ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს აპარატის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს აპარატს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია აპარატზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს საქმიანობას;

დ) ანაწილებს ფუნქციებს აპარატის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს აპარატში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალში ერთხელ, წლის ბოლოს კი საბოლოო,  წლიურ ანგარიშს, აგრეთვე მინისტრის მოთხოვნით –

ნებისმიერ დროს;

ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს აპარატის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, აპარატის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია აპარატის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ი) პერიოდულად ისმენს აპარატის მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

კ) შუამდგომლობს აპარატის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ლ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს აპარატის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

მ) ახორციელებს მინისტრის და სამინისტროს მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფას;

ნ) კოორდინირებას უწევს სამინისტროს ერთიან საქმისწარმოებას;

ო) ახორციელებს კონტროლს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს საქმიანობაზე;

პ) ახორციელებს მინისტრის მივლინებებისა და თათბირების ორგანიზებას;

ჟ) უზრუნველყოფს პროტოკოლის, მინისტრის შეხვედრების განრიგის დაგეგმვასა  და შეხვედრების მომზადებას;

რ)  კოორდინირებას უწევს სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენას;

ს) წარადგენს დასკვნებს აპარატის საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში გარკვეულ საკითხებზე;

ტ) კოორდინირებას უწევს მინისტრის სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის დელეგაციებთან ურთიერთობას;

უ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და  სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის ცალკეულ დავალებებ