2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ)  ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის;

დ) თვალყურს ადევნებს სამმართველოს მოსამსახურეთა სამსახურებრივ საქმიანობას;

ე) ვიზირებით ადასტურებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებსა და პროექტებს;

ვ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ზ) შუამდგომლობს აპარატის უფროსთან სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე, ასევე მათი წახალისების და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;

თ) უზრუნველყოფს მინისტრის საქმიანობის საინფორმაციო და საჯარო გამოსვლების მომზადებას;

ი) წარმართავს მასმედიასთან ურთიერთობას პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით;

კ) უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადებას და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებას;

ლ) ასრულებს მინისტრის, აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

3. სამმართველოს უფროსი სამმართველოს და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია მინისტრისა და აპარატის უფროსის წინაშ