გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.08.2019
საქმის ნომერი
120210019003006601
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
19.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3006601-2/323-19წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2 აგვისტო, 2019 წელი ქ. ახალციხე

 

შესავალი ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი ლაშა ზაზაძე

 

თვადაპირველი სარჩელის მიხედვთ:

მოსარჩელე - გ---- მ----------ო

მოპასუხე - ნ----- გ------–--ე

წარმომადგენელი - დ----------–--–---–ი

დავის საგანი - განქორწინება;

 

შეგებებული სარჩელის მიხედვით:

მოსარჩელე - ნ----- გ------–--ე

წარმომადგენელი - დ----------–--–---–ი

მოპასუხე - გ---- მ----------ო

დავის საგანი - სარჩოს დაკისრება, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. გ---- მ----------ოს სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შეწყდეს გ---- მ----------ოს და ნ----- გ------–--ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

გ---- მ----------ოს სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1--- წელს მოსარცელე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ნ----- გ------–--ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - მ--–----ი და მ------- მ----------ოები. მოსარჩელე 1999 წლიდან ცხოვრობს ქ.თბილისში, 2016 წლიდან შექმინილი აქვს სხვა ოჯახი.

 

2.1. ნ----- გ------–--ის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

2.1. გ---- მ----------ოს მეუღლის ნ----- გ------–--ის სასარგბელოდ დაეკისროს სარჩოს სახით ყოველთვიურად ფულადი თანხის 150 ლარის გადახდა, ნ----- გ------–--ის სიცოცხლის მანძილზე.

2.2. გ---- მ----------ოს ნ----- გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ლარის ანაზღაურება.

ნ----- გ------–--ის სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1--- წლიდან ნ----- გ------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ---- მ----------ოსათნ. ქორწინების პერიოდში დაიზიანა ფეხი, რის გამოც დასჭირდა რამდენიმე ოპერაციის გაკეთება და მიენიჭა შშმ პირის სტატუსი. არის მე-2 ჯგუფის შშმ პირის სტატუსის მქონე სოციალური პაკეტის მიმღები პირი და იღებს დახმარებას 120 ლარს, რომელიც არის ერთადერთი შემოსავალი. ნ----- გ------–--ეს სჭირდება სისტემატიური მკურნალობა და წამლების მიღება.

ნ----- გ------–--ემ და გ---- მ----------ომ თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს ავტომანქანა, რომელიც წარმოდგენს მათ თანასაკუთრებას.

 

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მოპასუხე ნ----- გ------–--ემ სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ თანახმაა მოხდეს განქორწინება.

3.2. მოპასუხე გ---- მ----------ომ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადო თანასაკუთრებაში არსებული ავტომანქანის ღირებულების ნახევარი 5000 ლარი, ხოლო რაც შეეხება ნ----- გ------–--ისათვის სარჩოს გადახდას აღნიშნულზე უარს აცხადებს ვინაიდან ნ----- გ------–--ემ ფეხი დაიზიანა ქორწინებამდე და არა ქორწინების განმავლობაში.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. ნ----- გ------–--ე და გ---- მ----------ო რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1----–-–------------–იდან.

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა N5----------;

 

4.1.2. ნ----- გ------–--ეს და გ---- მ----------ოს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია.

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

4.1.3. გ---- მ----------ოს სახელზე ირიცხება ,,მერსედეს ბენც ML 320’’ ფირმის სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - E--------. აღნიშნული ავტომანქანა გ---- მ----------ომ შეიძინა ნ----- გ------–--ესთან ქორწინების პერიოდში.

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

-1--0-.2---წ. ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

 

4.1.4. ნ----- გ------–--ე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობლობების სტატუსი მქონე პირი და იღებს სოციალურ პაკეტს თვეში 120 ლარის ოდენობით. სხვა შემოსავალი ნ----- გ------–--ეს არ გააჩნია.

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 1--0-.2---წ. ცნობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

4.1.5. ნ----- გ------–--ე დაავადებულია დიდი წვივის ძვლის ოსტეომულიტით, რის გამოც 2015 წლის 23 ივლისს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია.

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- ნ----- გ------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;

 

4.1.6. ,,მერსედეს ბენც ML 320’’ ფირმის სატრანსპორტო საშუალების ღირებულება შეადგენს 10000 ლარს.

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- ინდივიდუალური აუდიტის გ.გ------–-–---–ის მიერ 1-.0-.2---წ. გაცემული აუდიტორული დასკვნა N--;

4.1.7. გ---- მ----------ო დასაქმებულია შპს ,,კ-----------------ში" და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 1500 ლარს.

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- ამონაწერი გ---- მ----------ოს საბანკო ანგარიშიდან;

- მხარის ახსნა-განმარტება;

 

4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

4.2.1. ნ----- გ------–--ე შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე - გ---- მ----------ოსთან ქორწინების განმავლობაში.

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- ცნობა ნ----- გ------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N1---;

- სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ცნობა 1--0-.2---წ.;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ---- მ----------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ნ----- გ------–--ის შეგებებული სარჩელი.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე ნ----- გ------–--ემ ცნო სარჩელი, ხოლო გ---- მ----------ომ სარჩელი ცნო თანასაკუთრებაში არსებული ქონების ნახევრის 5000 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება: განქორწინებით.

ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების თაობაზე, უფრო მეტიც მან ცნო სარჩელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გ---- მ----------ოს მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუკი არ აქვს ადგილი კანონით დადგენილ გამონაკლისს.

მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს.

სამოქალაქო კანონმდებლობა მეუღლეთა თანაბარ უფლებებს ადგენს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. გამომდინარე აღნიშნულიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ქონება შეძენილია გ---- მ----------ოსა და ნ----- გ------–--ის ქორწინების პერიოდში, ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოების პირობებში და შესაბამისად, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.

მოცემულ შემთხვევაში, ნ----- გ------–--ე ითხოვს მეუღლეთა თანასაკუთრებიდან მისი წილის ღირებულების ანაზღაურებას.

დადგენილია, რომ გ---- მ----------ოს და ნ----- გ------–--ის ქორწინების პერიოდში გ---- მ----------ოს სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ,,მერსედეს ბენც ML 320’’ ფირმის სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - E--------. ამდენად, სადავო სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, რის გამოც არსებობს მოპასუხე გ---- მ----------ოსათვის მოსარჩელის ნ----- გ------–--ის სასარგებლოდ მოთხოვნილი ოდენობით საერთო ქონებიდან წილის კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი.

სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სადავო ქონება, როგორც მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი, წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას, ქონებაზე საოჯახო-სამართლებრივი საფუძვლით საკუთრების უფლება გააჩნია, როგორც გ---- მ----------ოს ასევე ნ----- გ------–--ეს. შესაბამისად, ნ----- გ------–--ის სასარგებლოდ მოპასუხე გ---- მ----------ოს უნდა დაეკისროს საერთო ქონებიდან მოსარჩელის კუთვნილი წილის ღირებულების ანაზღაურება.

ამდენად, მოპასუხე გ---- მ----------ოს მოსარჩელე ნ----- გ------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ავტომანქანის ღირებულების ნახევრის 5000 ლარის გადახდა.

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის თანახმად, მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ:

ა) შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს;

ბ) ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1183-ე მუხლის თანახმად, შრომისუუნარო მეუღლეს, რომელსაც დახმარება სჭირდება მეუღლისაგან, სარჩოს მიღების უფლებას ინარჩუნებს განქორწინების შემდეგაც, თუ იგი შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე, ან ერთი წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან.

მოხმობილი ნორმის ანალიზის შედეგად, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, მეუღლეები ვალდებული არიან იზრუნონ ერთმანეთზე და მატერიალურად დაეხმარნონ ერთმანეთს. ეს არა მარტო ზნეობრივი მოვალეობაა, არამედ არის იურიდიული ვალდებულებაც. მატერიალური დახმარება ეკისრებათ მეუღლეებს რომელთა შორის ქორწინება კანონით დადგენილი წესით არის რეგისტრირებული. მატერიალური დახმარების საჭიროების მქონე მეუღლეს უფლება აქვს მოითხოვოს სარჩოს მიღება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ერთ-ერთმა მეუღლემ მოითხოვოს სარჩოს მიღება. კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩოს მიღების შესახებ მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აქვს მეუღლეს, რომელიც შრომისუუნაროა და მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ---- მ----------ო და ნ----- გ------–--ე 1----–-–------------–იდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ნ----- გ------–--ეს მინიჭებული აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი. მხარეთა შორის სადაოდ არ არის ის ფაქტობრივ გარემოებას, რომ ნ----- გ------–--ეს არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი და ცხოვრობს მეუღლის ბიცოლასთან. იღებს სოციალურ პაკეტს 120 ლარის ოდნოებით და სხვა შემოსავალი არ გააჩნია. აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროებს შემდგომ მკურნალობას.

სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის რათა მოხდეს ერთ-ერთი მეუღლისათვის მეორე მეუღლის სასარგებლოდ სარჩოს დაკისრება აუცილებელია, რომ ერთმანეთს ემთხვეოდეს მეუღლის შრომისუნარიანობა და მატერიალური დახმარების საჭიროება. შრომისუნარიანობის ცნებაში იგულისხმება პირის ისეთი მდგომარეობა, რომლის არსებობისას იგი სრულად ან ნაწილობრივ კარგავს შრომისუნარიანობას, მატერიალური დახმარების საჭიროებაში იგულისხმება მეუღლისათვის იმ სახსრების უქონლობა, რომელიც მისი არსებობისათვის არის საჭირო. მეუღლე რომელიც არის შრომისუუნარო, მაგრამ მატერიალურად არ უჭირს და პირიქით იგი შრომისუნარიანია, მაგრამ მატერიალურ დახმარებას საჭიროებს, იგი ვერ ისარგებლებს მეორე მეუღლისაგან სარჩო მოთხოვნის უფლებით.

ამდენად, სადავო ურთიერთობის 1182-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით კვალიფიკაციისათვის, გარდა იმისა, რომ მეუღლე (მოსარჩელე), რომელიც ითხოვს სარჩოს არის შრომისუუნარო, აუცილებელია არსებობდეს კიდევ ერთი პირობა, რომელიც განსაზღვრავს მოსარჩელის მატერიალურ მდგომარეობს.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების მე-2 მუხლის ,,ი’’ პუნქტის თანახმად, შრომისუუნაროდ ითვლება პირი, რომელისაც დადგენილი აქვს მკვეთრად ან მნიშნველოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი, ან არის 18 წლმადე პირი ან 65 წლის და მეტი ასაკის.

უდადოდ დადგენილია, რომ ნ----- გ------–--ე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან იღებს სოციალურ პაკეტს, რომელიც განკუთვნილია მნიშნველოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისათვის. გ---- მ----------ოს არ წარმოეუდგენია რაიმე მტკიცებულება საპირისპირო გარემოების სამტკიცებლად, მხოლოდ განმარტება იმის თაობაზე, რომ ნ----- გ------–--ე ამ დაავადებით იყო დაავადებული ქორწინებამდეც არასაკმარისია სასამართლოს მიერ საპირისპირო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად.ამასთან, ნ----- გ------–--ეს შშმ პირის სტატუსი მინიჭებული აქვს ქორწინების განმავლობაში. ამდენად, ნ----- გ------–--ეს დადგენილი აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების თანახმად, ითვლება შრომისუუნარო პირად. შესაბამისად, ნ----- გ------–--ე არის უმუშევარი, მას არ აქვს შესაძლებლობა იმუშაოს და ჰქონდეს რაიმე შემოსავალი. აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ აქვს საცხოვრებელი ადგილი. მისი ყოველთვიური შემოსავალი არის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული სოციალური პაკეტი 120 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ნ----- გ------–--ე არის შრომისუუნარო პირი, რომელიც საჭიროებს მატერიალურ დახმარებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით დადგენილი სარჩოს მიღების საფუძველია.

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურდა ის ფაქტობრივ გარემოება, რომ ნ----- გ------–--ე არის შრომისუუნარო პირი და საჭიროებს მატერიალურ დახმარებას, მას არ გააჩნია სახსრები, რომელიც აუცილებლია მისი არსებობისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1185-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მეუღლის სასარგებლოდ გადასახდელი სარჩოს ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურადგადასახდელი ფულადი თანხის სახით მეუღლეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

კანონმდებელი სარჩოს ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩოს მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მხარის რეალური ფინანსური შესაძლებლობა, კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, და სხვა. სასამართლოს მიერ სარჩოს დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნ----- გ------–--ისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, მის რჩენაზე მყოფი პირებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, გონივრული და სამართლიანი ოდენობის შეფასების გათვალისწინებით, მოპასუხის მხრიდან მეუღლის ნ----- გ------–--ის სასარგებლოდ გადასახდელი სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 150 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნ----- გ------–--ის სარჩელი გ---- მ----------ოს სარჩოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე,, პუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: უვადო ან სამუდამო (გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

გ---- მ----------ოს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. ნ----- გ------–--ემ სარჩელი ცნო. მხარეები თავისუფრლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ნ----- გ------–--ის სარჩელი 5000 ლარის დაკისრების ნაწილში გ---- მ----------ომ სცნო, რის გამოც მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ნ----- გ------–--ის სარჩელი სარჩოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, დავის საგნის ფასს წარმოადგენდა 5400 ლარი, რის გამოც მოპასუხე გ---- მ----------ოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 162 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ---- მ----------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. შეწყდეს გ---- მ----------ოს (პ/ნ4----------) და ნ----- გ------–--ეს (პ/ნ47---------) შორის 1----–-–------------–ს რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი N-.

2. ნ----- გ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2.1. მოპასუხე გ---- მ----------ოს მოსარჩელე ნ----- გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ლარის გადახდა.

2.2. მოპასუხე გ---- მ----------ოს მოსარჩელე ნ----- გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩოს ყველთვიურად 150 ლარის გადახდა (სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2019 წლის 30 მაისიდან).

3. მოპასუხე გ---- მ----------ოს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

- მოპასუხე გ---- მ----------ოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 162 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი