ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობა და მათი გადაწყვეტილებების სამართლებრივი გაფორმება;
დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება;
ე) სამინისტროს წარმოდგენა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ვ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა კორესპონდენციების განხილვა და სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების განხორციელება;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
თ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების პროექტების მომზადება. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
ი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ის დებულებ(ებ)ის შემუშავების კოორდინაცია;
კ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სამინისტროში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრი აქტების პროექტების მომზადება;
ლ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, მისი სრულყოფა და სისტემატიზაცია;
მ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ო) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
პ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს კანონმდებლობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლის განხორციელება;
ჟ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
რ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, სხვა სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციისა და მათი აღმოფხვრის მიზნით კურატორი მოადგილისათვის, ან/და მინისტრისთვის შესაბამისი რეკომენდაციის წარდგენა;
ს) სამინისტროში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება;
ტ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
უ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და კურატორი მოადგილისათვის, ან/და მინისტრისათვის წარდგენა;
ფ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება.
სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეე