1. „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და საქმიანობის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებსა და საქმიანობის წესს, ამ სტრუქტურულ ერთეულებში არსებული თანამდებობების ფუნქციებსა და საქმიანობის წესს, სტრუქტურულ ერთეულებისა და თანამდებობების იერარქიას.

2. სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს განეკუთვნება დეპარტამენტი და სამსახური. სტრუქტურული ერთეული შეიძლება შედგებოდეს სტრუქტურული ქვედანაყოფისგან – სამმართველოსგან.

3. სააგენტოში აგრეთვე არსებობს განცალკევებულად მდგომი თანამდებობები.

4. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების საქმიანობას, მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებას საერთო კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სააგენტოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე).

თავი II

თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგი