ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და ფლობს აღნიშნულ დოკუმენტს);

ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მოქალაქეობის შესახებ);

გ) ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა);

დ) საქართველოში სამუშაო ადგილის ან/და უძრავი ქონების, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის, ან/და საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტ