1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, შრომითი ხელშეკრულებით, სამსახურის უფროსის დავალებით და სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით.
4. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
5. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები:
ა) ასრულებენ სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის მოადგილის მითითებებსა და დავალებებს სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელნი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
დ) ამზადებენ პასუხს შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე.
დასკვნითი დებულე