განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310015001092410 (3ბ/595-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 აპრილი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი
გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ა-–---------ე რ--------ე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენლები - მ----------–---ი, ნ----------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - ს----------–----–-----–------------------------ა
წარმომადგენელი - მ--------------–-–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, საპროცესო ხარჯების ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტ ა-–---------ე რ--------ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აპელანტ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა-–---------ე რ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის 1-------- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი; მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-–---------ე რ--------ის მოთხოვნასთან დაკავშირებით; სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 100 (ასი) ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ.ბათუმში, მ----–-------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-------------------, სართული პირველი 225,75 კვ.მ. და მე-2 სართული 95,53 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს ს----------–----–-----–------------------------ა. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ.ბათუმი, მ---------–--------- არასაცხოვრებელი ფართი 246.28 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-------------------, მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. ქ.ბათუმი, მ---------–---------, ბინა №5, 36.87 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №------------------- მესაკუთრეს წარმოადგენს ა-–---------ე რ--------ე.
2.2. ა-–---------ე რ--------ემ 2014 წლის 19 ივნისის №-------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელიც მდებარეობს მისი საცხოვრებელის ბინის ქვედა სართულზე, ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რის გამოც დაიბზარა და მწყობრიდან გამოვიდა მისი საცხოვრებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოითხოვა ქ. ბათუმში, მ---------–----------ში მდებარე შენობის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა მისი მდგრადობის აღდგენის მიზნით.
2.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის №------- წერილით ა-–---------ე რ--------ეს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა დარღვეული უფლებების აღდგენის შესახებ არის მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობა, რომლის თანახმადაც, მას შეუძლია კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ზიანის მიმყენებელ პირს მოსთხოვოს მისი არამართზომიერი ქმედებით დამდგარი ზიანის ანაზღაურება ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2.4. 2014 წლის 18 აგვისტოს ა-–---------ე რ--------ემ საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რითაც გათვალისწინებული იქნება რიგი ღონისძიებები სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისათვის, რომელთა გატარება აუცილებელია შენობის, მდებარე ქ.ბათუმი, მ---------–--------------, მდგრადობის აღსადგენად და შენობაზე მიყენებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად, იმ ვარაუდით, რომ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო (აღდგენითი) სამუშაოები დასრულდეს არაუგვიანეს 2 თვისა. 2014 წლის 23 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ა-–---------ე რ--------ეს დაუდგინდა ხარვეზი მოთხოვნის დაზუსტების მიზნით, ხოლო 2014 წლის 03 ოქტომბერს ა-–---------ე რ--------ის მიერ სამინისტროში წარდგენილი იქნა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომლის თანახმად, განმცხადებელმა მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის №------- პასუხის გაუქმება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ან სამინისტროს მიმართვით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის თანახმადაც ქ.ბათუმში, მ---------–--------ში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაიწყებოდა.
2.5. 2014 წლის 31 დეკემბრის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №------- ბრძანებით ა-–---------ე რ--------ის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებაში მითითებულია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის №------- წერილი არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ამასთან, განმცხადებლის მიერ მითითებული სამშენებლო სამუშაოების დაწყების საკითხი არ განეკუთვნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას, რის გამოც საჩივარი სამუშაოების დაწყების ნაწილში მიიჩნია დაუშვებლად.
2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 მარტის განჩინებით ა-–---------ე რ--------ის სარჩელზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის №------- წერილისა და 2014 წლის 31 დეკემბრის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №------- ბრძანების ბათილად ცნობის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის თაობაზე შეწყდა წარმოება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განჩინებით ა-–---------ე რ--------ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდაა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 მარტის განჩინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის 1------ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ. საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს. იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის” უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიხილება.
2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის 1------ ბრძანება ა-–---------ე რ--------ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო თავის საქმიანობაში შებოჭილია კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებით და მისი თითოეული მოქმედება შესაბამისობაში უნდა იყოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. მითითებული კოდექსის მე-80 მუხლი კი ადგენს, როგორ უნდა მოიქცეს ადმინისტრაციული ორგანო იმ შემთხვევაში, თუ მასთან წარდგენილ იქნა განცხადება, რომლის გადაწყვეტაც მის უფლებასმოილებას არ განეკუთვნება. კერძოდ, მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–---------ე რ--------ემ საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის №------- პასუხის გაუქმება, რომლითაც ა-–---------ე რ--------ეს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა დარღვეული უფლებების აღდგენის შესახებ არის მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობა, რომლის თანახმადაც, მას შეუძლია კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ზიანის მიმყენებელ პირს მოსთხოვოს მისი არამართზომიერი ქმედებით დამდგარი ზიანის ანაზღაურება ასეთის არსებობის შემთხვევაში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ან სამინისტროს მიმართვით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის თანახმადაც ქ.ბათუმში, მ---------–--------ში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაიწყებოდა. დადგენილია, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №------- ბრძანებით ა-–---------ე რ--------ის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად, იმ მოტივით, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის №------- წერილი არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ამასთან, განმცხადებლის მიერ მითითებული სამშენებლო სამუშაოების დაწყების საკითხი არ განეკუთვნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას, რის გამოც საჩივარი სამუშაოების დაწყების ნაწილში მიიჩნია დაუშვებლად. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულებებით და ასევე სხვა საკანონმდებლო აქტებით და ნორმატიული აქტებით. ა-–---------ე რ--------ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარდგენილი საჩივრით დასტურდება, რომ მოსარჩელის ინტერესი დაკავშირებული არ მათ უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებთან. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას არ წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვალდებული იყო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლიდან გამომდინარე, განცხადება და მასზე დართული საბუთები გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსათვის ან თუ შეუძლებელი იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაებრუნებინა განმცხადებლებისთვის, რაც არ განორციელებულა. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოების ზემოაღნიშნული ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მმართველობითი საქმიანობის განხორციელების კეთილსინდისიერების პრინციპს და უხეშად ლახავს მოსარჩელე ა-–---------ე რ--------ის უფლებებს, ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას და რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საჯარო მოსამსახურე თავისი ფუნქციების განხორციელებისას ვალდებულია მოქმედებდეს სწორედ არსებული მოცემულობის ადეკვატურად, მისი მომსახურების სტანდარტი უნდა იქმნებოდეს და ყალიბდებოდეს მომსახურების მიმღების ინტერესების დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფით. კანონიერების მნიშვნელობა, რაც კანონის უზენაესობას გულისხმობს, უნდა იყოს სამართლიანი და სწორად მართული პროცედურა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ღონისძიება, რომელსაც შედეგად მოსდევს პირისათვის გარკვეული წესის დაწესება/უარყოფა, უნდა იქნას მიღებული და აღსრულებული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, გამომდინარეობდეს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და იყოს მასთან შესაბამისობაში.
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34- ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის 1------ ბრძანება და მოპასუხეს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-–---------ე რ--------ის მიერ წარდგენილ განცხადებებთან მიმართებაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
2.11. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის 1------ ბრძანების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ორგანოებისთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გულისხმობს სწორედ სამშენებლო სარემონტო სამუშაოების საკითხის შესწავლას. აღნიშნული კი, საქალაქო სასამართლოს აზრით, ამ ეტაპზე გამორიცხავს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მიიღო სამართლებრივად არასწორი გადაწყვეტილება. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ამდენად, იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უარი ეთქვას ა. რ--------ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.2. აპელანტის მითითებით, სამინისტროს 2014 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით განუხილველად იქნა დატოვებული ა-–---------ე რ--------ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგნეტოს’’ 2014 წლის 18 ივლისის №------- წერილის გაუქმება და ასევე სამინისტროსაგან ან სამინისტროს მიმართვით სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან’’ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. ბათუმში, მ---------–--------ში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაწყების თაობაზე. სამინისტროს გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულია, რომ სააგენტოს წერილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ წარმოადგენდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით, სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოების დაწყების შესახებ, მხარეს მიეთითა, რომ აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენდა სამინისტროს და სააგენტოს კომპეტენციას. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული განმარტებები ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მმართველობითი საქმიანობის განხორციელების კეთილსინდისიერების პრინციპს და ლახავს ა-–---------ე რ--------ის უფლებებს, რადგან სამინისტრო ვალდებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლიდან გამომდინარე, განცხადება და მასზე დართული საბუთები გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსათვის ან თუ შეუძლებელი იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, განცხადება შესაბამისი დასაბუთებით დაებრუნებინა განმცხადებლისათვის, რაც სამინისტროს არ განუხორციელებია. სამინისტროს დაევალა ახალი აქტის გამოცემა ა-–---------ე რ--------ის მიერ სამინისტროში წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
3.3. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები. აპელანტის მოსაზრებით, ა-–---------ე რ--------ის მიერ გასაჩივრებული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის კორესპონდენცია საერთოდ არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სააგენტოს წერილში აღნიშნულია, რომ განმცხადებელს შეეძლო კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ზიანის მიმყენებელი პირისათის მოეთხოვა არამართლზომიერი ქმედებით დამდგარი ზიანის ანაზღაურება ასეთის არსებობის შემთხვევაში. (ა. რ--------ის განმარტებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონება, რომელიც მდებარეობს მისი საცხოვრებელი ბინის ქვედა სართულზე, ჩაუტარდა რეკონსტრუქცია წ-----–------------------------ის მიერ, რის გამოც, დაიბზარა მის საკუთრებაში არსებული ბინა და მესაკურისაგან ითხოვდა შენობის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანას მისი მდგრადობის აღდგენის მიზნით). აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი განიმარტება დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. თავის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიის ყველა ელემენტს. კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო-ადმინისტრაციული აქტის ავტორი. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, საჯარო დაწესებულების ნების შესაბამისად, კონკრეტული ღონისძიება მიმართული უნდა იყოს უშუალო სამართლებრივი შედეგის ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით, უცილობლოდ წარმოშობისკენ. აპელანტის მითითებით, სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის წერილი მართალია გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მაგრამ აღნიშნული იმავდროულად არ გულისხმობს, რომ იგი წარმოადგენს სამართლებრივ აქტს. იგი არის ინფორმაციული ხასიათის წერილი და მხარეს განუმარტავს გარკვეული ქმედებების განხორციელების თაობაზე ზიანის მიმყენებელი პირის მიმართ. მომხობილი სამართლებრივი ნორმების შინაარსის გაანალიზებით, სამინისტროს აქტიდან გამომდინარეობს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული ურთიერთობა საერთოდ არ წესრიგდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით და მსგავსი სახის საკითხების დარეგულირება ხდება კერძო სამართლებრივი კანონმდებლობით. ამდენად, სამინისტრომ არსებითად არ იმსჯელა ა. რ--------ის განცხადებასთან დაკავშირებით და ძალაში იქნა დატოვებული სააგენტოს წერილი, სადაც მხარეს სამართლებრივად განემარტა მის მიერ განსახორციელებლ მოქმედებათა თაობაზე. სასამართლომ კანონსაწინააღმდეგოდ და ბათილად ცნობის საფუძვლად ჩათვალა ის გარემოება, რომ ა. რ--------ის განცხადება არ გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ან თუ შეუძლებელი იყო ამის დადგენა არგუმენტირებული პასუხით უნდა დაბრუნებოდა მხარეს განცხადება. სასამართლო აქცენტს აკეთებს, რომ სამინისტრომ არ განახორციელა კანონით დადგენილი ქმედება. აპელანტის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ვალდებული იყო განეხილა ა. რ--------ის განცხადება, რადგან ზიანის მიმყენებელი მხარე არ იყო ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, სამინისტროს კომპეტენციას არ წარმოადგენდა მხარესათვის განემარტა, რომ ზიანის მიმყენებლის მიმართ სასამართლოსათვის მიმართვის გზით მოეხდინა თავის უფლებების რეალიზაცია. აპელანტის მითითებით, სასამართლომ ყურადღება ასევე არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ქ. ბათუმში, მ---------–-----------ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 246.28 კვ.მ დღეის მდგომარეობით არ წარმოაგდენს სახელმწიფო საკუთრებას. საქმის განხილვის დროსათვის აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლება უკვე გაუქმებული იყო. აბსოლუტურად დაუსაბუთებელია სასამართლო გადაწყვეტილება სამინისტროს ბრძანების გაუქმების გაუდაუდებელ ინტერესთან დაკავშირებით.
3. ა-–---------ე რ--------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.4. აპელანტის მითითებით, არასწორია სასამართლოს მიერ უდავო ფაქტობრივ გარემოებად იმის მიჩნევა, რომ ქ.ბათუმი, მ----–-------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-------------------, სართული პირველი 225,75 კვ.მ. და მე-2 სართული 95,53 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს ს----------–----–-----–------------------------ა და ქ.ბათუმი, მ---------–--------- არასაცხოვრებელი ფართი 246.28 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-------------------, მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. ფაქტობრივად კი, საქმის განხილვის პროცესში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 8----------- დარეგისტრირებული 18/04/2016), რომლის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 19 აპრილს მოახდინა სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, მ---------–-----------ში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებულ ფართზე 225.75 კვ. მ. საკადასტრო კოდი №--------------------. იმავე დროს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო დადგენილება უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც ს----------–----–-----–---------------------------ე 2016 წლის 26 აპრილს (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 8----------- დარეგისტრირებული 20/04/2016) დარეგისტრირდა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე ქ. ბათუმი, მ---------–------------------ პირველ სართულზე 225.75 კვ.მ. ამდენად, საქმის წარმოების პროცესში შეიცვალა გარემოება, კერძოდ, სახელმწიფო ქონება გადავიდა კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრებაში. ანუ, ფაქტობრივად 2016 წლის 26 აპრილამდე ქ.ბათუმი, მ----–-------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-------------------, პირველ სართულზე მდებარე 225,75 კვ.მ. ფართობი იყო სახელმწიფო საკუთრება, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა შენობა-ნაგებობის მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე ევალებოდა სახელმწიფოს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებად აპელანტი უთითებს: ა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის 2016 წლის 15 აპრილის №-------- ბრძანების ამონარიდზე, რომლითაც განხორციელდა ქ. ბათუმში, მ---------–------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებულ ფართზე საკადასტრო კოდი №-------------------- სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება (რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 18 აპრილს). ბ. ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის გაუქმების შესახებ (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 8----------- დარეგისტრირებული 18/04/2016), რომლითაც 2016 წლის 19 აპრილს მოხდა სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, მ---------–-----------ში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებულ ფართზე 225.75 კვ. მ. ფართზე საკადასტრო კოდი №-------------------; გ. ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო კოდი N-------------------, რომლითაც ს----------–----–-----–---------------------------ე 2016 წლის 26 აპრილს (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 8----------- დარეგისტრირებული 20/04/2016) დარეგისტრირდა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, მ---------–------------------ პირველ სართულზე 225.75 კვ.მ.
3.5. აპელანტის მითითებით, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მის სასარჩელო მოთხოვნაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დავალებოდა ქმედების განხორციელება შენობა-ნაგებობის თავდაპირველ მდგომარეობაში მოსაყვანად. პპელანტის განმარტებით, იმიტომ იქნა გასაჩივრებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2014 წლის 31 დეკემბრის № 1------ ბრძანება, რომ ქმედებათა განმახორციებელი სუბიექტი არის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომლის მოქმედება გასაჩივრებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომ სასამართლოში მიმართვისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების შესაბამისად აუცილებელი იყო მათი გადაწყვეტილების ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ერთჯერადი გასაჩივრება. ყველა ქმედებები კი შენობა-ნაგებობის თავდაპირველ მდგომარეობაში მოსაყვანად კანონის შესსაბამისად ევალება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
3.6. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა მხოლოდ იმ სამართლებრივ უსწორობებზე, რომელიც დაუშვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2014 წლის 31 დეკემბრის ადმინისტრაციული აქტის (ბრძანების) გამოცემისას. სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მკაფიოდ იყო მითითებული, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე გამოეცა ადმინისტრაციული აქტი, ასევე ვალდებული იყო განეხორციელებინა ქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფთა შენობის ნგრევის თავიდან აცილებას და თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანას. საასამართლომ არ მიუთითა სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც ავალდებულებდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობას და დაცვას. ანუ სასამართლომ ფაქტობრივად თავი აარიდა აპელანტის სასარჩელო მოთხოვნის სრული მოცულობით განხილვას. აპელანტისათვის გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის 1-------- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ხოლო სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოქმედებებს მისი განცხადების შესწავლის დროს. არ არის მკაფიოდ გამოხატული ის გარემოება, რომ სწორედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქმედებების გამო მოსარჩელეს მიადგა ქონებრივი ზიანი.
3.7. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ ქ. ბათუმში, მ----–--------ში მდებარე შენობის მეორე სართულზე განლაგებულია მისი ბინა, რომლის ქვემოთ პირველ სართულზე მდებარე ფართი სახელმწიფო საკუთრებაა, და რომლის მოვლა-პატრონობა ევალება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. იმის გამო, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში სისტემატურად მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაობები, მათ შორის მზიდი კედლების გამოღება, ფანჯრის ღიობების გაფართოება მოქმედი სამშენებლო წესების დარღვევით, შენობა-ნაგებობა სისტემატურად განიცდიდა ნგრევას, მათ შორის შენობის მეორე სართულზე განლაგებული მისი ბინაც. აღნიშნულის შედეგად, შენობა-ნაგებობაში ყოფნა, ასევე მის მახლობლად ყოფნაც, საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მათ შორის საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შენობის ნგრევის შესაჩერებლად აუცილებელია დაუყოვნებლივ ჩატარდეს შენობის კაპიტალური გამაგრება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულებიდან გამომდინარე შენობა-ნაგებობის დაცვა და მოვლა-პატრონოება ევალებოდა ამავე სააგენტოს. აპელანტის მითითებით, სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 50-53-ე, 77-ე მუხლები, შესაბამისად, 2014 წლის 11 ივნისს განცხადებით მიმართა მესაკუთრე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით, რათა მიეღოთ ყველა ზომა დაზიანებათა აღმოსაფხვრელად და შენობის თავდაპირველ მდგომარეობაში მოსაყვანად. აღნიშნულ წერილზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 18 ივლისს გასცა არაადეკვატური პასუხი, რომლითაც ფაქტობრივად უარი უთხრა ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე. მოცემულ სამართლებრივ გარემოებას სასამართლომ არ მისცა ჯეროვანი შეფასება. ვინაიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების (დამტკიდებულია 2012 წლის 17 სექტემბრის საქართველოს მთავრობის №391 დადგენილებით) პირველი მუხლის (”ზოგადი დებულებანი”) მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომ - სასამართლოში, ამიტომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის 2014 წლის 18 ივლისის პასუხი, როგორც უკანონო, მოსარჩელის მიერ 2014 წლის 15 აგვისტოს გასაჩივრებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლის 2014 წლის 31 დეკემბრის №------- ბრძანებით საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ არ შეასრულა თავისივე დებულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ”კ” პრიმა პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით, მე-11 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომელთა თანახმად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო დაეცვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, მდებარე მისამართზე ქ. ბათუმი, მ-----–------- და განეხორციელებინა მისი მოვლა-პატრონობა. მოცემული დებულების საწინააღმდეგოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მისმა თანამშრომლებმა ვერ უზრუნველყვეს თავისი ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, რაც მეტყველებს მათ დანაშაულებრივ სამსახურებლივ გულგრილობაზე. სასამართლოს რომ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების ზემთხსენებულ ნორმებზე, მიიღებდა სხვა, მისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას.
3.8. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-77-ე მუხლები, რომელთა თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რითაც განესაზღვრა შენობა-ნაგებობის მდგომარეობა და შენობის ნგრევის თავიდან ასაცილებლად გასატარები შესაბამისი ღონისძიებები, რაც მას არ გაუკეთებია. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის (”ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება”) მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლომ არ მისცა არანაირი სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ დაუფუძნებია თავისი გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის (”ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება”) მე-5 ნაწილზე, აგრეთვე, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის (”საქმის გარემოებათა გამოკვლევა”) პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლომ არ მისცა არანაირი სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ დაუფუძნებია თავისი გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის (”საქმის გარემოებათა გამოკვლევა”) პირველი ნაწილზე. აგრეთვე, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის (”საქმის გარემოებათა გამოკვლევა”) მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სასამართლომ არ მისცა არანაირი სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ დაუფუძნებია თავისი გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის (”საქმის გარემოებათა გამოკვლევა”) მე-2 ნაწილზე.
3.9. აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სპეციალისტის (აუდიტის) დასკვნა, საქმეში არსებული სქემები, ნახაზები, ფოტოსურათები, საქალაქო სასამართლოს რომ ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 50-53-ე, 77-ე, 95-96-ე მუხლებით, მაშინ სასარჩელო მოთხოვნას არა ნაწილობრივ, არამედ სრულად დააკმაყოფილებდა და ბათილად ცნობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №1-------- ბრძანებას. სასამართლოში მტკიცებულებად წარდგენილი დოკუმენტაცია საკმარისი იყო, რათა სასამართლოს სრულად დაეკმაყოფილება სარჩელი, მათ შორის, შენობა-ნაგებობის მდგრადობის აღდგების და თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის (”მტკიცების ტვირთი”) მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ასევე, იმავე კოდექსის მე-20 მუხლის (”ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ინფორმაციის სასამართლოში წარდგენის თაობაზე”) მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია სასამართლოში წარადგინოს ყველა მტკიცებულებები. არც სსიპ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და არც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ საქალაქო სასამართლოსთვის. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლომ თავისი საოქმო განჩინებით დაავალა მოპასუხეებს წარედგინათ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული მტკიცებულებები, ასეთი მტკიცებულებები მოპასუხეების მიერ არ იქნა წარდგენილი და ვერანაირი პასუხი ვერ გასცეს, თუ რატომ არ უზრუნველყვეს მათ საკუთრებაში არსებული ქონების დაცვა და მოვლა-პატრონობა. აპელანტის მითითებით, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ შენობის ნგრევა გამოწვეულია არა შენობის სიძველით, არამედ სამშენებლო ნორმების დარღვევით წარმოებული სამუშაოებით, რაც არ იქნა თავიდან აცილებული შენობის მესაკუთრის მიერ.
3.10. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლი (”საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამოყენება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას”), რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის (”ცნება”) თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ასევე, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1004-ე მუხლის (”შენობის ჩამოქცევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება”) პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, შენობის მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა. სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ შენობის პირველი სართულის მესაკუთრე იყო სახელმწიფო - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. მოცემული ნორმებიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პრიმა პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, მე-11 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო დაეცვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, მდებარე მისამართზე ქ. ბათუმი, მ-----–------- და განეხორციელებინა მისი მოვლა-პატრონობა. საქართველომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის (სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული წესი”) პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ შენობაზე ზიანი მიყენებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და მისი თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არასათანადოთ განხორციელებით, დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად. საქალაქო სასამართლომ არ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე და 24-ე მუხლებით და არ დაავალდებულა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განეხორციელებინა ქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ შენობა-ნაგებობის მდგრადობას და თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანას. სასამართლოს რომ ეხელმძღვანელა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პრიმა პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 50-53-ე, 77-ე, 95-96-ე, 207-208-ე მუხლებით, ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე და 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და ამავე კოდექსის 1004-ე მუხლის (”შენობის ჩამოქცევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება”) პირველი ნაწილით, მაშინ მთლიანად დააკმაყოფილებდა სარჩელს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ა-–---------ე რ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ.ბათუმში, მ----–-------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-------------------, სართული პირველი 225,75 კვ.მ. და მე-2 სართული 95,53 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს ს----------–----–-----–------------------------ა. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ.ბათუმი, მ---------–--------- არასაცხოვრებელი ფართი 246.28 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-------------------, მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. ქ.ბათუმი, მ---------–---------, ბინა №5, 36.87 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №------------------- მესაკუთრეს წარმოადგენს ა-–---------ე რ--------ე.
4.2. ა-–---------ე რ--------ემ 2014 წლის 19 ივნისს №-------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელიც მდებარეობს მისი საცხოვრებელის ბინის ქვედა სართულზე, ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რის გამოც დაიბზარა და მწყობრიდან გამოვიდა მისი საცხოვრებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოითხოვა ქ. ბათუმში, მ---------–----------ში მდებარე შენობის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა მისი მდგრადობის აღდგენის მიზნით.
4.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის №------- წერილით ა-–---------ე რ--------ეს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა დარღვეული უფლებების აღდგენის შესახებ არის მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობა, რომლის თანახმადაც, მას შეუძლია კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ზიანის მიმყენებელ პირს მოსთხოვოს მისი არამართზომიერი ქმედებით დამდგარი ზიანის ანაზღაურება ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.4. 2014 წლის 18 აგვისტოს ა-–---------ე რ--------ემ საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რითაც გათვალისწინებული იქნება რიგი ღონისძიებები სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისათვის, რომელთა გატარება აუცილებელია შენობის, მდებარე ქ.ბათუმი, მ---------–--------------, მდგრადობის აღსადგენად და შენობაზე მიყენებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად, იმ ვარაუდით, რომ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო (აღდგენითი) სამუშაოები დასრულდეს არაუგვიანეს 2 თვისა. 2014 წლის 23 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ა-–---------ე რ--------ეს დაუდგინდა ხარვეზი მოთხოვნის დაზუსტების მიზნით, ხოლო 2014 წლის 03 ოქტომბერს ა-–---------ე რ--------ის მიერ სამინისტროში წარდგენილი იქნა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომლის თანახმად, განმცხადებელმა მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის №------- პასუხის გაუქმება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ან სამინისტროს მიმართვით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის თანახმადაც ქ.ბათუმში, მ---------–--------ში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაიწყებოდა.
4.5. 2014 წლის 31 დეკემბრის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №------- ბრძანებით ა-–---------ე რ--------ის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებაში მითითებულია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის №------- წერილი არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ამასთან, განმცხადებლის მიერ მითითებული სამშენებლო სამუშაოების დაწყების საკითხი არ განეკუთვნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას, რის გამოც საჩივარი სამუშაოების დაწყების ნაწილში მიიჩნია დაუშვებლად.
4.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 მარტის განჩინებით ა-–---------ე რ--------ის სარჩელზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის №------- წერილისა და 2014 წლის 31 დეკემბრის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №------- ბრძანების ბათილად ცნობის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის თაობაზე შეწყდა წარმოება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განჩინებით ა-–---------ე რ--------ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 მარტის განჩინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის 1------ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
4.7. როგორც საქმის მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდანაც დგინდება, სადავო უძრავი ქონება, რომელსაც ჩაუტარდა რემონტი (ქ. ბათუმში, მ---------–----------ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 246.28 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-------------------) დღეის მდგომარეობით უკვე აღარ წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და მასზე 2016 წლის 15 აპრილს რეგისტრაცია გაუქმებულია (ტ.3 ს.ფ. 51. საჯარო რეესტრის ამონაწერი).
სამართლებრივი დასაბუთება
4.8. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის 1------ ბრძანება ა-–---------ე რ--------ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სამინისტროს მიერ ზემოაღნიშნული ბრძანებით ა-–---------ე რ--------ის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმის გამო, რომ: 1. მის მიერ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის №------- წერილი, რომლითაც ა-–---------ე რ--------ეს განემარტა, რომ მას შეეძლო უშუალოდ ზიანის მიმყენებლისაგან მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და 2. ა-–---------ე რ--------ის მიერ მოთხოვნილი უძრავ ქონებაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყება არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას. შესაბამისად, სადავო აქტის კანონიერების შემოწმებისას უნდა გაირკვეს, რამდენად სწორად იქნა ა-–---------ე რ--------ის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად დატოვებული.
4.9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.11. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონიერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის 1------ ბრძანება ა-–---------ე რ--------ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ბრძანებით სამინისტროს შეეძლო განუხილველად დაეტოვებინა ა-–---------ე რ--------ის ადმინისტრაციული საჩივარი, ვინაიდან მის მიერ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის №------- წერილი, რომლითაც ა-–---------ე რ--------ეს განემარტა, რომ მას შეეძლო უშუალოდ ზიანის მიმყენებლისაგან მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ეს წერილი მის მიმართ არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობდა და შესაბამისად, სამინისტრო არ იყო ვალდებული განეხილა იგი. ამასთან, ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების მეორე მიზეზი გახდა ის გარემოებაც, რომ საჩივრით მოთხოვნილი საკითხი - უძრავ ქონებაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყება არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ შემთხვევაშიც სამინისტროს მიერ სწორად ეთქვა უარი ა-–---------ე რ--------ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან არც საქართველოს კანონმდებლობით და არც შესაბამისი დებულებით, არც საქართველოს ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და არც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ ევალებათ, ფიზიკური პირის მოთხოვნის საფუძველზე, თუნდაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაიწყონ სარემონტო/სამშენებლო სამუშაოები იმ მიზნით, რომ ამით აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა და გამოსწორდეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისათვის მიყენებული ზიანი.
4.12. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც განხორციელდება ქ.ბათუმში, მ---------–----------ში მდებარე შენობის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა მისი მდგრადობის აღდგენის მიზნით. მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაში მეორე სართულზე მას გააჩნია საცხოვრებელი ბინა, ხოლო პირველი სართული წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლითაც სარგებლობს წ-----–------------------------ა. მოსარჩელის მითითებით, პირველ სართულზე არსებულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რა დროსაც მიმდინარე სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად დაზიანდა მის საკუთრებაში არსებული, მეორე სართულზე მდებარე ბინა. ამიტომ მოსარჩელე ითხოვს პირველ სართულს ჩაუტარდეს გამაგრებითი სამუშაოები, რათა აღდგენილი იქნეს პირვანდელი მდგომარეობა. მოსარჩელის მითითებით, იგი არ ითხოვს ზიანის ანაზღაურებას ამ შემთხვევაში. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და შენობის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
4.13. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ არც საქართველოს კანონმდებლობით და არც შესაბამისი დებულებით, არც საქართველოს ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და არც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ ევალებათ, ფიზიკური პირის მოთხოვნის საფუძველზე, თუნდაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაიწყონ სარემონტო/სამშენებლო სამუშაოები იმ მიზნით, რომ ამით აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა და გამოსწორდეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისათვის მიყენებული ზიანი. გარდა ამისა, პირველ სართულზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართისათვის ჩატარებული რეკონსტრუქციის დროს მიმდინარე სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად რომც დაზიანებულიყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, მეორე სართულზე მდებარე ბინა და ამით მოსარჩელეს მისდგომოდა მატერიალური ზიანი, მას შეეძლო ზიანის ანაზღაურება მოეთხოვა სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირისაგან. ამასთან, გაურკვეველია, როგორც უნდა მოხდეს პირველ სართულზე ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ ფართის ხელახალი გადაკეთება და ამით როგორ უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა ან როგორ უნდა გამოსწორდეს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, მოცემული საქმის მასალებით უტყუარად ვერ დგინდება, თუ ვინ ჩაატარა ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები - სახელმწიფომ თუ წ-----–------------------------ამ, ვინც ამ ფართს ფლობს თუ სხვა პირებმა. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება, კერძოდ, როგორც საქმის მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდანაც დგინდება, სადავო უძრავი ქონება, რომელსაც ჩაუტარდა რემონტი/რეკონტრუქცია (ქ. ბათუმში, მ---------–----------ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 246.28 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-------------------) დღეის მდგომარეობით უკვე აღარ წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და მასზე 2016 წლის 15 აპრილს რეგისტრაცია გაუქმებულია (ტ.3 ს.ფ. 51. საჯარო რეესტრის ამონაწერი). შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა რომც იყოს საფუძვლიანი, მაინც დაუშვებელია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს იმ ფართზე სამშენებლო სამუშაოების წარმოება (ასეთი ვალდებულება რომც გააჩნდეს), რომელიც დღევანდელი მდგომარეობით აღარ წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა-–---------ე რ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ა-–---------ე რ--------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, ა-–---------ე რ--------ის მიერ პირველ ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–---------ე რ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
4. ა-–---------ე რ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. ა-–---------ე რ--------ის მიერ პირველ ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
გიორგი გოგიაშვილი