მუხლი 1004. შენობის ჩამოქცევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
1. შენობის მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი არ არის გამოწვეული შენობის არასათანადო მოვლით ან შენობის ნაკლით.
2. თუ ზიანი მიყენებულია შენობიდან საგნის გადაგდებით, გადავარდნით ან გადაღვრით, პასუხს აგებს პირი, რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი დადგა დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან დაზარალებულის ბრალი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(18)
საქმე №ას-1598-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024
…დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. 13.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები. 13.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 832-ე, 992-ე, ამავე კოდექსის 1004-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ზიანი წარმოიშვა მოპასუხის მფლობელობაში არსებული შენობიდან მოსაპირკეთებელი ფილების ჩამოცვენით,…
საქმე №ას-19-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2024
…კუთვნილი ბინის წყალ-კანალიზაციის სისტემის გაუმართაობას ან რომ მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის ზიანის დადგომაში. 4. სასამართლოს მითითებით, მოპასუხე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვდა, რომ სასამართლოს სსკ-ის 1004.2 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად ბინის მფლობელი (იქ მცხოვრები ფიზიკური პირი) უნდა ეცნო და არა - მესაკუთრე. პალატამ მოპასუხის…
საქმე №ას-1422-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2023
…რომ მის მფლობელობაში არსებული ჯიხურიდან რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევა გამოწვეული იქნა უბედური შემთხვევის, კერძოდ, ძლიერი ქარის შედეგად და რომ მოსარჩელისათვის ზიანის დადგომაში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის. საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1004.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოშობილი ზიანის…
საქმე №ას-812-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2022
…პროცესის ბატონი“. 62. რაც შეეხება დელიქტურ სამართალს, კანონი ადგენს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას. ეს არის პასუხისმგებლობა საფრთხის შემქმნელი დელიქტებისთვის, უმართლობისა და ბრალეულობისაგან დამოუკიდებლად (სსკ-ის 999-ე, 1000-ე, 1004-ე, 1009-ე მუხლები). 63. მოცემულ საქმეში განსახილველი შემთხვევა არ ექცევა არც პირველ შესაძლებლობაში, რა დროსაც, აუცილებელია ბრალის არსებობა, არც - დელიქტური…
საქმე №ას-600-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2019
…„ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს. საკასაციო საჩივრის თანახმად კი: 1.1.1. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 464-ე და 1004-ე მუხლების, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102-ე,