1. დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.
2. სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი ანაზღაურება, თუკი არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(80)
საქმე №ბს-86(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
…შესაბამისი ნიმუშები 2018 წლის 16 თებერვალს გააგზავნა ქ. ნიუ-იორკში მდებარე საქართველოს საკონსულოში, რომელმაც იმავე წლის 21 მარტს დნმ-ის ნიმუშები გადასცა ამერიკულ მხარეს. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 1006-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ საკონსულომ მის ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით გონივრულ ვადაში მოიძია ინფორმაცია დაკარგული საქართველოს მოქალაქის შესახებ.…
საქმე №ას-1058-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2024
…პრეტენზიის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს გარდაცვლილი მარჩენლის შვილის სასარგებლოდ, სამედიცინო დაწესებულებისათვის სარჩოს დაკისრების მართებულობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, სსკ-ის 1006.1 მუხლის (დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს…
საქმე №ას-812-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2023
…აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის. 16. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხე კომპანიისათვის სსკ-ის 1006-ე მუხლის საფუძველზე სარჩოს გაზრდილი (გადაანგარიშებული) დაკისრებაზე უარის თქმის მართლზომიერება. დასახელებული ნორმა ადგენს ქცევის წესს, რომლითაც დაზარალებულის…
საქმე №ბს-1073(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2023
…კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის 1006-ე მუხლის მიხედვით, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც…
საქმე №ას-62-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2023
…წელს, 72 წლის ასაკში. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, როგორც უკვე აღინიშნა, იგი იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე და სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები. სსკ-ის 1006 მუხლის საფუძველზე, საწარმომ - ზიანის მიმყენებელმა - სარჩოს მიცემის ვალდებულება უნდა შეასრულოს მანამდე, ვიდრე, საწარმოს ბრალით დაზარალებული თანამშრომელი…