გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 080310020003424816
საქმე №3/24 -2020
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მ--–--------------
სხდომის მდივანი - გ-------------
მოსარჩელე - დ-----------–---
წარმომადგენელი - დ--------------–-
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო.
წარმომადგენელი - ა--------–---
მესამე პირი - ა---------–---
წარმომადგენელი - დ--–------–-----–----------------------–--–---.
თარჯიმანი - ტ------------–----
მოთხოვნის არსი- 2020 წლის 13 იანვრის №-----------------–---ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის და 2020 წლის 13 იანვრის №0----- დ-----------–---ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებული:
1.1. შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორის ა--------–---ს მიერ 2020 წლის 13 იანვარს, დ-----------–---ს მიმართ, ანნა გ----–-ძის; ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ფაქტზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
1.2. შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორის ა--------–---ს მიერ 2020 წლის 13 იანვარს, დ-----------–---ს მიმართ - შვილის, დ-----------–---ს; ფიზიკური, ფსიქოლოგიური და იძულების ფაქტზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
მოსარჩელის განმარტებით, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორის ა--------–---ს მიერ 2020 წლის 13 იანვარს დ-----------–---ს მიმართ, გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი დ-----------–---ს მიერ, ყოფილი მეუღლის, ანნა გ----–-ძის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ფაქტზე განხორციელებული ძალადობის გამო.
ასევე, იმავე დღეს, 2020 წლის 13 იანვარს, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორის ა--------–---ს მიერ დ-----------–---ს მიმართ, გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი დ-----------–---ს მიერ, შვილის - დ-----------–---ს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და იძულების ფაქტზე განხორციელებული ძალადობის გამო.
შემაკავებელი ორდერით დ-----------–---ს აეკრძალა მსხვერპლთან ყოველგვარი სახის ტექნიკური სახის კომუნიკაცია. სახლთან და სამსახურთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება.
მოსარჩელის განმარტებით, არასოდეს ა---------–---ზე და შვილზე -დ-----------–---ზე არანაირი სახის ძალადობა არ განუხორციელებია. ა---------–---სთან მხოლოდ საერთო შვილი აკავშირებს და ვინაიდან დავა მიმდინარეობს სასამართლო წესით შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, მესამე პირს, ა---------–---ს სურს შექმნას უსაფუძვლო მტკიცებულება მასზე და შვილზე ვითომ ძალადობის შესახებ.
რეალურად შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზანია დისკომფორტი შეუქმნას მას და ხელოვნურად შექმნას მისთვის სასარგებლო მტკიცებულება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა, ოქმის შემდგენმა ა--------–---მ განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ,,მსხვერპლის“ ანნა გ----–-ძის მიერ მითითებული ფაქტების საფუძველზე და არ არსებობს 2020 წლის 13 იანვრის №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი. შემაკავებელ ორდერში ,,ფიზიკური“ ძალადობის შესახებ მითითება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან და სპეციალური კითხვარის შევსების შემდეგ, სწორედ ,,მსხვერპლის“ განმარტების საფუძველზე, მოხდა აღნიშნულის მითითება.
მოპასუხის განმარტებით, შეტყობინების ინიციატორი იყო ანნა გ----–-ძის წარმომადგენელი რობიზონ ხურცილავა.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. ა---------–---მ და მისმა წარმომადგენელებმა - დალი სულაქველიძემ და რობიზონ ხურცილავამ არ ცნეს სარჩელი და სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რადგან დ-----------–--- წარსულშიც ძალადობდა მეუღლის - ანნა გ----–-ძის და შვილის დ-----------–---ს მიმართ როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად და ეკონომიკურად.
მესამე პირის წარმომადგენელმა დაადასტურა ა---------–---ს და დ-----------–---ს შორის შვილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ დავის არსებობა და განმარტა, რომ ა---------–--- და დ-----------–--- ცხოვრობდნენ პოლონეთში საიდანაც დ-----------–---მ, ა---------–---სთან შეთანხმებით, საქართველოში მის საცხოვრებელ ადგილზე, ქ. ზესტაფონში წამოიყვანა მათი საერთო შვილი, 2015 წლის 22 სექტემბერს დაბადებული დ-----------–---. საქართველოდან დ-----------–--- ტელეფონით დაუკავშირდა ა---------–---ს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უთხრა, რომ უნდოდა განქორწინება. ვინაიდან მამამ ბავშვი არ დააბრუნა დედის საცხოვრებელ ადგილზე, ა---------–--- ჩამოვიდა საქართველოში და დაიწყო სასამართლო წესით დავა.
მათივე განმარტებით, დ-----------–---მ საკუთარი ინიციატივით, ა---------–---სთან შეთანხმების გარეშე გააუქმა შვილის დ-----------–---ს პასპორტი.
ანნა გ----–-ძის განმარტებით, შვილი ჰყავდა საავადმყოფოში სადაც მივიდა დ-----------–--- და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ანნა გ----–-ძის წარმომადგენელის განმარტებით, ვინაიდან ა---------–--- ცხოვრობს სასტუმროში და დ-----------–--- არ ეხმარება ეკონომიურად, ეს წარმოადგენს ეკონომიკური სახის ძალადობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ დ-----------–---ს, ა---------–---სთან თანაცხოვრებისას 2015 წლის 24 სექტემბერს შეეძინა ერთი შვილი - დ-----------–---.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა - განმარტება. სასამართლო სხდომის ოქმი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის 2/80-20 განჩინება. (ტ.1. ს/ფ 53-55.)
3.1.2. დადგენილია, რომ დ-----------–---ს და ა---------–---ს სასამართლო წესით აქვთ დავა 2015 წლის 24 სექტემბერს დაბადებული შვილის - დ-----------–---ს ალიმენტის და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.
მტკიცებულება: ანნა გ----–-ძის სარჩელი; დავით გ----–-ძის სარჩელი; (ტ.1.ს/ფ. 2-16)
3.1.3. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის 2/80-20 განჩინებით (დროებითი განკარგულება), დ-----------–---ს (პ/ნ 18001015293) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება შვილის დ-----------–---ს (პ/ნ60450042649) მიმართ მკურნალობასთან და ბაღში მიყვანასთან დაკავშირებით.
მტკიცებულება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის 2/80-20 განჩინება. (ტ.1. ს/ფ 53-55)
3.1.4. დადგენილია, რომ 2019 წლის 30 დეკემბერს ა---------–--- გამოცხადდა დ-----------–---ს საცხოვრებელ მისამართზე ქ. ზესტაფონში, მაღლაკელიძის ქუჩა N 1/1-ში და დ-----------–---სთან შეთანხმებით წაიყვანა შვილი იმ პირობით, რომ რამდენიმე დღეში დააბრუნებდა. მხარეთა შორის არავითარი სიტყვიერი ან/ და ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.
მტკიცებულება: პოლიციის ოქმი. მხარეთა ახსნა-განმარტება. (ტ.1. ს/ფ.59-60)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. დადგენილია, რომ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორის ა--------–---ს მიერ 2020 წლის 13 იანვარს, დ-----------–---ს მიმართ, ანნა გ----–-ძის; ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ფაქტზე გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი.
დადგენილია, რომ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორის ა--------–---ს მიერ 2020 წლის 13 იანვარს, დ-----------–---ს მიმართ - შვილის, დ-----------–---ს; ფიზიკური, ფსიქოლოგიური და იძულების ფაქტზე გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი.
მტკიცებულება:
- №0-----; №0----- შემაკავებელი ორდერი. (ტ.1. ს/ფ.59-60)
3.2.2. მოწმედ დაკითხულმა მანუჩარ ნიკოლაძემ განმარტა, რომ მუშაობს შს ზესტაფონის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილედ.
მოწმის განმარტებით, 2019 წლის 18 დეკემბერს შს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებაში გამოცხადდა უკრაინის მოქალაქე ა---------–--- შვილის ნახვასთან დაკავშირებით.
მოწმემ აღნიშნა, რომ ანნა გ----–-ძის განმარტებით, მისმა მეუღლემ დ-----------–---მ მათი საერთო შვილი - დ-----------–--- წამოიყვანა პოლონეთიდან და არ აძლევს შვილის ნახვის უფლებას. ა---------–---, დ-----------–---ს მხრიდან რაიმე სახის ძალადობაზე არ საუბრობდა.
მტკიცებულება: მოწმის ახსნა-განმარტება. სასამართლო სხდომის ოქმი
3.2.3. მოწმედ დაკითხულმა მაია ბოგვერაძემ განმარტა, რომ მოსარჩელე დ-----------–---ს ნათესავია. იცნობს ა---------–---ს.
მოწმის განმარტებით, დ-----------–---მ დაურეკა და თხოვა, რომ წაჰყოლოდა საავადმყოფოში, რადგან შვილის ნახვა უნდოდა, რომელიც იქ ავადმყოფობის გამო იმყოფებოდა.
საავადმყოფოში მისვლისას დ-----------–---მ სცადა შვილთან ჩახუტება, რაც რამდენიმე წამით შეძლო, რადგან ა---------–---მ გამოსტაცა ხელიდან.
მოწმის განმარტებით, დ-----------–---ს მხრიდან ანნა გ----–-ძის და შვილის - დ-----------–---ს მიმართ რაიმე სახის ძალადობა არ განხორციელებულა.
მოწმის განმარტებით, ანნას არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს დ-----------–---ს ოჯახის წევრების და ნათესავების მიმართ.
მისმა მეუღლემ შესთავაზა დროებით ეცხოვრა მათ ოჯახში, მაგრამ ანნამ უარი განაცხადა.
მტკიცებულება: მოწმის ახსნა-განმარტება. სასამართლო სხდომის ოქმი
3.2.4. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორის ა--------–---ს მიერ, 2020 წლის 13 იანვარს დ-----------–---ს მიმართ, ანნა გ----–-ძის - ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ფაქტზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის და 2020 წლის 13 იანვარს დ-----------–---ს მიმართ - შვილის, დ-----------–---ს - ფიზიკური, ფსიქოლოგიური და იძულების ფაქტზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გამოცემის კანონიერების დადგენა.
სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს ანნა გ----–-ძის - ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ფაქტზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელის განმარტებით, ა---------–---ზე და შვილზე დ-----------–---ზე არანაირი სახის ძალადობა არ განუხორციელებია და მით უფრო მისი მხრიდან გამორიცხულია ფიზიკური ძალადობა. ა---------–---სთან მხოლოდ საერთო შვილი აკავშირებს, ხოლო შვილთან ურთიერთობას გაარკვევს სასამართლოს მეშვეობით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ-----------–---ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. ,,ბავშვთა უფლებათა კონვენცია“; ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
სამოქალაქო კოდექსი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
სამოტივაციო ნაწილი:
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორის ა--------–---ს მიერ 2020 წლის 13 იანვარს დ-----------–---ს მიმართ გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი დ-----------–---ს მიერ, ყოფილი მეუღლის, ანნა გ----–-ძის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ფაქტზე განხორციელებული ძალადობის გამო.
შემაკავებელი ორდერით დ-----------–---ს აეკრძალა მსხვერპლთან, იმ სახლთან, სამსახურთან და ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ა---------–---სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოც. ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციულ საფუძვლები, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები.
ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ,,ფიზიკური“ ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
ხოლო ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად ,,ფსიქოლოგიური“ ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
ამავე მუხლის ,,გ“ პუნქტით - იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ხოლო ამავე მუხლის ,,ე“ პუნქტით, ეკონომიკური ძალადობა განმარტებულია, როგორც ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ჩავთვალოთ ძალადობის
,,ფარულ’’ ფორმად, რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს. ეს კი პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ამ ფორმას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს და აზიანებს მთლიანად პიროვნებას. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და ძალადობის კერა ხშირად ოჯახია.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებელის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ხოლო ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
6.2. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს დ-----------–---ს მხრიდან ანნა გ----–-ძის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ძალადობის ფაქტის დადგენა.
საქმის მასალების სრული და ობიექტური განსჯის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-----------–---ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს 2020 წლის 13 იანვარს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი დ-----------–---ს მხრიდან, ანნა გ----–-ძის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების შესაძლო ფაქტზე, რადგან საქმის მასალებით, არ დასტურდება დ-----------–---ს მხრიდან ანნა გ----–-ძის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ძალადობის ფაქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში ანნა გ----–-ძის უფლებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიძიება და ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმომადგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ დ-----------–---მ ფიზიკურად იძალადა ა---------–---ზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ-----------–---ს და ა---------–---ს თანაცხოვრებისას შეეძინათ ერთი შვილი. დადგენილია, რომ დ-----------–--- და ა---------–--- ცხოვრობენ ცალ-ცალკე. შვილი ცხოვრობს დედასთან. ამასთან დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს მხარეთა შორის დავა შვილის საცხოვრებელი ადგილის და ალიმენტის განსაზღვრის თაობაზე.
დადგენილია, რომ დ-----------–--- და ა---------–--- ცხოვრობდნენ პოლონეთში. დადგენილია, რომ მეუღლესთან შეთანხმებით დ-----------–---მ შვილი წამოიყვანა საქართველოში და აღარ დაბრუნდა პოლონეთში. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა მხარეთა შორის სასამართლო დავის დაწყების საფუძველი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ და აღნიშნული არანაირად არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც ,,ფსიქოლოგიური“ ძალადობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავოდ ქცეული უფლების სასამართლო წესით დაცვა, ცხადია იწვევს გარკვეულ პიროვნულ დისკომფორტს, შეიძლება ფსიქოლოგიურ სტრესს, მაგრამ არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებისათვის გათვალიწინებულ ფსიქოლოგიურ ძალადობად, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სარჩელის აღძვრის პარალელურად ყოველთვის უნდა გამოიცეს შემაკავებელი ორდერი, რაც ცხადია დაუშვებელია.
განსახილველ შემთხვევაში, ანნა გ----–-ძის წარმომადგენლები ფსიქოლოგიურ ძალადობად მიიჩნევენ ანნა გ----–-ძის მიერ, შვილის ნახვის ხელშეშლას დ-----------–---ს მხრიდან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-----------–---ს მხრიდან შვილის ნახვის ხელშეშლა არ დასტურდება, რადგან დადგენილია, რომ დ-----------–---, ა---------–---სთან შეთანხმებით, შვილთან ერთად დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობდა ქ. ზესტაფონში.
ა---------–--- საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გამოცხადდა ქ. ზესტაფონის შ.ს. პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა დ-----------–---ს მხრიდან შვილის ნახვის ხელშეშლის თაობაზე, რაც არ დადასტურდა პოლიციის მუშაკის მიერ დ-----------–---ს გამოკითხვით, რადგან დ-----------–---მ სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ იმყოფებოდა ქალაქ თბილისში ბავშვის ავადმყოფობის გამო, დაასახელა მისამართი, ხოლო შემდეგ შვილი ნებაყოფლობით გადასცა ა---------–---ს, ბავშვი ამჟამად იმყოფება ა---------–---სთან (იხ. აქტი; მოწმე მანუჩარ ნიკოლაძის ჩვენება).
-,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას. აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის საჭირო და მნიშვნელოვან კომპონენტია ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობა თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხსა და ინტენსიურობაზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნა და სამედიცინო დიაგნოზი, წერილობითი სახის მტკიცებულება და ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დ-----------–---ს მხრიდან, ანნა გ----–-ძის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მიუთითებდა.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე წარმოდგენილი არ არის დ-----------–---ს მხრიდან, ა---------–---ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხემ განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი შედგა ანნა გ----–-ძის განმარტების საფუძველზე. ასევე, მესამე პირი, ა---------–--- და მისი წარმომადგენლები შემოიფარგლნენ მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რომელიც ამ შემთხვევაში ვერ გახდება ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან იგი ეწინააღმდეგება სსს კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ სტანდარტს- საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საყურადღებოა, რომ ა---------–---ს ქ. ზესტაფონის შ.ს. პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვისას არ განუცხადებია დ-----------–---ს მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობის შესახებ.
ასევე, არ დასტურდება წარსულში, დ-----------–---ს მხრიდან, ა---------–---ზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი.
6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე წარმოდგენილი არ არის დ-----------–---ს მხრიდან, ა---------–---ზე იძულების ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ პუნქტით - იძულება ნიშნავს -ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
საქმის მასალებში არ მოიპოვება და ვერც სასამართლო სხდომაზე იქნა დადასტურებული დ-----------–---ს მხრიდან, ა---------–---ზე იძულების ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება.
როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას.
მხარეთა შორის სასამართლოში მიმდინარე დავის ფაქტი, ასევე არ შეიძლება განვიხილოთ იძულებად, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლით შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.
როგორც აღინიშნა, სადავოდ ქცეული უფლების სასამართლო წესით დაცვა, ცხადია იწვევს გარკვეულ დისკომფორტს (ამ შემთხვევაში წარმომადგენლის დაქირავება; საცხოვრებელი ადგილის დროებით შეცვლა), მაგრამ არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებისათვის გათვალიწინებულ ,,იძულებად“, რადგან უფლების სასამართლო წესით დაცვა კონსტიტუციით მინიჭებული პრივილეგიაა, მოსარჩელე ირჩევს მოპასუხეს, ხოლო ობიექტურ ჭეშმარიტებას შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით ადგენს სასამართლო.
6.5. ასევე უსაფუძვლოა ანნა გ----–-ძის წარმომადგენელის მითითება დ-----------–---ს მხრიდან, ა---------–---ზე ეკონომიკური ძალადობის ფაქტზე, რადგან წარმოდგენილი არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ე“ პუნქტით - ეკონომიკური ძალადობა განმარტებულია, როგორც ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
ანნა გ----–-ძის წარმომადგენელის განმარტებით, ეკონომიკურ ძალადობად უნდა იქნეს მიჩნეული ის ფაქტი, რომ ა---------–--- იძულებულია იცხოვროს სასტუმროში და დ-----------–--- არ ეხმარება ეკონომიურად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მაია ბოგვერაძემ განმარტა, რომ მოსარჩელე დ-----------–---ს ნათესავია. იცნობს ა---------–---ს.
მოწმის განმარტებით, მოწმის განმარტებით, ა---------–---ს არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს დ-----------–---ს ოჯახის წევრების მიმართ და არ სურს მათ ოჯახში ცხოვრება. მისმა მეუღლემ შესთავაზა დროებით ეცხოვრა მათ ოჯახში, მაგრამ ანნამ უარი განაცხადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ადგილის არჩევაში პირი თავისუფალია. აღნიშნული შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ნორმას და პირის მიერ ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე შესაბამისი ნების გამოვლენას გულისხმობს. საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება არ წარმოადგენს გარიგებას.
საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება განსაზღვრულია საოჯახო სამართალშიც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1157-ე მუხლით - თითოეულ მეუღლეს თავისი შეხედულებით შეუძლია აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ოჯახის ინტერესებს.
ნორმალური ურთიერთობის პირობებში მეუღლეები ვალდებულნი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს არა კანონის ძალით, არამედ იმ ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად, რასაც ზოგადად ემყარება ოჯახი.
სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლით - მეუღლეები ვალდებულნი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს.
ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ: ა) შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს; ბ) ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება დ-----------–---ს მხრიდან ანნა გ----–-ძის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ძალადობის ფაქტი, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორის ა--------–---ს მიერ 2020 წლის 13 იანვარს, დ-----------–---ს მიმართ, ანნა გ----–-ძის; ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ფაქტზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების დარღვევით, კერძოდ - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამავე კოდექსის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 (1) მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში ანნა გ----–-ძის უფლებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობა არ იკვეთება, რადგან რეალურად არ არსებობს და არც წარსულში არსებობდა, დ-----------–---ს მხრიდან ა---------–---ზე რაიმე სახის ძალადობის ფაქტი და არ არსებობს ,,მსხვერპლი“-ს დაცვის აუცილებლობა. როგორც აღინიშნა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის მე-4 ნაწილით - სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორის ა--------–---ს მიერ 2020 წლის 13 იანვარს დ-----------–---ს მიმართ, ანნა გ----–-ძის; ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ფაქტზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს.
6...განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს ასევე წარმოადგენს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორის ა--------–---ს მიერ, 2020 წლის 13 იანვარს დ-----------–---ს მიმართ - შვილის, დ-----------–---ს - ფიზიკური, ფსიქოლოგიური და იძულების ფაქტზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გამოცემის კანონიერების დადგენა.
სასამართლოს მიჩნია, რომ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორის ა--------–---ს მიერ, 2020 წლის 13 იანვარს დ-----------–---ს მიმართ - შვილის, დ-----------–---ს - ფიზიკური, ფსიქოლოგიური და იძულების ფაქტზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს იმ მიმართებით, რომ №0----- შემაკავებელი ორდერიდან ამოირიცხოს მითითება ,,ფიზიკური“ ძალადობის ფაქტზე.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციულ საფუძვლები, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები.
ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ,,ფიზიკური“ ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ-----------–---ს, ა---------–---სთან თანაცხოვრებისას 2015 წლის 24 სექტემბერს შეეძინათ ერთი შვილი - დ-----------–---. დადგენილია, რომ დ-----------–---ს და ა---------–---ს სასამართლო წესით აქვთ დავა 2015 წლის 24 სექტემბერს დაბადებული შვილის - დ-----------–---ს ალიმენტის და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის 2/80-20 განჩინებით (დროებითი განკარგულება), დ-----------–---ს (პ/ნ 18001015293) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება შვილის დ-----------–---ს (პ/ნ60450042649) მიმართ მკურნალობასთან და ბაღში მიყვანასთან დაკავშირებით.
დადგენილია, რომ დ-----------–---მ პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ გააუქმა, შვილის დ-----------–---ს პასპორტი.
ამდენად, გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერის კანონიერების შემოწმებისას ასევე მნიშვნელოვანია შემოწმდეს მცირეწლოვანი დ-----------–---ს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება თუ არა მამის - დ-----------–---ს გადაწყვეტილება.
-სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი არ არის დ-----------–---ს მხრიდან, შვილზე- დ-----------–---ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხემ განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი შედგა ანნა გ----–-ძის განმარტების საფუძველზე. კერძოდ, საავადმყოფოში შვილის სანახავად მისვლისას დ-----------–---მ იძალადა შვილზე, რის გამოც ბავშვმა იტირა.
მოწმედ დაკითხულმა მაია ბოგვერაძემ განმარტა, რომ მოსარჩელე დ-----------–---ს ნათესავია. იცნობს ა---------–---ს. დ-----------–---მ დაურეკა და თხოვა, რომ წაჰყოლოდა საავადმყოფოში, რადგან შვილის ნახვა უნდოდა, რომელიც იქ, ავადმყოფობის გამო იმყოფებოდა.
საავადმყოფოში მისვლისას დ-----------–---მ სცადა შვილთან ჩახუტება, რაც რამდენიმე წამით შეძლო, რადგან ა---------–---მ ხელიდან გამოსტაცა ბავშვი.
ანნა გ----–-ძის წარმომადგენლები სწორედ აღნიშნულ ფაქტს მიიჩნევენ ბავშვზე ფიზიკურ ძალადობად, რაც არ შეიძლება განხილული იქნეს ფიზიკურ ძალადობად, რადგან ცხადია თუ არ მოხდებოდა ანნა გ----–-ძის მხრიდან შვილთან ურთიერთობაში მამის ხელშეშლა, ბავშვი არ განიცდიდა არანაირ სტრესს, რადგან უდავოდ დადგენილია, რომ ბავშვი პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა მამის ოჯახში, სადაც არასრულწლოვანის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის შექმნილია ადეკვატური პირობები. (იხ. სოციალური მუშაკის დასკვნა).
საქმის განხილვისას მესამე პირი, ა---------–--- და მისი წარმომადგენლები შემოიფარგლნენ მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რომელიც ამ შემთხვევაში ვერ გახდება ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან იგი ეწინააღმდეგება სსს კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ სტანდარტს- საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ასევე, არ დასტურდება წარსულში, დ-----------–---ს მხრიდან, შვილზე - დ-----------–---ზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი.
6.7. რაც შეეხება 2020 წლის 13 იანვარის №0----- შემაკავებელ ორდერში ფსიქოლოგიური და იძულების ფაქტზე მითითებას, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს.
...გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), მესამე მუხლის პირველი მეორე ნაწილებით - ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
ეროვნულ საკანონმდებლო ნორმებთან ერთად, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ეყრდნობა, რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციას” მიაჩნია, რომ შვილებისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლური გააზრების შემთხვევაში ბავშვის მამის - დ-----------–---ს ქმედება არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რადგან შვილების მიმართ, ორივე მშობლის თანაბარი ვალდებულების პრინციპი აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის” მე-18 მუხლით - მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის 2/80-20 განჩინებით (დროებითი განკარგულება), დ-----------–---ს (პ/ნ 18001015293) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება შვილის დ-----------–---ს (პ/ნ60450042649) მიმართ მკურნალობასთან და ბაღში მიყვანასთან დაკავშირებით. მართალია აღნიშნული განჩინება მიღებულია სადავო შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, მაგრამ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში ადასტურებს მოსარჩელე დ-----------–---ს მხრიდან შვილის მიმართ, თუნდაც გაუფრთხილებელი ფსიქოლოგიური და იძულების ფაქტს.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,ფსიქოლოგიური“ ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
ამავე მუხლის ,,გ“ პუნქტით - იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პოლონეთიდან საქართველოში შვილთან ერთად დაბრუნებულმა დ-----------–---მ გააუქმა შვილის პასპორტი ისე, რომ სათანადო ორგანოს (სოციალური უზრ. განყოფილება; ფსიქოლოგი) მიერ გამოკვლეული არ არის მცირეწლოვანის საუკეთესო ინტერესები, რაც იძულების ნიშნებს შეიცავს.
გარდა ამისა, დ-----------–---ს განმარტებით, საავადმყოფოში ბავშვი დათრგუნული დახვდა, არ ესაუბრებოდა, უთხრა, რომ მხოლოდ ჩაეხუტებოდა და წავიდოდა, სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია კონფლიქტი ა---------–---სთან, ბავშვმა იტირა, რაც ფსიქოლოგიური ზემოქმედების ელემენტების შემცველია, რადგან სასამართლო მხარეებს მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. მცირეწლოვანთან ურთიერთობის დადგენისას, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობა ნაწილობრივ იკვეთება, რადგან რეალურად არსებობს ბავშვზე რაიმე სახის ძალადობის შესაძლო ფაქტი და არსებობს ,,მსხვერპლი“-ს დაცვის აუცილებლობა, რაც შს სამინისტროს იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორის ა--------–---ს მიერ 2020 წლის 13 იანვარს დ-----------–---ს მიმართ გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის ნაწილობრივ, იმ მიმართებით გაუქმების საფუძველია, რომ №0----- შემაკავებელი ორდერიდან ამოირიცხოს მითითება ფიზიკური ძალადობის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს დ-----------–---ს სარჩელი.
2. გაუქმდეს შს სამინისტროს იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორის ა--------–---ს მიერ 2020 წლის 13 იანვარს დ-----------–---ს მიმართ, ანნა გ----–-ძის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და იძულების ფაქტზე გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.
3. ნაწილობრივ გაუქმდეს შს სამინისტროს იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ -ინსპექტორის ა--------–---ს მიერ 2020 წლის 13 იანვარს დ-----------–---ს მიმართ გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი იმ მიმართებით, რომ №0----- შემაკავებელი ორდერიდან ამოირიცხოს მითითება ფიზიკური ძალადობის შესახებ.
4. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე