ა) განათლების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) განათლების სფეროში სამინისტროს სტრატეგიის შესახებ წინადადებების შემუშავება;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმების, პროგრამების, მეთოდური მასალებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების სასწავლო დაწესებულებებში დაყვანა;
დ) სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეროვნული და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და შესრულებაზე ზედამხედველობა;
ე) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია. კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების განხორციელებაში ხელშეწყობა;
ვ) საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ბაზის შექმნა;
ზ) სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადაადებების მომზადება;
თ) საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის ჩატარების ხელშეწყობა;
ი) საგანმანათლებლო და აღმზრდელობით სფეროში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
კ) საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და აფხაზური ენების ენობრივი ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
ლ) პროფესიული განათლების, ნიჭიერ სტუდენტთა/მეცნიერთა მხარდაჭერის, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების, სოციალურად დაუცველი მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
სამსახურის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა, მოსამსახურეე