გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001468930
№2-2588/2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - ზა------–-------ე
წარმომადგენელი - კო---------–------ე, და-----------ე, თე------------------ე
მოპასუხე - მა------------ე
წარმომადგენელი - რო------–--ე
მოპასუხე - ოთ----------ე
წარმომადგენელი - რა----------------ე
მოპასუხე - გუ-----------ე
წარმომადგენელი - მი--------–--–-–---–ი
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, სარჩო-ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე მა------------ეს და ოთ----------ეს შორის 2015 წლის 16 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავი ქონების 1/2 ნაწილში;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე ოთ----------ეს და გუ-----------ეს შორის 2017 წლის 18 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 1/2 ნაწილში;
1.3. ზა------–-------ე ცნობილ იქნეს მესაკუთრედ 1/2 ნაწილში უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება კ-------ი, ს/კ #05.32.04.9--;
1.4. მოპასუხე მა------------ეს მოსარჩელის ზა------–-------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩო ალიმენტის სახით 200 ლარი ყოველთვიურად, მის გამოჯანრმთელებამდე;
მოსარჩელის წარმომადგენლები სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებენ შემდეგი არგუმენტებით:
- ზა------–-------ემ 1999 წლის 29 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინებით ცოლად შეირთო მა------------ე, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - და------–-------ე. 2008 წლის 10 ივლისს მათი დანაზოგით შეიძინეს 23 200 ლარად 1200 კვ.მ. მეტრი მიწის ფართობი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კ-------ში. მათ მიერ შეძენილი ქონება რეგისტრირებული იქნა მა------------ის სახელზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მათ დაიწყეს სახლის მშენებლობა, რომელიც დაასრულეს 2010 წლის ოქტომბრის თვეში.
- ზა------–-------ე იმ პერიოდში დაავადდა მძიმე სენით, მისმა მეუღლემ უარი განაცხადა მის მოვლა-პატრონობაზე. 2016 წლის 23 ივნისს მა------------ემ სარჩელი აღძრა ზა------–-------ის მიმართ განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელისათვის ასევე ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება მა------------ემ გააჩუქა მამაზე ოთ----------ეზე, ხოლო ამ უკანასკნელმა 2017 წლის 18 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მისი ცოლის ძმაზე - გუ-----------ეზე.
- მოსარჩელის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ჩუქება ნამდვილი არაა. იგი ემსახურება იმ მიზანს, რომ მოსარჩელემ არ მიიღოს საკუთარი წილის საკუთრება. ამ მიზნით საერთო საკუთრების ქონება მა------------ემ ჩუქების გზით გაასხვისა მამაზე - ოთ----------ეზე, ოთ----------ემ კი ნასყიდობით გაასხვისა თავის ცოლისძმაზე -გუ-----------ეზე. მიაჩნიათ, რომ ქონების 1/2 ნაწილი ერგება ზა------–-------ეს, რის გამოც სარჩელი აღძრეს და მოითხოვეს ზა------–-------ე ცნობილ იქნეს თანამესაკუთრედ 1/2 ნაწილში სადავო უძრავ ქონებაზე და ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე მა------------ეს და ოთ----------ეს შორის 2015 წლის 16 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავი ქონების 1/2 ნაწილში, ასევე ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე ოთ----------ეს და გუ-----------ეს შორის 2017 წლის 18 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
- მოსარჩელე განმარტავს, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დამთავრებიდან მოკლე დროში 2010 წლის დეკემბრის თვეში, მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში დაავადდა მძიმე სენით, თავის ტვინის სიმსივნით, რის ნიადაგზეც დარჩა პირველი ჯგუფის ინვალიდი და დღემდე არის მძიმე ავადმყოფი და როგოც მძიმე ავადმყოფს, ესაჭიროება მომვლელი და მზურნველი, დაავადების შედეგად თითქმის მთლიანად წაერთვა მხედველობა. ასევე განმარტავს, რომ მკურნალობისათვის ესაჭიროება თანხები. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე მა------------ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს, მისთვის როგორც პირველი ჯგუფის ინვალიდისათვის, სარჩო ალიმენტის სახით 200 ლარი ყოველთვიურად მის გამოჯანმრთელებამდე.
(იხ. სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მა------------ე მოთხოვნას არ ეთანხმება. თავის პოზიციას იგი ასაბუთებს შემდეგი არგუმენტაციით:
- სადავო უძრავ ქონებაზე ზა------–-------ის თანამესაკუთრედ აღიარების საფუძველი არ არსებობს. აღნიშნული სადავო ქონება რეალურად არასოდეს არ ყოფილა არც მოსარჩელის და არც მოპასუხის, სადავო უძრავი ქონება ეკუთვნოდა მა------------ის მამას ოთ----------ეს. აღნიშნული სადავო უძრავი ქონება არ შეუძენია არც მოპასუხეს და არც მოსარჩელეს, რადგანაც თანაცხოვრების პერიოდში არც მოსარჩელე მუშაობდა და არც მოსარჩელე, მათ არ ჰქონდათ რაიმე შემოსავალი, არც დღეს მუშაობენ და არ აქვთ რაიმე შემოსავალი.
- მოპასუხე მა------------ე განმარატვს, რომ რეალურად მიწის ნაკვეთს 1997 წლიდან ფლობდა ოთ----------ე, რომელმაც 2006 წელს მიმართა საჯარო რეესტრს და 2006 წლის 11 მაისიდან იურიდიულად დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. მოპასუხე მა------------ის განმარტებით, მას და მოსარჩელე ზა------–-------ეს გარდაცვლილი ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც გარდაცვალებამდე საჭიროებდნენ მკურნალობას, მოპასუხის მამამ ოთ----------ემ აიღო პასუხიმგებლობა მათ მკურნალობაზე და ასევე უვლიდა შვილის - მა------------ის ოჯახს, რის გამოც დაუგროვდა ვალი 5000 ლარის ოდენობით შო-------------ესთან და სწორედ ამ ვალის გამო 2007 წელს გაუფორმა აღნიშნული სადავო უძრავი ქონება მას ვალის დაბრუნებამდე, ქონების გადაფორმება კი მოხდა ფორმალურად ნასყიდობის სახით, რაც გულისხმობს იმას, რომ რეალურად თანხის გადახდა არ მომხდარა. 2008 წლის 10 ივლისს ვალის გადახდის შემდეგ შო-------------ემ დაუბრუნა სადავო უძრავი ქონება ოთ----------ეს, რომელმაც აღნიშნული მიწიდან უსასყიდლოდ გაუფორმა თავის შვილს შორენა ნაკაშიძეს 600 კვ.მ., ხოლო მეორე შვილს მა------------ეს 1200 კვ.მ., რადგანაც მა------------ეს უნდა ეზრუნა თავისი პირველი ჯგუფის ინვალიდი ძმისთვის, შესაბამისად ფორმალური ხასიათის იყო 2008 წლის მა------------ეს და ოთ----------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. რაც შეეხება 2015 წლის 16 აპრილს მასსა და ოთ----------ეს შორის დადებულ ჩუქების ხელშეკრულებას, განმარტავს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით სადავო უძრავი ქონება დაუბრუნა ნამდვილ მესაკუთრეს, შესაბამისად მოჩვენებით გარიგებას ადგილი არ ჰქონია. გამჩუქებელმა რეალურად, ხელშეკრულების მხარეთა ნების საფუძველზე 2015 წლის 16 აპრილს გაასხვისა ზემოთმითითებული სადავო უძრავი ქონება.
- სარჩო ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით მოპასუხე მა------------ე განმარტავს, რომ მას არ გააჩნია მუდმივი საარსებო წყარო, აგრეთვე თვითონ უვლის მათ მცირეწლოვან შვილს, რომლის სასარგებლოდაც მოსარჩელე მხარე უარს აცხადებს ალიმენტის გადახდაზე, ასევე არ ნახულობს შვილს, შესაბამისად თვლის, რომ მოსარჩელის მიერ ყოფილი მეუღლისგან, რომელსაც არ გააჩნია სამუშაო, არ გააჩნია სპეციალობა და უვლის მათ მცირეწლოვან შვილს და ითხოვს სარჩო ალიმენტის დაკისრებას ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
2.2. მოპასუხე ოთ----------ე მოთხოვნას არ ეთანხმება. იგი თავის პოზიციას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
- სადავო უძრავ ქონება თავის დროზე იყო ოთ----------ის საკუთრებაში. ოთ----------ეს ჰქონდა ვალის სახით მისაცემი შო-------------ეზე, ამიტომ ოთ----------ე და შო-------------ე შეთანხმდნენ, რომ ფულის დაბრუნებამდე საგარანტიოდ გადაუფორმებდა მიწის ნაკვეთს. შემდეგ როდესაც ოთ----------ემ ვალი გაისტუმრა, შო-------------ემ მიწის ნაკვეთი გადაუფორმა ოთ----------ის თხოვნით, მის შვილს მა------------ეს, მა------------ემ კი უკან დაუბრუნა ოთ----------ეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე და მას როგორც მესაკუთრეს, უფლება ჰქონდა გაესხვისებინა მის საკუთრებაში არსებული ქონება, შესაბამისად თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
2.3. მოპასუხე გუ-----------ე მოთხოვნას არ ეთანხმება. მისი პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას:
- მოპასუხე გუ-----------ე განმარტავს, რომ 2017 წლის 18 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ოთ----------ესაგან შეიძინა სადავო უძრავი ქონება, გადაიხადა შესაბამისი შეთანხმებული თანხა, ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მის საკუთრებად. მის მიერ მოხდა აღნიშნულ ქონებაში რემონტის ჩატარება, მის სახელზე ხდება კომუნალური გადასახადების და სხვა გადასახადების აღრიცხვა. ასევე განმარტავს, რომ მას არანაირი ნათესაური კავშირი არ გააჩნია ოთ----------ესთან და ასევე მისთვის უცნობი იყო აღნიშნულ სადავო უძრავ ქონებაზე დავის არსებობა. მის მიერ გადამოწმებული იქნა უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობა, საიდანაც გაირკვა, რომ სადავო ქონება არ იყო უფლებრივად დატვირთული. შესაბამისად სადავო უძრავი ქონება იყიდებოდა და მანაც შეიძინა, რის გამოც მიიჩნევს რომ არის უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი და შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
(იხ. შესაგებლები, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ზა------–-------ე და მა------------ე 1999 წლის 12 მარტიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რომელიც შეწყდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით.
2006 წლის 09 მაისს მათ შეეძინათ შვილი - და------–-------ე.
მეუღლეებს ასევე ჰყავდათ ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც არიან გარდაცვლილები და დასაფლავებული ქედის მინიციპალიტეტის სოფელ ზ--------–ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენებები;
3.1.2. მხარეთა შორის საქორწინო ხელშეკრულება (კონტრაქტი) არ დადებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. N08/7476 18.07.2016წ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ზა------–-------ის დიაგნოზია: მარჯვენა ნათხემ-ხიდის კუთხის ნევრინომის ამოკვეთის შედეგად განვითარებული ლიქვორული კისტის პლასტიკისა და ვერტიკულო-პერიტონელური შუნტირების შემდგომი მდგომარეობა. ვერტიკულო-პერიტონეალური შუნტის პროქსიმალური ამოვარდნა კეფის მიდამოში კანის დეფექტში. ცერებლარული ატაქსია. სახის ნერვის პერიფერიული დამბლა მარჯნივ. მარჯვენამხრივი სიყრუე.
ამავე ცნობის თანახმად, ზა------–-------ე 2010 წლიდან არის ავად.
ზა------–-------ეს აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სატატუსი (პირველი ჯგუფი) უვადოთ და ღებულობს სოციალურ პაკეტს თვეში 160 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მომსახურების ქედის რაიონული განყოფილების ცნობა;
- ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
3.1.4. მოპასუხე ოთ----------ე არის მოპასუხე მა------------ის მამა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. შპს „აუდიტსერვისის“ 2016 წლის 19 ივლისის დამოუკიდებელი N-06.07.16 აუდიტორული დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება კ-------ი (და------------ის N34), 192.62 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულება ტოლია 79500 ლარის, ხოლო 1198 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის საბაზრო ღირებულება შეფასების მომენტისთვის კი 84 500 ლარის, რაც სულ შეადგენს 164 000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „აუდიტსერვისის“ აუდიტორული დასკვნა N-06.07.16;
3.1.6. უდაოდ დადგენილია გარემოება, რომ მა------------ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შეწყდეს ქორწინება მასა და მოპასუხე ზა------–-------ის შორის, ასევე მოითხოვა ზა------–-------ეზე არასრულწლოვანი შვილის და------–-------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ასევე უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ მა------------ემ იშუამდგომლა ალიმენტის დაკისრებაზე მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც სასამართლოს მიერ იქნა დაკმაყოფილებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია.
მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. (სუსგ საქმე Nას-1359-2018 02 ნოემბერი, 2018 წელი).
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიერ დადგენილი კანონისმიერი პრეზუმფციის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე მიუთითებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება, ამის საწინააღმდეგო უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, საწინააღმდეგო უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში“ (იხ. სუსგ №ას-516-489-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).
შესაბამისად, მოპასუხე მა------------ემ უნდა დაამტკიცოს, რომ რომ უძრავი ქონება არ წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ქონებას და მას მასზე გააჩნია ინდივიდუალური საკუთრება (სსკ-ის 1161-ე მუხლი: თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით; 1162-ე მუხლი: ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით).
ასევე, მოპასუხე ოთ----------ეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ მან რეალურად გაასხვისა მასზე ჩუქებით გადაცემული ქონება, ხოლო მოპასუხე გუ-----------ეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი.
სასამართლო, საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და ანალიზის შედეგად ადგენს იმ ძირითად სადავო ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთაც დავის გადაწყვეტისათვის აქვს მნიშვნელობა.
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მეუღლეები ზა------–-------ე და მა------------ე გარკვეული დროით ცხოვრობდნენ ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ--------–ში, მა------------ის მამასთან - ოთ----------ის ოჯახში. ზა------–-------ე დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით და სოფლის მეურნეობის წარმოების შედეგად მიღებული პროდუქციის რეალიზაციით ღებულობდა შემოსავალს. ასევე, ქორწინებიდან გარკვეული პერიოდი, შემდეგში ზ--------–იდან წამოსვლის შემდეგ ცხოვრობდნენ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-ში, ზა------–-------ის მამისეულ ოჯახში. აქაც ეწეოდნენ მეურნეობას და სოფლის მეურნეობის წარმოების შედეგად მიღებული პროდუქციის რეალიზაციით ღებულობდა შემოსავალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენები;
3.2.4. უძრავ ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება კ-------ი, მიწის სარეგისტრაციო ნომერი: 22.05.01.7--- ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1198.00 კვ.მ, მა------------ეს და შო-------------ეს შორის დადებული 2008 წლის 10 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა მა------------ეს, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 23 200 ლარით.
აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მა------------ის სახელზე.
შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სასამართლო უძრავი ქონების შეძენის მომენტისთვის ზა------–-------ე და მა------------ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთობლივ საოჯახო საქმიანობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2008 წლის 10 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- ქორწინების მოწმობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.5. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას და დადგენილად მიიჩნევს, რომ მეუღლეებმა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ მიწის ნაკვეთზე (1198.00 კვ.მ), 600 კვ.მ. მეტრზე ააგეს ორსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, სახლის მშენებლობისთვის საჭირო ხარჯები გაღებული იქნა როგორც ზა------–-------ის მიერ, ასევე სახლის მშენებლობაში ეხმარებოდნენ და მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც ზა------–-------ის ნათესავები, ასევე მა------------ის ნათესავები.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ზა------–-------ე და მა------------ე თავის არასრულწლოვან შვილთან და მა------------ის მამასთან ოთ----------ესთან ერთად ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ უძრავ ქონებაში, სანამ ფაქტიურად გაეყრებოდნენ ერთმანეთს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ჩვენებები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა განმარტებები;
3.2.6. სასამართლო დადაგენილად მიიჩნევს, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება კ-------ი, ს/კ #05.32.04.9--, ნაკვეთის წინა ნომერი 22.05.01.7--- ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1198.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:192.62 კვ.მ, მა------------ეს და ოთ----------ეს (მა------------ის მამა) შორის 2015 წლის 16 აპრილის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა ოთ----------ეს, აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ოთ----------ის საკუთრებად;
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების გაჩუქების დროს - 2015 წლის 16 აპრილს ზა------–-------ე და მა------------ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 16 აპრილის ჩუქების ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.7. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ უძრავ ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება კ-------ი, ს/კ #05.32.04.9--, ნაკვეთის წინა ნომერი 22.05.01.7--- ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1198.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:192.62 კვ.მ., ოთ----------ეს და გუ-----------ეს შორის დადებული 2017 წლის 18 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით (ნასყიდობის ფასი 75 000 ლარი) საკუთრებაში გადაეცა გუ-----------ეს, აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა გუ-----------ის საკუთრებად;
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, იმ გარემოებას, რომ ოთ----------ის მიერ სადავო უძრავი ქონება გასხვისებული იქნა სასამართლოში აღნიშულ სადავო უძრავ ქონებაზე დავის მიმდინარეობის დროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2017 წლის 18 ნასყიდობის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.8. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მა------------ე და მოპასუხე ოთ----------ე 2017 წლის 18 აპრილის მდგომარეობით ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ აღნიშნულ სადავო უძრავ ქონებაში, რასაც ასევე ადასტურებს მოპასუხე მა------------ის და მოპასუხე ოთ----------ის მიერ პირველად წარმოდგენილი შესაგებელი, ორივე შესაგებელში მოპასუხეებს საცხოვრებელ მისამართად მითითებული აქვთ სადავო უძრავი ქონების მისამართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებლები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენებები;
3.2.9. განსახილველი საქმის განხილვისას, მოპასუხე მა------------ემ ვერ შესძლო მიეთითებინა და წარმოედგინა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სადავო ქონება შეძენილია და შემდგომ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განხორციელდა მა------------ის ან სხვისი ხარჯებით. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მეუღლეთა თანაბარ უფლებებს ადგენს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ამასთან, გასათვალისწინებელია, მხარეთა მიერ მითითებული გარემოება ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში მოსარჩელე ზა------–-------ის სოფლის მეურნეობიდან შემოსავლის არსებობის თაობაზე.
ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხის მა------------ის მტკიცება მასზედ, რომ ჩუქების საგანი (უძრავი ნივთი) არ წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას და სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება კ-------ი, ს/კ #05.32.04.9--, ნაკვეთის წინა ნომერი 22.05.01.7--- ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1198.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:192.62 კვ.მ, შეძენილია რა მა------------ის და ზა------–-------ის ქორწინების პერიოდში, ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოების პირობებში, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2017 წლის 18 ნასყიდობის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.10. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ოთ----------ის მიერ სადავო უძრავი ქონების გუ-----------ეზე გასხვისებისას, ცნობილი იყო რა ოთ----------ისათვის სასამართლოში საქმის წარმოების თაობაზე, მყიდველმა - მოპასუხე გუ-----------ემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან რეალურად გადაიხადა ნასყიდობის საფასური 75000 ლარი ქონების შესაძენად.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ გუ-----------ეზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ქონების საჯარო რეესტრში საკუთრებაში აღრიცხვის შემდეგაც, ამ ქონებაში მოპასუხე მა------------ე და ოთ----------ე აგრძელებენ ცხოვრებას, ხოლო ქონება გუ-----------ეს ფაქტობრივად არ გადასცემია და მის მფლობელობაში არ გადასულა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ გუ-----------ეს ეკირება მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი. მან ვერ წარმოადგინა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მართალია, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მის მიერ წარმოდგენილი იქნა ქონებაზე მიმდინარე რემონტის შესახებ ფოტო-სურათები, რაც არ იქნა დაშვებული, თუმცა ფოტო-სურათებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, თუ ვის მიერ არის წარმოებული სარემონტო სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2017 წლის 18 ნასყიდობის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენები;
3.2.11. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, არც ზა------–-------ე და არც მოპასუხე მა------------ე დასაქმებულნი არ არიან, არ გააჩნიათ შემოსავალი და მუდმივი საარსებო წყარო, ასევე მა------------ესთან იმყოფება მათი არასრულწლოვანი შვილი და უვლის თვითონ, ხოლო ზა------–-------ეს არ აქვს დაკისრებული ალიმენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენები;
მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადავო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნაზე სარჩო ალიმენტის დაკისრების შესახებ უნდა ეთქვას უარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.
6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.3. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის ”ი” პუნქტით სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით;
ამავე მუხლის ,,თ” პუნქტით რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე კანონის მერვე მუხლით: ,,1. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 2. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია”.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „კ“ პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;
სასამართლო მიიჩნევს, რომ უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მისი საფუძვლები, მათ შორის, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით“. როგორც კანონით ისე ინსტრუქციით სარეგისტრაციო დოკუმენტი არის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების წარმომშობი სამართლებრივი აქტი.
”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის და მერვე მუხლის ანალიზით, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. დაინტერესებულმა პირმა საჯარო რეესტრში უნდა წარადგინოს უფლების დამდგენი საბუთი და მოითხოვოს მის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი საბუთის საფუძველზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება კ-------ი, მიწის სარეგისტრაციო ნომერი: 22.05.01.7--- ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1198.00 კვ.მ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მა------------ის სახელზე;
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. ამავე კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ ქორწინების რეგისტრაცია დაწესებულია როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად, ისე თვით მეუღლეთა და მათი შვილების პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით. იგი ამარტივებს მეუღლეთა შორის ურთიერთობას სხვა სახის საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემაში და შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს, ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში მყოფთაგან განსხვავებით გამორჩეულად დაიცვას მეუღლეების და მათი შვილების ინტერესები. რეგისტრირებული ქორწინება მეუღლეებს ანიჭებს მატერიალური, სამემკვიდრეო და სხვა უფლებათა განხორციელების გარანტირებულ შესაძლებლობას.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზა------–-------ე და მა------------ე 1999 წლის 12 მარტიდან 2016 წლის 9 აგვისტომდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ამასთან სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხე ოთ----------ე არის მოპასუხის მა------------ის მამა.
სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს 2015 წლის 16 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების და 2017 წლის 18 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. 2015 წლის 16 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის მეუღლემ მა------------ემ სადავო უძრავი ქონება აჩუქა ოთ----------ეს, მოსარჩელე ჩუქების ბათილობას ითხოვს იმაზე მითითებით, რომ გაჩუქებული ქონება წარმოადგენდა მის საკუთრებასაც და მეუღლეს არ ჰქონდა უფლება გაეჩუქებინა მისი კუთვნილი წილი. ამიტომ, ამ საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია იმის დადგენა, წარმოადგენდა თუ არა გაჩუქებული ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის გათვალისწინებით, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
ამავე კოდექსის 1158-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ [სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლები] და საერთო თანაზიარ საკუთრებად [სსკ-ის 1158-ე მუხლი: მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი]. „ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს... თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა თუ ორივე მეუღლის მიერ. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ, როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა“ (იხ. სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი).
საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ „სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის“ (იხ. სუსგ №ას-1426-1346-2017, 02 მარტი, 2018 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების მტკიცება, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა არა ინდივიდუალური საკუთრების, არამედ თანასაკუთრების საგანს, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით მან დაადასტურა. კერძოდ, ის გარემოება, რომ ქონება, რომელიც განიკარგა ჩუქების ხელშეკრულებით, შეძენილია ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ (ქორწინების განმავლობაში). ამიტომ, მასზე ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი. დაუსაბუთებელი მსჯელობა იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრში მხოლოდ მა------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, წარმოადგენს დასტურს იმის შესახებ, რომ ეს ქონება არის ინდივიდუალური საკუთრება, უნდა განიმარტოს, რომ რეგისტრირებულ ქორწინების განმავლობაში ნებისმიერი შენაძენი (ბუნებრივია აქ არ იგულისხმება პირადი და ინდივიდუალური მოხმარების ნივთები), ცოლ-ქმრის თანასაკუთრებას წარმოადგენს და საჯარო რეესტრში მხოლოდ ერთი მეუღლის, როგორც მესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტი, არ გამორიცხავს თანასაკუთრების არსებობას ამ უძრავ ნივთზე. მის მიმართ ვერ გავრცელდება სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო რეესტრის მონაცემების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია (აღნიშნული წარმოადგენს პრეზუმფციას მესამე პირთათვის და არა ოჯახის წევრთათვის). შესაბამისად, ვინაიდან ჩუქების საგანი მა------------ის და ზა------–-------ის ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება იყო, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიუხედავად, ის ითვლებოდა მეუღლეთა თანასაკუთრებად.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. 61.1 მუხლის მიხედვით, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონე პირი, მაშინ იგი ამით კარგავს შეცილების უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. ამ კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამდენად, ზა------–-------ე, ცხადია, რომ წარმოადგენდა თანამესაკუთრის სტატუსის მქონე პირს. შესაბამისად, სადავო უძრავი ქონება განეკუთვნებოდა არა ერთი პირის - მა------------ის ინდივიდუალურ საკუთრებას, არამედ საზიარო საგანს, რომლის განკარგვის წესს განამტკიცებს 959-ე მუხლი, რომლის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. ამავე კოდექსის 59.1 მუხლის გათვალისწინებით, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავ ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება კ-------ში ს/კ #05.32.04.9--, ნაკვეთის წინა ნომერი 22.05.01.7--- ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1198.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:192.62 კვ.მ, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე და 1163-ე მუხლის საფუძველზე ზა------–-------ის და მა------------ის თანასაკუთრებას წარმოადგენდა. 2015 წლის 16 აპრილის ჩუქების ხელშეკრულებით, მა------------ემ მოსარჩელის თანხმობის გარეშე განკარგა უძრავ ქონებაში მეუღლის კუთვნილი 1/2 ნაწილი. ვერ იქნა დადასტურებული გარემოება იმის შესახებ, რომ მა------------ეს მინიჭებული ჰქონდა უფლება, ერთპიროვნულად განეკარგა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ნივთი. მას სადავო ქონების განკარგვისას (გაჩუქებისას) მოსარჩელის არანაირი თანხმობა არ ჰქონია. მან გააჩუქა, არა მხოლოდ კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან, არამედ, მოსარჩელის კუთვნილი წილი უძრავი ქონებაც. ამდენად, 2015 წლის 15 აპრილის ჩუქების ხელშეკრულება ბათილია ქ. ბათუმში, დასახლება კ-------ში (ს/კ 05.32.04.9--, ნაკვეთის წინა ნომერი 22.05.01.7--- ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1198.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:192.62 კვ.მ) მდებარე უძრავი ქონებიდან ზა------–-------ის კუთვნილ 1/2 ნაწილში.
საქმის განხილვით დადგენილია, რომ ზა------–-------ე და მა------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1999 წლიდან. მათ შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა. შესაბამისად მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება საერთო საკუთრებაა მიუხედავად იმისა თუ რომელი მეუღლე ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას, რომელს შემოჰქონდა შემოსავალი და რომელი მეუღლე იყო დაკავებული საოჯახო საქმიანობით და არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი. საერთო ჯამში მოსარჩელის და მოპასუხის მიერ ოჯახში მოზიდული შემოსავალით შეძენილი ქონება, მეუღლეთა თანასაკუთრებაა. საჯარო რეესტრის მონაცემებს აქვს უტყუარობის დანიშნულება და რეგისტრირებულ მონაცემების მიმართ მოქმედებს სისრულის პრეზუმცია. ქონება ითვლება იმ პირის საკუთრებად, რომელიც მესაკუთრედაა რეგისტრირებული, მაგრამ დასახელებული პირობა მეუღლეებს არ ართმევს უფლებას ნებისმიერ დროს მოითხოვოს მესაკუთრედ დარეგისტრირება. სადავო არაა ის გარემოება, რომ ქონების მესაკუთრედ რეგისტირებული იყო მა------------ე. ქონების ერთ-ერთ მეუღლის საკუთრებად რეგისტრაცია არ ნიშნავს მას, რომ ზა------–-------ემ უფლება დაკარგა ქორწინების განმავლობაში შეძენილ საერთო საკუთრებაზე. მას ნებისმიერ დროს შეუძლია გამოხატოს პრეტენზია და მოითხოვოს მისი საკუთრების უფლების აღიარება.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ:
- ოთ----------ის მიერ მითითებული გარემოებების შესახებ: სადავო უძრავი ქონებას ის ფლობს 1997 წლიდან და იურიდიულად დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. ზა------–-------ის და მა------------ის აწ გარდაცვლილი შვილების მკურნალობისა და ზა------–-------ის და მა------------ის ოჯახის მოვლის გამო აიღო ვალი და სწორედ ამ ვალის გამო 2007 წელს გაუფორმა ანიშნული სადავო უძრავი ქონება ვალის დაბრუნებამდე შო-------------ეს ფორმალური ნასყიდობის ხელსეკრულების საფუძველზე. შემდეგ კი, 2008 წლის 10 ივლისს ვალის გადახდის შემდეგ შო-------------ემ დაუბრუნა სადავო უძრავი ქონება ოთ----------ეს და ფორმალური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 1200 კვ.მ. აღირიცხა შვილის მა------------ის საკუთრებად. მა------------ემ კი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დაუბრუნა მას. - აღნიშნული გარემოებები რომც დასტურდებოდეს, ეს გავლენას ვერ მოახდენს ზა------–-------ის საკუთრების უფლებაზე, რაც მას მინიჭებული აქვს კონსტიტუციითა და კანონით.
6.8. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლზე, სასამართლო განმარტავს, რომ ამ მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. აღნიშნულ ნორმა იცავს კეთილსინდისიერი მესამე პირის ინტერესებს, რომელმაც სადავო უძრავი ქონება შეიძინა (იყიდა), ნორმა მიზნად ისახავს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფას. სადავო შემთხვევაში კი, მოპასუხე ოთ----------ემ შვილისაგან მიიღო უსასყიდლოდ საჩუქრად სადავო უძრავი ქონება, ამ უკანასკნელმა რათქმაუნდა იცოდა, რომ შვილი მა------------ე არ იყო გასხვისებული ნივთის ½ -ის მესაკუთრე. ამიტომ, მის მიმართ ვერ გავრცელდება სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლის მოთხოვნები, რომლებიც საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას შეეხება და იგი ვერ ჩაითვლება ზემომითითებული ნორმით დადგენილი კეთილსინდისიერ შემძენად.
ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ საცხოვრებელი სახლი 2017 წლის 18 აპრილამდე წარმოადგენდა მოპასუხეების მა------------ის და მოპასუხე ოთ----------ის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს. არ შეცვლილა არც მა------------ის და არც ოთ----------ის მისამართი და შესაბამისად ვერ იმსჯელებს სასამართლო, გადაეცა თუ არა დასაჩუქრებულ პირს ქონება.
აქვე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხე მა------------ის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს და მისი წარმომადგენლის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას. ერთი მხრივ მა------------ე უთითებს, რომ სადავო უძრავი ქონება არ ეკუთვნოდა მას, მეორე მხრივ კი ამტკიცებს, რომ ჰქონდა სადავო უძრავი ქონების ზა------–-------ის თანხმობის გარეშე განკარგვის უფლება.
ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხე ოთ----------ის მიერ მიერ წარმოდგენილ შესაგებელს და მისი წარმომადგენლის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას, რომ 2008 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება თავის დროზე იყო ფორმალური ხასიათის და შემდეგ მა------------ემ სადავო უძრავი ქონება დაუბრუნა მას ფორმალური ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნულიდან ცალსახად დგინდება ის გარემოება, რომ ოთ----------ეც და მა------------ეც ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2015 წლის 1 აპრილის ჩუქების ხელშეკრულება ატარებდა ფორმალურ ხასიათს.
ასევე, გუ-----------ეს ეკირება მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გუ-----------ეზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ქონების საჯარო რეესტრში საკუთრებაში აღრიცხვის შემდეგაც, ამ ქონებაში მოპასუხე მა------------ე და ოთ----------ე აგრძელებენ ცხოვრებას, ხოლო ქონება გუ-----------ეს ფაქტობრივად არ გადასცემია და მის მფლობელობაში არ გადასულა. მან ვერ წარმოადგინა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად სასამართლო ვერ გაიზიარებს გუ-----------ის მტკიცებას, რომ იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო გარიგებები - როგორც ოთ----------ეზე ჩუქების, ასევე გუ-----------ეზე გასხვისების ხელშეკრულებები არის მოჩვენებითი ხასიათის და მიმართულია მოსარჩელეზე კუთვნილი წილის გადაცემის წინააღმდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილ წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩვენებით, ბათილია. ასეთი გარიგებების შინაარსი და ხასიათი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-56-ე, 81-83-ე მუხლებში. დასახელებული ნორმების მიხედვით გაირგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილ წესსა და აკრძალვებს.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლინებაზე. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის პირველ რიგში აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინება. უძრავი ქონების მესაკუთრემ უნდა გამოხატოს ნება, რომ ქონების საკუთრება გადასცეს მყიდველს. კანონმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ფორმა დაცულია, რადგანაც ის გაფორმებულია წერილობით და შეიცავს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს. მიუხედავად ამისა მოსარჩელე განმარტავს, რომ მას ქონება არ გაუყიდია და არც შესაბამისი ნება არ გამოუვლენია. მან მხოლოდ სესხის ნება გამოავლინა.
სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამენტია. სამოქალაქო სამართალი ამ ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებრივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. ადამიანთა პირადი ცხოვრებით დაწყებული, ურთულესი ეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული, ყველგან ფიგურირებს ნების გამოვლენა, თუმცა ყოველი მათგანი როდი იწვევს სამართლებრივ შედეგს. რადგანაც ნების გამოვლენას სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში. ცალმხრივი ნების გამოვლენით, ისეთი გარიგება, როგორიც ხელშეკრულებაა, არ დაიდება. ამასთან გარიგების შინაარსზე ზეგავლენას არ ახდენს მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენა. ორივე მხარის ნება უნდა იყოს თანხვედრაში. გარიგების შინაარსს პირველ რიგში განსაზღვრავს ოფერენტი. სწორედ წინადადების მიცემაზეა დამოკიდებული თანხმობის შინაარსიც. დაუშვებელია წინადადების მიმცემმა ნება გამოავლინოს ქონების ნასყიდობაზე, მეორე მხარემ მიიღოს ასეთი ნება (თუნდაც თანხის აუცილებლად მიღების მოტივით) და შემდეგ მისი ნების გამოვლენა განმარტოს ისე, როგორც მის საქმეს სჭირდება. გარიგების შინაარსად დადგენილი უნდა იქნას ის შინაარსი, რაზეც წინადადებაა გამოხატული და რა წინადადებაც მიიღო მეორე მხარემ. ხელშეკრულება არის ორი ან მეტ პირს შორის დადებული გარიგება და მის დასადებად ცალმხრივი ნების გამოვლინება არაა საკმარისი. მისი ნამდვილობისათვის სავალდებულოა ორივე მხარემ ერთმანეთს შეათანხმოს გარიგების პირობები და შეთანხმების შემდეგ ნების გამოვლენის თაობაზე შედგნილ დოკუმენტზე მოაწეროს ხელი. ასეთი პირობა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, ,,1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ”.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით ,,1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)”.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად დაფარულ გარიგებას მოჩვენებით დადებული გარიგება ჰქვია. მოჩვენებითი გარიგება ერთი მხარის მიერ არ დაიდება. მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითია გარიგება, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი. თვალთმაქცური გარიგებისას მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. მოჩვენებითი გარიგების დროს მისი ბათილობის საკითხი დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერებაზე, ხოლო თვალთმაქცური გარიგებისას, ბათილობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შესაძლოა იყოს ბათილი ან არა, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში იგი ბათილია. როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლადაა დადებული _ არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მხარეებს არ სურთ ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის დადგომა. ორივე შემთხვევაში სახეზეა სიმულაცია, მხოლოდ განსხვავებული მეთოდებით. საერთო ჯამში გარიგება დაიდება იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დროს, გარიგების ბათილობის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერება-არამართლზომიერებაზე. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისი მოქმედი წესები.
სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია გარიგების მონაწილეთა ნება დაიფაროს სხვა გარიგებით. მხარეთა ნება, მათი სურვილი მიმართული უნდა იყოს სხვა გარიგებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისაკენ. თვალთმაქცური გარიგების დადების დროს მხარეები აცნობიერებენ, რომ მათ მიერ დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარავად, ამასთან მხარეებს სურთ სხვა გარიგების შესრულება. მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება. იმ მიზნით, რომ კრედიტორის დაკმაყოფილებას გაექცეს, მოვალე ქონებას ვითომ ჩუქების გზით ასხვისებს. სინამდვილეში არავითარ ჩუქებას არ აქვს ადგილი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოჩვენებითი გარიგების დასადასტურებლად ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა არ არის საჭირო, რომელიც მოჩვენებითი გარიგებისა და მოპასუხე მა------------ის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა. იგი შეფასებითი კატეგორიისაა და იგი უნდა დგინდებოდეს საქმის მთლიანი მასალების ანალიზითა და შინაგანი რწმენით. თუმცა სარჩელის წარდგენა ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს დარღვეული უფლების არსებობას. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხეებმა დადეს მოჩვენებითი ხასიათის გარიგება და ამ გარიგების მიზანი იყო ის, რომ გაქცეოდნენ მოსარჩელის მოთხოვნას და ამ გზით მოსარჩელისათვის შეეზღუდა ქონების დაბრუნების საშუალება.
სასამართლომ გაანალიზა მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ცუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულება რეალურად არ იყო ორიენტირებული ნასყიდობის სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, რადგანაც ხელშეკრულების გაფორმების მიზანი იყო ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნების თავიდან აცილება. იმ მიზნით, რომ მოსარჩელეს არ მოეთხოვა უძრავი ქონების მის საკუთრებად აღრიცხვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, ზა------–-------ე ცნობილ იქნეს თანამესაკუთრედ 1/2 ნაწილში, შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ½ ნაწილში და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე ½ ნაწილში.
6.9. მოსარჩელემ სარჩო ალიმენტის მოპასუხე მა------------ისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხე მა------------ე მოვალეა არჩინოს შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც დახმარება სჭირდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1129-ე მუხლის თანახმად, იმ მეუღლის თხოვნით, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს სარჩო მეორე მეუღლისაგან, სასამართლო ვალდებულია, განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად, განსაზღვროს იმ სახსრების ოდენობა, რაც უნდა გადახდეს მეორე მეუღლეს.
ამავე კოდექსის 1182-ე მუხლის თანახმად, მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ: ა) შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს; ბ) ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში. ხოლო 1183-ე მუხლით, შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც დახმარება სჭირდება მეუღლისაგან, სარჩოს მიღების უფლებას ინარჩუნებს განქორწინების შემდეგაც, თუ იგი შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე, ან ერთი წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან, განსაზღვროს იმ სახსრების ოდენობა, რაც უნდა გადახდეს მეორე მეუღლეს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზა------–-------ე და მა------------ე 1999 წლის 12 მარტიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რომელიც შეწყდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ასევე დადგენილია, რომ N08/7476 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ზა------–-------ის დიაგნოზია: მარჯვენა ნათხემ-ხიდის კუთხის ნევრინომის ამოკვეთის შედეგად განვითარებული ლიქვორული კისტის პლასტიკისა და ვერტიკულო-პერიტონელური შუნტირების შემდგომი მდგომარეობა. ვერტიკულო-პერიტონეალური შუნტის პროქსიმალური ამოვარდნა კეფის მიდამოში კანის დეფექტში. ცერებლარული ატაქსია. სახის ნერვის პერიფერიული დამბლა მარჯნივ. მარჯვენამხრივი სიყრუე. ამავე ცნობის თანახმად ზა------–-------ე 2010 წლიდან არის ავად. ზა------–-------ეს აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სატატუსი (პირველი ჯგუფი) უვადოდ და ღებულობს სოციალურ პაკეტს თვეში 160 ლარის ოდენობით.
ზა------–-------ემ მოითხოვა ალიმენტი 200 ლარის ოდენობით, მის გამოჯანმრთელებამდე.
უდავო გარემოებაა, რომ მა------------ე არის შრომისუნარიანი, ასევე სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებაა, რომ მა------------ე არ მუშაობს, ასევე მასთან ერთად ცხოვრობს თავისი არასრწლოვანი შვილი და------–-------ე, რომლის აღზრდაშიც მონაწილეობას ღებულობს მა------------ე. მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარეს სასამართლო წესით არ აქვს ალიმენტის გადახდა დაკისრებული შვილის სასარგებლოდ.
როგორც ზემოთ აღნიშნა, მოსარჩლე ზა------–-------ე არის შრომისუუნარო ავადმყოფობის გამო, ანუ პირველი ჯგუფის ინვალიდი უვადოდ და ღებულობს სოციალურ პაკეტს თვეში 160 ლარის ოდენობით. ამდენად, ზა------–-------ე არის შრომისუუნარო.
სასამართლო განმარტავს, რომ საოჯახო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია კიდევ ერთ წინაპირობა: მოსარჩელისათვის მატერიალური დახმარების საჭიროებას.
სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლით გათვალისწინებული მოსარჩელისათვის მატერიალური დახმარების საჭიროების ცნება შეფასებითი კატეგორიისა და მისი არსებობა-არარსებობის საკითხი უნდა გადაწყდეს თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე. მატერიალური დახმარების აუცილებლობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარესაა.
უდაოდ დადგენილი გარემოებაა, რომ მოპასუხე მა------------ეს არ არის დასაქმებული, საქმეში არ არის წარმოადგენილი რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას აქვს შემოსავალი, ასევე მის რჩენაზეა მხარეთა არასრულწლოვანი შვილი.
სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და ზა------–-------ე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების (მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება კ-------ი, ს/კ #05.32.04.9--, ნაკვეთის წინა ნომერი 22.05.01.7--- ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1198.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:192.62 კვ.მ) მესაკუთრედ 1/2 ნაწილში, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ზა------–-------ეს აქვს საკმარისი მატერილური შემოსავალი, მას შეიძლება სჭირდება მატერილაური დახმარება, თუმცა სარჩო ალიმენტის მოპასუხეზე დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს. მითუმეტეს, მაშინ როცა თავისი არასრულწლოვანი შვილი იზრდება დედასთან-მოპასუხეთან ერთად და მას სასამართლოს წესით არ აქვს ალიმენტი დაკისრებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მოპასუხისათვის გამოჯანმრთელებამდე, ყოველთვიური სარჩო ალიმენტის დასაკისრებლად სავალდებულო წინაპირობის, მატერიალური დახმარების აუცილებლობის არსებობის მტკიცების ტვირთის რეალიზება.
სარჩელის დაკმაყოფილებით მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ქონებრივი აქტივის არსებობა, გამორიცხავს მხარის იმ ფინანსურ სიდუხჭირეს, რაც შესაძლებელია გამხდარიყო მოპასუხის საალიმენტო ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. მხარემ ვერ მიუთითა იმ მტკიცებულებაზე, რაც დაადასტურებდა მისი რჩენის უზრუნველსაყოფად სარჩო ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრების საჭიროებას.
მოსარჩელეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, დიაგნოზია მარჯვენა ნათხემ-ხიდის კუთხის ნევრინომის ამოკვეთის შედეგად განვითარებული ლიქვორული კისტის პლასტიკისა და ვერტიკულო-პერიტონელური შუნტირების შემდგომი მდგომარეობა. ვერტიკულო-პერიტონეალური შუნტის პროქსიმალური ამოვარდნა კეფის მიდამოში კანის დეფექტში. ცერებლარული ატაქსია. სახის ნერვის პერიფერიული დამბლა მარჯნივ. მარჯვენამხრივი სიყრუე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსარჩელე საჭიროებს მეთვალყურეობასა და მედიკამენტურ მკურნალობას.
ზა------–-------ის სარჩელით მოთხოვნილია მხოლოდ სარჩო. ამასთან წარმოდგენილ სარჩელში ან თანდართული მასალებში არ იკვეთება თუ კონკრეტულად რა თანხებია საჭირო ზა------–-------ის მედიკამენტური მკურნალობისათვის და რა თანხაა აუცილებელი სხვა მოთხოვნილებათა უზრუნველსაყოფად. მოსარჩელე არ აკონკრეტებს, რატომ არის აუცილებელი მისი სარჩოს სახით ყოველთვიური თანხა 200 ლარი და არა მეტი, ან ნაკლები.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხე მა------------ეზე მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩო ალიმენტის დაკისრების საფუძველი, რადგან მოსარჩელე არ საჭიროებს მოპასუხედ დასახელებული ყოფილი მეუღლისაგან ალიმენტის სახით მატერიალურ დახმარებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
მოსარჩელე ზა------–-------ე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საქართველოს კანონის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ 5-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ პუნქტის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში 1.1., 1.2., 1.3 სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვდა გარიგებების ბათილად ცნობას და ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობას. ამ ნაწილში გადასახდელი ბაჟი შეადგენს 2510 ლარს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ძირითადი სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ 2510 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მა------------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე მა------------ე ამ ნაწილში უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქ. სსკ-ის 1991-ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით (საქმე № 286-უზრ/2017) გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გუ-----------ეს აეკრძალა (პ/ნ 61002016447) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება კ-------ი, ს/კ N05.32.04.9--, - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ზა------–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე მა------------ეს და ოთ----------ეს შორის 2015 წლის 16 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავი ქონების 1/2 ნაწილში, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება კ-------ი, ს/კ 05.32.04.9--, ნაკვეთის წინა ნომერი 22.05.01.7--- ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1198.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:192.62 კვ.მ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე ოთ----------ეს და გუ-----------ეს შორის 2017 წლის 18 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების 1/2 ნაწილში, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება კ-------ი, ს/კ #05.32.04.9--, ნაკვეთის წინა ნომერი 22.05.01.7--- ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1198.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:192.62 კვ.მ.
1.3. მოსარჩელე ზა------–-------ე ცნობილ იქნეს მესაკუთრედ უძრავ ქონების 1/2 ნაწილზე, ქონება მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება კ-------ი, ს/კ #05.32.04.9--, ნაკვეთის წინა ნომერი 22.05.01.7--- ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1198.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:192.62 კვ.მ.
2. მოსარჩელე ზა------–-------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მა------------ის მიმართ სარჩო ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხეებს - მა------------ეს, ოთ----------ეს და გუ-----------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2510 ლარის ოდენობით.
4. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით (საქმე №286-უზრ/2017წ.) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებება დარჩეს ძალაში, უცვლელი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომელსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასაამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78 მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე სალიხ შაინიძე