1. ეს დებულება განსაზღვრავს აფხაზეთი სავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის (შემდგომში –
სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს (შემდგომში –
სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სამართლებრივ უზრუნველყოფას, სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების სრულყოფის ხელშეწყობას, სამინისტროს წარმომადგენლობას სასამართლოში და სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე სხვა საკითხების გადაწყვეტას.
3. სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ.68.
სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებე