მუხლი 1179. მოვალეობები, რომელთა შეცვლაც საქორწინო ხელშეკრულებით დაუშვებელია
1. საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი და – დავის შემთხვევაში – სასამართლოში მიმართვის უფლება.
2. ხელშეკრულებით ასევე არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1179. მოვალეობები, რომელთა შეცვლაც საქორწინო ხელშეკრულებით დაუშვებელია 1. საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი და _– დავის შემთხვევაში _– სასამართლოში მიმართვის უფლება. 2. ხელშეკრულებით ასევე არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს.
…მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არავითარი სასამართლო დადგენილება, რომ ვალი დაიხარჯა მთელი ოჯახის საჭიროებისათვის და არსებობს მტკიცებულება, რომ თ-- ჟ----ას მეუღლეა ე- ს--ია, რომელთა ქონება თანაზიარი საკუთრებაა და არ შეიძლება სსკ-ის 1179-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად აღნიშნული თანაზიარი საკუთრებით ვალის გადახდა ამ შემთხვევაში. 25. საკასაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებული…
…წარმოადგენს სამოქალაქო გარიგების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც მეუღლეთა ქონებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მხარეთა შეხედულებით და არა კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ იხელმძღვანელა აღნიშნული განმარტებით და უგულვებელყო სამოქალაქო კოდექსის 1179-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ისეთი პირობები, რომელბიც მძიმე…