1. მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონიერების მონიტორინგი;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ იურიდიული დეპარტამენტის ინფორმირება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების მონიტორინგისას აღმოჩენილი დარღვევების ანალიზი და განზოგადება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობის გზით;
დ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებულ ან/და განსახორციელებელ ცვლილებებზე რეკომენდაციების მომზადება, მათი იურიდიული დეპარტამენტისთვის, თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილისათვის წარდგენა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განხორციელებულ ან/და განსახორციელებელ ცვლილებებზე რეკომენდაციების მომზადება, მათი ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტისთვის, თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილისათვის წარდგენა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ტენდერისთვის/კონკურსისთვის არასწორად მინიჭებული სტატუსის ან/და ტენდერში/კონკურსში პრეტენდენტისთვის არასწორად მინიჭებული დისკვალიფიკაციის საფუძვლის ცვლილების მოთხოვნის კანონიერების შემოწმება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არასწორად მინიჭებული ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ამსახველი სტატუსის ცვლილების მოთხოვნის კანონიერების შემოწმება და საფუძვლის არსებობის შემთხვევაში არასწორი სტატუსის შეცვლა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორ თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის წარმომადგენლობა;
ლ) უფლებამოსილების ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
მ) თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.
2. მონიტორინგის დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის წინაშე.
3. მონიტორინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამუშაოს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის;
გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
დ) პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) თავმჯდომარესა და კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში თავმჯდომარესთან ან/და კურატორ თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს;
თ) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებას დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
კ) შუამდგომლობს დეპარტამენტისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;
ლ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
მ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ხოლო სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელ