გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2553077-2/582-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი ლანა ლონდარიძე
მოსარჩელე - ვ-–- ხ--–-–---–ი
წარმომადგენელი - ლ---- ჭ--–--ე
მოპასუხე - ლ--–- ყ------–---–ი
წარმომადგენელი - ნ---- დ---------ე
დავის საგანი - განქორწინება, სარჩოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ლ--–- ყ------–---–ს მეუღლის ვ-–- ხ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად სარჩოს სახით 300 ლარის გადახდა.
1.2. შეწყდეს ვ-–- ხ--–-–---–სა და ლ--–- ყ------–---–ის შორის რეგისტრირებული ქორწინება.
მოსარჩელე სარჩელს ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე ვ-–- ხ--–-–---–ი და მოპასუხე ლ--–- ყ------–---–ი 2005 წლის 14 იანვრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
მოპასუხე ლ--–- ყ------–---–ი ვ-–- ხ--–-–---–ს გამუდმებით აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ოჯახური ძალადობის მუხლით.
ვ-–- ხ--–-–---–ი არის შრომისუუნარო, სიმსივნით დაავადებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რის გამოც არ შესწევს შრომა-საქმიანობის უნარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ თანახმაა განქორწინებაზე. ხოლო სარჩოს დაკისრებას არ ეთანხმება, ვიანიდან დასტურდება, რომ მოსარჩელე დასაქმებულია და გააჩნია შესაბამისი შემოსავალი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვ-–- ხ--–-–---–ი და ლ--–- ყ------–---–ი 2----–-–-----------იდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
3.1.2. ვ-–- ხ--–-–---–ს და ლ--–- ყ------–---–ს თა--ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: ს--–---- ხ--–-–---–ი (პ/ნ 0----------), ა-- ხ--–-–---–ი (პ/ნ 0----------- და გ------ი ხ--–-–---–ი (პ/ნ 0----------);
3.1.3. ვ-–- ხ--–-–---–ი და ლ--–- ყ------–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. შვილები ცხოვრობენ მოპასუხე ლ--–- ყ------–---–თან.
3.1.4. ვ-–- ხ--–-–---–ს მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი. შრომის დასაშვები პირობა - მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა. მისი დიაგნოზია - მწვავე პრომიელოციტური ლეიკემია, სრული კლინიკო-ჰემატოლოგიური რემისია, არტ.ჰიპერტენზია.
3.1.5. ლ--–- ყ------–---–ი მუშაობს სსიპ ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ის საჯარო სკოლაში პედაგოგად და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 722.08 ლარს.
3.1.6. ვ-–- ხ--–-–---–ი მუშაობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ლოჯისტიკის სამმართველოს ლოჯისტიკის მენეჯერის (ა---–---–---ს ბაზარზე) თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს თვეში 600 ლარს.
3.1.7. ს--–---- ხ--–-–---–ი სწავლობს ნ------–-- უნივერსიტეტში, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე. სასწავლო პროგრამის ხანგრძლივბაა 6 წელი.
3.1.8. ა-- ხ--–-–---–ი სწავლობს სსიპ ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ის საჯარო სკოლის მე-8 კლასში, გ------ი ხ--–-–---–ი სწავლობს სსიპ ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ის საჯარო სკოლის მე-7 კლასში.
3.1.9. მოსარჩელე ვ-–- ხ--–-–---–ს ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს არასრულწლოვანი შვილების ა-- ხ--–-–---–ის და გ------ი ხ--–-–---–ის სასარგებოდ ალიმენტის გადახდა თითოეულზე ყოველთვიურად 90 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა N68181002289;
- ცნობა N0345697;
- სსიპ ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ის საჯარო სკოლის 20.09.2018წ. ცნობა ლ--–- ყ------–---–ის ხელფასის შესახებ;
- 03.10.2018წ. N04/1241 ცნობა ვ-–- ხ--–-–---–ის ხელფასის შესახებ;
- 07.09.2018წ. ცნობა სტუდენტური სტატუსის შესახებ;
- სსიპ ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ის საჯარო სკოლის 14.09.2018წ. ცნობები;
- 11.01.2018 წ. სააღსრულებო ფურცელი
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, ხოლო სარჩო დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127 , 1182-ე, საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ - განქორწინების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება: განქორწინებით.
ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების თაობაზე, უფრო მეტიც მან ცნო სარჩელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის თანახმად, მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ:
ა) შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს;
ბ) ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში;
მოხმობილი ნორმის ანალიზის შედეგად, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, მეუღლეები ვალდებული არიან იზრუნონ ერთმანეთზე და მატერიალურად დაეხმარნონ ერთმანეთს. ეს არა მარტო ზნეობრივი მოვალეობაა, არამედ იურიდიული ვალდებულებაცაა. მატერიალური დახმარება ეკისრებათ მეუღლეებს რომელთა შორის ქორწინება კანონით დადგენილი წესით არის რეგისტრირებული. მატერიალური დახმარების საჭიროების მქონე მეუღლეს უფლება აქვს მოითხოვოს სარჩოს მიღება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ერთ-ერთმა მეუღლემ მოითხოვოს სარჩოს მიღება. კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩოს მიღების შესახებ მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აქვს მეუღლეს, რომელიც შრომისუუნაროა და მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ-–- ხ--–-–---–ი და ლ--–- ყ------–---–ი 2----–-–-----------იდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მოსარჩელე ვ-–- ხ--–-–---–ს მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი. მისი შრომის დასაშვები პირობაა - მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა. მხარეთა შორის სადაოდ არ არის ის ფაქტობრივ გარემოებას, რომ ვ-–- ხ--–-–---–ი მუშაობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ლოჯისტიკის სამმართველოს ლოჯისტიკის მენეჯერის (ა---–---–---ს ბაზარზე) თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს თვეში 600 ლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის რათა მოხდეს ერთ-ერთი მეუღლისათვის მეორე მეუღლის სასარგებლოდ სარჩოს დაკისრება აუცილებელია, რომ ერთმანეთს ემთხვეოდეს მეუღლის შრომისუნარიანობა და მატერიალური დახმარების საჭიროება. შრომისუნარიანობის ცნებაში იგულისხმება პირის ისეთი მდგომარეობა, რომლის არსებობისას იგი სრულად ან ნაწილობრივ კარგავს შრომისუნარიანობას, მატერიალური დახმარების საჭიროებაში იგულისხმება მეუღლისათვის იმ სახსრების უქონლობა, რომელიც მისი არსებობისათვის არის საჭირო. მეუღლე რომელიც არის შრომისუუნარო, მაგრამ მატერიალურად არ უჭრის და პირიქით იგი შრომისუნარიანია, მაგარამ მატერიალურ დახმარებას საჭიროებს, იგი ვერ ისარგებლებს მეორე მეუღლისაგან სარჩო მოთხოვნის უფლებით.
ამდენად, სადავო ურთიერთობის 1182-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით კვალიფიკაციისათვის, გარდა იმისა, რომ მეუღლე (მოსარჩელე), რომელიც ითხოვს სარჩოს არის შრომისუუნარო, აუცილებელია არსებობდეს კიდევ ერთი პირობა, რომელიც განსაზღვრავს მოსარჩელის მატერიალურ მდგომარეობს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ არ წარმოდგენილა არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე ვ-–- ხ--–-–---–ი საჭიროებს მატერიალურ დახმარებას, მას არ გააჩნია სახსრები, რომელიც აუცილებლია მისი არსებობისათვის.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები.
გარდა ამისა, სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზეც, რომ ერთ-ერთი მეუღლისათვის სარჩოს დაკისრება არ უნდა იწვევდეს მეორე მეუღლის მატერიალურ მდგომარეობის ისე გაუარესებას, რომ საარსებო მინიმუმიც არ დარჩეს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ--–- ყ------–---–ი მუშაობს სსიპ ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ის საჯარო სკოლის პედაგოგად და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 722.08 ლარს, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლ--–- ყ------–---–თან ერთად ცხოვრობენ მოსარჩელის და მოპასუხის საერთო შვილები, ს--–---- ხ--–-–---–ი, ა-- ხ--–-–---–ი და გ------ი ხ--–-–---–ი, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია, ხოლო ერთი სტუდენტი. მართალია, მოსარჩელეს დაკისრებილოი აქვს ალიმენტი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად 90 ლარის ოდენობით, მაგრამ ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას ამ ვალდებულებათა გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვ-–- ხ--–-–---–ის სარჩელი ლ--–- ყ------–---–ისათვის სარჩოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ლ--–- ყ------–---–მა მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო განქორწინების ნაწილში. შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩოს დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვ-–- ხ--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შეწყდეს ქორწინების რეგისტრაცია მოსარჩელე ვ-–- ხ--–-–---–ს და მოპასუხე ლ--–- ყ------–---–ს შორის, რეგისტრირებული 2----–-–-----------ს, აქტის ჩანაწერი N0------.
3. ვ-–- ხ--–-–---–ის სარჩელი მოპასუხე ლ--–- ყ------–---–ის მიმართ სარჩოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი