ხანძრის ჩაქრობის, მეზობელ ბინებსა და ნაგებობებზე მისი გავრცელების თავიდან აცილების დროს სხვა პირებისათვის მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს იმ პირმა, რომელსაც ბრალი მიუძღვის ხანძრის გაჩენაშ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1001. ხანძრის ჩაქრობის დროს წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
სამოქალაქო კოდექსის 1001-ე მუხლი · სკ 1001
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-184-2021
რაც შეხება ხანძრის ჩაქრობის დროს წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას, სსკ-ის 1001-ე მუხლით, მის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი ხანძრის გაჩენაში ბრალეული პირია. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც არის ზიანის მიმყენებლის ქმედების უშუალო და განჭვრეტადი შედეგი.
- საქმე №ას-1041-1309-09
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1001-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხანძრის ჩაქრობის, მეზობელ ბინებსა და ნაგებობებზე მისი გავრცელების თავიდან აცილების დროს სხვა პირისათვის მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს იმ პირმა, რომელსაც ბრალი მიუძღვის ხანძრის გაჩენაში.
- საქმე №ას-642-972-07
მოსარჩელეებმა თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითეს სამოქალაქო კოდექსის 409-ე, 992-ე და 1001-ე მუხლები, რომელთა საფუძველზეც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 4379 ლარის ოდენობით, ასევე დაზიანებული ავეჯის რესტავრაციის დაკისრება მოპასუხისათვის მისი ხარჯებით.
- საქმე №ას-1363-1588-05
ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სკ-ის 1001-ე მუხლის თანახმად, ხანძრის ჩაქრობის, მეზობელ ბინებსა და ნაგებობებზე მისი გავრცელების თავიდან აცილების დროს სხვა პირებისათვის მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს იმ პირმა, რომელსაც ბრალი მიუძღვის ხანძრის გაჩენაში.
- საქმე №ას-503-827-05
…სახლის აღდგენა ტექნიკური ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაძლებელი იყო, რისთვისაც საჭირო იქნებოდა 55279 ლარი, ხოლო ხანძრის შემდგომ მეხანძრეთა მიერ წყლის გამოყენების შედეგად დაზიანებულ სამუშაოთა აღსადგენად _ 16150 ლარი. სკ-ის 1001-ე მუხლის თანახმად, ხანძრის ჩაქრობისას მეზობელ ბინებსა და ნაგებობზე მისი გავრცელების თავიდან აცილების დროს სხვა პირებისათვის მიყენებული ზიანი უნდა აენაზღაურებინა იმ პირს, რომელსაც ბრალი მიუძღოდა ხანძრის გაჩენაში.
- საქმე №ას-27-328-04
- საქმე №3გ-ად-461-კ-02
- საქმე №3კ/614-01
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის
- მუხლი 27. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება
- მუხლი 11. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება
- მუხლი 40. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება საშიში ქიმიური ნივთიერებების და ბიოლოგიური საფრთხის შემცველ ობიექტებზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 995. მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება
- მუხლი 996. დროებით უგონო მდგომარეობაში ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება
- მუხლი 997. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება
- მუხლი 998. სოლიდარული პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის
- მუხლი 999. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება
- მუხლი 1000. პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის
- მუხლი 1002. ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან წინასწარ განთავისუფლების დაუშვებლობა
- მუხლი 1003. ცხოველის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება
- მუხლი 1004. შენობის ჩამოქცევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
- მუხლი 1005. სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის
- მუხლი 1006. ზიანის ანაზღაურება დაზარალებულის გარდაცვალებისას
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1001, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1001/