1. მოქალაქეობის საკითხზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, დადგენილი წესით.
2. დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება მისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის ან დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით.
3. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მათ შორის, რომელიც გამოცემულია მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და ამავე მომენტიდან აითვლება მასთან დაკავშირებული ვადები.
4. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება ასევე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე მისი გამოქვეყნება.