2. სამსახურის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამსახურის უფროსის წინაშე.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის დავალებით ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე.
4. სამსახურის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას, აკონტროლებს სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას, ახორციელებს თანამდებობრივი ინსტრუქციით და სამსახურის უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, აგრეთვე ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს ფუნქციათა გადანაწილებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;
ბ) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
გ) ზედამხედველობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
ე) ვიზას ადებს სამსახურის მიერ შემუშავებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ზ) ღებულობს მოქალაქეებს და უწევს სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციებს;
თ) ამზადებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ი) უზრუნველყოფს სამსახურის მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას;
კ) ახორციელებს სამინისტროს პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივი უზრუნველყოფას;
ლ) მონაწილეობს სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების საქმიანობაში და მათი გადაწყვეტილებების სამართლებრივ გაფორმებაში;
მ) მონაწილეობს ადმინისტრაციული საჩივრების განხილვასა და ადმინისტრაციულ წარმოებაში;
ნ) მონაწილეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაში;
ო) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა განცხადებების, წერილების განხილვასა და მათზე გადაწყვეტილებების (პასუხების) მომზადებას;
პ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებ