ა)  ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ანგარიშვალდებულია სამსახურის მუშაობისათვის;

ვ) წარმოადგენს სამსახურს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სამსახურის სახელით წარუდგენს დასკვნებს კურატორი მინისტრის მოადგილეს;

ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსხურის ამოცანათა შესასრულებლად;

ი) შუამდგომლობს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

კ) უზრუნველყოფს ქვეპროგრამების შემუშავებაზე, განხორციელებაზე მონიტორინგს;

ლ) კოორდინირებას უწევს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების –

საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობას;

მ) ამზადებს შესაბამის წინადადებებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით;

ნ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

2. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევებში, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილ