გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2019
საქმის ნომერი
060210017002204833
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/894-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 მარტი 2018წ ქ. სამტრედია

შესავალი ნაწილი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი ნათია ძაძამია

მოსარჩელე ვ-–------რ ბ------ე;

წარმომადგენელი: ს-----ო გ-----–-–---–ი;

მოპასუხე თ-----ინ ქ-------ე;

დავის საგანი - უძრავი ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, ქორწინების და სამკვიდრო მოწმობის, ანდერძის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ვ-–------რ ბ------ე ცნობილ იქნას დ----- ბ------ის დანაშთ უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ხ---ი, პ.კ-------ს N1-ში, მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

 

1.2 ბათილად იქნას ცნობილი 1--- წლის 17 თ--------–ს დ----- ბ------ესა და ქ---ო კ------ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

 

1.3 ბათილად იქნას ცნობილი 1--- წლის 1- ი----ს ქ---ო კ------ს სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა N2-----.

 

1.4 ბათილად იქნას ცნობილი ქ---ო კ------ს მიერ 1--- წლის 25 ა-----–ს თ-----ინ ქ-------ის სასარგებლოდ სანოტარო წესით შედგენილი ანდერძი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თ-----ინ ქ-------ემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ვ-–------რ ბ------ე არის დ----- ბ------ის და ჯ---უ ბ------ის შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა განმარტება (2018 წლის 16 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი)

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 17 )

 

3.1.2 1944 წლის 2- სექტემბერს დ----- ბ------ის და ჯ---უ წ--–----ის ქორწინების შესახებ ქ.წ---–-----ის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წიგნში განხორციელდა სათანადო ჩანაწერი N2-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ 19 )

 

3.1.3 1--- წლის 17 თ--------–ს დ----- ბ------ის და ქ---ო კ------ს ქორწინების შესახებ სსგს ხ---ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ განხორციელდა რეგისტრაცია, აქტის ჩანაწერი N1--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 18 );

 

3.1.4. 1--- წლის 06 თ--------–ს გარდაიცვალა მამკვიდრებელი დ----- ბ------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 26 );

 

3.1.5 სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ.ხ---ი, პ. კ-------ს ქ.N1

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა ( ს.ფ. 25)

 

3.1.6. ვ-–------რ ბ------ე მამის გარდაცვალების დღიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს მამის დანაშთ ქონებას მდებარე ქ. ხ---ი პ. კ-------ს ქ.N1-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა განმარტება (2018 წლის 16 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი)

- ცნობა (ს.ფ. 25 )

 

3.1.7. 1--- წლის 1- ი----ს ნოტარიუს ბ-----–ი დ----–-ას მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა მასზედ, რომ ქ---ო კ------ არის დ----- ბ------ის პირველი რიგის მემკვიდრე-მეუღლე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 21)

 

3.1.8. უძრავი ქონება მდებარე ქ.ხ---ი, პ.კ-------ს ქ.N1-ში საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ჩანაწერის თანახმად აღრიცხულია ქ---ო კ------ს სახელზე.

 

-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი (ს.ფ. 23).

 

3.1.9. 1--- წლის 25 ა-----–ს ქ---ო კ------ს მიერ თ-----ინ ქ-------ის სასარგებლოდ შედგენილი იქნა ნოტარიული წესით დამოწმებული ანდერძი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ანდერძი (ს.ფ. 32 )

 

3.1.10 2--- წლის 05 ა------ოს გარდაიცვალა ქ---ო კ------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 27 );

 

3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები

ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან მოსარჩელემ ფაქტობრივად ფლობით მიიღო სამკვიდრო, სადავო ქორწინება რეგისტრირებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე, რის გამოც იგი ბათილია, შესაბამისად ბათილია ამ ქორწინების სამართლებრივი შედეგი სამკვიდრო მოწმობა, რაც შეეხება ანდერძს არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-36-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ დ----- ბ------ის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს მოსარჩელე ვ-–------რ ბ------ე.

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამდენად მითითებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი) სამკვიდროს მიღებას უკავშირებს ასევე სამკვიდროს ფლობას და მართვას, რაც უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა მესაკუთრის ბატონობა და, აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ ვ-–------რ ბ------ე მშობლის გარდაცვალების დღიდან დაეუფლა მის დანაშთ სამკვიდრო ქონებას კერძოდ, მამის გარდაცვალების დღიდან განაგრძო მამის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით სარგებლობა, როგორც საკუთარის და შეუზღუდავად განახორციელა მესაკუთრის ბატონობა ნივთზე. რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღებას ადასტურებს.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-20-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 1-24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი.

 

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

დ----- ბ------ის გარდაცვალებით სამკვიდრო გაიხსნა 1--- წლის 06 თ--------–ს, სამკვიდროს გახსნის ადგილი არის ქ.ხ---ი პ.კ-------ს ქ.N1.

 

6.5 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-1-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში თ-----ინ ქ-------ემ დაადასტურა ის გარემოება, რომ ვ-–------რ ბ------ე მამის გარდაცვალების დღიდან ფაქტობრივად ფლობს და განაგებს დანაშთ ქონებას მდებარე ქ.ხ---ი, პ.კ-------ს ქ. N1-ში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ვ-–------რ ბ------ე ცნობილი უნდა იქნას მამის დ----- ბ------ის ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

 

6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი დავის შედეგისადმი პირის სუბიექტური დამოკიდებულებით არ განისაზღვრება. აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი შედეგს, რასაც მიზნად ისახავს. ამდენად, იურიდიული ინტერესის არსებობა გულისხმობს იმ შედეგების მითითებას, რომლის მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს აღიარებითი სარჩელით. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან.

 

აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი და სწორი, ანუ მიღწევადი. სასამართლოს მითითებით, ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა უნდა იძლეოდეს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს მოსარჩელისათვის, რაც უზრუნველყოფს მისი უფლების დაცვას მომავალში ხელყოფისაგან (ეს განმარტებები ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს საქმეებზე №148-1-8-2015-ბ, №ას-1061-1001-2015 და №ას-937-887-2015).

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, ის გარემოება, რომ ვ-–------რ ბ------ემ მიიღო მამის დ----- ბ------ის დანაშთი ქონება მდებარე ქ.ხ---ი პ.კ-------ს ქ. N1-ში და მის, როგორც კანონიერი მემკვიდრის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს დ----- ბ------ესა და ქ---ო კ------ს შორის ქორწინების რეგისტრაციისა და ქ---ო კ------ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა.

 

6.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან.

 

6.8 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ქორწინება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ დარღვეულია 1120-ე მუხლით დაწესებული პირობები.

 

6.9 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

 

მოცემულ შემთხვევაში ქ---ო კ------სა და დ----- ბ------ის ქორწინება, იმ პირობებში როცა დ----- ბ------ე დაქორწინებული იყო სხვასთან, ვ-–------რ ბ------ის დედასთან ჯ---უ წ--–----ესთან ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის დანაწესს და იგი ბათილია. აღნიშნულიდან გამომდინარე დ----- ბ------ესთან ქორწინება ქ---ო კ------სთვის არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებს და მოვალეობებს, მათ შორის მემკვიდრეობის უფლებას. შესაბამისად, ბათილია 1--- წლის 1- ი----ს ნოტარიუს ბ-----–ი დ----–-ას მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა მასზედ, რომ ქ---ო კ------ არის დ----- ბ------ის პირველი რიგის მემკვიდრე-მეუღლე.

 

რაც შეეხება ქ---ო კ------ს მიერ თ-----ინ ქ-------ის სასარგებლოდ შედგენილ ანდერძის ბათილობას, აღნიშნული ვერ შეცვლის ვ-–------რ ბ------ის სამართლებრივ მდგომარეობას, არ წარმოშობს, არ იწვევს მოსარჩელისათვის რაიმე იურიდიულ შედეგს, ვერ მოახდენს გავლენას მოსარჩელის კანონიერ ინტერესზე. იურიდიული ინტერესის არსებობა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად არ არსებობს ანდერძის ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი და მოსარჩელეს ამ ნაწილში უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ პუნქტის თანახმადდავის საგნის ფასი განისაზღვრება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა – უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე ვ-–------რ ბ------ე აღიარებული იქნა უძრავი ქონების მესაკუთრედ, შესაბამისად, მოპასუხე თ-----ინ ქ-------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 210 ლარი, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ვ-–------რ ბ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1 ვ-–------რ ბ------ე ცნობილ იქნას დ----- ბ------ის დანაშთი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ხ---ი, პ.კ-------ს N1-ში, მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

 

1.2 ბათილად იქნას ცნობილი 1--- წლის 17 თ--------–ს დ----- ბ------ესა და ქ---ო კ------ს შორის სსგს ხ---ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი N1--.

 

1.3 ბათილად იქნას ცნობილი 1--- წლის 1- ი----ს ქ---ო კ------ს სახელზე ნოტარიუს ბ-----–ი დ----–-ას მიერ გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა N2-----.

 

1.4 უარი ეთქვას მოსარჩელეს ქ---ო კ------ს მიერ 1--- წლის 25 ა-----–ს თ-----ინ ქ-------ის სასარგებლოდ სანოტარო წესით შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობაზე.

 

2. მოპასუხე თ-----ინ ქ-------ეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 210 ლარის გადახდა ვ-–------რ ბ------ის სასარგებლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა