გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.12.2019
საქმის ნომერი
330210119002909259
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/60-1-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი 2019 წ. ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელეები ზ------------------–---–-, ი--------------

წარმომადგენელი თ------------–-ა

მოპასუხეები მ-----–---------–---, კ---------------------–---,მოპასუხე ზ---------------–---–-

წარმომადგენელი გ----------–--------

დავის საგანი: ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სავალდებულო წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 1----–-–----------ს გარდაცვლილი პ---–--------------–---–ის მიერ, 1----–-–----------სს შედგენილი ანდერძის საფუძველზე, პ---–--------------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე, 2----–-–-----------ტოს, კ---------------------–---ს, ჯ---------------–---–ის და გ-----------–--ის სახელზე გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა (ნოტარიუსი ნ------------–-–---–ი);

1.2. ზ------------------–---–-ს და ი--------------ს ცნობა, 1----–-–----------ს გარდაცვლილი პ---–--------------–---–ის მემკვიდრეებად და სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის (1/8 ნაწილი) მიღება უძრავ ქონებაზე მდებარე: ო------------, სოფელი გ-–---–-, ს/კ 8--0-.2--00-;

2. ზ------------------–---–-ს და ი--------------ს თანამესაკუთრედ ცნობა, 1----–-–----------ს გარდაცვლილი პ---–--------------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე მდებარე: ო------------, სოფელი გ-–---–-, ს/კ 8--0-.2--00-, კერძოდ, საჯარო რეესტრში მ-----–---------–---ს სახელზე აღრიცხული 2/4 ნაწილიდან 1/16 წილზე, კ---------------------–---ს სახელზე აღრიცხული 1/4 ნაწილიდან 1/32 ნაწილზე და ზ---------------–---–-ს სახელზე აღრიცხული 1/4 ნაწილიდან 1/32 წილზე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ო-----------ში, სოფელი გ-–---–-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 8--0-.2--00-) წარმოადგენდა 1----–-–----------ს გარდაცვლილი პ---–--------------–---–ის საკუთრებას, რომელსაც ჰყავდა ოთხი შვილი: ნ--------, მ----, მ-----–- და რ----------------–---–ები. აღნიშნული უძრავი ქონება აშენებული იყო ნ------------------–---–ის მიერ და ის ფაქტობრივად ფლობდა აღნიშნულ ქონებას. მოსარჩელეებმა - ნ------------------–---–ის შვილებმა, ზ------------------–---–მა და ი--------------მ გააგრძელეს აღნიშნული ქონების ფაქტობრივი ფლობა მამის გარდაცვალების შემდეგაც, ამასთან, ამავე ქონებაზე მოითხოვეს სამკვიდროს მიღება მამის მიუღებელი სამკვიდროდან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამკვიდრო სრულად მიღებული და დარეგისტრირებული აქვთ მოპასუხეებს მ-----–- ნ---------–---–ს, მის შვილს კ------------------------–---–ს და მ---------------–---–-ს შვილს - ზ---------------–---–ს.

 

ფაქტობრივი ფლობა გამოიხატებოდა იმაში, რომ მართალია ნ------------------–---–ი მუდმივად არ ცხოვრობდა სადავო ქონებაში, მაგრამ იმ სახლში დღემდე არის მისი ნივთები: ავეჯი, საწოლები, კარადა, ტახტი, მაგიდა, ხალიჩები, ღუმელი, მოსარჩელეებს არ მიეცათ საშუალება მოპასუხეების მხრიდან, სურათი გადაეღოთ მითითებულ ნივთებზე, ხოლო ნ--------ს გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილებმა მიიღეს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით გამომდინარე იქედან, რომ ჩადიოდნენ რ---–-, უვლიდნენ და ხედავდნენ სახლს, ალაგებდნენ. ორივე მოსარჩელე მამის გარდაცვალების დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, ისინი ცხოვრობდნენ 2006 წლიდან -2015 წლამდე ს----------–-.

 

1----–-–----------ს გარდაცვლილი პ---–--------------–---–ის მიერ, 1----–-–----------სს შედგენილი იქნა ანდერძი, რომლის მიხედვით უძრავი ქონება ანდერძით გადასცა შვილიშვილებს, კერძოდ მ---------------–---–-ს შვილებს: კ---------------------–--ს და გ-----------–--ს, მ-----–- ნ---------–---–ის შვილს - ზ---------------–---–ს და აწ. გარდაცვლილი რევაზ ნ---------–---–ის შვილს - ჯ---------------–---–ს, რომელმაც თავისი კუთვნილი წილი 13.12.2009 წლის ჩუქების ხელშკრულების საფუძველზე გადასცა მ------------–--ს.

 

2----–-–-----------ტოს ნოტარიუს ნ------------–-–---–ის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად გარდაცვლილი პ---–--------------–---–ის სამკვიდრო ქონება მიიღეს ანდერძისმიერმა მემკვიდრეებმა.

 

სამკვიდრო ქონებიდან მოსარჩელეების სავალდებულო წილი შეადგენს 1/8 წილს, რაც სადავოდ არის გამხდარი და როგორც მოსარჩელეებისთვის გახდა ცნობილი მოპასუხეები აპირებენ ქონების გასხვისებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან იყო მორიგების მცდელობა, მოპასუხეებმა არ ისურვეს მორიგება, რის გამოც მოსარჩელეები იძულებული გახდნენ მოემართათ სასამართლოსთვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ზ---------------–---–-ს წარმომდგენელმა განმარტა, რომ არ ცნობს სარჩელს და მიუთითა, რომ ნ------------------–---–ის მიერ არ დასტურდება სამკვიდროს მიღების ფაქტი, იგი არ ცხოვრობდა სადავო უძრავ ქონებაში, ამასთან, პ---–--------------–---–ის გარდაცვალების შემდეგ არავითარი შეხება არ ჰქო--ა დედის დანაშთ ქონებასთან. საქმეში წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება ნ------------------–---–ის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი და მოსარჩელეები უსაფუძვლოდ აცხადებენ, რომ მან სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო. ნ------------------–---–ი გარდაიცვალა 2----–-–---------------ს, ხოლო მოსარჩელეებს სამკვიდროს მიღების ვადა ჰქონდათ 2----–-–---------------–ამდე. ამ დრომდე მათ არც ნოტარიუსისთვის მიუმართავთ და არც ფაქტობრივი ფლობით მიუღიათ სამკვიდრო, შესაბამისად მათ გაუშვეს სამკვიდროს მიღების კანო--თ დადგენილი ვადა. აღსანიშნავია ისიც რომ მოსარჩელეებს არც სასამართლოსთვის მიუმართავთ საპატიო მიზეზის გამო სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების თაობაზე.

 

გარდა აღნიშნულისა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პ---–--------------–---–მა ანდერძი დაწერა 1981 წლის 10 ივნისს, ხოლო გარდაიცვალა 1992 წლის 06 ივნისს, განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე. ამდენად, საქმე განხილული უნდა იქნეს 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ხოლო გამომდინარე იქედან, რომ 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 547-ე მუხლით განსაზღვრულია სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიმღებ სუბიექტთა წრე, ნ------------------–---–ს არ წარმოეშობა სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება.

 

პ---–--------------–---–ი გარდაიცვალა 1----–-–----------ს და ამ დროის შემდეგ მის მემკვიდრეს ქონება არ დაურეგისტრირებია საჯარო რეესტრში, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ქონება ნ------------------–---–ის ქონებრივ ფონდში არ აღრიცხულა. ამ შემთხვევაში გაშვებულია საკუთრების უფლების წარმოშობისათვის 10-–-–-ანი ხანდაზმულობის ვადა და სარჩელი ხანდაზმულია, რადგან სსსკ-ის 143-ე მუხლის თანახმად, თუ ნივთი, რომლის მიმართაც არსებობს სანივთო მოთხოვნა, უფლებამონაცვლეობის გზით მესამე პირის მფლობელობაში აღმოჩნდება, მაშინ უფლებრივი წინამორბედის მფლობელობაში გასული ხანდაზმულობის ვადა გამოიყენება აგრეთვე უფლებამონაცვლის მიმართაც.

 

მოპასუხეებს - მ-----–---------–--ს და კ---------------------–--ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, თუმცა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ არ ეთანხმებიან სარჩელს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ო-----------ში, სოფელი გ-–---–-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 8--0-.2--00-) საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო, პ---–--------------–---–ის სახელზე, რომელიც გარადაიცვალა 1----–-–----------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (იხ.ს.ფ.30)

- ნოტარიუს ნატა გრძელიშვილის მიერ 2----–-–-----------ტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (იხ.ს.ფ.40-43);

-მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. პ---–--------------–---–ს გარდაცვალების მომენტისათვის დარჩა კანო--სმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები: ნ------------------–---–ი, მ---------------–---–-, მ-----–- ნ---------–---–ი და რ----------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. ნ-------- ნ---------–---–ი გარდაიცვალა 2----–-–---------------ს (აქტის ჩანაწერი 0---------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გარდაცვალების მოწმობა (იხ.ს.ფ.31)

-მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. 2017 წლის 09 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივიდან გაცემული საარქივო ცნობის # A-------------03 მიხედვით, ო--ს რაიო--ს გ-–---–-ს სასოფლო საბჭოს მმაჩის სააქტო ჩანაწერის მიხედვით, ნ------------------–---–ი დაიბადა 1----–-–-----------------ს. მისი მშობლები იყვნენ: მამა- ი----------------–---–- 30-–-–-ს და დედა - პ---–--------ს ასული ნავროზაშვილი 2--–-–-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 09 ნოემბერის, საარქივო ცნობა (იხ. ს.ფ. 36 ).

 

3.1.5. სახელმწიფო სერვისების განვითარების თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით (#0-----------), დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი შემდეგი მონაცემებით: სახელი - პ---–---, გვარი - ბ---------, დაბადების თარიღი - 1----–-–---------------ი, დაბადების ადგილი - საქართველო, ო------------, სოფელი გ-–---–-, სქესი - მდედრობითი, დედა- ე--------------------ე, მამა - ი--------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო სერვისების განვითარების თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება(იხ.ს.ფ.32-34)

 

3.1.6. ი---------------–---–ი დ----------- წლის 0- ოქტომბერს ( აქტის ჩანაწერი #1---);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (იხ.ს.ფ.37).

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი).

 

3.1.7. ზ------------------–---–- დაიბადა 1963 წლის 27 მაისს (აქტის ჩანაწერი #945);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ. 38 ).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 1----–-–----------სს პ---–--- ივანეს ასული ნ---------–---–ის მიერ შედგენილი იქნა ანდერძი, რომლითაც მის საცხოვრებელ სახლს მდებარე: ო-----------ში, სოფელი გ-–---–-, რომელიც გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდება მის განკარგულებაში უანდერძებს შილიშვილებს: კონსტანტინე და გივი ელგუჯას ძე კანდელკებს, ზურაბ გიორგის ძე ანდრიაშვილს, ჯო-- რევაზის ძე ნ---------–---–ს თანაბარ წილად. ანდერძი დამოწმებული იქნა 1----–-–----------სს ნოტარიუს თ. ბურდილაძის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1----–-–----------სს პ---–--- ივანეს ასული ნ---------–---–ის მიერ შედგენილი ანდერძი (იხ. ს.ფ. 39).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სდომის ოქმი)

 

3.2.2. ნოტარიუს ნატა გრძელიშვილის მიერ 2----–-–-----------ტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეესტრში რეგისტრაციის #2---) მიხედვით, კ---------------------–--- და ჯ---------------–---–ი არიან პ---–--------------–---–ის ანდერძისმიერი მემკვიდრეები, შვილიშვილები, რაც დასტურდება დაბადების მოწმობებით, ხოლო მ-----–---------–--- არის გარდაცვალებული შვილის გ-----------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - დედა. მათ საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონება, რომელიც არის საცხოვრებელი სახლი მის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელიც მდებარეობს: ო------------, სოფელი გ-–---–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნოტარიუს მაგდა კოსტავას მიერ 2----–-–-----------ტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (იხ.ს.ფ.40-43).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სდომის ოქმი)

 

3.2.3. 2009 წლის 13 ნოემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების მდებარე: რ-----------, სოფელი გ-–---–-, საკადასტრო კოდი 8--0-.2--00-, 1/4 ნაწილი საკუთრების უფლებით, 2--08.2004წ. სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის #2---) საფუძველზე, რეგისტრირებულია ჯ---------------–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 13 ნოემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ. ს.ფ.46-47).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სდომის ოქმი)

 

3.2.4. 2018 წლის 27 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება მდებარე: რ-----------, სოფელი გ-–---–-, საკადასტრო კოდი 8--0-.2--00-, საკუთრების უფლებით, 2--08.2004წ. სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის #2---), 23.07.2018წ. ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის (#1--------), 13.12.2009წ. ჩუქების ხელშკრულების და სასაფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სიის #3-ის საფუძველზე, რეგისტრირებულია ზ---------------–---–-ს (1/4 ნაწილი), კ---------------------–---ს (1/4 ნაწილი) და მ-----–---------–---ს (2/4 ნაწილი) სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 27 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ. ს.ფ.44-45).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სდომის ოქმი)

 

3.2.5. 2017 წლის 30 ოქტომბრის, ო--ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ცნობა #04-4188-ის მიხედვით, პ---–--- ივანეს ასული ნ---------–---–ი გარდაცვალებამდე მუდმივად ცხოვრობდა ო--ს მუნიციპალიტეტის გ-–---–-ს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ გ-–---–-ში და დღიდან მისი გარდაცვალებისა მის კუთვნილ უძრავ ქონებას ფლობს და განაგებს მისი შვილიშვილი - ზ---------------–---–- (პ/ნ 0----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 30 ოქტომბრის, ო--ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ცნობა #04-4188 (იხ. ს.ფ.126).

 

3.2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ

განჩინებით ზ------------------–---–-ს და ი--------------ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

 

მ-----–---------–--ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე: რ-----------, სოფელი გ-–---–- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (8--0-.2--00-) - კუთვნილი 2/4 ნაწილიდან 1/16 ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით;

 

კ---------------------–--ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე: რ-----------, სოფელი გ-–---–- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (8--0-.2--00-) - კუთვნილი 1/4 ნაწილიდან 1/32 ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით;

 

ზ---------------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე: რ-----------, სოფელი გ-–---–- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (8--0-.2--00-) - კუთვნილი 1/4 ნაწილიდან 1/32 ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ

განჩინება (იხ. ს.ფ.53-59).

 

3.2.7. საქმეში არსებული მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით და მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ------------------–---–ს დედის - პ---–--------------–---–ის, გარდაცვალებიდან - 1----–-–----------იდან, 6 თვის განმავლობაში, მიღებული აქვს სამკვიდრო დანაშთი ქონება ფაქტობრივად დაუფლებით ან ნოტარიუსთან მიმართვის გზით. ასევე საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოებაც, რომ ნ------------------–---–ი დედის გარდაცვალების პერიოდისათვის წარმოადგნდა შრომისუუნარო პირს. თავად მოსარჩელე ი-------------- განმარტავს, რომ მისი მამა შრომისუუნარო არ ყოფილა (იხ.სხდ.ოქმ.17:03:11სთ). გარდა აღნიშნულისა, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის ნ------------------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი არანაირი დოკუმენტაცია ან კომპეტენტური პირის მიერ შედგენილი დასკვნა, რომელიც პ---–--------------–---–ის გარდაცვალების პერიოდისათვის უტყუარად დაადასტურებდა ნ------------------–---–ის შრომისუუნარობას, რომლითაც ის მიჩნეული იქნებოდა პ---–--------------–---–ის სამკვიდროზე, სავალდებულო წილის მიღებაზე უფლებამოსილ პირად.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეები სავალდებულო წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობას ითხოვენ, როგორც ნ------------------–---–ის მემკვიდრეები, რომლებმაც ფაქტობრივი ფლობით მიიღეს მამის დანატოვარი სამკვიდრო.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი ადგენს სამკვიდროს მიღების სპეციალურ ვადას, კერძოდ, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, ნ------------------–---–ი გარადაიცვალა 2----–-–---------------ს, ხოლო მოსარჩელეებს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ მათ მიიღეს მამის დანატოვარი სამკვიდრო ნოტარიუსისთვის მიმართვის გზით ან ფაქტობრივი ფლობით და გააჩნიათ სამართლებრივი უფლება ან მოთხოვნა იმ ქონებაზე, რომელიც სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის შედიოდა მამკვიდრებელ - ნოდარ დევნოზაშვილის სამკვიდრო მასაში არ წარმოუდგენიათ.

 

ნ------------------–---–ი გარდაიცვალა 2----–-–---------------ს, მოსარჩელე მხარემ გარდა ახსნა-განმარტებისა, რომელიც სადავოობის შემთხვევაში ვერ მიიჩნევა სადავო ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვერ წამოადგინა, საკმარისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელეების - ზ------------------–---–-ს და ი--------------ს მიერ მამის - ნ------------------–---–ის სამკვიდროს მიღების ფაქტს, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებით ან ნოტარიუსთან მიმართვის გზით, ხოლო აღნიშნული ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად, ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც სარწმუნო ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითებით უნდა დაადასტუროს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-ე 148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.

 

მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების დადასტურების მიზნით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მოწმე ნანი ბიჭაშვილი, რომლის მიერ მიცემული ჩვენება სადავო გარემოების დამადასტურებელ სათანადო და საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისი ჩვენება შემოიფარგლება ზოგადი განმარტებით, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე აღნიშნავს, რომ არ ახსოვს არც პ---–--------------–---–ის და არც ნ------------------–---–ის გარდაცვალების ფაქტი (იხ. სხ ოქმი 16:45:18-16:45:47), არც იმ ინფორმაციას ფლობს პ---–--------------–---–ის გარდაცვალებიდან ან ნ-------- ნ---------–---–ის გარდაცვალებიდან რა პერიოდში ჩამოდიოდნენ სადავო სახლში მოსარჩელეები (იხ. სხ ოქმი 16:46:42), შესაბამისად, წარმოდგენილი მოწმე ვერ ადასტურებს სამკვიდროს მიღების არსებობის ფაქტს, არ შესწრებია მემკვიდრის მიერ მის მიღებას და არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე და თვითმხილველი. იგივეს განმარტავს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე ნინო გვიმრაძე, რომ ასაკიდან გამომდინარე არ ახსოვს პ---–--------------–---–ის გარდაცვალების ფაქტი (იხ.სხ.ოქმი 16:50:26 სთ) და ,,20 წელია რ---–- ჩამოსული არავინ უნახავს“ (იხ.სხ.ოქმი 16:51:33 სთ).

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თავად მოსარჩელე ი-------------- მიუთითებს, რომ ის და მისი და - ზ------------------–---–- 2006 წლიდან წავიდნენ საქართველოდან და ჩამოვიდნენ 2015 წელს (სხდ. ოქმ. 16:37:17 სთ), ხოლო 2011 წელს, როდესაც გარდაიცვალა მათი მამა - ნ------------------–---–ი ისინი საქართველოში არ იმყოფებოდნენ (იხ. სხდ. ოქმ. 16:37:41სთ).

 

შესაბამისად, მოსარჩელეებმა ვერ დაადსტურეს მამის - ნ------------------–---–ის სადავო სამკვიდროს მიღების ფაქტიც, მაგრამ მოსარჩელეთა მხრიდან, 6 თვის ვადაში ნ------------------–---–ის მიერ დედის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ ფაქტზე მსჯელობა და გამომდინარე აქედან თავად მოსარჩელეების მიერ მამის სამკვიდროს მიღების ფაქტზე მსჯელობაც იურიდიულ ინტერესსა და სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია, რადგან ნ------------------–---–ი ანდერძის არსებობის პირობებში არ წარმოადგენს დედის დანატოვარ სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანო--ს თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ნოდარ ნავნროზაშვილი კანო--ს თანახმად არ წარმოადგენდა სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს, სარჩელი ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სავალდებულო წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე, 1504-ე, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 540-ე, 544-ე , 546-ე ,542-ე, 547-ე,556-ე,567-ე,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე,1320-ე,1306-ე,1433-ე,1328-ე,1336-ე,1450-ე 1503-ე, 128-ე, 129-ემუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სარჩელში მითითებული არსებითი პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

 

გასახილველ შემთხვევაში, რადგან მხარეთა შორის შეთანხმებას ნორმათა გამოყენებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქო--ა, 1----–-–----------ს გარდაცვლილ პ---–--------------–---–ის სამკვიდროს გაყოფასთან დაკავშირებით გამოყენებულ უნდა იქნეს მამკვიდრებლის გარდაცვალებისათვის, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის რედაქცია).

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 539-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანო--თ ან ანდერძით.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანო--სმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. სამკვიდროს დამტოვებლის შვილიშვილები, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პ---–--------------–---–ის გარდაცვალებით 1----–-–----------ს გაიხსნა სამკვიდრო. ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, პ---–--------------–---–ის კანო--სმიერ მემკვიდრეებს ამ დროისათვის წარმოადგენდნენ: შვილები - ნ------------------–---–ი, მ---------------–---–-, მ-----–- ნ---------–---–ი და რ----------------–---–ი. სამკვიდრო მასას შეადგენდა უძრავი ქონება მდებარე: ო------------, სოფელი გ-–---–-, საკადასტრო კოდი 8--0-.2--00-.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 546-ე მუხლის თანახმად, ყოველ მოქალაქეს შეუძლია თავისი ქონება ან მისი ნაწილი დაუტოვოს ანდერძით ერთს ან რამდენიმე პირს, როგორც კანო--სმიერ მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშესაც.

 

აღნიშნული ნორმით გარანტირებულია პირის უფლება, საკუთარი სურვილისა და შეხედულების შესაბამისად, განკარგოს ქონება და საამისოდ გამოავლინოს ნება. ანდერძი სწორედ ამგვარი თავისუფალი ნების გამომვლენი განკარგულებაა. ანდერძი ცალმხრივი გარიგებაა და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მოანდერძის გარდაცვალებას.

 

სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 542-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად შეიძლება იყვნენ ანდერძით მემკვიდრეობის დროს - მოქალაქენი, რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკიდროს დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე ისინი, ვინც ჩასახული იყვნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ.

 

დადგენილია, რომ 1----–-–----------სს პ---–--- ივანეს ასული ნ---------–---–ის მიერ შედგენილი იქნა ანდერძი, რომლითაც მის საცხოვრებელ სახლს მდებარე: ო-----------ში, სოფელი გ-–---–-, რომელიც გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდება მის განკარგულებაში უანდერძებს შილიშვილებს: კონსტანტინე და გივი ელგუჯას ძე კანდელკებს, ზურაბ გიორგის ძე ანდრიაშვილს, ჯო-- რევაზის ძე ნ---------–---–ს თანაბარ წილად. ანდერძი დამოწმებული იქნა 1----–-–----------სს ნოტარიუს თ. ბურდილაძის მიერ.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 542-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად შეიძლება იყვნენ კანო--სმიერი მემკვიდრეობის დროს - მოქალაქენი, რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკვიდროს დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე სამკვიდროს დამტოვებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ.

 

სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 547-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს დამტოვებლის არასრულწლოვან ან არაშრომისუნარიან შვილებს, აგრეთვე გარდაცვლილის არაშრომისუნარიან მეუღლეს, მშობლებს და მის რჩენაზე მყოფ სხვა მემკვიდრეებს, რა შინაარსიც არ უნდა იყოს ანდერძი, ეკუთვნით სამკვიდრო წილი, რომელიც არ შეიძლება იყოს იმ წილის ორმესამედზე ნაკლები, რაც თითოეულ მათგანს კანო--სმიერი მემკვიდრეობის დროს ერგებოდათ.

 

ამდენად, აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ანდერძის არსებობის, მისი ნამდვილობის შემთხვევაში სავალდებული წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეებად მიჩნეული არიან მხოლოდ - 1. მამკვიდრებლის არასრულწლოვანი ან არაშრომისუნარიანი შვილები 2. მამკვიდრებლის არაშრომისუნარიანი მეუღლე 3. მამკვიდრებლის მშობლები 4. მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი სხვა მემკვიდრეები.

 

მოცემულ შემთხვევაში ნ------------------–---–ს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ანდერძის არსებობის პირობებში არ გააჩნია პ---–--------------–---–ის სამკვიდრო ქონებიდან წილის მოთხოვნის უფლება, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ნ------------------–---–ი წარმოადგნდა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ პირს, საქმეში არ მოიპოვება, რაც მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს შეადგენს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--103-ე მუხლებისა.

 

საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ პ---–--------------–---–ის გარდაცვალების პერიოდისთვის შვილი - ნ-------- ნ---------–---–ი იყო სრულწლოვანი, შრომისუნარიანი პირი, რის გამოც იგი მამკვიდრებლის რჩენაზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად, იგი არ წარმოადგენდა 547-ე მუხლით განსაზღვრულ პირს და მას, ანდერძის არსებობის პირობებში, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის დათქმიდან გამომდინარე, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება არ წარმოშობია. (იხ.სუსგ. #ას-142-135-2013წ., ას 1237-1182-2013წ., ას-819-777-2013;)

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ; ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე ნორმის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირისათვის მატერიალური კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზაციის საკითხის გარკვევამდე, აუცილებელია დადგინდეს არის თუ არა კონკრეტული პირი ამ უფლების სუბიქეტი. შესაბამისად, სასამართლო, ნ-------- ნ---------–---–ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებასთან დაკავშირებით სამართლებრივ შეფასებას არ ახდენს, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა იგი არ წარმოადგენდა სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს და აღნიშნული ფაქტის დადგენა, მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს, ვერ გამოიწვევს მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას და მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის უზრუნველყოფას, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, ნ-------- ნ---------–---–ი არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964 წლის რედაქცია) სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს.

 

დადგენილია, რომ ნ-------- ნ---------–---–ი გარდაიცვალა 2011 წლის შესაბამისად ამ დროს გაიხსნა სამკვიდრო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანო--თ ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანო--თ მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები.

 

მართალია ზემოთმითითებული ნორმებიდან გამომდინარე მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ ნ------------------–---–ის სამკვიდროს მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება, მაგრამ სასამართლო მიუთითებს, რომ ანდერძისმიერი მემკვიდრის არსებობის პირობებში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ------------------–---–ი არ წარმოადგენდა პ---–--------------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს, მისი გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდრო მასად სადავო ქონება ვერ მიიჩნევა, შესაბამისად, მოსარჩელეებს - ზ------------------–---–ს და ი--------------ს ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება არ წარმოეშობათ, რის გამოც სარჩელი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სავალდებულო წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მოპასუხის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანო--თ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი, კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013), რის გამოც ამ მხრივ მოპასუხეთა მითითება სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია – მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. (ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას იხ: 2014 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2013).

 

6.2. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 567-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ეძლევა მემკვიდრეებს ექვსი თვის გასვლის შემდეგ სამკვიდროს გახსნიდან. სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე, არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეს მიიღონ მოწმობა დანარჩენ ნაწილზე.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ნ------------------–---–ი არ წარმოადგენდა პ---–--------------–---–ის სამკვიდრო ქონების სავალდებულო წილის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, შესაბამისად მოსარჩელეებს, როგორც მემკვიდრეებს არ წარმოეშობათ პ---–--------------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლება სადავო უძრავი ქონების 1/8 ნაწილზე მდებარე ო------------, სოფელი გ-–---–-, საკადასტრო კოდი 8--0-.2--00- და შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში პ---–--------------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე ნოტარიუს ნატა გრძელიშვილის მიერ 2----–-–-----------ტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეესტრში რეგისტრაციის #2---) გაცემის თაობაზე სანოტარო აქტის ბათლად ცნობის და მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა - განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ზ------------------–---–-ს და ი--------------ს სარჩელი მ-----–---------–---ს, კ---------------------–---ს და ზ---------------–---–-ს მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სავალდებულო წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეების მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -100 (ასი) ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღო--სძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ

განჩინებით, ზ------------------–---–-ს და ი--------------ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

 

მ-----–---------–--ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე: რ-----------, სოფელი გ-–---–- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (8--0-.2--00-) - კუთვნილი 2/4 ნაწილიდან 1/16 ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით;

 

კ---------------------–--ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე: რ-----------, სოფელი გ-–---–- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (8--0-.2--00-) - კუთვნილი 1/4 ნაწილიდან 1/32 ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით;

 

ზ---------------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე: რ-----------, სოფელი გ-–---–- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (8--0-.2--00-) - კუთვნილი 1/4 ნაწილიდან 1/32 ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღო--სძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანო--თ დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ვინაიდან ზ------------------–---–-ს და ი--------------ს სარჩელი მ-----–---------–---ს, კ---------------------–---ს და ზ---------------–---–-ს მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სავალდებულო წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღო--სძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 38-ე, 39-ე, 55-ე, 1991, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ------------------–---–-ს და ი--------------ს სარჩელი მ-----–---------–---ს, კ---------------------–---ს და ზ---------------–---–-ს მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სავალდებულო წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელეების - ზ------------------–---–-ს და ი--------------ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღო--სძიება, რომლითაც ზ------------------–---–-ს და ი--------------ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მ-----–---------–--ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე: რ-----------, სოფელი გ-–---–- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (8--0-.2--00-) - კუთვნილი 2/4 ნაწილიდან 1/16 ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით; კ---------------------–--ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე: რ-----------, სოფელი გ-–---–- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (8--0-.2--00-) - კუთვნილი 1/4 ნაწილიდან 1/32 ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით; ზ---------------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე: რ-----------, სოფელი გ-–---–- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (8--0-.2--00-) - კუთვნილი 1/4 ნაწილიდან 1/32 ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დალი აბჟანდაძე