის #01/3---- წერილის თანახმად სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იძებნება სამი მოქმედი ქორწინების აქტის ჩანაწერი, კერძოდ აქტი #1-, რეგისტრირებული 1--- წლის 2- მ---------- ი-------–------ის და ე-–----------------აიას (ქორწინების შემდეგ გვარი ,,შ-----ა“) მიმართ, აქტი #---, რეგისტრირებული 1--- წლის 6 ა--------დან ი-------–------ის და შ--------------------ის (გვარი ქორწინების შემდგომ ,,შ------ი“) მიმართ და აქტი #0------, რეგისტრირებული 2--- წლის 4 მ---------- ი-------–------ის და ნ----------------ის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 01 თებერვლის #01/3---- წერილი (ს.ფ.1-);
-მოსარჩელე მხარის ახსნა-განმ-----ება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
3.2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 1--------ის #0----------- წერილის თანახმად ი-------–------ს უარი ეთქვა ქორწინების მოწმობის გაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 1--------ის #0----------- წერილი
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმ-----ებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმ-----ავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მ-----ო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ქორწინების შეწყვეტის და ქორწინებების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 110--ე,112--ე , 112--ე, 1143-ე, 1146-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ი-------–------მა ე-–----–-----ასთან (ტ----------აია) 1--- წლის 2- მ-----ს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა მოითხოვა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მას ფაქტობრივი ურთიერთობა მოპასუხეთან არ აქვს დიდი ხანია, ამ ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ, განახორციელა სხვა პირებთან ქორწინების რეგისტრაცია, კერძოდ 1--- წლის 6 ა--------ს შ--------------------თან, ხოლო 2--- წლის 4 მ-----ს ნ----------------თან და სარჩელით მოთხოვნილი ქორწინების შეწყვეტა და ქორწინებების ბათილად ცნობა სჭირდება გამომდინარე იქედან, რომ აპირებს სხვა პირზე დაქორწინებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 112--ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ი-------–------ი და მოპასუხე ე-–----–-----ა (ტ----------აია) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1--- წლის 2- მ----------.
სამოქალაქო კოდექსის 110--ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად: 1.განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ე-–----–-----ას (ტ----------აია) და ი-------–------ს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია დიდი ხანია, როგორც მოსარჩელე მხარეს ასევე მოპასუხე ე-–----–-----ას (ტ----------აია) არ გააჩნია სურვილი თანაცხოვრების, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-8-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ე-–----–-----ამ (ტ----------აია) სარჩელი ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სარჩელი ი-------–------ს და ე-–----–-----ას (ტ----------აია) შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის თანახმად, ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 110--ე, 1108-ე და 112--ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება).
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ.
სამოქალაქო კოდექსის 1143-ე მუხლის თანახმად, ქორწინება, რომელიც გაფორმდება 112--ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, შეიძლება სასამართლომ ბათილად ცნოს.
საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტორნულ ბაზაში ი----- შ------ის სახელზე, გარდა 1--- წლის 2- მ-----ს, ე-–----------------აიასთან განხორციელებული ქორწინების აქტის (#1-) ჩანაწერისა, ფიქსირდება ასევე ქორწინების აქტის ორი აქტიური ჩანაწერი: აქტი N---, რეგისტრირებული 1--- წლის 0- ა--------ს შ--------------------თან - სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ და აქტი N-------, რეგისტრირებული ნ----------------თან 2--- წლის 04 მ-----ს - სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 112--ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან.
მოპასუხე ნ----------------ის წარმომადგენელმა საქმის მომზადების სტადიაზე ცნო სარჩელი მხარეებს, ი-------–------ს და ნ----------------ს შორის 2--- წლის 04 მ-----ს რეგისტრირებული ქორწინების (აქტის ჩანაწერი N-------) ბათილად ცნობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოპასუხე ნ----------------მა სარჩელი ცნო საქმის მომზადების ეტაპზე, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-8-ე მუხლის მესამე ნაწილისა. შესაბამისად, ი----- შ------ის სარჩელი მოპასუხე ნ----------------ის მიმართ ქორწინების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხე შ------- შ------ს (ა-----------ი) მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მისთვის ცნობილია სასარჩელო მოთხოვნა და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, როგორც სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, ასევე, სასამართლო უწყება ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მას სასამართლოში საწინააღმდეგო პოზიცია (შესაგებელი) არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23--ე და 2321 -ე მუხლებით აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე ადასტურებს იმას, რომ იგი არ ეწინააღმდეგება სასარჩელო მოთხოვნას და მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ნაწილში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა იქნას მიჩნეული, ხოლო რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რაც სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებულ ეჭვს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საპირისპიროდ, სასამართლოში წარმოდგენილი არ არის.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი ზემოაღნიშნული გარემოებები, სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესის მიხედვით, ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე ი----- შ------ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხეებმა ე-–----–-----ამ (ტ----------აია) და ნ----------------მა სარჩელი ცნეს სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე, ისინი უნდა განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებისგან, ხოლო მოპასუხე შ------- შ------ს (ა-----------ი) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, მე-8, მე-14, 39-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 70-78-ე, 2-8-ე, 23--ე, 2321 -ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ი-------–------ის სარჩელი ე-–----–-----ას (გვარი ქორწინებამდე - ტ----------აია) მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1 შეწყდეს ქორწინება ი-------–------ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--- წლის 0- ი--–--ს) და ე-–----–-----ას (პ/ნ 2----------, დაბადებული 1--- წლის 16 ო----------ს, გვარი ქორწინებამდე - ტ----------აია) შორის, რეგისტრირებული - სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 1--- წლის 2- მ-----ს, სააქტო ჩანაწერი №--.
2.ბათილად იქნას ცნობილი მოსარჩელე ი----- შ------ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--- წლის 0- ი--–--ს) და შ------- შ------ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--- წლის 2- მ-----ს, გვარი ქორწინებამდე - ა-----------) შორის, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, 1--- წლის 0- ა--------ს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი # 9--).
3.ბათილად იქნას ცნობილი ი-------–------ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--- წლის 0- ი--–--ს) და ნ----------------ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--- წლის 2- თ--------–ს) შორის, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, 2--- წლის 04 მ-----ს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი #0------).
4. მოპასუხეები: ე-–----–-----ა (პ/ნ2----------, გვარი ქორწინებამდე - ტ----------აია) და ნ----------------ი (პ/ნ 0----------) განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
5. მოპასუხე შ------- შ------ს (პ/ნ 0----------, გვარი ქორწინებამდე - ა-----------ი) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე დალი აბჟანდაძე