განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001653802
საქმე №2ბ/1378-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსნებელი) - მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლეები:
ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია
აპელანტი - შ----------–----ე
წარმომდგენელი - ი-----–-------ე
მოწინააღმდეგე მხარე - თ---------------–---–ი
წარმომდგენელი - ზ-------------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ქორწინების ბათილად ცნობა (ძირითადი სარჩელით) და თა--მესაკუთრედ ცნობა (შეგებებული სარჩელით)
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - დაკმაყოფილდა შ----------–----ის სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 19 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება თ----- ხ-------–---–სა (პირადი N0----------) და შ----------–----ეს (პირადი N0----------) შორის (სააქტო ჩა--წერი მნ0------) - ქორწინების რეგისტრაციის (2007 წლის 19 ივლისი) მომენტიდან. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ----- ხ-------–---–ის (პირადი N0----------) შეგებებული სარჩელი. თ----- ხ-------–---–ი (პირადი N0----------) ცნობილ იქნა შ----------–----ის (პირადი N0----------) სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა გ---------–ი, N---, კ-----------, ბინა N--, (ს/კ 0----------------------) – 1-- ნაწილის მესაკუთრედ. თ----- ხ-------–---–ი (პირადი N0----------) ცნობილ იქნა შ----------–----ის (პირადი N0----------) სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ლ---- ს---------–--, (ს/კ 0---------------) – 1-- ნაწილის მესაკუთრედ.
2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 1991 წლის 21 აპრილს, თ----- ხ-------–---–ი დაქორწინდა პ------ ა--–---–---–ზე; ქ. თბილისის ს----------–--- რაიონის სასამართლოს 1992 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა თ----- ხ-------–---–ის სარჩელი მოპასუხე პ------ ა--–---–---–ის მიმართ და შეწყდა 1991 წლის 21 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება.
2.2. თ----- ხ-------–---–ი და გ------- მ------–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1996 წლის 16 თებერვლიდან 2007 წლის 18 მაისამდე. მათ თა--ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1997 წლის 24 იანვარს დაბადებული ლ---- მ------–ი და 1998 წლის 8 მარტს დაბადებული ა-- მ------–ი; თ----- ხ-------–---–ი და გ------- მ------–ი განქორწინდნენ 2007 წლის 18 მაისს.
2.3. შ----------–----ე და თ----- ხ-------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2007 წლის 19 ივლისიდან. მათ თა--ცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 21 მარტს შეეძინათ შვილი ნ-----–--ზ ბ---–----ე.
2.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა თ----- ხ-------–---–ის 2016 წლის 6 ივნისის N0----------- განცხადება: შესწორდა ნ-----–--ზ ბ---–----ის დაბადების აქტის ჩა--წერში, თ----- ხ-------–---–ის ქორწინების აქტის N--- ჩა--წერში, თ----- ხ-------–---–ის ქორწინების აქტის N0------ ჩა--წერში და განქორწინების N0------ ჩა--წერში შესწორდა თ----- ხ-------–---–ის დაბადების თარიღი 1972 წლის 28 მაისი და მიეთითა 1971 წლის 28 მაისი.
2.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს----------–--- რაიონის გამგეობის 2014 წლის 9 დეკემბრის N-------------- ცნობის მიხედვით, თ----- ხ-------–---–ი მუშაობდა 2009 წლის 17 ნოემბრიდან 2003 წლის 1 მარტამდე ვ---------------–--- რაიონის გამგეობაში, ტერიტორიული ერთეულის - ვ------ყ--------გ-------- უბნის სამსახურში (განყოფილება) მთავარი სპეციალისტის თა--მდებობაზე. 2013 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 21 ოქტომბრამდე მუშაობდა ს----------–--- რაიონის გამგეობაზე, ტერიტორიული ერთეულის - ვ------ყ--------გ--------ს----------–--- ქუჩის უბნის სამსახურში (განყოფილება) მთავარი სპეციალისტის თა--მდებობაზე. 2014 წლის 21 ოქტომბრიდან მუშაობს ს----------–--- რაიონის გამგეობაში, ტერიტრიული ერთეულის - ვ----- - ყ--------გ--------ს----------–--- ქუჩის უბნის სამსახურში (განყოფილება) მთავარი სპეციალისტის თა--მდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად.
2.6. 2007 წლის 28 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ნ--–------- ფ---------, მ--- მკ/რ, კორპუსი N--, ბინა N--, საკადასტრო კოდი №0----------------------- საკუთრების უფლებით აღირიცხა შ----------–----ის სახელზე; 2013 წლის 30 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლ---- ს---------–--, საკადასტრო კოდი №0---------------, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შ----------–----ის სახელზე; 2016 წლის 20 იანვრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ--------–-- ქუჩა N---, კორპუსი N-, ბინა N--, საკადასტრო კოდი №0----------------------, საკუთრების უფლებით აღირიცხა შ----------–----ის სახელზე; უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–-- ქუჩასა და მ-------- მ-------ს შორის, ს--------–---, ბ-------, საკადასტრო კოდი N--------------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შ----------–----ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 26.09.2016 წელი;
2.7. 2013 წლის 30 სექტემბერს, N------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, შ----------–----ემ სს ,,ს----------–---------სგან“ მიიღო სესხი 32 000 აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წლის 20 იანვარს, საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, შ----------–----ემ სს ,,ს----------–---------სგან“ მიიღო კრედიტი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით. შ----------–----ემ სს ,,ს----------–---------სგან“ 2016 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულებით მიიღო კრედიტის თანხა 65 000 აშშ დოლარი. 2007 წლის 5 დეკემბერს, სს ,,ს----------–--------ს“ და შ----------–----ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კრედიტის თანხამ შეადგინა 13 000 აშშ დოლარი.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.8. სსგს ერთიან ელექტრონულ ბაზაში მოიძებნა თ----- ხ-------–---–ის სახელზე რეგისტრირებული ქორწინების ორი მოქმედი აქტი, კერძოდ: ქორწინების აქტი (N---) რეგისტრირებული 21.04.1991წ. თბილისის სადღესასწაულო სასახლის მმაჩის განყოფილების მიერ და 2007 წლის 19 ივლისს თბილისის N- სპეციალიზირებული სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩა--წერი (აქტი N0------); ვინაიდან, მხარეებს შ----------–----ეს და თ----- ხ-------–---–ს შორის სახელმწიფო სერვსების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ქორწინების რეგისტრაციის დროისათვის, 2007 წლის 19 ივლისს, არსებობდა მოქმედი ქორწინების აქტის ჩა--წერი, რეგისტრირებული 21.04.1991წ. სამოქალაქო კანონმდებლობის თა--ხმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან. ქორწინების აღნიშნული დამაბრკოლებელი გარემოება წარმოადგენს ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველს.
2.9. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე შ----------–----ის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე თ----- ხ-------–---–ისათვის შ----------–----ესთან ქორწინების რეგისტრაციის დროს, 2007 წლის 19 ივლისს ცნობილი იყო ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების, სხვა პირთან ქორწინების მოქმედი ჩა--წერის არსებობის თაობაზე და მან აღნიშნული ფაქტი დამალა. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისის ს----------–--- რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თ----- ხ-------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე შეწყდა 1991 წლის 21 აპრილს პ------ ა--–---–---–თან რეგისტრირებული ქორწინება. ხოლო 1996 წლის 16-----------–- თ----- ხ-------–---–მა იქორწინა გ------- მ------–თან, რომელთა--ც განქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 18 მაისს. გ------- მ------–თან როგორც ქორწინების, ასევე განქორწინების რეგისტრაციის დროისათვის არ გამოიკვეთა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ----- ხ-------–---–ისათვის, 2007 წლის 19 ივლისს შ----------–----ესთან ქორწინების რეგისტრაციის დროისათვის და ასევე, მასთან ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში, ცნობილი არ იყო 1991 წლის 21 აპრილის მოქმედი ქორწინების აქტის ჩა--წერის არსებობის თაობაზე. როგორც თავად, მოპასუხე თ----- ხ-------–---–ი განმარტავს, რომ მან მის მიმართ ორი მოქმედი ქორწინების აქტის ჩა--წერის თაობაზე გაიგო მოგვიანებით, 2016 წლის მაისში, როდესაც მისი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ვადის გასვლის გამო მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს.
2.10. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ორი უძრავი ქონება, ქ. თბილისი, გ--------–-- ქუჩა N---, კორპუსი N-, ბინა N--, საკადასტრო კოდი №0---------------------- და ქ. თბილისი, ლ---- ს---------–--, საკადასტრო კოდი №0--------------- წარმოადგენს თ----- ხ-------–---–ის და შ----------–----ის ქორწინების პერიოდში, ერთ ოჯახად თა--ცხოვრების განმავლობაში შეძენილ ქონებას. შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას და არსებობს მასზე მეუღლეთა თა--საკუთრების რეჟიმის გავრცელების საფუძველი, თა--ხმად სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დადგენილი და--წესისა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე შ----------–----ის (შეგებებული სარჩელით) მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებს შორის ოჯახური თა--ცხოვრება შეწყდა 2016 წლის იანვრის დასაწყისში, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. თ----- ხ-------–---–ის განმარტებით, მხარეებს, შ----------–----ესა და თ----- ხ-------–---–ს შორის ოჯახური თა--ცხოვრება შეწყდა 2016 წლის იანვრის თვის ბოლოს და დაახლოებით 2016 წლის 30 იანვარს არასრულწლოვან შვილთან ერთად დატოვა თ----- ხ-------–---–მა შ----------–----ის საცხოვრებელი ბინა.
მოწმის სახით დაკითხული ნა-- ბ---–----ე, რომელიც წარმოადგენს შ----------–----ის დედას და ცხოვრობს ცალკე მისამართზე (ქ. თბილისი, წ-----------–---–-- ქ. N--6), ზუსტად ვერ იხსენებს როდის შეწყდა მეუღლეებს შორის თა--ცხოვრება და მხოლოდ იმას უთითებს, რომ დაბადების დღე, 6-----------–- თ----- ხ-------–---–მა ტელეფონის მეშვეობით მიულოცა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, გ--------–-- ქუჩა N---, კორპუსი N-, ბინა N--, საკადასტრო კოდი №0----------------------, შეძენილია მეუღლეების თა--ცხოვრების პერიოდში, ერთობლივი საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად. ის გარემოება რომ, მოპასუხე შ----------–----ემ 20.01.2016 წელს, სადავო ქონების შეძენის დღეს, სს ,,ს----------–---------სგან“ მიიღო კრედიტი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით, არ ახდენს გავლენას თ----- ხ-------–---–ის, როგორც მეუღლის ქონებრივ უფლებაზე, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მეორე ნაწილით, მას მაინც წარმოეშვება ქონებაზე საკუთრების უფლება.
2.11. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ნ--–------- ფ---------, მ--- მკ/რ, კორპუსი N--, ბინა N--, საკადასტრო კოდი №0----------------------- შეძენილია 2007 წლის 28 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხე შ----------–----ის განმარტებით, აღნიშნული უძრავი ნივთი შეძენილია ბ----- მიერ და--ტოვარი უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული თანხით, რასაც დაამატა ბანკისგან მიღებული სესხის თანხის გარკვეული ნაწილი. საქმის მასალების მიხედვით, 2007 წლის 5 დეკემბერს სს ,,ს----------–--------ს“ და შ----------–----ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კრედიტის თანხამ შეადგინა 13 000 აშშ დოლარი. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს მოწმე ნა-- ბ---–----ე, რომელიც მიუთითებს, რომ შ----------–----ემ სადავო ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ნ--–------- ფ---------, მ--- მკ/რ, კორპუსი N--, ბინა N--, შეიძინა ბ----- საცხოვრებელი ბინის გაყიდვით მიღებული თანხით. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება, მოსარჩელე თ----- ხ-------–---–ს საქმეზე არ წარმოუდგენია სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის მიხედვით, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს შ----------–----ის ინდივიდუალურ საკუთრებას. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–-- ქუჩასა და მ-------- მ-------ს შორის, ს--------–---, ბ-------, საკადასტრო კოდი N--------------------------, შეძენილია თ----- ხ-------–---–სა და შ----------–----ეს ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის, მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს, შესაბამისად, ამ ქონებაზე მეუღლეთა თა--საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს თავად მოსარჩელე მხარე, თ----- ხ-------–---–ი და მიუთითებს, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ შ----------–----ის ბ----- კუთვნილი ბინა გაიყიდა და ამ თანხით მოხდა სადავო ქონების შეძენა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.12. მოსარჩელე შ----------–----ემ მოითხოვა მოპასუხე თ----- ხ-------–---–თან 2007 წლის 19 ივლისს რეგისტრირებული ქორწინების (აქტის ჩა--წერი N0------) ბათილად ცნობა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარესთან ქორწინების დროისათვის არსებობდა დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, თ----- ხ-------–---–ის მიმართ მოქმედი ქორწინების ჩა--წერი, რაც 2007 წლის 19 ივლისს რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველია. დადგენილია, რომ შ----------–----ე და თ----- ხ-------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2007 წლის 19 ივლისიდან. მათ თა--ცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 21 მარტს შეეძინათ შვილი ნ-----–--ზ ბ---–----ე.
სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თა--ხმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 1991 წლის 21 აპრილს თ----- ხ-------–---–ი დაქორწინდა პ------ ა--–---–---–ზე. ქ. თბილისის ს----------–--- რაიონის სასამართლოს 1992 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა თ----- ხ-------–---–ის სარჩელი მოპასუხე პ------ ა--–---–---–ის მიმართ და შეწყდა ქორწინება რეგისტრირებული 1991 წლის 21 აპრილს.
თ----- ხ-------–---–ი და გ------- მ------–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1996 წლის 16 თებერვლიდან 2007 წლის 18 მაისამდე. მათ თა--ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1997 წლის 24 იანვარს დაბადებული ლ---- მ------–ი და 1998 წლის 8 მარტს დაბადებული ა-- მ------–ი. თ----- ხ-------–---–ი და გ------- მ------–ი განქორწინდნენ 2007 წლის 18 მაისს. სსგს ერთიან ელექტრონულ ბაზაში, დღეის მდგომარეობით, თ----- ხ-------–---–ის სახელზე იძებნება რეგისტრირებული ქორწინების ორი მოქმედი აქტი, კერძოდ: ქორწინების აქტი (N---) რეგისტრირებული 21.04.1991წ. თბილისის სადღესასწაულო სასახლის მმაჩის განყოფილების მიერ და 2007 წლის 19 ივლისს თბილისის N- სპეციალიზირებული სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩა--წერი (აქტი N0------).
მოპასუხე თ----- ხ-------–---–ი მიუთითებს, რომ მისთვის 21.04.1991 წლის მოქმედი ქორწინების აქტის ჩა--წერის არსებობის თაობაზე ცნობილი გახდა 2016 წლის მაისის თვეში და მისთვის შ----------–----ესთან დაქორწინების პერიოდში და მთელი ქორწინების განმავლობაში ცნობილი არ ყოფილა ამ დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის თაობაზე. თ----- ხ-------–---–ი და შ----------–----ე ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ქორწინებიდან 2007 წლის 19 ივლისიდან და მათი ქორწინება ფატქობრივად შეწყდა 2016 წლის იანვრის თვეში. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ერთობლივად ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და უდავოა ის გარემოება, რომ თ----- ხ-------–---–ი პ------ ა--–---–---–ზე დაქორწინდა 1991 წლის 21 აპრილს. მართალია, თბილისის ს----------–--- რაიონის სასამართლოს 1992 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით, შეწყდა აღნიშნული ქორწინება რეგისტრირებული 1991 წლის 21 აპრილს. სააქტო ჩა--წერი N---, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების თაობაზე არ დარეგისტრირდა სამოქალაქო აქტების ორგანოში კანონით დადგენილი წესით, რის გამოც განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩა. შესაბამისად, მხარეებს შ----------–----ეს და თ----- ხ-------–---–ს შორის სახელმწიფო სერვსების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ქორწინების რეგისტრაციის დროისათვის, 2007 წლის 19 ივლისს, არსებობდა მოქმედი ქორწინების აქტის ჩა--წერი, რეგისტრირებული 21.04.1991წ. სამოქალაქო კანონმდებლობის თა--ხმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან. ქორწინების აღნიშნული დამაბრკოლებელი გარემოება კი კანონის ძალით წარმოადგენს ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველს.
გამომ-------- აღნიშნულიდან, მოსარჩელე შ----------–----ის სარჩელი მოპასუხე თ----- ხ-------–---–ის მიმართ ქორწინების ბათილად ცნობის (აქტის ჩა--წერი N0------) მოთხოვნით უნდა დაკმაყოფილდეს.
2.13. მოსარჩელე თ----- ხ-------–---–მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა შ----------–----ესთან თა--ცხოვრების პერიოდში შეძენილ შემდეგ უძრავ ქონებების, მდებარე: ქ. თბილისი, ნ--–------- ფ---------, მ--- მკ/რ, კორპუსი N--, ბინა N--, საკადასტრო კოდი №0----------------------- ქ. თბილისი, ლ---- ს---------–--, საკადასტრო კოდი №0---------------, ქ. თბილისი, გ--------–-- ქუჩა N---, კორპუსი N-, ბინა N--, საკადასტრო კოდი №0---------------------- და ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–-- ქუჩასა და მ-------- მ-------ს შორის, ს--------–---, ბ------- საკადასტრო კოდი №0-------------------------, 1-- ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება.
დადგენილია, რომ შ----------–----ე და თ----- ხ-------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2007 წლის 19 ივლისიდან (ქორწინების აქტის ჩა--წერი N0------). მათ თა--ცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 21 მარტს შეეძინათ შვილი ნ-----–--ზ ბ---–----ე. ზემოთ როგორც აღინიშნა იმ გარემოების საფუძველზე, რომ თ----- ხ-------–---–ის მიმართ სსგს ერთიან ელექტრონულ ბაზაში, მოიძებნა რეგისტრირებული ქორწინების ორი მოქმედი აქტი, კერძოდ: ქორწინების აქტი (N---) რეგისტრირებული 21.04.1991წ. თბილისის სადღესასწაულო სასახლის მმაჩის განყოფილების მიერ და 2007 წლის 19 ივლისს თბილისის N- სპეციალიზირებული სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩა--წერი (აქტი N0------), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის საფუძველზე გამოიკვეთა მხარეების, თ----- ხ-------–---–ისა და შ----------–----ეს შორის რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, თ----- ხ-------–---–ისა და შ----------–----ეს შორის ქორწინების განმავლობაში მოპასუხე შ----------–----ის სახელზე დარეგისტრირდა შემდეგი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ნ--–------- ფ---------, მ--- მკ/რ, კორპუსი N--, ბინა N--, საკადასტრო კოდი №0----------------------- ქ. თბილისი, ლ---- ს---------–--, საკადასტრო კოდი №0---------------, ქ. თბილისი, გ--------–-- ქუჩა N---, კორპუსი N-, ბინა N--, საკადასტრო კოდი №0---------------------- და ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–-- ქუჩასა და მ-------- მ-------ს შორის, ს--------–---, ბ-------, საკადასტრო კოდი №0-------------------------.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე შ----------–----ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე თ----- ხ-------–---–ისათვის შ----------–----ესთან ქორწინების რეგისტრაციის დროს, 2007 წლის 19 ივლისს ცნობილი იყო ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების, სხვა პირთან ქორწინების მოქმედი ჩა--წერის არსებობის თაობაზე და მან აღნიშნული ფაქტი დამალა. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისის ს----------–--- რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თ----- ხ-------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე შეწყდა 1991 წლის 21 აპრილს პ------ ა--–---–---–თან რეგისტრირებული ქორწინება, ხოლო 1996 წლის 16-----------–- თ----- ხ-------–---–მა იქორწინა გ------- მ------–თან, რომელთა--ც განქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 18 მაისს. გ------- მ------–თან როგორც ქორწინების, ასევე განქორწინების რეგისტრაციის დროისათვის არ გამოიკვეთა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ----- ხ-------–---–ისათვის, 2007 წლის 19 ივლისს შ----------–----ესთან ქორწინების რეგისტრაციის დროისათვის და ასევე, მასთან ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში, არ იყო ცნობილი და არც შეეძლო სცოდნოდა 1991 წლის 21 აპრილის მოქმედი ქორწინების აქტის ჩა--წერის არსებობის თაობაზე. როგორც თავად, მოპასუხე თ----- ხ-------–---–ი განმარტავს, რომ მან მის მიმართ ორი მოქმედი ქორწინების აქტის ჩა--წერის თაობაზე გაიგო მოგვიანებით, 2016 წლის მაისის თვეში, როდესაც მისი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ვადის გასვლის გამო მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი.
ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ----- ხ-------–---–ს სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, შ----------–----ესთან რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის (აქტის ჩა--წერი N0------) გადაწყვეტილების გამოტანისას, უფლება აქვს ქორწინების ბათილად ცნობამდე ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონების გაყოფა მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქმეში არსებული მასალებით, თ----- ხ-------–---–ი მუშაობდა 2009 წლის 17 ნოემბრიდან 2003 წლის 01 მარტამდე ვ---------------–--- რაიონის გამგეობაში, ტერიტორიული ერთეულის - ვ------ყ--------გ-------- უბნის სამსახურში (განყოფილება) მთავარი სპეციალისტვის თა--მდებობაზე. 2013 წლის 01 მარტიდან 2014 წლის 21 ოქტომრბრამდე მუშაობდა ს----------–--- რაიონის გამგეობაზე, ტერიტორიული ერთეულის - ვ------ყ--------გ--------ს----------–--- ქუჩის უბნის სამსახურში (განყოფილება) მთავარე სპეციალისტის თა--მდებობაზე. 2014 წლის 21 ოქტომბრიდან მუშაობს ს----------–--- რაიონის გამგეობაში, ტერიტრიული ერთეულის - ვ----- - ყ--------გ--------ს----------–--- ქუჩის უბნის სამსახურში (განყოფილება) მთავარი სპეციალისტის თა--მდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად.
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის გა--წილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ორი უძრავი ქონება, ქ. თბილისი, გ--------–-- ქუჩა N---, კორპუსი N-, ბინა N--, საკადასტრო კოდი №0---------------------- და ქ. თბილისი, ლ---- ს---------–--, საკადასტრო კოდი №0--------------- წარმოადგენს თ----- ხ-------–---–ის და შ----------–----ის ქორწინების პერიოდში, ერთ ოჯახად თა--ცხოვრების განმავლობაში შეძენილ ქონებას. შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას და არსებობს მასზე მეუღლეთა თა--საკუთრების რეჟიმის გავრცელების საფუძველი, თა--ხმად სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დადგენილი და--წესისა.
საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თა--საკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თა--საკუთრებად მიჩნევისათვის. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო უძრავ ნივთზე მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება არ ვრცელდება, ეკისრება მოპასუხეს, რომელმაც სარწმუნოდ უნდა ადასტუროს, რომ სადავო უძრავი ქონების ნახევარზე არ წარმოშობილა მეორე მეუღლის თა--საკუთრების უფლება. კერძოდ, მან უნდა ამტკიცოს, რომ სადავო უძრავი ქონება არ არის შეძენილი ქორწინების განმავლობაში, მეურნეობის ერთობლივი გაძღოლის შედეგად.
სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხე შ----------–----ის (შეგებებული სარჩელით) მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებს შორის ოჯახური თა--ცხოვრება შეწყდა 2016 წლის იანვრის დასაწყისში, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. თ----- ხ-------–---–ის განმარტებით, მხარეებს, შ----------–----ესა და თ----- ხ-------–---–ს შორის ოჯახური თა--ცხოვრება შეწყდა 2016 წლის იანვრის თვის ბოლოს და დაახლოებით 2016 წლის 30 იანვარს არასრულწლოვან შვილთან ერთად დატოვა თ----- ხ-------–---–მა შ----------–----ის საცხოვრებელი ბინა. მოწმის სახით დაკითხული ნა-- ბ---–----ე, რომელიც წარმოადგენს შ----------–----ის დედას და ცხოვრობს ცალკე მისამართზე (ქ. თბილისი, წ-----------–---–-- ქ. N--6) , ზუსტად ვერ იხსენებს როდის შეწყდა მეუღლეებს შორის თა--ცხოვრება და მხოლოდ იმას უთითებს, რომ დაბადების დღე, 6-----------–- თ----- ხ-------–---–მა ტელეფონის მეშვეობით მიულოცა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, გ--------–-- ქუჩა N---, კორპუსი N-, ბინა N--, საკადასტრო კოდი №0----------------------, შეძენილია მეუღლეების თა--ცხოვრების პერიოდში, ერთობლივი საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად. ის გარემოება რომ, მოპასუხე შ----------–----ემ 20.01.2016 წელს, სადავო ქონების შეძენის დღეს, სს ,,ს----------–---------სგან“ მიიღო კრედიტი 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, არ ახდენს გავლენას თ----- ხ-------–---–ის, როგორც მეუღლის ქონებრივ უფლებაზე. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ქონებაზე მეუღლეთა თა--საკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი, თუმცა როგორც მხარეთა განმარტებით დადგენილია, მოსარჩელე თ----- ხ-------–---–ი დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი.
მეუღლეთა თა--საკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით. სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა ქონებრივ უფლებებს. რაც შეეხება უძრავ ქონებას, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლ---- ს---------–--, საკადასტრო კოდი №0---------------, აღნიშნულ ქონებასთან მიმართებით მხარეებს შორის უდავოა, რომ წარმოადგენს ერთობლივი თა--ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონებებზე, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ--------–-- ქუჩა N---, კორპუსი N-, ბინა N--, საკადასტრო კოდი №0---------------------- და ქ. თბილისი, ლ---- ს---------–--, საკადასტრო კოდი №0--------------- წარმოადგენს თ----- ხ-------–---–ისა და შ----------–----ის ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას და მასზე უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თა--საკუთრების რეჟიმი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და მოსარჩელე თ----- ხ-------–---–იც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქ. თბილისი, ნ--–------- ფ---------, მ--- მკ/რ, კორპუსი N--, ბინა N--, საკადასტრო კოდი №0----------------------- შეძენილია შ----------–----ის მიერ ბ----- და--ტოვარი საცხოვრებელი ბინის გაყიდვით მიღებული თანხით, რასაც დაამატა ბანკისგან მიღებული სესხის თანხის გარკვეული ნაწილი. საქმის მასალების მიხედვით, 2007 წლის 5 დეკემბერს სს ,,ს----------–--------ს“ და შ----------–----ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კრედიტის თანხამ შეადგინა 13 000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარი. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს მოწმე ნა-- ბოქლვაძე (შ----------–----ის დედა), რომელიც მიუთითებს, რომ შ----------–----ემ სადავო ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ნ--–------- ფ---------, მ--- მკ/რ, კორპუსი N--, ბინა N--, შეიძინა ბ----- საცხოვრებელი ბინის გაყიდვით მიღებული თანხით. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება, მოსარჩელე თ----- ხ-------–---–ს საქმეზე არ წარმოუდგენია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს შ----------–----ის ინდივიდუალურ საკუთრებას, ვინაიდან ამ უკა--სკნელმა აღნიშნული უძრავი ქონება ფაქტობრივად შეიძინა მემკვიდრეობით მიღებული თანხით, რასაც კავშირი არ აქვს ოჯახის ერთაინ მეურნეობასთან. სასარჩელო მოთხოვნა ასევე შეეხება უძრავი ქონებას, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–-- ქუჩასა და მ-------- მ-------ს შორის, ს--------–---, ბ-------, საკადასტრო კოდი N--------------------------, რომელიც შ----------–----ის მიერ შეძენილია თ----- ხ-------–---–თან ოჯახური თა--ცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, 2016 წლის 26 სექტემბრის უძრავი ნივთის ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, უდავოა, რომ აღნიშნული ქონება შეძენილია თ----- ხ-------–---–ისა და შ----------–----ის ცალ-ცალკე ცხოვრების დროს. სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უძრავ ქონება, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–-- ქუჩასა და მ-------- მ-------ს შორის, ს--------–---, ბ-------, არ უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თა--საკუთრების რეჟიმი. მეუღლეთა ცალ-ცალკე ცხოვრების პერიოდში უძრავი ქონების შეძენის ფაქტს ადასტურებს თავად მოსარჩელე თ----- ხ-------–---–იც.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ----- ხ-------–---–ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და იგი ცნობილ უნდა იქნეს ქ. თბილისი, ქუჩა გ---------–ი, N---, კ-----------, ბინა N--, (ს/კ 0----------------------) და ქ. თბილისი, ლ---- ს---------–--, (ს/კ 0---------------) – 1-- ნაწილის მესაკუთრედ.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის თა--ხმად ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, ბათილობა სრულად გამორიცხავს თ----- ხ-------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებას და მისი ქონების 1-- ნაწილის მესაკუთრედ ცნობას. თ----- ხ-------–---–მა იცოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ და მან აღნიშნული ფაქტი დამალა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომ--------, სასამართლოს უარი უნდა ეთქვა თ----- ხ-------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. განსახილველ დავაში, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია ვრცელდება თუ არა 1158-ე მუხლით დადგენილი მეუღლეთა თა--საკუთრების რეჟიმი შ----------–----ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე (ქ. თბილისი, ქუჩა გ---------–ი, N---, კ-----------, ბინა N--, (ს/კ 0----------------------) და ქ. თბილისი, ლ---- ს---------–--, (ს/კ 0---------------)). განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით, ზემოდასახელებული საკვანძო საკითხის კვლევა უნდა განხორციელდეს სკ-ის 1146-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, რასთან დაკავშირებითაც, პალატა განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თა--საკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თა--საკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თა--საკუთრებად მიჩნევისათვის (შდრ: სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი). ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგა--ც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს (სკ-ის 1151-ე მუხლი).
შ----------–----ე და თ----- ხ-------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2007 წლის 19 ივლისიდან. 2013 წლის 30 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლ---- ს---------–--, საკადასტრო კოდი №0---------------, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შ----------–----ის სახელზე. ასევე, 2016 წლის 20 იანვრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ--------–-- ქუჩა N---, კორპუსი N-, ბინა N--, საკადასტრო კოდი №0----------------------, საკუთრების უფლებით აღირიცხა შ----------–----ის სახელზე. ამდენად, დასახელებული უძრავი ნივთების შეძენის თარიღი ემთხვევა მოდავე მხარეთა რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის პერიოდს, რის გამოც, იგი წარმოადგენს თ----- ხ-------–---–ისა და შ----------–----ის თა--ცხოვრების განმავლობაში შეძენილ ქონებას. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტი მიუთითებს, რომ 1158-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს სკ-ის 1146-ე მუხლი, უკეთუ, მხარეებს შორის ქორწინება ბათილად იქნა მიჩნეული. სააპელაციო საჩივრის პრეტენზიაც სწორედ ამ მიმართულებით არის წარმოდგენილი.
სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის თა--ხმად, ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს. იმ პირთა ქონებრივი ურთიერთობები, რომელთა ქორწინებაც ბათილად იქნა ცნობილი, წესრიგდება საერთო საკუთრების შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით. ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე), მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება 1182-ე და 1186 -ე მუხლების მიხედვით,ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს 1158-ე და 1171-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები. ქორწინების ბათილად ცნობა არ ხელყოფს ასეთი ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვთა უფლებებს.
დასახელებული ნორმის მიხედვით, ქორწინების გაბათილება ნიშნავს მეუღლეთა უფლება-მოვალეობების არსებობის უარყოფას. იგი ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდანვე არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს. ამგვარი ქორწინება ითვლება არარსებულად, თავიდანვე არ შემდგარად. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს სკ-ის 1146-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმა - „ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს“. აღნიშნულის მიუხედავად, ზემოდასახელებული ნორმის მეორე ნაწილი ითვალისწინებს კეთილსინდისიერი მეუღლის ინტერესს ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს 1158-ე და 1171-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები. მეუღლის კეთილსინდისიერად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია მისი სუბიექტური დამოკიდებულება ქორწინების ბათილობის საფუძვლის მიმართ, კერძოდ, იცოდა თუ არა ან შეეძლო თუ არა სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელე შ----------–----ის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე თ----- ხ-------–---–ისათვის შ----------–----ესთან ქორწინების რეგისტრაციის დროს, 2007 წლის 19 ივლისს ცნობილი იყო ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების, სხვა პირთან ქორწინების მოქმედი ჩა--წერის არსებობის თაობაზე და მან აღნიშნული ფაქტი დამალა.
პალატა განმარტავს, რომ სუბიექტის მიერ კონკრეტული ფაქტის ცოდნა და აღნიშნულის დადასტურება პროცესუალური თვალსაზრისით სირთულეს წარმოადგენს. კერძოდ, ასეთ დროს, რთულია მხარის სუბიექტური დამოკიდებულების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულების წარმოდგენა. ამდენად, სასამართლო ძირითადად უნდა დაეყრდნოს არაპირდაპირ მტკიცებულებებს, უნდა შეაფასოს როგორც არსებული, ასევე წინმსწრები ვითარება, რაც წინ უძღოდა სადავო მოვლენას, კონკრეტულ შემთხვევაში, შ----------–----ესა და თ---------------–---–ს შორის ქორწინების რეგისტრაციას. შესაბამისად, იცოდა თუ არა აპელანტმა სხვა წინმსწრები ქორწინების რეგისტრაციის არსებობის ფაქტი ვერ შეფასდება სუბიექტური კრიტერიუმით, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნეს შეფასების ობიექტური ტესტი და ამ გზით განისაზღვროს ცნობილი იყო თუ არა ან შეეძლო თუ არა სცოდნოდა აპელანტს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა.
ქ.თბილისის ს----------–--- რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თ----- ხ-------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე შეწყდა 1991 წლის 21 აპრილს პ------ ა--–---–---–თან რეგისტრირებული ქორწინება, ხოლო 1996 წლის 16-----------–- თ----- ხ-------–---–მა იქორწინა გ------- მ------–თან, რომელთა--ც განქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 18 მაისს. გ------- მ------–თან როგორც ქორწინების, ასევე განქორწინების რეგისტრაციის დროისათვის არ გამოიკვეთა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. ამდენად, პალატა ალბათობის მაღალი ხარისხით მიიჩნევს, რომ თ----- ხ-------–---–ისათვის, 2007 წლის 19 ივლისს შ----------–----ესთან ქორწინების რეგისტრაციის დროისათვის და ასევე, მასთან ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში, არ იყო ცნობილი და არც შეეძლო სცოდნოდა 1991 წლის 21 აპრილის მოქმედი ქორწინების აქტის ჩა--წერის არსებობის თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
შესაბამისად, სახეზეა, სკ-ის 1146-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები. თ---------------–---–ი წარმოადგენს კეთილსინდისიერ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ, რაც იძლევა შესაძლებლობას ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოყენებულ იქნეს 1158-ე მუხლი. შესაბამისად, სადავო ქონებები წარმოადგენს რა მეუღლეთა საერთო საკუთრებას, მათზე ვრცელდება თა--საკუთრების რეჟიმი, რის გამოც, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თ---------------–---–ი მართებულად იქნა ცნობილი ქ.თბილისი, ქუჩა გ---------–ი, N---, კ-----------, ბინა N--, (ს/კ 0----------------------) და ქ. თბილისი, ლ---- ს---------–--, (ს/კ 0---------------) – 1-- ნაწილის მესაკუთრედ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომ--------, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ----------–----ეს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შ----------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მ--- პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
ეკატერინე ცისკარიძე