საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:
1. 1108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1108. საქორწინო ასაკი
1. ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან.
2. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება – მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
3. თანხმობაზე მშობლების ან მზრუნველის მიერ უარის თქმის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში პატივსადები მიზეზების არსებობისას დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვ ის გაცემა შეუძლია სასამართლო ს.“.
2. 1110-ე–1117-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
3. 1119-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. 1121-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11221 მუხლი:
„მუხლი 11221. ქორწინების შეწყვეტა ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების ან გარდაცვლილად გამოცხადების შედეგად
1. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების თარიღიდან.
2. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში გარდაცვალების ზუსტი თარიღის მითითების არარსებობის შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.“.
6. 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.“.
7. 1124-ე და 1125-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
8. 1131-ე–1134-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
9. 1137-ე–11391 მუხლები ამოღებულ იქნეს.
10. 1154-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
11. 1189-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1189. დაქორწინებული მშობლებისაგან შვილის წარმოშობის დადასტურება
შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება მეუღლეთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით.“.
12. 1190-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
13. 1191-ე–1193-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
14. 1257-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნაშვილებისათვის სახელისა და გვარის შეცვლა“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნაშვილებისათვის სახელისა და გვარის შეცვლა შესაძლებელია შვილად აყვანის რეგისტრაციისას, მშვილებლის მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“.
15. 1258-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მშვილებლები, შვილად აყვანის რეგისტრაციისას, მათი მო თხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დაბადების აქტის ჩანაწერში შეიძლება ჩაიწერონ ნაშვილების მშობლებად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 20 დეკემბერი.
№5568-რს
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 1108. საქორწინო ასაკი
- მუხლი 1123. განქორწინების დაუშვებლობა
- მუხლი 1124. (ამოღებულია)
- მუხლი 1139. (ამოღებულია)
- მუხლი 1189. დაქორწინებული მშობლებისაგან შვილის წარმოშობის დადასტურება
- მუხლი 1190. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენა
- მუხლი 11221. ქორწინების შეწყვეტა ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების ან გარდაცვლილად გამოცხადების შედეგად
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5568. სარეგისტრაციო კოდი — 040000000.05.001.016543.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5568, 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.016543 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1541331/