1. სახელოვნებო განათლების განყოფილება.
2. სახელოვნებო განათლების განყოფილების ფუნქციებია:
ა) სახელოვნებო განათლების ორგანიზაციებში სასწავლო აღმზრდელობითი პროცესების მიმდინარეობაზე კონტროლის განხორციელება, სახელოვნებო განათლების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა დარგის განვითარების სტრატეგიის საფუძველზე;
ბ) სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება;
გ) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სამინისტროს სისტემის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალისტთა მომზადების პრიორიტეტების განსაზღვრა;
დ) სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა ტრენინგების, პროფესიული დაოსტატებისა და გადამზადების ფორმების შემუშავება;
ე) სახელოვნებო საგანმანათლებლო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა, საინფორმაციო ბაზის სრულყოფა და სისტემატიზაცია;
ვ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებ