განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001105255
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6597-17 03 დეკემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლე თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ი-–-- შ-----–-- (ვ------- შ-----–--ს უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ------- გ---–------
მოწინააღმდეგე მხარე - თ------- ს-----–-–---–-, მ------ ჯ--- (მ------ ს-----–-–---–-ს უფლებამონაცვლეები) (მოპასუხე)
წარმომადგენელი - დ----- ქ----–---
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.10.201-წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საქორწინო ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების შედეგად მიღებული სარგებლის ნახევრის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ვ------- შ-----–--სა და მ------ ს-----–-–---–ს შორის 30.04.2013წ. დადებული საქორწინო ხელშეკრულების მე-3, მე-4, მე-10 და მე-11 პუნქტების ბათილად ცნობა.
1.2. მ------ ს-----–-–---–-სათვის ი-–-- შ-----–--ს სასარგებლოდ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ჭ------ის ქუჩა, კორპუსი 1-, ბინა #10, გასხვისებით მიღებული სარგებლის - 22 000 აშშ დოლარის ½ ნაწილის, 11 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მიუხედავად ბავშვობიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, მას მიღებული აქვს განათლება რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში, ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას, ამზადებდა აბიტურიენტებს და ჰქონდა სტაბილური შემოსავალი. ვ------- შ-----–-- იყო მის კმაყოფაზე. 2012 წლის 09 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, მ------ ს-----–-–---–მა 15 000 აშშ დოლარად გაასხვისა საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური უძრავი ნივთი, მდებარე ქ.თბილისი, ხ----–--–-ს ქუჩა, ,,ჟ“ კორპუსი, ბინა #24, თანხას დაამატა დ----- ტ-----–---–-სგან აღებული სესხი 2000 აშშ დოლარი, ასევე, დანაზოგი 1500 აშშ დოლარის ოდენობით და აღნიშნული ფინანსური სახსრებით შეიძინა უძრავი ნივთი მდებარე ქ.თბილისი, ჭ------ის ქ. მე-1- კორპუსი, ბინა #10.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება იქნა გათვალისწინებული 2013 წლის 30 აპრილს, მეუღლეთა შორის საქორწინო ხელშეკრულების დადებისას, რომლის პუნქტებიც არ ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს, ზნეობის ნორმებსა და საჯარო წესრიგს. ვ------- შ-----–-- იცნობდა გარიგების შინაარსს, სრულად აცნობიერებდა და ეთანხმებოდა მას. საქორწინო კონტრაქტი დაიდო სამართლის სუბიექტების კერძო ავტონომიის ფარგლებში და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.10.201-წ. გადაწყვეტილებით ი-–-- შ-----–--ს (ვ------- შ-----–--ს უფლებამონაცვლე) სარჩელი მ------ ს-----–-–---–-ს მიმართ, საქორწინო ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3.1. სადავო უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისი, ჭ------ის ქუჩა, კორპუსი 1-, ბინა №10) შესაძენად მოპასუხემ გამოიყენა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (მდებარე ქ.თბილისი, ხ----–--–-ს ქუჩა, კორპუსი ,,ჟ“, სართული 1, ბინა #24, 22 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------), გასხვისების შედეგად მიღებული თანხა - 15 000 აშშ დოლარი და ასევე, მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში/ თანაცხოვრების დროს მიღებული შემოსავალი - 3500 აშშ დოლარი.
3.2. საქორწინო კონტრაქტით, მეუღლეების მიერ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთისთვის, მდებარე ქ.თბილისი, ჭ------ის ქუჩა, კორპუსი 1-, ბინა №10, განსაზღვრულია თანაზიარი საკუთრებისაგან განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი. მხარეთა შეთანხმებით ნივთი მ------ ს-----–-–---–-ს ინდივიდუალური საკუთრებაა და ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში არ ექვემდებარება გაყოფას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1----ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას.
3.3. ვ------- შ-----–-- გარდაცვალებამდე, 2015 წლის 28 დეკემბრამდე უზრუნველყოფილი იყო ცხოვრებისათვის სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით, საცხოვრებელი ბინით, საკვებითა და მედიკამენტებით. იგი ქირის გადახდის სანაცვლოდ ცხოვრობდა მისამართზე მდებარე ქ.თბილისი, მე-2 ნ-----–-----ს დასახლება, მე-7 ქ. მე-12 შესახვევი, რ------–---–ის ქ. 14. ქირის სამი თვის საფასური გადახდილი აქვს მ------ ს-----–-–---–ს.
3.4. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ არსებობს საქორწინო გარიგების მე-3 და მე-4 პუნქტების ბათილად ცნობის საფუძველი, სასარჩელო მოთხოვნა საქორწინო ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებიდან მიღებული სარგებლის ნახევრის გადახდის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.5. სამოქალაქო კოდექსის 1176-ე მუხლი განსაზღვრავს საქორწინო ხელშეკრულების შინაარსის ფარგლებს. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქორწინო ხელშეკრულებით მეუღლეებს შეუძლიათ შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი. ამავე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, მეუღლეებს შეუძლიათ გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება), ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე.
საქორწინო კონტრაქტი წარმოადგენს სამოქალაქო გარიგების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც მეუღლეთა ქონებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მხარეთა შეხედულებით და არა კანონით დადგენილი წესით, რაც კანონმდებლის მიზნით, უზრუნველყოფს, ქორწინების შენარჩუნებას და საოჯახო ურთიერთობათა განმტკიცებას. საქორწინო კონტრაქტის სამართლებრივი ინსტიტუტის საკანონმდებლო რეგულაციით, კანონმდებელმა მხარეებს მისცა უფლება კანონისმიერი მოწესრიგებისგან განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი განუსაზღვრონ მათ საკუთრებაში არსებულ თითოეულ ნივთს. საქორწინო კონტრაქტი რეგულირების შესაძლებლობით მოიცავს მეუღლეთა შორის არსებული ქონებრივი ურთიერთობის თითქმის ყველა ასპექტს. ამასთან, მხარეთა ქონების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა, მთლიანად დამოკიდებულია მათ ნება-სურვილზე.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.10.201-წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტი აღნიშნავს, რომ:
4.1. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მეუღლეთა სამჯერ ქორწინების და განქორწინების ფაქტები. აღნიშნული განქორწინებებით ყოველთვის მხოლოდ მ-----ა ს-----–-–---–- სარგებლობდა. კერძოდ, იგი ქორწინებებს შორის პერიოდში ოჯახის საერთო სახსრებით ყიდულობდა ბინებს და აფორმებდა მხოლოდ თავის სახელზე. ქორწინების პერიოდს დაემთხვა მხოლოდ 16.02.2012წ. შეძენილი ბინა, რომელიც მოპასუხემ ასევე თავის სახელზე გადააფორმა. 30.04.2013წ. მეუღლეებმა გააფორმეს საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც ოჯახის მთელი უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრე გახდა მხოლოდ მ. ს-----–-–---–- და ვ. შ-----–--ს ჩამოერთვა ყველა უფლება შეძენილ ქონებაზე. მ. ს-----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ მეუღლეებმა ვ. შ-----–--ს სახელზე რიცხული ბინის გასხვისებით მიღებული თანხით დაიწყეს ბიზნესი, რაც სასამართლომ მხედველობის მიღმა დატოვა.
4.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ვ------- შ-----–--ს მედიკამენტებითა და საკვებით უზრუნველყოფის ფაქტს, მაგრამ გვერდს უვლის იმ გარემოებას, რომ ამას უზრუნველყოფა არა მ. ს-----–-–---–-, არამედ მისი შვილი ი-–-- შ-----–--. მ-----ა ს-----–-–---–მა ვ------- შ-----–--ს გაუგზავნა მხოლოდ ორი თვის ქირა, რის შედეგაც არ გამოჩენილა და ავადმყოფს ყურადღებას მხოლოდ მისი შვილი აქცევდა.
4.3. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1176-ე მუხლი, რომ საქორწინო კონტრაქტი წარმოადგენს სამოქალაქო გარიგების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც მეუღლეთა ქონებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მხარეთა შეხედულებით და არა კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ იხელმძღვანელა აღნიშნული განმარტებით და უგულვებელყო სამოქალაქო კოდექსის 1179-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ისეთი პირობები, რომელბიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს. სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმით მხარეთა შეხედულებები შეზღუდულია, რაც უზრუნველყოფს იმ გარემოებას, რომ ერთ-ერთმა მეუღლემ მისი უფლებები ბოროტად გამოიყენა. სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ საქორწინო ხელშეკრულებით თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთისთვის სამართლებრივი რეჟიმის შეცვლა და მისი მხოლოდ ერთი მეუღლისთვის მინიჭება არათუ ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს, არამედ სრულიად შესაბამისობაშია სსკ-ის 1172-ე და 1176-ე მუხლების განსაზღვრებასთან. საკუთრებისთვის თვითნებურად სტატუსის შეცვლა ერთ-ერთი მეუღლის საზიანოდ არ არის შესაბამისობაში სსკ-ის 1179-ე მუხლის მე-2 პუნქტთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავო გარემოებებად არის მიჩნეული და არც სააპელაციო საჩივარი შეიცავს საწინააღმდეგო მსჯელობას, რომ:
6.1. მ------ ს-----–-–---–- 12.08.1977წ.-დან იყო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი უვადოდ.
6.2. მან 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით - მათემატიკა, სპეც.გამოთვლითი მათემატიკა. მიენიჭა მათემატიკოსის კვალიფიკაცია. ის სპეციალობის შესაბამისად, საფასურის გადახდის სანაცვლოდ, ამზადებდა მოსწავლეებს.
6.3. 1991 წლიდან, თურქეთსა და საქართველოში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ჰქონდა დამოუკიდებელი, ყოველთვიური შემოსავალი.
6.4. ვ------- შ-----–-- 23.02.2009 წ.-დან რეგისტრირებული იყო მისამართზე მდებარე ქ.თბილისი, ბ.ჭ------ის ქ.№1-, ბინა 13.
7. მ------ ს-----–-–---–- და ვ------- შ-----–-- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 25.07.1987 წ.-დან, კერძოდ:
- მათი პირველი ქორწინება შეწყდა განქორწინებით 11.08.1992 წ. (ტ.1, ს.ფ. 32,33).
- მეუღლეებს შორის მეორე ქორწინება დარეგისტრირდა 16.04.1994წ. და შეწყდა განქორწინებით 21.09.2004წ. (ტ.1, ს.ფ. 34,35).
- მესამედ ისინი დაქორწინდნენ 15.10.2009წ. (ტ.1, ს.ფ. 36).
8. მ------ ს-----–-–--–მა 12.10.2006წ. დადებული ხელშეკრულებით, ანუ ქორწინების შეწყვეტის პერიოდში, იყიდა უძრავი ნივთი მდებარე ქ.თბილისი, ხ----–--–-ს ქუჩა, კორპუსი “ჟ “, პირველი სართული, ბინა #24, ფართი 22 კვ.მ. და საჯარო რეესტრში აღირიცხა ქონების თანამესაკუთრედ (ტ.1, ს.ფ.162-166).
9. 16.02.2012წ. მ------ ს-----–-–---–სა და დ----- ტ-----–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით მ------ ს-----–-–---–მა იყიდა უძრავი ნივთი, მდებარე ქ.თბილისი, ჭ------ის ქუჩა, კორპუსი 1-, ბინა №10, ფართი 37.00კვ.მ., ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 18 500 აშშ დოლარად, რაც მყიდველმა გამყიდველს გადასცა სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის თანდასწრებით (ტ.1, ს.ფ.330-333).
ამდენად, უძრავი ნივთი, მდებარე ქ.თბილისი, ჭ------ის ქუჩა, კორპუსი 1-, ბინა №10, შეძენილი იქნა მეუღლეების რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში.
10. სააპელაციო პალატა სრულად ზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ სადავო უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისი, ჭ------ის ქუჩა, კორპუსი 1-, ბინა №10) შესაძენად მოპასუხემ გამოიყენა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (მდებარე ქ.თბილისი, ხ----–--–-ს ქუჩა, კორპუსი ,,ჟ“, სართული 1, ბინა #24, 22 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0----------------------), გასხვისების შედეგად მიღებული თანხა - 15 000 აშშ დოლარი და ასევე, მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში მიღებული შემოსავალი - 3500 აშშ დოლარი (იხ.: გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.23. პუნქტი. ტ.1, ს.ფ. 420-422; ასევე 3.2.6 პუნქტი, ტ.1, გვ.415).
11. 30.04.2013წ. მ------ ს-----–-–---–სა და ვ------- შ-----–--ს შორის დაიდო საქორწინო ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს რუსუდან მინდიკაურის მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №130423611). სანოტარო აქტში მითითებულია, რომ ნოტარიუსის მიერ შემოწმდა მხარეთა ქმედუნარიანობა და უფლებამოსილება, რაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა. საქორწინო ხელშეკრულება ნოტარიუსმა წაუკითხა კონტრაჰენტებს, აგრეთვე, განემარტათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172- 1181-ე მუხლების შინაარსი, რის შემდეგაც მხარეებმა გამოხატეს შეთანხმების გაფორმების ნება (ტ.1, ს.ფ.128-130).
საქორწინო ხელშეკრულების:
- მე-3 პუნქტის მიხედვით, მეუღლეები თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ის ქონება, რაც მათ შეძენილი აქვთ ერთად ცხოვრების პერიოდში, ჩაითვალოს იმ მეუღლის საკუთრებად, რომლის სახელზეც არის რეგისტრირებული მარეგისტრირებელ ორგანოში.
- მე-4 პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელი ბინა, რომლის ფართია - 37.00 კვ.მ და მდებარეობს მისამართზე: ქალაქი თბილისი, ჭ------ის ქუჩა, კორპუსი 1-, ბინა №10, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------------- რომლის მესაკუთრეა მ------ ს-----–-–---–-, განქორწინების შემთხვევაში რჩება მ------ ს-----–-–---–-ს ინდივიდუალურ საკუთრებაში და გაყოფას არ ექვემდებარება (ტ.1, ს.ფ.129).
ამდენად, დადგენი-–--, რომ მეუღლეებს შორის გაფორმებული საქორწინო ხელშეკრულებით რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ნივთს, რომელიც საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო მ-----ა ს-----–-–---–-ს სახელზე, მხარეთა ორმხრივი ნებით მიენიჭა მ-----ა ს-----–-–---–-ს ინდივიდუალური საკუთრების სტატუსი.
12. საქორწინო ხელშეკრულების: მე-10 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ან მოძრავი ქონება, რომელიც აღრიცხულია ერთ-ერთი მეუღლის - ცოლის ან ქმრის სახელზე მარეგისტრირებელ ორგანოში და არის ამ ქონების მესაკუთრე, მისი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში არ ეკუთვნის ამ ქონებიდან არაფერი გარდაცვლილი მეუღლის მემკვიდრეებს და მთელ ქონებას მიიღებს ცოცხლად დარჩენილი მეუღლე. მე-11 პუნქტის თანახმად, თუ მომავალში ერთ-ერთი მეუღლე შეიძენს უძრავ ან მოძრავ ქონებას და დარეგისტრირდება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში, როგორც მესაკუთრე და გარდაეცვლება მეუღლე, ამ შემთხვევაში გარდაცვლილი მეუღლის მემკვიდრეებს არაფერი ეკუთვნით ცოცხლად დარჩენილი მეუღლის კუთვნილი ქონებიდან და მთელ ქონებას მიიღებს ცოცხლად დარჩენილი მეუღლე (ტ.1, ს.ფ. 130).
13. სამოქალაქო კოდექსის1180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისას. მ------ ს-----–-–---–სა და ვ------- შ-----–--ს შორის 15.10.2009წ. რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით 08.05.2014წ. (ტ.1, ს.ფ. 37). ამდენად, სამოქალაქო კოდექსს 1180-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 30.04.2013წ. საქორწინო ხელშეკრულება შეწყდა განქორწინებით.
14. მ------ ს-----–-–---–მა 16.05.2014წ. ანდერძით მთელი მისი ქონება უანდერძა ვ------- შ-----–--ს (ტ.1, ს.ფ.125-127), რომელიც გაუქმდა 01.07.2015წ. (ტ.1, ს.ფ.124).
15. 06.07.2015წ. ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მ------ ს-----–-–---–-ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ტ.1, ს.ფ.113).
16. მ------ ს-----–-–---–სა და მ-----ნ მ------ს შორის 18.07.2015წ. დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით მ-----ნ მ------მ იყიდა გამყიდველის საკუთრებაში არსებული სამი უძრავი ნივთი, მათ შორის: მდებარე ქ.თბილისი, ჭ------ის ქუჩა, კორპუსი 1-, ბინა №10 (ნასყიდობის თანხა - 22 000 აშშ დოლარი) (ტ.1, ს.ფ. 7-11, 14,15, 20,21, 24,25).
1-. ვ------- შ-----–--მ 28.09.2015წ. აღძრა სარჩელი მოპასუხე მ-----ა სამბელშვილის მიმართ და მოითხოვა თბილისი, ჭ------ის ქუჩა, კორპუსი 1-, ბინა №10-ის, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებით მიღებული თანხის ნახევრის - 11 000 აშშ დოლარის ანაზღაურება (ტ.1, ს.ფ. 46-58). სარჩელი ეფუძნებოდა სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 1160.2 მუხლებს.
18. ვ------- შ-----–-- გარდაიცვალა 28.12.2015წ. (ტ.1, ს.ფ. 230). 01.07.2016წ. მის სამკვიდრო ქონებაზე მამკვიდრებლის ანდერძისმიერი მემკვიდრის - შვილის ი-–-- შ-----–--ს სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა (ტ.1, ს.ფ.230). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.07.2016წ. განჩინებით ვ------- შ-----–--ს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ი-–-- შ-----–-- (ტ.1, ს.ფ. 231,232).
19. 11.07.2016წ. ვ------- შ-----–--ს უფლებამონაცვლე ი-–-- შ-----–--მ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 30.04.2013წ. გაფორმებული საქორწინო ხელშეკრულების მე-3, მე-4, მე-10 და მე-11 პუნქტების ბათილად ცნობა. ასევე მხარი დაუჭირა თავდაპირველი მოსარჩელის მიერ დაყენებულ მოთხოვნას: უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ჭ------ის ქუჩა, კორპუსი 1-, ბინა #10, გასხვისებით მიღებული სარგებლის ½ ნაწილის - 11 000 აშშ დოლარის ანაზღაურების თობაზე (ტ.1, ს.ფ. 233- 245). ანუ საქორწინო კონტრაქტის შესაბამისი მუხლების ბათილობა მოითხოვა მხოლოდ უფლებამონაცვლემ. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა სწორედ ეს დაზუსტებული სარჩელი.
20. მ------ ს-----–-–---–- გარდაიცვალა 27.10.201-წ. (ტ.2, ს.ფ.1-). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.07.2018წ. განჩინებით მოპასუხე (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე) მ------ ს-----–-–---–-ს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მ------ ხუროშვილი (კანონისმიერი მემკვიდრე - მამკვიდრებლის დედა), თ------- ს-----–-–---–- და მ------ ჯ--- (ანდერძისმიერი მემკვიდრეები). ამავე სასამართლოს 11.06.2019წ. განჩინებით მ------ ხ------–---–-- უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნენ თ------- ს-----–-–---–- და მ------ ჯ--- (მ------ ხ------–---–-- კანონისმიერი მემკვიდრეები - შვილები).
21. სამოქალაქო კოდექსის 1----ე მუხლის პირველი ნაწილით, მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას.
ამავე კოდექსის 11-6-ე მუხლით:
1. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე.
2. საქორწინო ხელშეკრულებით მეუღლეებს შეუძლიათ შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი.
3. მეუღლეებს შეუძლიათ გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება), ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე.
პალატა მიუთითებს, რომ საქორწინო ხელშეკრულება სამოქალაქო სამართლებლივი გარიგებაა, რომლითაც მეუღლეთა ქონებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მხარეთა შეხედულებით და არა კანონით დადგენილი წესით. საქორწინო კონტრაქტის სამართლებრივი ინსტიტუტის საკანონმდებლო რეგულაციით კანონმდებელმა მხარეებს მისცა უფლება კანონისმიერი მოწესრიგებისგან განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი განუსაზღვრონ მათ საკუთრებაში არსებულ თითოეულ ნივთს. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ 30.04.2013წ. დადებული ხელშეკრულებით თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთისთვის მხოლოდ ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური საკუთრების სტატუსის მინიჭება, არათუ ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს, არამედ სრულ შესაბამისობაშია სსკ-ის 1172-ე-1176-ე მუხლების განსაზღვებასთან.
22. დაუსაბუთებელია მსჯელობა, რომ ვ------- შ-----–--სთვის არ იყო ცნობილი გარიგების შინაარსი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.
30.04.2013წ. ხელშეკრულების სანოტარო ტექსტით დასტურდება, რომ ნოტარიუსის მიერ შემოწმდა მხარეთა ქმედუნარიანობა და უფლებამოსილება, რაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა. ნოტარიუსმა მეუღლეებს, როგორც გარიგების მონაწილეებს, წაუკითხა კონტრაქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-1181-ე მუხლების შინაარსი, რის შემდეგაც მათ მოიწონეს ხელშეკრულება და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი (ტ.1, ს.ფ. 128-130).
23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებშიც მოიაზრება ასევე საკუთრების ხელშეუხებლობა. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. გარიგება, რითაც უარყოფილი იქნება საკუთრების ხელშეუხებლობის სოციალური ფუნქცია, უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის დამრღვევ გარიგებად. ამ შემთხვევაში მხედველობაშია სოციალური და ეკონომიკური საჯარო წესრიგი.
24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1179-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხელშეკრულებით ასევე არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს. ამავე კოდექსის 1180-ე მუხლით: საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ან შეწყდეს ნებისმიერ დროს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. ცალმხრივი უარი საქორწინო ხელშეკრულებაზე დაუშვებელია.
1181-ე მუხლი კი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
დაინტერესებული მეუღლის განცხადების საფუძველზე, პატივსადები მიზეზების არსებობისას, სასამართლოს შეუძლია შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს. ნორმის მიზანი არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი მეუღლის ინტერესებში სახელშეკრულებო პირობების ცვლილებაა.
მოცემულ შემთხვევაში, უშუალოდ ვ------- შ-----–--ს 1181-ე მუხლის საფუძველზე სარჩელით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. მისი გარდაცვალების შემდეგ, უფლებამონაცვლის ი-–-- შ-----–--ს მიერ წარმოდგენილ დაზუსტებული სარჩელით იქნა მოთხოვნილი მხოლოდ საქორწინო ხელშეკრულების პუნქტების ბათილად ცნობა არახელსაყრელი და უთანასწორო პირობებით ვ------- შ-----–--ს მძიმე მდგომარეობაში ჩაყენების გამო.
ამასთან, პალატა ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესაბამისად, მძიმე მდგომარეობის - როგორც ფაქტობრივი მოცემულობის, მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელეს, რომელმაც უნდა ადასტუროს, რომ საქორწინო გარიგების დადების შემდეგ მისი მატერიალური მდგომარეობა უკიდურესად შეიცვალა, გაუარესდა და აღნიშნული სწორედ გარიგებით განსაზღვრული პირობების შედეგია. პირის მძიმე მდგომარეობად კი შეიძლება მიჩნეულ იქნას ისეთი ვითარება, როდესაც პირს არ გააჩნია სახსრები იმისთვის, რომ გამოკვებოს და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოს საკუთარი თავი.
სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ ვ------- შ-----–-- გარდაცვალებამდე უზრუნველყოფილი იყო საყოფაცხოვრებო პირობებით, საცხოვრებელი ბინით, საკვებითა და მედიკამენტებით. კერძოდ: გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ვ------- შ-----–-- ქირის გადახდის სანაცვლოდ ცხოვრობდა გუ---- მ-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, მე-2 ნ-----–-----ს დასახლება, მე-7 ქ. მე-12 შესახვევი, რ------–---–ის ქ.14. თავად მოსარჩელის უფლებამონაცვლე სააპელაციო საჩივარში ადასტურებს მოპასუხის მხრიდან თუნდაც ორითვის ქირის გადახდას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა მოპასუხის მიერ სამი თვის ქირის გადახდა. ამასთან, მოწმის - ვაჟა ხუბეჟაშვილის ჩვენებით, იგი დაეხმარა ვ------- შ-----–--ს ბინის დაქირავებაში, ქირის თანხას უგზავნიდა მ------ ს-----–-–---–-, რომელსაც გადასცემდა მესაკუთრეს - გუ---- მ-------ეს. ვ------- შ-----–--ს საავადმყოფოში ყოფნის ფაქტის გაგებისას, მოპასუხემ გამოაგზავნა ასევე ყოფილი მეუღლის კვებისა და მედიკამენტების შეძენისათვის აუცილებელი თანხაც. საცხოვრებელი სახლი იყო ერთოთახიანი, შედგებოდა შესასვლელისა და საძინებელი ოთახისგან, ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობებით (იხ.: 26.07.2017წ. სხდომის ოქმი). ქირის, კვებისა და მედიკამენტების შეძენის მიზნით გათვალისწინებული თანხის უშუალოდ მოპასუხის მიერ გაგზავნის ფაქტზე მიუთითა მოწმედ დაკითხულმა ლეილა ფსუტურმაც (იხ.: 26.07.2017წ. სხდომის ოქმი). რაც შეეხება მოწმედ დაკითხული გუ---- მ-------ის ჩვენებას, რომ ქირის საფასურს უხდიდა მხოლოდ ი-–-- შ-----–-- (იხ.: 05.09.201-წ. სხდომის ოქმი), თბილისის საქალაქო სასამართლო ფაქტის დადგენისას არ დაეყრდნო მას, რამეთუ მოწმე სანოტარო წესით დადასტურებულ წერილობით განმარტებაში აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა, ამასთან, ადასტურებდა წერილობითი განმარტების როგორც შინაარსს, ასევე, მასზე ხელმოწერასაც. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014, 2015 წლის 17 აპრილი). შესაბამისად, მოწმის ჩვენებაც, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულებების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება საქორწინო კონტრაქტის პირობების გამო ვ------- შ-----–--ს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის თაობაზე.
25. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, ბათილად იქნეს ცნობილი საქორწინო ხელშეკრულების მე-10 და მე-11 მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ მეუღლეების მემკვიდრეების სამკვიდრო უფლებებს ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, პალატა მიუთითებს, რომ რადგან არ არსებობს საქორწინო კონტრაქტის მე-3 და მე-4 მუხლების ბათილად ცნობის საფუძველი და სადავო ნივთი მიჩნეულია მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებად, აღნიშნული გამორიცხავს მასზე ვ------- შ-----–--ს თანამესაკუთრედ ცნობას და დანაშთ სამკვიდრო მასაში გათვალისწინებას. შესაბამისად, ამ პუნქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს არა აქვს ნამდვილი იურიდიული ინეტერესი - მათი ბათილობა ვერ წარმოუშობს მოსარჩელეს სასურველ სამართლებრივ შედეგს.
26. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
27. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდი-–-- (ტ.1, ს.ფ. 461).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-–-- შ-----–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.10.2017წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი