განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.03.2019
საქმის ნომერი
330310015001000754
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310015001000754

საქმე №3ბ/2285-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი _ მარინე კახაძე

აპელანტი - მ-----–ი ქ-–--–-–---–ი

წარმომადგენელი - ქ------- ბ-----ე

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ს------- ჩ---–--ე

დავის საგანი - სარჩოს დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

1.1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნები სრულად.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით მ-----–ი ქ-–--–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–-----------------ის N---- ბრძანებით, რ---- ბ-–--ის ძე ქ-–--–-–---–ი დაინიშნა ს----------–----–-------------–-----–--------------------–--–--------------------------------–-----------–---------------------------------------------------–--------------–--------------–-----------------------–--------------------------------------------------------------------------, უვადოდ.

 

2.1.2. N----- სამხედრო ნაწილის მეთაურის 2----–-–----------------------- ბრძანებით, ბ-–-- ქ-–--–-–---–ი დაინიშნა 2----–-–----------ის 10:00 საათიდან 2------ის 10:00 საათამდე, საბრძოლო მორიგეობის საბრძოლო გათვლა.

 

2.1.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული N----------- გარდაცვალების მოწმობის თანახმად, რ---- ქ-–--–-–---–ი გარდაიცვალა 2----–-–----------ს.

 

2.1.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2----–-–---------------ს დამტკიცებულ იქნა დასკვნა, ს----------–----–-------------–-----–-------------–------–-------------–----------------------–---------------------–------------------------–------–--------------------–--–-----------------------------------------------–------–----------–----------------------------------------------------------ის, სამოქალაქო პირის, რ---- ბ-–--ის ძე ქ-–--–-–---–ის გარდაცვალების ფაქტზე. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ N----- სამხედრო ნაწილის მეთაურის 2-----–-–------------ის N-- ბრძანებით რ---- ქ-–--–-–---–ი 2-----–-–-----------ის 10:00 საათიდან, 2------ის 10:00 საათამდე დაინიშნა საბრძოლო მორიგეობის საბრძოლო გათვლად. 2----–-–----------ს მორიგეობაზე მყოფი რ---- ქ-–--–-–---–ი იმყოფებოდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე თვითმფრინავების სადგომზე და ასრულებდა საბრძოლო გათვლის ფუნქციას. დაახლოებით 21 საათსა და 45 წუთზე მოულოდნელად ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა იქვე მდებარე თვითმფრინავების სარემონტო იარაღების შესანახ სათავსოს მთლიანად გადახადა სახურავი და თუნუქის ფირფიტა თავის არეში დაეცა საბრძოლო მორიგეობაზე მყოფ რ---- ქ-–--–-–---–ს, რომელიც წაიქცა და აღნიშნულის შედეგად მიიღო სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები. უგონო მდგომარეობაში მყოფი რ---- ქ-–--–-–---–ი აღმოაჩინა სა----–---------------------–------------------------–------–--------------------–--–-----------------------------------------------–------–----------–-------------–------------–-----–------–----------------------------მა, უ-–------------–----მა ვ-–-------- ჭ---------ემ და აღნიშნულის შესახებ შეატყობინა საბრძოლო მორიგეობაზე მყოფ თანამოსამსახურეებს, რომელთა მიერაც გამოძახებულ იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო უგონო მდგომარეობაში მყოფი რ---- ქ-–--–-–---–ი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა ქალაქ მ--------–ში მდებარე სამედიცინო კლინიკა შპს ,,ჯ--------------–ში“, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2----–-–----------ს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველოს კახეთი- ქვემო ქართლის საგამოძიებო განყოფილებაში დაიწყო გამოძიება N------------ სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. დადგინდა, რომ რ---- ქ-–--–-–---–ის გარდაცვალება დადგა საბრძოლო მორიგეობაზე ყოფნის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რის გამოც მისი გარდაცვალება უნდა ჩაითვალოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად.

 

2.1.5. 2----–-–----------------ის დადგენილებით N------------ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.

 

დადგენილებაში აღინიშნა, რომ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 2-----–-–-----------ს ქ. მ--------–ში არსებულ თავდაცვის სამინისტროს ს-----–----------------------------------------–-------------------------–------–--------------------–--–--------------------------------------–------–-------------------------------------------------------------ი, სამოქალაქო პირი, 1-----–--–- დაბადებული რ---- ქ-–--–-–---–ი იმყოფებოდა საბრძოლო მორიგეობის განწესში, რა დროსაც 20:30 საათზე მ--------–ის საავიაციო ბრიგადამ მიიღო შეტყობინება მოსალოდნელი შტორმის შესახებ. აღნიშნულიდან მცირე ხნის შემდეგ, 21:45 საათზე, გაძლიერებულმა შკვალურმა ქარმა, სახურავი ახადა საბრძოლო მორიგეობის ტერიტორიაზე არსებულ ღია ტიპის ფარდულის შენობას, რომლის ლითონის ფურცლები 13 ერთეული, ზომით 600X95 სმ დაეცა განწესში მყოფ რ---- ქ-–--–-–---–ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახი იქნა ფარდულის სახურავის ლითონის ფურცლები, რომელიც ეყარა ბეტონის კიბესთან ფარდულის შენობის სიახლოვეს. ასევე, ნანახი იქნა სისხლისმაგვარი ლაქები. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს-----–--------------------------------------------------------------------–--------------–------------–-----–------–----------------------------მა ვ-–-------- ჭ---------ემ აჩვენა, რომ 2----–-–----------ს იმყოფებოდა საბრძოლო მორიგეობის განწესში. დაახლოებით 21:45 საათზე იგი მივიდა რ---- ქ-–--–-–---–თან შეიარაღებისთვის განკუთვნილ ფარდულთან ვინაიდან უწევდა მორიგეობა. რ---- ქ-–--–-–---–მა უთხრა ვ-–-------- ჭ---------ეს, რომ ქარის დროს დაკარგა ხელის რადიოსადგური და სთხოვა დახმარება რადიოსადგურის მოძებნაში. ვ-–-------- ჭ---------ემ მას აღუთქვა დახმარება. ვ-–-------- ჭ---------ე წავიდა საბრძოლო მორიგეობის მოსასვენებელ შენობაში რათა აეღო ხელის რადიოსადგური და მისი მეშვეობით მარტივად მოეძებნა დაკარგული რადიოსადგური. რამდენიმე წუთში იგი დაბრუნდა ფარდულის შენობასთან რა დროსაც აღმოაჩინა, რომ ფარდულის სახურავის შემადგენელი ლითონის ფურცლები ეყარა მიწის ზედაპირზე, თავად ქ-–--–-–---–ი იწვა უძრავად ფარდულის სიახლოვეს არსებულ ბეტონის კიბესთან სახის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლი. ვ-–-------- ჭ---------ის ჩვენება დაადასტურეს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა საბრძოლო მორიგეობის მორიგეებმა გ---------------–---–მა, რ-------------მა და დ---------------–---–მა. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--------–ის ს-----–-------------------------------------------------–--------------------მა კ--------–-----–-----მა აჩვენა, რომ 2----–-–----------ს, 20:30 საათზე, ქ. თბილისის ა-–--------- საავიაციო ბაზის მეტეო სამსახურიდან მ--------–ის საავიაციო ბრიგადაში მიღებულ იქნა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მ--------–ში, თ---–----------------ში მოსალოდნელი იყო ელჭექის ღრუბლების განვითარება, ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება. შეტყობინების ვადა კი ვრცელდებოდა იმავე დღის 00:00 საათამდე. მ--------–ის საჰაერო მართვის პუნქტში, სპეციალურ ჟურნალში წუთობრივად იქნა დაფიქსირებული და აღრიცხული ამინდის მიმდინარეობა, კერძოდ: 21:15 საათზე დაფიქსირდა ელეჭექის მოვლენა, ძლიერი წვიმა და ქარის გაძლიერება 15 მეტრ წამამდე. 22:00 საათზე დაფიქსირდა შკვალური ქარის გაძლიერება 17-22 მეტრ წამამდე და აღნიშნული ამინდის მოვლენა დაფიქსირდა სავიაციო ბრიგადის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რ---- ქ-–--–-–---–ის გვამზე აღინიშნებოდა: კისრის ბლაგვი ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება, ტვინის ღეროს ჩაჭედვით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს. დამდგარ შედეგთან (სიკვდილთან) უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან. რ---- ქ-–--–-–---–ის სიკვდილის მიზეზია კისრის ბლაგვი ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება, ტვინის ღეროს ჩაჭედვით: განვითარებული კისრის მესამე მალის სხეულის, რკალების და მორჩების დამსხვრეული მოტეხილობებით, მეორე და მესამე მალთაშუა დისკის გაგლეჯვით, ზურგის ტვინის და მისი გარსების დაზიანებით და აღმავალი დიფუზური სისხლჩაქცევით მოგრძო ტვინის, ნათხემის და თავის ტვინის რბილ გარსებში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, რ---- ქ-–--–-–---–ის სიცოცხლის მოსპობა გამოწვეული იყო უბედური შემთხვევით. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

 

2.1.6. N------------ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის თავდაცვის სამინისტროს მ--------–ის ს-----–-----------------–-------------------ის კ--------–-----–-----ის დაკითხვის ოქმის თანახმად, 2------–-–--------------ს 20:30 საათზე ქ. თბილისის, ა-–--------- საავიაციო ბაზის მეტეოსამსახურიდან გადაგზავნილ იქნა შტორმული შეტყობინება, რომელიც გულისხმობდა, რომ მ--------–ში, თ---–--–-------------ში მოსალოდნელი იყო ელჭექის ღრუბლების განვითარება, ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება. შეტყობინების ვადა ვრცელდებოდა იმავე დღის 00:00 საათამდე. შეტყობინება დაუყოვნებლივ მოხსენდა ბრიგადის მორიგეს და საბრძოლო მორიგეობას. აღნიშნულის შემდეგ 21:15 საათზე, დაფიქსირდა ელჭექის მოვლენა, ძლიერი წვიმა და ქარის გაძლიერება 15 მეტრ წამამდე. 22:00 საათზე დაფიქსირდა შკვალური ქარის გაძლიერება 17-დან დაქროლვით 22 მეტრ წამამდე. აღნიშნული ამინდის მოვლენა დაფიქსირდა საავიაციო ბრიგადის მთელ ტერიტორიაზე. შკვალური ქარის დაფიქსირებიდან მალევე რამდენიმე წუთში მოხდა ქარის სიჩქარის შესუსტება და ქარის გაძლიერება აღარ დაფიქსირებულა. აღნიშნული მოვლენის შემდეგ მოწმისთვის ცნობილი გახდა მ--------–ის საავიაციო ბრიგადის საბრძოლო მორიგეობის ტერიტორიაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, კერძოდ ქარმა დააზიანა ერთ- ერთი ფარდულის სახურავი, რომლის ლითონის ფურცლები დაეცა რ---- ქ-–--–-–---–ს, იგი მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა. მოწმემ განმარტა, რომ შკვალური ქარი ნიშნავს ელჭექის ღრუბლის წინ ქარის მაქსიმალურ გაძლიერებას, რომელიც ინტენსივობით არის მოკლევადიანი, რაც დაფიქსირდა იმ კონკრეტულ დროის მონაკვეთში მ--------–ის საავიაციო ბრიგადის ტერიტორიაზე.

 

2.1.7. N------------ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ--------–---------–-------------------------–------------------------------–-----------------–-----------–-----------------ის მ----------------ის დაკითხვის ოქმის თანახმად, 2----–-–----------ს ღამის საათებში ძლიერი ქარის შედეგად ქ. მ--------–ში საავიაციო ბრიგადაში დაზიანდა სხვადასხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურა მათ შორის იყო საავიაციო ბრიგადის აეროდრომის ტერიტორიაზე არსებული ღია ფარდულის შენობა, რომელიც მდებარეობდა საბრძოლო მორიგეობის შენობასთან ახლოს. აღნიშნული წარმოადგენდა ფარდულს, რომლის შიგნითაც იყო მოსაწევი ადგილი და ზემოდან სახურავი გადახურული იყო ფოლადის ფურცლებით, რომელიც 2----–-–----------ს ღამის საათებში ახადა ძლიერმა ქარმა და დაეცა იქვე, საბრძოლო მორიგეობაში მყოფ ტ--------ს _ სამოქალაქო პირს რ---- ქ-–--–-–---–ს, რომელიც აღნიშნული შემთხვევის გამო გარდაიცვალა. მოწმემ აქვე აღნიშნა, რომ ფარდული იყო რკინის ბოძებით აწყობილი და შემოღობილი ლითონის მავთულბადით, ჭერი წარმოადგენდა ხის კონსტრუქციას, რომელიც გადახურული იყო ლითონის დიდი ზომის ფურცლებით, სწორედ აღნიშნული სახურავი დაზიანდა ძლიერი ქარის შედეგად და სახურავის ფურცლები დაეცა რ---- ქ-–--–-–---–ს. ფარდული გაკეთებული იყო გარკვეული წლების წინ, ჯერ კიდევ რუსეთის არმიის მიერ, იგი დატოვებული იყო პირვანდელ მდგომარეობაში ისე, რომ ფარდულს რაიმე სახის სარემონტო ან სამაგრი სამუშაოები აღარ ჩასტარებია, უფრო კონკრეტულად კი 2004 წლიდან რაც მოწმე მსახურობდა საავიაციო ბრიგადაში აღნიშნულ ფარდულზე რაიმე სახის სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.

 

2.1.8. N------------ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ--------–ის ს-----–--------------------------------------------------------–------–----------–---–-----------------------ის გ---------------–---–ის დაკითხვის ოქმის თანახმად, ფარდული, რომელსაც იყენებდნენ განწესში ყოფნის დროს მოსასვენებლად, არის გაკეთებული წლების წინ, მისი სახურავი წარმოადგენდა ხის კარკასზე, ლურსმნებით დამაგრებულ თუნუქის ცალკეულ ფურცლების ერთობლიობას. სხვა დროს ქარის შედეგად ფარდულის სახურავი არ დაზიანებულა, თუმცა იმ პერიოდში როდესაც მოხდა შემთხვევა, იყო განსაკუთრებულად ძლიერი ქარი.

 

2.1.9. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების მიერ 1----–-–-------------ს გაცემული ქონწინების მოწმობის თანახმად, მოქალაქე ქ-–--–-–---–ი რ---- ბ-–--ის ძე და მოქალაქე რ-------–---–ი მ-----–ი რ---------ის ასული დაქორწინდნენ 1-----–-–---------------ს. ქორწინების შემდეგ მიეცათ გვარები: ქმარს: ქ-–--–-–---–ი, ცოლს: ქ-–--–-–---–ი.

 

2.1.10. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2-----–-–------------------ის N--------------------- ბრძანების თანახმად, შ-------------–------–------------–------------------------------------–------–--------------------–--–-----------------------------------------------–------–----------–---------------------------------------------ის ტ--------ის, ს/პ რ---- ქ-–--–-–---–ის ოჯახის წევრს - მეუღლე მ-----–ი ქ-–--–-–---–ს მიეცა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10000 ლარის ოდენობით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლოს მითითებით, განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათის გარდაცვლილი რ---- ქ-–--–-–---–ის მეუღლის მ-----–ი ქ-–--–-–---–ის სასარგებლოდ, 2----–-–------–--იდან, ყოველთვიური სარჩოს გადახდსი დაკსირება, თვეში 600 ლარის ოდენობით, მ-----–ი ქ-–--–-–---–ის სიცოცხლის მანძილზე. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას სრულად აანაზღაუროს დასაქმებულის სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები. ასევე, სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალება. სასარჩელო მოთხოვნის არსიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი წამოადგენს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, რომელიც გამოიხატება მოსარჩელისთვის სარჩოს გადახდით მისი სიცოცხლის განმავლობაში. შესაბამისად, სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა დაადგინოს მოპასუხის მიერ ზიანის მიყენებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სარჩოს დანიშვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მეუღლე _ რ---- ქ-–--–-–---–ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–-----------------ის N---- ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ს----------–----–-------------–------–---------------------–---–----------------------------------–-----------–---------------------------------------------------–--------------–---------------–-----------------------–----------------------------------------------------------ის ტ--------ად განუსაზღვრელი ვადით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად.

 

სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს სამინისტროებში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურე ამ კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. თავად ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რ---- ქ-–--–-–---–ი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, რომლის სამართლებრივი ურთიერთობა დამსაქმებელთან მოწესრიგებული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის მითითება უსაფუძვლოა. დამსაქმებელს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დასაქმებულს - რ---- ქ-–--–-–---–ს შორის არსებულ შრომით ურთიერთობას არეგულირებდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და არა მოსარჩელის მიერ მითითებული სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს არ წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა და მისი მომწესრიგებელი ნორმები, არამედ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულისთვის ზიანის მიყენების ფაქტის არსებობა და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთვევაში ზიანის ანაზღაურების - სარჩოს დაკისრების კანონიერების დადგენა.

 

2.2.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული გარდაცვალების მოწმობით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ რ---- ქ-–--–-–---–ი გარდაიცვალა 2-----–----------ს.

 

სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ამავე დღეს, რ---- ქ-–--–-–---–ი ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, N----- სამხედრო ნაწილის მეთაურის 2----–-–----------------------- ბრძანებით, იგი დაინიშნა 2----–-–----------ის 10:00 საათიდან 2------ის 10:00 საათამდე საბრძოლო მორიგეობის საბრძოლო გათვლად.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2----–-–---------------ს დამტკიცებულ იქნა დასკვნა, ს----------–----–-------------–-----–-------------–------–-------------–----------------------–---------------------–------------------------–------–--------------------–--–-----------------------------------------------–------–----------–----------------------------------------------------------ის, სამოქალაქო პირის რ---- ბ-–--ის ძე ქ-–--–-–---–ის გარდაცვალების ფაქტზე. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2----–-–----------ს მორიგეობაზე მყოფი რ---- ქ-–--–-–---–ი იმყოფებოდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე თვითმფრინავების სადგომზე და ასრულებდა საბრძოლო გათვლის ფუნქციას. დაახლოებით 21 საათსა და 45 წუთზე მოულოდნელად ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა იქვე მდებარე თვითმფრინავების სარემონტო იარაღების შესანახ სათავსოს მთლიანად გადახადა სახურავი და თუნუქის ფირფიტა თავის არეში დაეცა საბრძოლო მორიგეობაზე მყოფ რ---- ქ-–--–-–---–ს, რომელიც წაიქცა და აღნიშნულის შედეგად მიიღო სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები. უგონო მდგომარეობაში მყოფი რ---- ქ-–--–-–---–ი აღმოაჩინა სა----–---------------------–------------------------–------–--------------------–--–-----------------------------------------------–------–----------–-------------–------------–-----–------–----------------------------მა, უ-–------------–----მა ვ-–-------- ჭ---------ემ და აღნიშნულის შესახებ შეატყობინა საბრძოლო მორიგეობაზე მყოფ თანამოსამსახურეებს, რომელთა მიერაც გამოძახებულ იქნა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო უგონო მდგომარეობაში მყოფი რ---- ქ-–--–-–---–ი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა ქალაქ მ--------–ში მდებარე სამედიცინო კლინიკა შპს ,,ჯ--------------–ში“, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2----–-–----------ს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველოს კახეთი- ქვემო ქართლის საგამოძიებო განყოფილებაში დაიწყო გამოძიება N------------ სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. დადგინდა, რომ რ---- ქ-–--–-–---–ის გარდაცვალება დადგა საბრძოლო მორიგეობაზე ყოფნის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რის გამოც მისი გარდაცვალება უნდა ჩაითვალოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად.

 

2----–-–----------------ის დადგენილებით, N------------ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება. გამოძიების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულ იქნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, რ---- ქ-–--–-–---–ის სიცოცხლის მოსპობა გამოწვეული იყო უბედური შემთხვევით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყო ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი სალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო არასახელშეკრულებო ზიანის - დელიქტური ვალდებულების მომწესრიგებელი ნორმები.

 

სასამართლომ, ასევე, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის (საქმე Nას-668-635-2013 16.07.2015) განმარტებაზე, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელ პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას - ე.წ. გენერალურ დელიქტს (სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, დამდგარი ზიანი გამოხატულია სიცოცხლის მოსპობით, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ სხვა პირის მიერ რ---- ქ-–--–-–---–ის სიცოცხლის მოსპობას, მათ შორის გაუფრთხილებლობით, ადგილი არ ქონია, სიცოცხლის მოსპობა გამოწვეული იყო უბედური შემთხვევით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დამდგარი ზიანი არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენებულ ზიანს, შესაბამისად არც მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს ქმედება/უმოქმედობა შეიძლება შეფასდეს მართლსაწინააღმდეგოდ. ვინაიდან, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ არის დადასტურებული, არც მიზეზობრვ კავშირს აქვს ადგილი დამდგარ ზიანთან - სიცოცხლის მოსპობასთან.

 

2.2.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ზიანის მიმყენებელს შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, აანაზღაუროს ზიანი „გენერალური დელიქტის“ არარსებობის შემთხვევაშიც, კერძოდ კი, მის ქმედებაში ბრალისა და მართლწინააღმდეგობის არქონის დროსაც.

 

ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევები. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.

 

ზემოხსენებული კანონი მიუთითებს მომეტებულ საფრთხეზე, რომელიც გამომდინარეობს ნაგებობიდან ან ნივთიდან. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შეუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება. განსახილველ შემთხვევაში ნაგებობა - ფარდული, რომლის სიახლოვესაც იმყოფებოდა რ---- ქ-–--–-–---–ი და რომელიც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა და ზიანი მიაყენა მას, არ წარმოადგენდა მომეტებული საფრთის ნაგებობას. ნაგებობის დაზიანება გამოწვეულ იქნა შკვალური ქარის შედეგად. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არც ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის საფუძვლებს აქვს ადგილი.

 

2.2.5. სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ არის დადგენილი, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია მოპასუხის მოქმედების უშუალო შედეგით, ანუ არ არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით. განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ნაგებობა საჭიროებდა სარემონტო სამუშაოებს ან/და დარღვეული იყო ექსპლუატაციის ნორმები, რომლის აღკვეთის/გამოსწორების ვალდებულება ეკისრებოდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, ამდენად, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით სარჩოს დაკისრების მოთხოვნა, შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობის გამო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანი დამდგარია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე როდესაც დაზარალებულმა პირმა უნდა ამტკიცოს იმ პირობების შემადგენლობა, რაც წარმოადგენს გენერალურ დელიქტს, კერძოდ ზიანის არსებობის ფაქტი, ზიანის გამოწვევა პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მიზეზობრივი კავშირი ამ ქმედებასა და ზიანს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალი.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული დავა უნდა გადაწყვეტილიყო არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1004-ე მუხლის საფუძველზე. განსხვავებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1004-ე მუხლი არ მოითხოვს დადგინდეს, არსებობდა თუ არა ბრალეული ქმედება ანუ განზრახ არ უვლიდა შენობას მესაკუთრე თუ გაუფრთხილებლობით. რაც შეეხება მიზეზობრივ კავშირს, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანის ფაქტს შორის, აქ კანონმდებელი მიმართავს ორმაგ ნეგაცაიას, რითაც მტკიცების ტვირთი გადააქვს შენობის მესაკუთრის მხარეს. მხარეს არ შეიძლება დაეკისროს ნეგატიური მტკიცების ტვირთი. დაზარალებული ვერ დაამტკიცებს ზიანი შენობის არასათანადო მოვლით რომ არის გამოწვეული. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი სწორედ მესაკუთრის მტკიცების ტვირთია. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მტკიცების ტვირთი მოქმედების უშუალო შედეგის თაობაზე დაკისრებული აქვს მოსარჩელისათვისდა იმავე დროს, ითხოვს იმის დამტკიცებას, რისი დადასტურებაც საერთოდ არ არის მოთხოვნილი კანონით - კერძოდ ბრალის არსებობის.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

5. ფაქტობრივი დასაბუთება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

სამართლებრივი დასაბუთება

6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

6.2. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს: განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ-----–ი ქ-–--–-–---–მა 2015 წლის 8 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს გარდაცვლილი რ---- ქ-–--–-–---–ის მეუღლის მ-----–ი ქ-–--–-–---–ის სასარგებლოდ, 2----–-–------–--იდან, ყოველთვიური სარჩოს გადახდა თვეში 600 ლარის ოდენობით, მ-----–ი ქ-–--–-–---–ის სიცოცხლის მანძილზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რ---- ქ-–--–-–---–თან. მისი მეუღლე 2----–--–ს დაინიშნა ს----------–----–------------–-----–---------–---–----------------------–---------------------–------------–---------------–------–--------------------–--–----------------------------------------------–------–----------------–-----------------------------------ის ტ--------ად.

მეუღლის ხელფასი წარმოადგენდა ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროს, თუმცა საუბედუროდ 2-----–-–------------ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს რ---- ქ-–--–-–---–ი გარდაიცვალა. ძლიერად ამოვარდნილმა ქარმა თვითმფრინავების სარემონტო იარაღების შესანახ სათავსოს მთლიანად გადახადა სახურავი და თუნუქის ფირფიტა თავის არეში დაეცა საბრძოლო მორიგეობაში მყოფ რ---- ქ-–--–-–---–ს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2----–-–---------------ს დაიდო დასკვნა, რომლის საფუძველზეც რ---- ქ-–--–-–---–ის გარდაცვალება ჩაითვალა სამსახურებრივ მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მისი მეუღლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა პროკურორის დადგენილებით გამოძიება შეწყდა.

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე და სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1006-ე მუხლებზე და იმის გათვალისწინებით, რომ აქვს ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობა და ესაჭიროება მუდმივი მკურნალობა, მოითხოვა მოპასუხისათვის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით, მ-----–ი ქ-–--–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ რ---- ქ-–--–-–---–ის სიცოცხლის მოსპობა არ წარმოადგენდა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენებულ ზიანს, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ იქნა დადასტურებული და არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და სიცოცხლის მოსპობას შორის. ასევე სახეზე არ იყო სამოქალაქო კოდექსის მე- 1000 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც ითვალისწინებს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას, ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ-----–ი ქ-–--–-–---–მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მ-----–ი ქ-–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ-----–ი ქ-–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა გარდაცვლილი რ---- ქ-–--–-–---–ის მეუღლის - მ-----–ი ქ-–--–-–---–ის სასარგებლოდ, 2----–-–------–--იდან, ყოველთვიური სარჩოს გადახდა თვეში 600 ლარის ოდენობით, მ-----–ი ქ-–--–-–---–ის სიცოცხლის მანძილზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჭირო იყო სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება, საქმეში ყველა მხარის ჩართვა, დავის გადასაწყვეტად საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

საკასაციო პალატამ 2018 წლის 09 იანვრის განჩინებაში განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოს იყო ის ფაქტი, თუ რამდენად წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებულ პირს, (მარჩენალის გარდაცვალების ან ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო,) მოსარჩელისათვის მისი სიცოცხლის მანძილზე ყოველთვიურად აენაზღაურებინა სარჩოს სახით გარდაცვლილი მეუღლის ხელფასის ოდენობით მისაღები თანხა.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად უნდა განსაზღვრულიყო, სოციალური სფეროს მარეგულირებელ ნორმებს ეფუძნებოდა ის, თუ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო კანონმდებლობას. მოთხოვნის უფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების სათანადო შემოწმების შემთხვევაში სააპელაციო პალატას ჰქონდა შესაძლებლობა დაედგინა, რამდენად არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად თანხის გადახდის ვალდებულება, რაც პალატის მიერ არ იქნა განხორციელებული.

საკასაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის, 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, დანაწესებიდან გამომდინარე მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სარჩოს სახით მიეღო ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სიცოცხლის ხანგრძლივობით, რამდენადაც მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებდა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მეუღლის ხელფასი წარმოადგენდა ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროს რაც შეუწყდა მეუღლის გარდაცვალების გამო, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე კი საჭიროებს მკურნალობას. აღნიშნული მოცემულობა, საკასაციო პალატის მოსაზრებით არ ქმნიდა ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე ზიანის ანაზღაურების პირობას. რამდენადაც, სასამართლოს შეფასების საგანია მოსარჩელის (გარდაცვლილი მარჩენალის მეუღლის) სასარგებლოდ მოპასუხისათვის სარჩოს დაკისრების მართლზომიერება, რა დროსაც უნდა განიზაღვროს მისაღები თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, რათა დადგინდეს მისაღები თანხა წარმოადგენს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას თუ სახელმწიფო კომპენსაციას, რამდენადაც მოსარჩელე არ არის შეზღუდული მიმართოს სასამართლოს როგორც კომპენსაცის ასევე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას.

საკასაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლზე რომელიც ადგენს სარჩოს დაკისრების სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებმაც, დაზარალებულის გარდაცვალებით, დაკარგეს მარჩენალი. სარჩოს დაკისრების სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი არ არის. სარჩოს მიმღებ პირად მიიჩნევა დაზარალებულის კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელსაც დამოუკიდებლად საკუთარი რჩენის შესაძლებლობა შეზღუდული აქვს არასრულწლოვნობის ან შრომისუუნარობის გამო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლი სარჩოს მიმღებ პირად უთითებს იმ შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს; საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ მარჩენალის მეუღლე - მ-----–ი ქ-–--–-–---–ი წარმოადგენს სწორედ იმ პირს, რომლის რჩენის ვალდებულებაც გააჩდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შედეგად გარდაცვლილ მარჩენალს - რ---- ქ-–--–-–---–ს, ასევე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდება, რომ მოსარჩელის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგედა მეუღლის ხელფასი, იმყოფებოდა მის კმაყოფაზე და მეუღლის გარდაცვალებით წაერთვა სარჩო.

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ზიანი (სარჩოს სახით) გულისხმობს პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფით შედეგებს და ეს ზემოქმედება უნდა მომდინარეობდეს ბრალეული ქმედებით. სარჩოს დაკისრებისათვის აუცილებელია დადგინდეს მოპასუხის ბრალეული ქმედება შენობის (ფარდულის) სარემონტო სამუშაოების განუხორციელებლობასთან დაკავშირებით, აღნიშნული ფაქტის დადგენის გარეშე შეუძლებელია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა რ---- ქ-–--–-–---–ის გარდაცვალებასა და თავდაცვის სამინისტროს მიერ შენობის სარემონტო სამუშაოების ბრალეულად შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებები და არსებობს სარჩოს დაკისრების წინაპირობები, ზემოაღნიშნული 1006-ე მუხლის აკეთებს მითითებას სარჩოს გადახდის ვალდებულების ვადაზე, კერძოდ განსაზღვრავს, რომ ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა, ეხადა სარჩო.

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რა დრომდეა ძალაში რჩენის ვალდებულება, რა დრომდე იქნებოდა ვალდებული მარჩენალი, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მოცემულ საქმეზე სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლი განმარტებული უნდა იქნას იმგვარად, რომ პირის ვალდებულება, არჩინოს მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, მოქმედებს სწორედ ამ უკანასკნელის საპენსიო ასაკამდე. ამდენად, გადაანგარიშებული სარჩო მომავლის პერიოდისათვის უნდა შემოიფარგლოს გარკვეული ჩარჩოთი - კონკრეტული ვადით, როდესაც მოპასუხის ვალდებულება - ეხადა სარჩო, უნდა შეწყვეტილიყო. ამასთან, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სარჩოს ოდენობის სწორად დადგენა, რათა გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირისათვის შესაბამისი ოდენობის სარჩოს გადახდით მიღწეულ იქნეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზანი. ზიანის ოდენობა განისაზღვრება გარდაცვლილის ხელფასის (შემოსავლის) იმ წილის ოდენობით, რომელსაც პირი იღებდა ან უფლება ჰქონდა მიეღო სარჩოს სახით მარჩენალის გარდაცვალებამდე. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო პალატის მიერ არ იყო მითითებული და საქმეში არ მოიპოვებოდა ის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც დადგენილად მიიჩნია, რომ რ---- ქ-–--–-–---–ის ხელფასის ოდენობა შეადგენდა 600 ლარს.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ სათანადო გამოკვლევასა და შეფასებას საჭორიებდა კასატორის მიერ მითითებული ფაქტი, იმასთან დაკავშირებით, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქის ვალდებულებიდან გამომდინარე - კომპენსაციით მოსარჩელე უკვე უზრუნველყოფილია, რამდენადაც აღნიშნული ფაქტი არაერთხელ იქნა მითითებული ქვედა ინსტანციის სასამართლოში და სასარჩელო მოთხოვნის სწორად ჩამოყალიბებისა და დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით არსებითი მნიშვნელობა გააჩნია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე მოსარჩელე თავად წყვეტს სარჩელის აღძვრის საჭიროებას, განსაზღვრავს მოპასუხეს, სასარჩელო მოთხოვნას და ფაქტებს, რომლის დადგენასაც უკავშირდება ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლომ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო პალატას საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაედგინა სარჩელის მიზანი, სარჩელში გამოკვეთილი უნდა ყოფილიყო პირის კანონიერი ინტერესი რომელიც გამოხატული უნდა იყოს მატერიალურ-სამართლებრივ სივრცეში. ხოლო ამის შემდეგ უნდა განსაზღვრულიყო გამოსაყენებელი სამართლებრივი ნორმა, რომელიც, დადგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს როგორც სოციალური სფეროს მარეგულირებელი, ასევე დელიქტით მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი კანონმდებლობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა არ არის შეზღუდული მოთხოვნის ფორმულირებით და შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მოსამართლე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას – მიზანშეწონილი და შესაძლებელია თუ არა სარჩელის ტრანსფორმირება, რაც მოთხოვნის არა გაზრდად, არამედ დაზუსტებად უნდა ჩაითვალოს.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე მოსარჩელეს მინიჭებული აქვს თავისუფლება საკუთარი სურვილისამებრ განკარგოს მისთვის მინიჭებული მატერიალური და საპროცესო უფლებები. სწორედ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე მხოლოდ მოსარჩელეა უფლებამოსილი განსაზღვროს დავის საგანი და მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნის რა ფარგლებით მიმართავს იგი საქმის განმხილველ სასამართლოს. ამასთან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-19 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, (რაც არ ანაცვლებს ადმინისტრაციულ ორგანოში განსახორციელებელ წარმოებას,) აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და საქმეზე სათანადო მტკიცებულებების მოძიების საფუძველზე საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დადგენას.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის ტრანსფორმირება არის ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოხატულება. ერთი მხრივ, ადმინისტრაციული პროცესი გულისხმობს სასამართლოს აქტიურობას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო, მიუხედავად მისი აქტიური როლისა, უფლებამოსილი არ არის, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში სარჩელის ტრანსფორმირების შესაძლებლობისა, სასამართლოები შეზღუდული არიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე და მე-3 მუხლების მოქმედებით, რომელთა მიხედვითაც, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს მხარეებს ის, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მაშინ როდესაც მხარე პროცესუალურად სწორად ვერ აყალიბებს თავის მოთხოვნას პროცესის მოსამართლემ სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების დასაცავად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი, იმის გამო რომ სასარჩელო მოთხოვნა ვერ იქნა ჩამოყალიბებული, შესაბამისად, მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის ტრანსფორმირებას.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დგინდება, რომ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესი ვერ იქნება მიღწეული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, რამდენადაც არ არსებობს საქმეზე მოპასუხედ დასახელებული ორგანოსათვის თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მისი მხრიდან შესრულებულია კანონით დაკისრებული ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, თანხის ერთჯერადად გადახდის სახით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა რა საკასაციო სასამართლოს განმარტებები განსახილველ საკითხთან მიმართებაში, აპელანტი მხარის მიერ დაზუსტდა მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. კერძოდ, მ-----–ი ქ-–--–-–---–ის წარმომადგენელმა სრულად დაუჭირა მხარი სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს რ---- ქ-–--–-–---–ის მეუღლის - მ-----–ი ქ-–--–-–---–ის სასარგებლოდ 2----–-–------–--იდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა თვეში 600 ლარის ოდენობით მ-----–ი ქ-–--–-–---–ის სიცოცხლის მანძილზე საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1004-ე, 1006-ე, 1182-ე მუხლების საფუძველზე.

6.3. პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის არსიდან და საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ აპელანტი ითხოვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, რომელიც გამოიხატება მოსარჩელისთვის სარჩოს გადახდით მისი სიცოცხლის განმავლობაში. რისთვისაც უნდა დადგინდეს ზიანის მიყენებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სარჩოს დანიშვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლე _ რ---- ქ-–--–-–---–ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–-----------------ის N---- ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ს----------–----–-------------–------–---------------------–---–----------------------------------–-----------–---------------------------------------------------–--------------–---------------–-----------------------–----------------------------------------------------------ის ტ--------ად განუსაზღვრელი ვადით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისზ თანახმად, საქართველოს სამინისტროებში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურე ამ კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. თავად ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

ამრიგად, რ---- ქ-–--–-–---–ი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, რომლის სამართლებრივი ურთიერთობა დამსაქმებელთან მოწესრიგებული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის მითითება უსაფუძვლოა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავოა დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულისთვის ზიანის მიყენების ფაქტის არსებობა და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთვევაში ზიანის ანაზღაურების - სარჩოს დაკისრების კანონიერების დადგენა.

 

6.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ რ---- ქ-–--–-–---–ი გარდაიცვალა 2-----–----------ს.

 

დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ რ---- ქ-–--–-–---–ი ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, N----- სამხედრო ნაწილის მეთაურის 2----–-–----------------------- ბრძანებით, იგი დაინიშნა 2----–-–----------ის 10:00 საათიდან 2------ის 10:00 საათამდე საბრძოლო მორიგეობის საბრძოლო გათვლად.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2----–-–---------------ს დამტკიცებულ იქნა დასკვნა, ს----------–----–-------------–-----–-------------–------–-------------–----------------------–---------------------–------------------------–------–--------------------–--–-----------------------------------------------–------–----------–----------------------------------------------------------ის, სამოქალაქო პირის რ---- ბ-–--ის ძე ქ-–--–-–---–ის გარდაცვალების ფაქტზე. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2----–-–----------ს მორიგეობაზე მყოფი რ---- ქ-–--–-–---–ი იმყოფებოდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე თვითმფრინავების სადგომზე და ასრულებდა საბრძოლო გათვლის ფუნქციას. დაახლოებით 21 საათსა და 45 წუთზე მოულოდნელად ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა იქვე მდებარე თვითმფრინავების სარემონტო იარაღების შესანახ სათავსოს მთლიანად გადახადა სახურავი და თუნუქის ფირფიტა თავის არეში დაეცა საბრძოლო მორიგეობაზე მყოფ რ---- ქ-–--–-–---–ს, რომელიც წაიქცა და აღნიშნულის შედეგად მიიღო სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები. უგონო მდგომარეობაში მყოფი რ---- ქ-–--–-–---–ი აღმოაჩინა სა----–---------------------–------------------------–------–--------------------–--–-----------------------------------------------–------–----------–-------------–------------–-----–------–----------------------------მა, უ-–------------–----მა ვ-–-------- ჭ---------ემ და აღნიშნულის შესახებ შეატყობინა საბრძოლო მორიგეობაზე მყოფ თანამოსამსახურეებს, რომელთა მიერაც გამოძახებულ იქნა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო უგონო მდგომარეობაში მყოფი რ---- ქ-–--–-–---–ი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა ქალაქ მ--------–ში მდებარე სამედიცინო კლინიკა შპს ,,ჯ--------------–ში“, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2----–-–----------ს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველოს კახეთი- ქვემო ქართლის საგამოძიებო განყოფილებაში დაიწყო გამოძიება N------------ სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. დადგინდა, რომ რ---- ქ-–--–-–---–ის გარდაცვალება დადგა საბრძოლო მორიგეობაზე ყოფნის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რის გამოც მისი გარდაცვალება უნდა ჩაითვალოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად.

 

დადგენილია, რომ 2----–-–----------------ის დადგენილებით, N------------ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება. გამოძიების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულ იქნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, რ---- ქ-–--–-–---–ის სიცოცხლის მოსპობა გამოწვეული იყო უბედური შემთხვევით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყო ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი სალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო არასახელშეკრულებო ზიანის - დელიქტური ვალდებულების მომწესრიგებელი ნორმები.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის (საქმე Nას-668-635-2013 16.07.2015) განმარტებაზე, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელ პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას - ე.წ. გენერალურ დელიქტს (სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, დამდგარი ზიანი გამოხატულია სიცოცხლის მოსპობით, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ სხვა პირის მიერ რ---- ქ-–--–-–---–ის სიცოცხლის მოსპობას, მათ შორის გაუფრთხილებლობით, ადგილი არ ქონია, სიცოცხლის მოსპობა გამოწვეული იყო უბედური შემთხვევით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დამდგარი ზიანი არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენებულ ზიანს, შესაბამისად არც მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს ქმედება/უმოქმედობა შეიძლება შეფასდეს მართლსაწინააღმდეგოდ. ვინაიდან, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ არის დადასტურებული, არც მიზეზობრვ კავშირს აქვს ადგილი დამდგარ ზიანთან - სიცოცხლის მოსპობასთან.

 

6.5. პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ზიანის მიმყენებელს შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, აანაზღაუროს ზიანი „გენერალური დელიქტის“ არარსებობის შემთხვევაშიც, კერძოდ კი, მის ქმედებაში ბრალისა და მართლწინააღმდეგობის არქონის დროსაც. ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევები. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.

 

პალატა იზიარებს პირველ ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოხსენებული კანონი მიუთითებს მომეტებულ საფრთხეზე, რომელიც გამომდინარეობს ნაგებობიდან ან ნივთიდან. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შეუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება. განსახილველ შემთხვევაში ნაგებობა - ფარდული, რომლის სიახლოვესაც იმყოფებოდა რ---- ქ-–--–-–---–ი და რომელიც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა და ზიანი მიაყენა მას, არ წარმოადგენდა მომეტებული საფრთის ნაგებობას. ნაგებობის დაზიანება გამოწვეულ იქნა შკვალური ქარის შედეგად. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არც ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის საფუძვლებს აქვს ადგილი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის წარმომადგენლის მითითებას ზიანის სახით მოწინაღმდეგე მხარისათვის სარჩოს დაკისრების თაობაზე. გარდა ამისა აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1004-ე მუხლზე, რომლის თანახმად პირველი ნაწილის თანახმად, შენობის მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი არ არის გამოწვეული შენობის არასათანადო მოვლით ან შენობის ნაკლით. ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ზიანი მიყენებულია შენობიდან საგნის გადაგდებით, გადავარდნით ან გადაღვრით, პასუხს აგებს პირი, რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი დადგა დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან დაზარალებულის ბრალით.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს აღნიშნული მუხლის შემდეგ წინადადებაზე ,,...პასუხს აგებს პირი, რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი დადგა დაუძლეველი ძალის მოქმედებით...“ განსახილველ შემთხვევაში კი სწორედ დაუძლეველ ძალასთან გვაქვს საქმე. დაუძლეველი ძალის შეფასების დროს მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობას, თუ რამდენად შეუძლებელი იყო მხარის ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაუძლეველი ძალის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება. განსახილველ შემთხვევაში კი დაუძლეველ ძალა უნდა მივიჩნიოთ, სტიქია (დაფიქსირდა ელჭექის მოვლენა, ძლიერი წვიმა და ქარის გაძლიერება 15 მეტრ წამამდე. 22:00 საათზე დაფიქსირდა შკვალური ქარის გაძლიერება 17-დან დაქროლვით 22 მეტრ წამამდე. აღნიშნული ამინდის მოვლენა დაფიქსირდა საავიაციო ბრიგადის მთელ ტერიტორიაზე. შკვალური ქარის დაფიქსირებიდან მალევე რამდენიმე წუთში მოხდა ქარის სიჩქარის შესუსტება და ქარის გაძლიერება აღარ დაფიქსირებულა) რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე თავიდან ვერ აიცილებდა.

 

პალატა განმარტავს, რომ მარჩენლის გარდაცვალების შემთხვევაში კონსტიტუციური და საკანონმდებლო („სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“) ვალდებულებიდან გამომდინარე - სახელმწიფო, პირს უნიშნავს კომპენსაციას მარჩენლის გარდაცვალების გამო, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად ჰქონდა ადგილი და ამ კომპენსაციით მოსარჩელე უკვე უზრუნველყოფილია. გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილის ოჯახის წევრს გადასცა ერთჯერადი დახმარებაც. შესაბამისად, სახელმწიფოს დავალდებულება (კონკრეტულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს სახით) რაიმე დამატებითი კომპენსაციის გაცემის კუთხით ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, მაშინ როდესაც არც სახელმწიფოს და არც კონკრეტული პირის (საჯარო მოხელის) ბრალეულობა სახეზე არ დგას.

 

6.6. განსახილველ შემთხვევაში არ არის დადგენილი, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია მოპასუხის მოქმედების უშუალო შედეგით, ანუ არ არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ნაგებობა საჭიროებდა სარემონტო სამუშაოებს ან/და დარღვეული იყო ექსპლუატაციის ნორმები, რომლის აღკვეთის/გამოსწორების ვალდებულება ეკისრებოდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებელი, და შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სასამართლო ხარჯები:

მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლითა და მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-----–ი ქ-–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა