განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210019002691364
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ-472-2019წ. 20 ივნისი 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი _ ბექა გიორგაძე
აპელანტი: თ-----------
წარმომადგენელი: მ-------------–----
მოწინააღმდეგე მხარე: ჯ----------–---–-
წარმომადგენელი: ს--–---------–-----–--ე
დავის საგანი: სარჩოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
თ-----------მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხედ ჯ----------–---–- მიუთითა და ალიმენტის და სარჩოს დაკისრება ითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით: 2015 წლის 8 თებერვალს დაქორწინდა ჯ-----------–---–ზე. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ბ---------------–---–ი (დაბ. 2----–-–---------------ს) და მ--------------–---–ი (დაბ. 2----–-–-----------------).
2018 წლის აგვისტოს ბოლოს მას და ჯ---- წარმოეშვათ კონფლიქტი. ნერვიულობის ფონზე მას ჰქონდა ნაადრევი მშობიარობა. მ------ი თითქმის ერთი თვე იწვა საავადმყოფოში. მასაც მშობიარობის შემდგომ განუვითარდა ტრომბოზი და დაახლოებით 10 დღე იწვა საავადმყოფოში.
ჯ----------–---–მა ბავშვის დაბადებიდან ორი კვირის შემდეგ შეწყვიტა მათი ფინანსური დახმარება. მოსარჩელე არ მუშაობს და არა აქვს არანაირი შემოსავალი. მას და მის შვილსაც ესაჭიროებათ მკურნალობა. მოპასუხე აღარ ნახულობს ბავშვებს, არ ზრუნავს მათზე და არ ღებულობს მათ აღზრდაში მონაწილეობას.
მოპასუხე მუშაობს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში და აქვს ხელფასი 1500 ლარზე მეტი. ვინაიდან მოპასუხე ნებაყოფლობით არ ზრუნავს თავის არასრულწლოვან შვილებზე და მეუღლეზე, მას სასამართლოს მიერ უნდა დაენიშნოს ალიმენტის გადახდა თავისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით, ამასთან უნდა მიიღოს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში. ჯ----------–---–ს ასევე უნდა დაეკისროს თ----------ის სასარგებლოდ სარჩოს 200 ლარის გადახდა ბავშვის (მ--------------–---–ის (დაბ. 2----–-–-----------------)) დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში, რადგან მოსარჩელეს არ შეუძლია ამ ეტაპისათვის მუშაობა. მას აქვს ჯანმთელობის პრობლემები, არ შეიძლება მისი დატვირთვა ხანგრძლივი დროით და ნერვიულობა.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ჯ----------–---–მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, დაეთანხმა ბავშვების სასარგებლოდ ალიმენტის სახით 150-150 ლარის დაკისრებას. ასევე განმარტა, რომ იგი ზრუნავდა შვილებზე და დადიოდა სახლში, მაგრამ მოსარჩელემ აუკრძალა მას სახლში მისვლა.
მოპასუხის განმარტებით, მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 998 ლარს. წლის დასაწყისში კი ერიცხება დამატებით 250 ლარი. 1243 ლარი იმიტომ ერიცხება, რომ საშემოსავლო არ ეჭრებათ პირველ ორ თვეს.
მას იპოთეკური სესხი აქვს აღებული. ამ კრედიტთან დაკავშირებით იხდის 130 აშშ დოლარს. 130 ლარს იხდის მეორე სესხზე, ასევე იხდის ბავშვების დაზღვევას. ამჟამად, საპენსიო თანხაც უკავდება ხელფასიდან.
ავღანეთში მსახურების გამო, მას დაერიცხა 8000 აშშ დოლარი. მან სახელფასო ბარათი დაუტოვა მის მეუღლეს და არც უკითხავს რაში გამოიყენა.
მოპასუხეს სახლიდან ტანსაცმელიც კი არ წამოუღია. ხან ერთ ბიძაშვილთან ცხოვრობს, ხან მეორესთან, რადგან სოფლიდან სამსახურში ვერ დადის.
სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით: მოსარჩელე თ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ჯ----------–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილების ბ---------------–---–ის (დაბ. 2----–-–---------------ს) და მ--------------–---–ის (დაბ. 2----–-–-----------------) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით, საერთო ჯამში 400 (ოთხასი) ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე; მოსარჩელე თ-----------ს უარი ეთქვა მოპასუხე ჯ----------–---–-სათვის მის სასარგებლოდ სარჩოს დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე; მოპასუხე ჯ-----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ გადახდა სახელმწიფო ბაჟი 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;
_ 2015 წლის 8 თებერვალს თ-------------- დაქორწინდა ჯ-------------–---–ზე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ბ---------------–---–ი (დაბ. 2----–-–---------------ს) და მ--------------–---–ი (დაბ. 2----–-–-----------------).
_ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. თ----------- მის არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. ქ-------–---------–-------------------------ში, რომელიც ირიცხება ჯ----------–---–-ს საკუთრებაში. აღნიშნული უძრავი ქონება ამჟამად იპოთეკით არის დატვირთული და ჯ----------–---–- ყოველთვიურად იხდის ამ სესხზე თანხას 130 აშშ დოლარს. დადგენილია, რომ ამ უძრავ ქონებაზე მხარეებს აქვთ დავა თანასაკუთრებასთან დაკავშირებით.
_ ჯ----------–---–- დასაქმებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში. მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1243.75 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები - 998 ლარს.
_ დადგენილი იქნა, რომ არასრულწლოვან ბავშვებზე მზრუნველობასა და მათი მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს დედა - მოსარჩელე თ-----------. მოსარჩელე ამჟამად უმუშევარია. ის იყო პედაგოგი, ამზადებდა ბავშვებს, მაგრამ ახლა იმყოფება უფასო დეკრეტულ შვებულებაში. მატერიალურად დედ-მამა ეხმარება, ძიძა არ ჰყავთ.
_ მოპასუხე ჯ----------–---–მა სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებელით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, ხოლო სასამართლოში განმარტა, რომ ალიმენტის სახით ბავშვებისათვის 150-150 ლარის დაკისრების ნაწილში ცნობს სარჩელს. ხოლო მოსარჩელის მიმართ სარჩოს დაკისრებას არ ეთანხმება, რადგან ამისთვის საკმარისი შემოსავალი არ გააჩნია.
_ მოსარჩელე თ----------ის განმარტებით, მოპასუხე ჯ----------–---–ს აქვს მიწის ნაკვეთები სოფელ ს--------ში. ოჯახში ჰყავთ 9 სული საქონელი, რაზედაც ჯ----------–---–მა განმარტა, რომ ის სოფელ ს--------ში ვერ დადის, იქ მისი ძმის სახლია, მას არაფერი არა აქვს. საქონელი მისი ძმების არის. დედა პენსიონერი ჰყავს, ხოლო თვითონ მის მიწის ნაკვეთებს ვერ ამუშავებს, რის გამოც სოფლის მეურნეობიდან შემოსავალი არა აქვს. პირიქით, თუ საშუალება მიეცა აპირებს ქ-------ში ბინის დაქირავებას, რომ მოახერხოს შვილების მასთან წაყვანა.
_ თ----------- 2018 წლის 03 სექტემბრიდან 12 სექტემბრამდე მოთავსებული იყო შპს აკად. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, სადაც 2018 წლის 07 სექტემბერს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა და გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.
_ თ----------- 2018 წლის 26 სექტემბრიდან 05 ოქტომბრამდე მოთავსებული იყო შპს აკად. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, შემდეგი დიაგნოზით: ფილტვის არტერიის ემბოლია მწვავე ფილტვისმიერი გულის დროს; სუნთქვის მწვავე უკმარისობა; დაუზუსტებელი ვენის ემბოლია და თრომბოზი, მარცხენა თეძოს შიგნითა ვენისა და მისი ტოტების თრომბოზი.
სასამართლომ განმარტა:
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხეს სტაბილური შემოსავალი გააჩნია ყოლვეთვიური ხელფასის - 998 (ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით. ხოლო მოსარჩელე თ-----------, უმცროსი შვილის (2----–-–----------------- დაბადებული მ------ ჯ----–---–ის) ასაკიდან გამომდინარე, ობიექტურად მოკლებულია მუშაობის და შესაბამისად, შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. ამ ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სასამართლომ მიიჩნია, რომ შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 200-200 ლარის ოდენობით. ის არგუმენტი, რომ მოპასუხეს საკრედიტო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ყოველთვიურად ხელფასიდან გააჩნია გასავალი, რომლითაც იფარება სასესხო ვალდებულებები, სასამართლოს მოსაზრებით, არ იძლევა საკმარის საფუძველს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის მოცულობის შემცირებისათვის;
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ჯ----------–---–-ს პოზიცია მეუღლის სასარგებლოდ სარჩოს დაკისრების ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე თეა კაპანაძე სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს მოპასუხისაგან სარჩოს მიღებაზე უფლებამოსილ პირს, იმ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მცირეწლოვანი შვილების - ბ---------------–---–ის (დაბ. 2----–-–---------------ს) და მ--------------–---–ის (დაბ. 2----–-–-----------------) რჩენა-აღზრდისათვის მოპასუხე ჯ----------–---–ს გადასახდელად დაკისრებული აქვს ალიმენტი ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს მისი ყოველთვიური (ხელზე ასაღები) ხელფასის თითქმის ნახევარს. სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია მოპასუხისათვის დამატებით, მოსარჩელის (მეუღლის) სასარგებლოდ, სარჩოს სახით 200 ლარის დაკისრება; რამდენადაც, კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის დამატებით ამ ვალდებულებით დატვირთვამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ალიმენტის ყოველთვიური გადასახდელი თანხის (ჯამში - 400 ლარის) ნაწილში ვალდებულების შესრულების გართულება; (იხ. სუსგ განმარტება №ას-131-131-2018, 2018 წლის 19 ივლისი).
ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე თ----------- მის არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. ქ-------ში, ს---–---------------------ში, რომელიც ირიცხება მოპასუხე ჯ----------–---–-ს საკუთრებაში. აღნიშნული უძრავი ქონება ამჟამად იპოთეკით არის დატვირთული და ჯ----------–---–- ყოველთვიურად იხდის 130 აშშ დოლარს. შესაბამისად, ამ თანხის გადაუხდელობით, ბავშვები შეიძლება დარჩნენ საცხოვრებელი ბინის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას.
მართალია, მოსარჩელე თეა კაპანაძემ მიუთითა, რომ მოპასუხე ჯ-----------–---–ს აქვს მიწის ნაკვეთები სოფელ ს--------ში და ოჯახში ჰყავთ 9 სული საქონელი, მაგრამ მის მიერ აღნიშნული გარემოებები დადასტურებული ვერ იქნა. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოება, რომ ჯ----------–---–ს 1500 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს. საქმის მასალებით დადასტურდა მხოლოდ 998 ლარი ხელფასის (ხელზე ასაღები) არსებობა.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა სარჩელის საფუძვლიანობა ბავშვებისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ხოლო პირადად მისთვის სარჩოს დაკისრების ნაწილში ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები მის მიერ მითითებული მოპასუხის შემოსავლების დასადასტურებლად. შესაბამისად, სწორედ შემოსავლების არასაკმარისობის გამო ეთქვა უარი ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან ბავშვების საუკეთესო ინტერესები უპირატესია.
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებზე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თ----------ის მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა.
აპელანტის განმარტება:
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ ის ფაქტი, როდესაც მიუთითა რომ საალიმენტო ვალდებულების შესრულებას ხელს შეუშლიდა მეუღლის სასარგებლოდ ჯ----------–---–ზე სარჩოს დაკისრებას. ჯ----------–---–ს აქვს სამსახური, ჯანმრთელობა, სოფლის მეურნეობა და იგი ვალდებულია იზრუნოს ავადმყოფ მეუღლეზე, რომელიც ბავშვების მოვლის გამო ვერ ახერხებს მუშაობის დაწყებას და ამასთან, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებობის დროსაც კი ვერ ახერხებს ექიმთან ვიზიტის განხორციელებას ფინანსური კრიზისის გამო. სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა 100–ში თ-----------ს პირდაპირ უწერია, რომ მას ესაჭიროება ანგიოქირურგის კონსულტაცია და ქვედა კიდურების ვენების გამოკვლევა, რაც დღემდე ვერ მოახერხა ფინანსური კრიზისის გამო.
სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშნელობის მქონედ ის ფაქტი, როდესაც მიუთითა, რომ მოპასუხის შემოსავლების არასაკმარისობა არის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის საფუძველი, კანონი არ განმარტავს რამდენი უნდა ჰქონდეს შემოსავალი მოპასუხეს, რომ მას დაევალოს მეუღლეზე ზრუნვა.
ამასთან, ჯ----------–---–- 4 წელიწადში ერთხელ როგორც სამხედრო პირი ღებულობს ერთიან დახმარებას სახელმწიფოდან 7 000 ლარის ოდენობით, რომლის აღებაც ჯ----------–---–ს უწევს 2019 წლის აგვისტოს თვეში. მას ნამდვილად აქვს და ექნება იმის საშუალება, რომ იზრუნოს და ფინანსური დახმარება გაუწიოს მეუღლეს, რომელსაც ამის საჭიროება აქვს წარმოშობილი.
მ------ ჯ----–---–ი და თ----------- დაზღვევით არ სარგებლობენ, ჯ----------–---–მა სასამართლო შეიყვანა შეცდომაში.
გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც მისასალმებელია, მაგრამ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინების ფონზე არ შეიძლება შეილახოს სხვა მხარის ინტერესი, რომელიც ასევე მოითხოვს კანონის საფუძველზე დახმარებას და სარჩოს მიღებას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები და თვლის, რომ თ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები. პალატა დამატებით ადგენს:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ----------–---–-ს სარჩელი თ----------ის მიმართ განქორწინების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მხარეები კვლავ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში (ტომი 1, ს/ფ 259-262).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით: მოპასუხე ჯ----------–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილების ბ---------------–---–ის (დაბ. 2----–-–---------------ს) და მ--------------–---–ის (დაბ. 2----–-–-----------------) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით, საერთო ჯამში 400 (ოთხასი) ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. ამ ნაწილში გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად, იგი შესულია კანონიერ ძალაში.
დადგენილია, რომ ჯ----------–---–- სამსახური მდებარეობს ქ.ქ-------ში, ხოლო მისი საცხოვრებელი ადგილია თ--------–--------------------–-------- ს--------ი.
დადგენილია, რომ ჯ----------–---–მა თავის საკუთრებაში რეგისტრებული სახლი ქ. ქ-------ში დაუტოვა მეუღლეს და შვილებს.
დადგენილია,რომ სხვა საცხოვრებელი ბინა ქ. ქ-------ში ჯ----------–---–ს არ გააჩნია.
დადგენილია, რომ თავისი ხელფასიდან, რომელიც შეადგენს ხელზე ასაღებ 998 ლარს- აპელანტმა უნდა შეასრულოს სხვა ვალდებულებები: სახელდობრ: ბანკის მიმართ-ყოველთვიურ 130$ და ასევე დაფაროს მეორე სასესხო ვალდებულება 130 ლარის ოდენობით, შვილების მიმართ-საალიმენტო ვალდებულებები.
სამართლებრივი დასაბუთება:
უკეთებს რა სამართლებრივ შეფასებას დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, პალატა მიიჩნევს, შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარლებში მხარეთა შორის სადავოა თ----------ის სასარგებლოდ სარჩოს - 200 ლარის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრება, რომელსაც აპელანტი ითხოვს სსკ-ის 1182-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ: ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში.
დადგენილია, რომ თ----------- და ჯ----------–---–- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. დადგენილია, რომ თანაცხოვრების პერიოდში, კერძოდ, 2----–-–----------------- მათ შეეძინათ შვილი - მ------ ჯ----–---–ი.
ამდენად, მოცემული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, თ-----------ს აქვს ჯ----------–---–-საგან სარჩოს მიღების უფლება. თუმცა, აღნიშნული უფლების არსებობა თავისთავად არ ნიშნავს მოპასუხეზე სარჩოს უპირობოდ დაკისრებას.
პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ ყოველი მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი და არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს. ამდენად, სარჩოს დაკისრებისას შეფასებული უნდა იქნას ყოველი კონკრეტული შემთხვევა და გათვალისწინებული უნდა იქნას მხარის რეალური ფინანსური შესაძლებლობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მიუთითებდა, რომ ჯ----------–---–-ს ხელფასი შეადგენს 1500 ლარზე მეტი ოდენობით თანხას. ამასთან, მას აქვს სხვა დამატებითი შემოსავლები. თუმცა აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რაც გამორიცხავს მისი გაზიარების შესაძლებლობას.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილი სახელფასო ცნობით დასტურდება, რომ ჯ----------–---–- დასაქმებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში. მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1243.75 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები - 998 ლარს.
დადგენილია, რომ ჯ----------–---–ს აქვს ვალდებულებები ბანკის წინაშე, კერძოდ, იხდის მის საკუთრებაში არსებული იმ უძრავი ქონების იპოთეკური სესხის თანხას - ყოველთვიურად 130 აშშ დოლარს, სადაც ცხოვრობს თ----------- არასრულწლოვან შვილებთან ერთად. ასევე აქვს სხვა სესხიც, რომლის ფარგლებშიც იხდის ყოველთვიურად 130 ლარს. ამასთან, დადგენილია, რომ ჯ----------–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ალიმენტი - ჯამში 400 ლარი ყოველთვიურად. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მისი სამსახური მდებარეობს ქ.ქ-------ში, ხოლო მისი საცხოვრებელი ადგილია თ--------–--------------------–-------- ს--------ი, რაც ცხადია დაკავშირებულია გარკვეულ დამატებით ხარჯებთან.
ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის დასაქმებული. მისი განმარტებით იგი იმყოფება ანაზღაურების გარეშე შვებულებაში, რაც პრეიუდიციულად მიუთითებს იმაზე, რომ იგი გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ დაბრუნდება სამსახურში.
ამგვარად, მოცემული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეზე ამ მოცემულობის გათვალისწინებით დაკისრებული სარჩო ვერ აღსრულდება ან სხვა შემთხვევაში, მოპასუხე დარჩება საარსებო მინიმუმის გარეშე, რაც დაუშვებელია.
ამასთან, პალატა არ იზიარებს აპალანტის მოსაზრებას, რომ მოპასუხე არ ეხმარებოდა მას, რადგან ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მან აღიარა, რომ მოპასუხემ ნამდვილად დაუტოვა მას სახელფასო ბარათი, რომელზეც დარიცხული იყო ავღანეთში მსახურების გამო მოპასუხეზე დარიცხული 8000 აშშ დოლარი, რაც მან განკარგა ოჯახის საჭიროებების შესაბამისად. (იხ. სხდომის ოქმი)
ამდენად, ამგვარი მოცემულობის პირობებში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხეზე სარჩოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ამ ნაწილში თ-----------ს სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ----------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საპროცესო ხარჯები:
აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. თ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის სახელწიფო ბაჟის გადახდილისაგან გათავისუფლებულია;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინეის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში განჩინების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე