ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების შემუშავებულ სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებს და დოკუმენტებს სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
ე) განსაზღვრავს ინსპექტირების განხორციელების ფარგლებსა და ჯგუფის წევრების რაოდენობას;
ვ) ინსპექტირების განხორციელების შედეგად მინისტრს წარუდგენს დასკვნას;
ზ) კოორდინირებას უწევს სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისა და მიღება/გამოცემის პროცესს;
თ) შუამდგომლობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
კ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანათა შესასრულებლად;
მ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, ანაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, ისმენს მათ ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ნ) სამსახურის წარმომადგენლებზე გასცემს მინდობილობებს სასამართლო ორგანოებში სამინისტროს ინტერესების დასაცავად;
ო) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
პ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ პროექტებს, საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ჟ) ახორციელებს სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
რ) მონაწილეობს სხვადასხვა კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში;
ს) უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში;
ტ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
2. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევებში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილ