მუხლი 143. ჩვენების მიცემის ვალდებულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლების მიუხედავად
თავი XVIII — მოწმეთა ჩვენება
ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლების მიუხედავად, პირი ვალდებულია მისცეს ჩვენება, თუ:
ა) საჭიროა დადასტურდეს გარიგება, რომლის დადებისას იგი მიწვეული იყო მოწმედ;
ბ) გასარკვევია ოჯახის წევრის დაბადების, დაქორწინების ან გარდაცვალების საკითხები;
გ) ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას იგი მოქმედებდა, როგორც ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ას-638-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
…დევნის დაწყებას, ან მიაყენებს მას ქონებრივ ზიანს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დადასტურდა, რომ გ.ბ–ძე მოქმედებდა როგორც პირველი მოპასუხის წარმომადგენელი, სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 143-ე მუხლი და გ.ბ–ძის მოწმედ დაკითხვაზე განაცხადა უარი. 26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ…
საქმე №ბს-1060-9(ა-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2020
…პროკურორმა, სასამართლოში სარჩელის აღძვრას და სასამართლომ, გადაწყვეტილების მიღებას, საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ 2004 წლის 9 მაისის დადგენილებით გ. კ-ი მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 381-ე მუხლით (2004 წლის რედაქცია). ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის განაჩენით გ.…
…შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი იყო მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება, ხოლო მოწმის დაკითხვა კი, ემსახურებოდა დაბრუნების პირობით, თანხის გადაცემის ფაქტის დადასტურებას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 143-ე მუხლი ითვალისწინებდა იმ შემთხვევებს, რა დროსაც მოწმე ვერ იყენებდა ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებას, კერძოდ, თუკი მან უნდა…
…ამ პირებს ანიჭებს ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებას ( საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლი), რაც მათ არ გამოუყენებიათ. მით უმეტეს ასეთი უარის შემთხვევაშიც, ეს პირები მაინც ვალდებული არიან, მისცენ ჩვენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 143-ე მუხლის მოთხოვნათა არსებობისას. ამდენად, კასატორის პრეტენზია ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა. ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა…
…რეესტრში, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ქონება ნ------------------–---–ის ქონებრივ ფონდში არ აღრიცხულა. ამ შემთხვევაში გაშვებულია საკუთრების უფლების წარმოშობისათვის 10-–-–-ანი ხანდაზმულობის ვადა და სარჩელი ხანდაზმულია, რადგან სსსკ-ის 143-ე მუხლის თანახმად, თუ ნივთი, რომლის მიმართაც არსებობს სანივთო მოთხოვნა, უფლებამონაცვლეობის გზით მესამე პირის მფლობელობაში აღმოჩნდება, მაშინ უფლებრივი…