განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2018
საქმის ნომერი
330210117001918876
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001918876

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/7243-17 “19” დეკემბერი, 2018წ.

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე მოსამართლეეები სხდომის მდივანი ოთარ სიჭინავა ამირან ძაბუნიძე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი თამარ ბლიაძე

 

აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენელი - აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენელი - თ-------–-----ე ლ------------–-–---–ი მ-------------–---–ი შპს „------ ნ-----–---------–--ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

1. აპელანტის მოთხოვნა 1.1. აპელანტ თ-------–-----ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. 1.2. აპელანტ მ-------------–---–ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. თ-------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. მოპასუხეებს - შპს ,--------- და მ-------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5657 ლარის გადახდა.

3. მოპასუხეებს - შპს ,--------- და მ-------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, თ-------–-----ის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ნახევარის 170 ლარის ანაზღაურება.

4. მოპასუხეებს - შპს ,--------- და მ-------------–---–ს სოლიდარულად დაეკისრათ თ-------–-----ის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურება - 720 ლარის ოდენობით.

5. თ----------–-----ეს მ-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის - 226.28 ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები 2.1. სატრანსპორტო საშუალება, რეკვიზიტებით: სანომრე ნიშანი -O------, მარკა მოდელი - „-------------------–--- ფერი შავი, გამოშვების წელი 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი 2----------------, რეგისტრირებულია მოსარჩელე თ--------–-----ის სახელზე. 2.2. 2017 წლის 6 თებერვალს, დ--------------–-, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის სახურავიდან, თოვლისა და ყინულის მასის ჩამოცვენის შედეგად დაზიანდა თ-------–-----ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა. 2.3. სსიპ- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------- N--------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომობილის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ, საორიენტაციოდ შეადგინა 11314 ლარი. 2.4. უძრავი ქონება, სადაც განხორციელდა მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, წარმოადგენს საცხოვრებელ კომპლექსს, მდებარეს დ---------------- ა----–-----–-- ქუჩა (საკადასტრო კოდი N------------). აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში მე-5 სართულზე, მდებარე ბინა N-- (საკადასტრო კოდით N-------------------) რეგისტრირებულია მ-------------–---–ის საკუთრებად. 2.5. შპს“------- წარმოადგენს დ--------------–-, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე სასატუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსში განთავსებული რამოდენიმე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2017 წლის 29 მაისის მდგომარეობით, შპს“------- ინდივიდუალურ საკუთრებად ფიქსირდება 24 დამოუკიდებელი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი, მათ შორის კომერციული ფართი. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.6. წინამდებარე დავის ფარგლებში შესაფასებელი საკითხის თავისებურება იმაში მდგომარეობს, წარმოადგენენ თუ არა მ-------------–---–ი და შპს “------ სათანადო მოპასუხეებს სარჩელზე, როგორც იმ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები, რომელთა საერთო სარგებლობაში არსებული შენობის სახურავიდან ჩამოვარდნილმა თოვლისა და ყინულის მასამ, დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება. სასამართლო მიუთითებს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა შედგება მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანებისაგან. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის იმ ქონებაზე, რომელიც ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებას არ წარმოადგენს, ვრცელდება საერთო თანასაკუთრების რეჟიმი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტით კი პირდაპირ განსაზღვრულია, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას განეკუთვნება სახურავები. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით დეფინირებულია სოლიდარული ვალდებულების არსი, რომელიც სახეზეა მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, ამავე კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, განსაზღვრავს დელიქტურ ვალდებულებაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლებს, რომლის თანახმადაც, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ხსენებულ ნორმათა ერთობლივი ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პირისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სოლიდარულად დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს ორი ან რამდენიმე პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელსაც შედეგად ზიანის დადგომა მოჰყვა. ერთობლივად მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინს მონაწილეობდა ზიანის დადგომაში, ხოლო დაზარალებულს უფლება აქვს ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს ნებისმიერ მათგანს მთლიანად ან ნაწილობრივ. ზიანის მიმყენებელს, რომელმაც აუნაზღაურა დაზარალებულს ზიანი, გააჩნია რეგრესული მოთხოვნის უფლება დანარჩენ ზიანის მიმყენებელთა მიმართ, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურებაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 178-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე მოპასუხის დასახელება წარმოადგენს სარჩელის შემტანი პირის უფლებას, ანუ მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს, თუ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მისი დარღვეული უფლებისათვის. შესაბამისად მ-------------–---–ის არგუმენტაცია, რომ იგი წარმოადგენს საცხოვრებელი კომპლექსის ერთადერთი ბინის მესაკუთრეს და შპს „------- მითითება იმ გარემოებაზე, რომ მას მომსახურების ხელშეკრულება არ გაუფორმებია მ-------------–---–თან, არ წარმოადგენს განსახილველ დავაში მათი არასათანადო მოპასუხეობის დამადასტურებელ გარემოებას. 2.7. შსს ს--–-------------- პოლიციის დეპარტამენტიდან, მოსარჩელის ინიციატივით გამოთხოვილი დოკუმენტაციის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ავტომანქანის დაზიანების ამსახველი CD დისკის, მოწმის დაკითხვისა და მხარეთა ახსნა- განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მეუღლე არ დაემორჩილა არც შპს “------- მოსამსახურე პერსონალის ორგზის მითითებას, არც საცხოვრებელი კომპლექსის შესასვლელ კარზე განთავსებულ წერილობით გაფრთხილებას, სახურავიდან თოვლის ჩამოცვენის კონკრეტული საფრთხის არსებობის თაობაზე და ავტომანქანა არ გადააყენა უსაფრთხო მანძილზე. 2.8. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას რომ შპს “------ არ ახორციელებს დ---------------–-, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე მთლიანი საცხოვრებელ კომპლექსის (საკადასტრო კოდი N------------) ადმინისტრირებას, თუმცა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ბინის მესაკუთრეთა ნაწილთან ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, ეწევა სასტუმროს ტიპის მომსახურებას სასატუმრო „-----–------ სახელწოდებით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.9. კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახედ დელიქტურ ვალდებულებას განსაზღვრავს. ამგვარი ვალდებულებები, არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. სასამართლოს მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება, კერძოდ, დაადასტურა 11 314 ლარის ოდენობით მისთვის ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი წარმოადგენს, დ--------------–-, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სახურავიდან თოვლისა და ყინულის მასის ჩამოცვენის შედეგს. სამოქალაქო კოდექსის 1004-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ზიანი მიყენებულია შენობიდან საგნის გადაგდებით, გადავარდნით ან გადაღვრით, პასუხს აგებს პირი რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ზიანი დადგა დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან დაზარალებულის ბრალით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეთა მიერ ვერ იქნა მითითებული დაუძლეველი ძალის ზემოქმედების კონკრეტულ მტკიცებულებებზე, მოსარჩელე მხარემ კი მოპასუხეთა აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგოდ წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულება - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2-------– წერილი, რომლითაც დასტურდება რომ დ---------------- ავტომატური მეტეოროლოგიური საგუსაგოს მონაცემებით, 2017 წლის 26 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით დ--------------–- ნალექი - თოვლის სახით, აღინიშნა სულ 7 დღე, 26, 27, 28, 29 იანვარს და 01,02,03 თებერვალს. გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის თანახმად, დ--------------–-, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე, საჯარო რეესტრში N------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული საცხოვრებელი კომპლექსის სახურავი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა, მათ შორის მოპასუხეების, საერთო სარგებლობაში არსებულ ქონებას. მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება/უმოქმედობა) ზოგადად ნიშნავს ქმედების წინააღმდეგობას არა მხოლოდ პოზიტიური სამართლის (კანონის) ნორმებთან, არამედ წინააღმდეგობას კულტურისა და ზნეობის ნორმებთან; ხოლო რაც შეეხება ბრალს, იგი ნორმატიული (შეფასებითი) კატეგორიაა. სასამართლომ იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობი შესახებ“ საქართველოს კანონით და დაადგინა, რომ ამხანაგობის წევრებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს მათ საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა და უსაფრთხო ექსპლუატაცია, რაც წარმოადგენს როგორც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნების ვალდებულების დარღვევას და შესაბამისად, მართლსაწინააღმდეეგო ქმედებას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ასევე ქმედებას რომელიც წინააღმდეგობაშია სამართლებრივ სიკეთეთა დაცვის საზოგადობაში გაბატონებულ სტანდარტებთან. საქმეში არსებულ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რეალური საფრთხის არსებობის გათვითცნობიერების მიუხედავად, რაზეც მეტყველებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის (შპს“-------) მიერ უსაფრთხოების მიზნით გატარებული ღონისძიებები (დამსვენებელთა სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება), ისინი არასაკმარისი აღმოჩნდა დამდგარი ზიანის პრევენციისათვის. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ადგილი სადაც შენობის სახურავიდან თოვლისა და ყინულის მასის ჩამოწოლა განხორციელდა წარმოადგენს სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის შენობის ცენტრალურ შესასვლელ ტერიტორიას, სადაც როგორც საქმეზე დართული CD დისკითაც დასტურდება, ავტომანქანის დაზიანებამდე და მის შემდგომაც, დაუბრკოლებლად გადადგილდებიან ადამიანები, მათ შორის ბავშვებიც. შესაბამისად, პოტენციური საფრთხე, იმისა რომ ზამთრის სეზონზე დ----------------ათვის დამახასიათებელი უხვი ნალექისა (თოვლის სახით) და დამსვენებელთა ნაკადის სიმრავლის პირობებში, დამდგარი შედეგი გაცილებით მძიმე ყოფილიყო, მუდმივად არსებობდა. ყოველივე ზემოაღნიშნული სასამართლოს აზრით, უთუოდ მეტყველებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების მიერ, სამართლებრივი სიკეთის უსაფრთხოებაზე ზრუნვის და სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი და საჭირო აუცილებელი წინდახედულების ნორმათა აშკარა უგულებელყოფაზე, რაც თავის მხრივ, ადასტურებს მათ ბრალეულობას დამდგარი ზიანის მიმართ, უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით. 2.10. სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულე ბათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. დასახელებული, 415-ე მუხლი ზიანის მიყენებისას ითვალისწინებს არა რომელიმე მხარის ბრალის გამორიცხვას, არამედ უშვებს შერეული ბრალის არსებობის შესაძლებლობას, რა შემთხვევაშიც დაზარალებული ინარჩუნებს ზიანის ანაზღაურების უფლებას, თუმცა იმ ფარგლებში, რაც შეესაბამება ზიანის მიმყენებლის ბრალს. ასეთ დროს სასამართლო ვალდებულია, დაადგინოს, რომელ მხარეს რა მოცულობით ეკისრებათ მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა და მისი ანაზღაურების ოდენობაც აღნიშნული მოცულობის პროპორციულად განისაზღვრება. განსახილველ შემთხვევაში, მართალია სასამართლომ დაადგინა ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ მოპასუხეთა ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის მიმართ, თუმცა სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს რომ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო თავად დაზარალებული მხარის ქმედებამაც, რაც გამოიხატა მხარის უმოქმედობაში და იმ ზეპირსიტყვიერი, თუ წერილობითი გაფრთხილების უგულვებელყოფაში, რომლებიც უშუალოდ მიუთითებდნენ იმ კონკრეტულ საფრთხეზე რომელიც რეალიზებულ იქნა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ შპს“------- მიერ მიღებული ზომები (წერილობითი და ზეპირი გაფრთხილება) არასაკმარისად მიიჩნია დამდგარი ზიანის პრევენციისათვის, უდავოა, რომ კონკრეტული შედეგი, კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა თუკი, მოსარჩელე მხარე გამოიჩენდა გონივრულ წინდახედულებას, დაემორჩილებოდა აკრძალვას/გაფრთხილებას და უსაფრთხო ადგილას გადააყენებდა ავტომანქანას. სასამართლოს აზრით, განსახილველი დავის სამართლებრივ შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს მოსარჩელის მხარის მითითება იმ გარემოებებზე, რომ შენობის ცენტრალურ შესასვლელთან ავტომანქანის დგომა-გაჩერების შემზღუდავი ან ამკრძალავი ნიშანი არ არსებობდა და მისი ავტომანქანის გარდა შენობის შესასვლელის წინ პარკირებული იყო სხვა ავტომანქანებიც, და რომ ავტომანქანების პარკირებისათვის სპეციალური სადგომის აღმნიშვნელი ნიშანი ეზოში ასევე არ არსებობდა. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული, საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასებისას, ვერ გამორიცხავს მოსარჩელის ბრალეულობას და მის წილ პასუხისმგებლობას დამდგარი შედეგისადმი. შესაბამისად, ვინაიდან ზიანის წარმოშობა განაპირობა, როგორც მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ, ასევე თავად დაზარალებულის ქმედებამ, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს დამდგარი ზიანის მოპასუხეთათვის სრულად დაკისრების სამართლებრივი საფუძველი და ზიანის დადგომაში მხარეთა ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით (50%-50%) მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად, უნდა დაეკისროთ 5657 ლარის გადახდა. 3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. თ-------–-----ის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს: 3.1.1. აპელანტის განმრტებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა აპელანტის მეუღლის ორგზის გაფრთხილების დაუმორჩილებლობაზე. შემთხვევის ადგილზე მანქანის გაჩერებიდან რამდენიმე წუთში სასტუმროს ადმინისტრაციამ მიუთითა მოსარჩელე მხარის მეუღლეს, რომ არსებობდა საცხოვრებელი კომპლექსიდან თოვლის ჩამოცვენის საფრთხე, თუმცა მხარეს არასდროს დაუდასტურებია ადმინისტრაციის მხრიდან ორჯერ გაფრთხილების ფაქტი. აპელანტის მითითებით, გაფრთხილების გამოკვრას თუ სიტყვიერ გაფრთხილებათა რაოდენობას არ აქვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოპასუხე მხარის მიერ არასათანადო და არაადეკვატური ზომების მიღებაზე მოსალოდნელი ზიანის საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მით უფრო, რომ მათთვის ეს საფრთხე ცნობილი იყო და მათ ვალდებულებას წარმოადგენდა უზრუნველეყოთ ქონების ისეთ მდგომარეობაში მოწყობა, რომ მისგან არ ყოფილიყო მომდინარე ისეთი საფრთხე, რომელიც არათუ სხვის ქონების, არამედ სხვის ჯანმრთელობას და სისცოცხლეს შეუქმნიდა საფრთხეს. საინტერესოა რა გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია სასამართლომ დადგენილად თითქოს მოსარჩელე მხარე ორჯერ იქნა გაფრთხილებული თოვლის ჩამოცვენაზე. თუკი სასამართლო ამ ფაქტს დაეყრდნო სხდომაზე დაკითხული მოწმის ჩვენებით, საინტერესოა რატომ გაიზიარა სასამართლომ უპირობოდ იმ მოწმის ჩვენება, რომელიც პირდაპირ იყო დაინტერესებული საქმის შედეგით, იგი დასაქმებულია მოპასუხე ორგაიზაციაში. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ შემთხვევა ხდება ადგილზე მისვლიდან დაახლოებით ათი-თხუთმეტი წუთის ინტერვალში და ამ პერიოდში რამდენადაა შესაძლებელია, რამდენად სათანადოდ შეიძლება შფასდეს ერთხელ თუ ორჯერ გაფრთხილების შესაბამისობა რეალურ ფაქტობრივ ვითარებასთან. 3.1.2. სააპელაციო საჩივარი არსებითად ემყარება მხოლოდ იმ სამართლებრივ შეფასებას, რომლის გათვალისწინებითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დადგენილად მიიჩნია შერეული ბრალის არსებობა. შერეული ბრალის არსებობა არ დგინდება და არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. საქმეზე დართული ვიდეო ჩანაწერით ნათლად დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარემ სასტუმროსთან მისვლის დროს მანქანის გაჩერება მოახდინა სასტუმროს შესასვლელ კართან, სხვა მანქანების გვერდით. არანაირი საფრთხის აღქმის ვარაუდი სახეზე არ იყო და ვერც იქნებოდა, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ შესაძლებელია ასეთი მომეტებული საფრთხის შემცველი ყოფილიყო საცხოვრებელი კომპლექსის მთავარი შესასვლელი ადგილი. მანქანის გაჩერებიდან რამდენიმე წუთის შემდგომ, სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენელი მიუთითებს მოსარჩელეს, რომ შესასვლელთან მანქანის გაჩერება არ შეიძლება თოვლის ჩამოცვენის საფრთხის გათვალისწინებით. აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საცხოვრებელი კომპლექსი სადაც მოხდა შემთხვევა, არ არის სათანადოდ მოწყობილი, მესაკუთრეთა მხრიდან არ არის უზრუნველყოფილი იმ საფრთხის თავიდან აცილება რამაც გამოიწვია კიდეც მოსარჩელე მხარის საკუთრების დაზიანება. პასუხისმგებლობის შერეულ ბრალზე საუბრისას, საინტერესოა რა პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: 1) რამდენად სათანადო და ადეკვატურია მესაკუთრის მხრიდან მხოლლოდ სიტყვიერი თუ წერილობითი ფორმით გამოკრული გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე; 2) რა ზომა არის მიღებული მესაკუთრის მხრიდან თუკი თოვლისა და ყინულის ჩამოცვენის შედეგად დაზიანდება ფეხით მოსიარულე ადამიანი, რომელიც სარგებლობს სასტუმროს შესასვლელი კარით; 3) რამდენად სათანადო და ადეკვატურია მესაკუთრის მხრიდან წერილობითი გაფრთხილების გამოკვრა ან სასტუმროთი მოსარგებლე პირთათვის სიტყვიერი გაფრთხილების მიცემამდე თოვლის ჩამოცვენის შედეგად დაზიანება. ამ კითხვებს ვერც მოპასუხემ და ვერც სასამართლომ პასუხი ვერ გასცა და შესაბამისად, გაურკვეველია შერეული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე მსჯელობა. როგორ შეიძლება გონივრულ ზომად მივიჩნიოთ სიტყვიერი თუ გამოკრული გაფრთხილება იმ ზიანის თავიდან აცილებაზე, რომელიც მომდინარეობს საცხოვრებელი კომპლექსის შესასვლელ კართან, კართან სადაც ფეხით მოსიარულეები სარგებლობენ და ბავშვები თამაშობენ. საქმეზე დართული ვიდეო ჩანაწერით ნათლად ჩანს თუ რაოდენ დიდი მოცულობით თოვლისა და ყინულის მასის ჩამოცვენა ხდება სასტუმროს სახურავიდან და ასეთ ვითარებაში სიტყვიერი მითითება მოსალოდნელ საფრთხეზე რამდენად შეიძლება იყოს შერეული პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი წინაპირობა და საფუძველი, გაუგებარია. საინტერესოა რა ფორმით განსაზღვრა სასამართლომ პასუხისმგებლობის თანაბარი წილით დაკისრება. სასამართლო გადაწყვეტილებაში თავადვე მიუთითებს, რომ დაზარალებულის ბრალეულობაც კონკრეტული ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, თუმცა შემდგომ აბზაცში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მარტივად ღებულობს გადაწყვეტილებას თანაბარწილობრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრაზე. 3.1.3. პირველ ინსტანციის სასამართლოს არასწორად აქვს გადაწყვეტილი საპროცესო ხარჯები. კერძოდ, არ არის ნამსჯელი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გდახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრების საკითხზე. ამასთან, სასამართლოს გარეშე ხარჯების ნაწილშიც თავად სასამართლო მიუთითებს, რომ გაწულ იქნა 680 ლარის და 102 ლარის ოდენობით ხარჯი, რომელთა ჯამი შეადგენს 782 ლარს. პირველ ინსტანციის სასამართლო კი მოპასუხეებს აკისრებს მხოლოდ 720 ლარს. ადგილი აქვს არითმეტიკულ შეცდომას. ამდენად, გადაწყვეტილების მიღებისას, მოპასუხეებს უნდა დააკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების სრული ოდენობით ანაზღაურება. 3.2. მ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს: 3.2.1. აპელანტის მითითებით, მ-------------–---–ის ბრალეულობის დადგენისათვის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 463-ე, 1004-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ამავე კოდექსის 992-ე მუხლი. სასამართლომ ასევე მიუთითა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1004-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონმდებელი პირდაპირ ადგენს ზიანის მიყენებლის პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის რამდენიმე წინაპირობას - შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის გამო ზიანის დადგომა გამოწვეული უნდა იყოს შენობის არასათანადო მოვლით ან შენობის ნაკლით. ამასთან, კანონი პირდაპირ ადგენს მესაკუთრის პასუხისმგებლობას დამდგარ ზიანში. განსხვავებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1004-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსი, რომელიც საქალაქო სასამართლომ გამოიყენა გადაწყვეტილების დასაბუთებისას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ზიანის დადგომა გამოწვეული უნდა იყოს შენობიდან საგნის გადაგდებით, გადავარდნით, ან გადაღვრით და ამასთან, პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი. გარდა ამისა, კანონი ადგენს ბრალის გამომრიცხავ ისეთ გარემოებებს, როგორიცაა დაუძლეველი ძალა ან დაზარალებულის ბრალი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხე მ-------------–---–ის საკუთრებაში არსებული ფართის ფაქტობრივი მფლობელი ზიანის დადგომის მონეტისათვის იყო თვით მოსარჩელე და მისი ოჯახი, რაც 1004-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის მ-------------–---–ის, როგორც მესაკუთრის და ამხანაგობის წევრის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ზიანის დადგომის ერთ-ერთი საფუძველი შენობიდან თოვლის ჩამოვარდნა იყო. მტკიცებულებების ობიექტურად და ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად შესაფასებელია ის, თუ ვისი ბრალეული მოქმედების ან/უმოქმედობის შედეგია დამდგარი ზიანი. აღნიშნულის დადგენა-დასაბუთება სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, რასაც სასამართლომ თავი ვერ გაართვა. აპელანტის განმარტებით, დავის გადაწყვეტის და დამდგარ ზიანში მოპასუხის ბრალეულობის დასაბუთებისათვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კანონზე და აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითება არამართებულია. ხსენებული ნორმა არეგულირებს არა მესამე პირთა მიმართ, არამედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა შორის არსებულ ურთიერთობებს, ისევე როგორც მთლიანად ხსენებული კანონი თავისი ძირითადი არსით ეხება არა მესამე პირებს, არამედ ამხანაგობის წევრთა შორის არსებულ ურთიერთობებს. აპელანტის განმარტებით, სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების განსაზღვრისთვის აუცილებელი შემდეგი პირობები: მართლსაწინააღმდეგო ქმედება/უმოქმედობა, დამდგარი ზიანი და კავშირი ქმედებასა და ზიანს შორის.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. განსახილველ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.: სუსგ #ას-72-72-2018, 15.02.2018წ.). 4.1.1. სატრანსპორტო საშუალება, რეკვიზიტებით: სანომრე ნიშანი - O------, მარკა მოდელი - „-------------------–--- ფერი შავი, გამოშვების წელი 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი 2----------------, რეგისტრირებულია მოსარჩელე თ--------–-----ის სახელზე (ტ.1, ს.ფ. 18). 4.1.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის მასალების, მხარეთა ახსნა-განმერტების საფუძველზე უდავოდ დადგენილია და არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავოდ, რომ 2017 წლის 6 თებერვალს, დ--------------–-, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის სახურავიდან, თოვლისა და ყინულის მასის ჩამოცვენის შედეგად დაზიანდა თ-------–-----ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები), CD (ტ.1, ს.ფ.276,281), ფოტოსურათები (ტ.1, ს.ფ.42-50), შსს ს--–-------------- პოლიციის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია (ს.ფ 186-203)). 4.1.3. სსიპ- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------- N--------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომობილის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ, საორიენტაციოდ შეადგინა 11314 ლარი (ტ.1, ს.ფ. 19-28). 4.1.4. უძრავი ქონება, სადაც განხორციელდა მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, წარმოადგენს საცხოვრებელ კომპლექსს, მდებარეს დ---------------- ა----–-----–-- ქუჩა (საკადასტრო კოდი N------------). აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში მე-5 სართულზე, მდებარე ბინა N-- (საკადასტრო კოდით N-------------------) რეგისტრირებულია მ-------------–---–ის საკუთრებად (ტ.1, ს.ფ. 33). მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელეებს დაქირავებული ქონდათ და განთავსებულები იყვნენ საცხოვრებელ კომპლექსში მ-------------–---–ის კუთვნილი ბინაში (ტ.1, ს.ფ. 5, 92). 4.1.5. შპს“------- წარმოადგენს დ--------------–-, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე სასატუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსში განთავსებული რამოდენიმე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2017 წლის 29 მაისის მდგომარეობით, შპს“------- ინდივიდუალურ საკუთრებად ფიქსირდება 24 დამოუკიდებელი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი, მათ შორის კომერციული ფართი (ტ.1, ს.ფ. 145-170). 4.1.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თ-------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს - შპს ,--------- და მ-------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5657 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ერთის მხრივ მოსარჩელე თ-------–-----ის, და მეორეს მხრივ მოპასუხე მ-------------–---–ის მიერ. რაც შეეხება შპს „------, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2018წ. განჩინებით (ტ.2, ს.ფ. 49-53). ამდენად, სააპელაციო პალატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2017წ. გადაწყვეტილების მართებულობას ამოწმებს მხოლოდ თ-------–-----ის და მ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. 4.1.7. უდავოა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი წარმოადგენს, დ--------------–-, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სახურავიდან თოვლისა და ყინულის მასის ჩამოცვენის შედეგს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა შედგება მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანებისაგან. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის იმ ქონებაზე, რომელიც ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებას არ წარმოადგენს, ვრცელდება საერთო თანასაკუთრების რეჟიმი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტით კი პირდაპირ განსაზღვრულია, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას განეკუთვნება სახურავები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განამტკიცებს კერძო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს - კეთილსინდისიერების პრინციპს, რომლის ძალითაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. დ--------------–-, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე, საჯარო რეესტრში N------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული საცხოვრებელი კომპლექსის სახურავი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა, მათ შორის მოპასუხეების, საერთო სარგებლობაში არსებულ ქონებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულებისათვის დამახასიათებელი მთავარი შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს საკუთარი შეხედულებისამებრ თავისუფლად შეუძლია ამოირჩიოს ერთი ან რამდენიმე მოვალე და მას მოსთხოვოს ვალდებულების მთლიანი, ან და ნაწილობრივი შესრულება. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე, თითოეული სოლიდარული მოვალე მთლიანი ვალდებულების შესრულებაზე რჩება პასუხისმგებელი კრედიტორის წინაშე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლი). ამავე კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. სამოქალაქო კოდექსის 1004-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ზიანი მიყენებულია შენობიდან საგნის გადაგდებით, გადავარდნით ან გადაღვრით, პასუხს აგებს პირი რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ზიანი დადგა დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან დაზარალებულის ბრალით. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ამხანაგობის წევრებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს მათ საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა და უსაფრთხო ექსპლუატაცია, რაც წარმოადგენს როგორც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნების ვალდებულების დარღვევას და შესაბამისად, მართლსაწინააღმდეეგო ქმედებას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად. საქმეში არსებულ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რეალური საფრთხის არსებობის გაცნობიერების მიუხედავად, რაზეც მეტყველებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის (შპს“-------) მიერ უსაფრთხოების მიზნით გატარებული ღონისძიებები (დამსვენებელთა სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება), ისინი არასაკმარისი აღმოჩნდა დამდგარი ზიანის პრევენციისათვის. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ადგილი სადაც შენობის სახურავიდან თოვლისა და ყინულის მასის ჩამოწოლა განხორციელდა წარმოადგენს სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის შენობის ცენტრალურ შესასვლელ ტერიტორიას, სადაც ავტომანქანის დაზიანებამდე და მის შემდგომაც, დაუბრკოლებლად გადადგილდებიან ადამიანები, მათ შორის ბავშვებიც (იხ.: CD დისკი, ტ.1, ს.ფ. 276). შესაბამისად, პოტენციური საფრთხე, იმისა რომ ზამთრის სეზონზე დ----------------ათვის დამახასიათებელი უხვი ნალექისა (თოვლის სახით) და დამსვენებელთა ნაკადის სიმრავლის პირობებში, დამდგარი შედეგი გაცილებით მძიმე ყოფილიყო, მუდმივად არსებობდა. ყოველივე ზემოაღნიშნული უთუოდ მეტყველებს საცხოვრებელი კომპლექსის მესაკუთრე ამხანაგობის წევრების მიერ, სამართლებრივი სიკეთის უსაფრთხოებაზე ზრუნვის და სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი და საჭირო აუცილებელი წინდახედულების ნორმათა აშკარა უგულებელყოფაზე, რაც თავის მხრივ, ადასტურებს მათ ბრალეულობას დამდგარი ზიანის მიმართ. არ არსებობს მ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. 5. პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო თავად დაზარალებული მხარის ქმედებამაც, რაც გამოიხატა მხარის უმოქმედობაში და იმ გაფრთხილების უგულვებელყოფაში, რომლებიც მიუთითებდნენ კონკრეტულ საფრთხეზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. ამდენად, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მხარისათვის მიყენებული ზიანი შეიძლება გამოწვეული იყო ორივე მხარის მიზეზით და არსებობდეს მხარეთა ე.წ. „შერეული ბრალი“. ასეთ დროს სასამართლო ვალდებულია, დაადგინოს, რომელ მხარეს რა მოცულობით ეკისრებათ მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა და მისი ანაზღაურების ოდენობაც აღნიშნული მოცულობის პროპორციულად განსაზღვროს. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, როგორც უკვე აღინიშნა, ადგილი, სადაც შენობის სახურავიდან თოვლისა და ყინულის მასა ჩამოწვა, წარმოადგენს სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის შენობის ცენტრალურ შესასვლელ ტერიტორიას, სადაც ავტომანქანის დაზიანებამდე და მის შემდგომაც, დაუბრკოლებლად გადადგილდებიან ადამიანები, მათ შორის ბავშვებიც, თუმცა შემთხვევამდე აღნიშნულის აკრძალვასთან დაკავშირებით რაიმე განცხადება განთავსებული არ ყოფილა, ასევე მოპასუხეთა მხრიდან არ განხორციელებულა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი რაიმე ღონისძიებები (იხ.: CD დისკი, ტ.1, ს.ფ. 276). პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ როგორც საქმეში წარმოდეგნილი ვიდეო ჩანაწერით დგინდება, იმ ადგილის გვერდით, სადაც მოსარჩელემ გააჩერა ავტომანქანა, ასევე გაჩერებულია სხვა ავტომობილებიც (იხ.: CD დისკი, ტ.1, ს.ფ. 276). შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ უდავოა სასტუმროს პერსონალის მხრიდან მოსარჩელის გაფრთხილების ფაქტი, იმ პირობებში, როდესაც მანქანის გაჩერება მოხდა უშუალოდ სასტუმროს შენობის ცენტრალურ შესასვლელთან, სადაც ყოველგვარი აკრძალვის გარეშე დაშვებული იყო ადამიანების, მათ შორის არასრულწლოვნების თავისუფლად გადაადგილება და, ამასთან, იქვე გაჩერებული იყო რამდენიმე ავტომობილი, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე გონივრული წინდახედულების ფარგლებში მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეთვალისწინებინა დაუმორჩილებლობის შესაძლო შედეგები, ადეკვატურად აღექვა შენობის სახურავიდან მომდინარე მოსალოდნელი მომეტებული საფრთხე, მიიჩნია რა, რომ შესაბამის ადგილს პერსონალი ამ გზით ინარჩუნებდა კომპლექსის ხელმძღვანელი პირებისთვის. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაზარლებულის ბრალის ანდა შერეული ბრალის არსებობის დამადასტურებელ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული ის პოზიცია, რომ კონკრეტული შედეგი, კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა თუკი, მოსარჩელე მხარე გამოიჩენდა გონივრულ წინდახედულებას, დაემორჩილებოდა გაფრთხილებას და უსაფრთხო ადგილას გადააყენებდა ავტომანქანას. პალატა განმარტავს, რომ საკურორტო ზონაში სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის საიმედოობის და მისგან მომდინარე საფრთხისგან ადამიანების და დამსვენებელთა ქონების უსაფრთხოების ადეკვატური ღონისძიებების განხორციელებით უზრუნველყოფა (მაგალითად, შექმნილი ვითარების შესაბამისად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდვა შესაბამისი პერიოდით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და დამსვენებელთა სრულფასოვნი ინფორმირებით, საპატრულო პოლიციის გამოძახება უსაფრთხოების წესებისა და ლეგიტიმურად გამოყენებული აკრძალვების საწინააღმდეგოდ მოქმედი დაუმორჩილებელი დამსვენებლების შემთხვევაში და ასე შემდეგ) მესაკუთრეთა ვალდებულებას წარმოადგენდა და ამ ვალდებულების დამსვენებლებზე გადანაწილება, რომლებიც საკურორტო ზონაში სარგებლობენ საცხოვრებელ კომპლექსში დაქირავებული ბინებით, ვერც მოპასუხის ბრალის გამომრიცხველ და ვერც მოსარჩელის თანაბრალეულობის დასადასტურებლად ვერ გამოდგება. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს შერეული ბრალის არსებობის საფუძვლით მოპასუხეთათვის მიყენებული ზიანის განახევრების სამართლებრივი საფუძველი. მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად და მოპასუხეებს უნდა დაკისროთ 11 314 ლარის ანაზღაურება. პალატას მიაჩნია, რომ თ-------–-----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს უნდა დაკისროთ 11 314 ლარის ანაზღაურება.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ-------–-----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს - შპს ,--------- და მ---------------–---–ს თ-------–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 11 314 ლარის ანაზღაურება; მ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

6. საპროცესო ხარჯები 6.1. მ-------------–---–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. 6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან თ-------–-----ის სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, სარჩელი კმაყოფილდება სრულად, მოსარჩელეს სრულად უნდა აუნაზღაურდეს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შპს ,------- და მ-------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თ-------–-----ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 340 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 227 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით გადახდილი 680 ლარი, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის მიზნით მოსარჩელის მიერ გადახდილი 102 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი 50 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. თ-------–-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. თ-------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

4. მოპასუხეებს - შპს ,--------- და მ---------------–---–ს თ-------–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11 314 ლარის ანაზღაურება

5. მ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

6. მ-------------–---–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

7. შპს ,--------- და მ-------------–---–ს თ-------–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 227 ლარის ოდენობით.

8. შპს ,--------- და მ-------------–---–ს თ-------–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 340 ლარის, ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით გადახდილი 680 ლარის, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის მიზნით მოსარჩელის მიერ გადახდილი 102 ლარისდა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი